მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განა დაახლოება რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს" - კონსტანტინ ზატულინის მორიგი განცხადება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ
"განა დაახლოება რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს" - კონსტანტინ ზატულინის მორიგი განცხადება  საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ

"რუ­სე­თი არ გა­ნი­ხი­ლავს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დაბ­რუ­ნე­ბის ვა­რი­ანტს, მოს­კო­ვი შე­ას­რუ­ლებს უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა შე­თან­ხმე­ბას, ის რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჯა­რე­ბი არ გა­იყ­ვანს", - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დსთ-ს საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, კონ­სტან­ტინ ზა­ტუ­ლინ­მა გა­ნა­ცხა­და.

"განა და­ახ­ლო­ე­ბა რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს? ჩვენ გვაქვს შე­თან­ხმე­ბე­ბი აფხა­ზეთ­თან და სამ­ხრეთ ოსეთ­თან უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე, სამ­ხედ­რო სა­კი­თხებ­ზე და ა.შ. არა­ვინ გა­ნი­ხი­ლავს ამ სა­კითხს, ლავ­როვ­მა თქვა, რაც თქვა, ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნას არ გუ­ლის­ხმობ­და.

სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია აფხა­ზეთ­ში, ოსეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა აღი­ა­რონ, სა­ჭი­როა სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში რა­ი­მე სა­ხის რე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერთქმე­დე­ბის ფორ­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

ლავ­რო­ვის სი­ტყვე­ბი არ უნდა გა­ვი­გოთ, რო­გორც სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბით რუ­სე­თის და­ინ­ტე­რე­სე­ბა. ეს კი­თხვა დიდი ხა­ნია გაქ­რა. თუ ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან ეკო­ნო­მი­კურ და საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას და­ამ­ყა­რე­ბენ, ეს ყო­ველ­თვის და­დე­ბი­თი იქ­ნე­ბა“, - გან­მარ­ტა მან.

ავტორი:

"განა დაახლოება რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს" - კონსტანტინ ზატულინის მორიგი განცხადება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ

"განა დაახლოება რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს" - კონსტანტინ ზატულინის მორიგი განცხადება  საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ

"რუსეთი არ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნების ვარიანტს, მოსკოვი შეასრულებს უსაფრთხოების ყველა შეთანხმებას, ის რეგიონებიდან ჯარები არ გაიყვანს", - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.

"განა დაახლოება რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს? ჩვენ გვაქვს შეთანხმებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხს, ლავროვმა თქვა, რაც თქვა, ჯარების გაყვანას არ გულისხმობდა.

საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია აფხაზეთში, ოსეთსა და საქართველოში არსებული რეალობა აღიარონ, საჭიროა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში რაიმე სახის რეალური ურთიერთქმედების ფორმების ჩამოყალიბება.

ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ, როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით რუსეთის დაინტერესება. ეს კითხვა დიდი ხანია გაქრა. თუ ისინი ერთმანეთთან ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობას დაამყარებენ, ეს ყოველთვის დადებითი იქნება“, - განმარტა მან.