სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ წელიწადში, სიმაღლეში 2.5, 3 და 4 სმ-ით მოიმატეს" - ცნობილია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის შედეგი
"ერთ წელიწადში, სიმაღლეში 2.5, 3 და 4 სმ-ით მოიმატეს" - ცნობილია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის შედეგი

აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შვე­ბის ნა­წილ­მა, სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად, თით­ქმის ერთ წე­ლი­წად­ში, სი­მაღ­ლე­ში 2.5, 3 და 4 სან­ტი­მეტ­რით მო­ი­მა­ტა, გა­უმ­ჯო­ბეს­და მათი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხიც.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” იაშ­ვი­ლის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, ეკა კან­დე­ლაკ­მა გა­ნუ­ცხა­და, ამ ეტაპ­ზე სამ­კურ­ნა­ლო პროგ­რა­მა­ში დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მე-3 ნა­კა­დია ჩარ­თუ­ლი. ინექ­ცი­ის მი­სა­ღე­ბად მე-4 ნა­კა­დიც უკვე ემ­ზა­დე­ბა.

“ამ ეტაპ­ზე, ჩვენ აქონ­დროპ­ლა­ზი­ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის მე­სა­მე ნა­კა­დი გვყავს და ამ დრო­ის­თვის, ჩვენ­თან 5 პა­ცი­ენ­ტი და­დის. ამ მე­დი­კა­მენ­ტის [VOXZOGO-ს - “ვო­სო­რი­დი­ტის”] გა­მო­ყე­ნე­ბა შარ­შან, 15 ნო­ემ­ბერს და­ვი­წყეთ და ეტა­პობ­რი­ვად სამი ჯგუ­ფი ჩავ­რთეთ, ამ დრო­ის­თვის მე-4 ჯგუ­ფი ემ­ზა­დე­ბა ჩა­სარ­თა­ვად. ჩვენ ნო­ემ­ბერ­ში შე­დე­გებს შე­ვა­ჯა­მებთ, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ პე­რი­ო­დუ­ლი შე­მოწ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რა­საც ჩვენ ვა­ტა­რებთ 3 ან 6 თვე­ში ერთხელ, მე­დი­კა­მენ­ტის მოქ­მე­დე­ბის ძა­ლი­ან კარ­გი, პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბია - სხვა­დას­ხვა პა­ცი­ენ­ტთან სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი, მაგ­რამ სი­მაღ­ლე­ში ზრდის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს. სი­მაღ­ლე­ში ზრდა­ზე მე­ტად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რაც ამ ბავ­შვებ­თან მოხ­და, იმი­ტომ, რომ მათ­თვის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გარ­კვე­უ­ლი ამო­ცა­ნე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად 1-2 ან 3 სან­ტი­მეტ­რი გა­დამ­წყვე­ტი იყო და მათი სი­ცო­ცხლის ხა­რის­ხი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია. თუმ­ცა ამ ჯგუფს (საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ჯგუ­ფია პა­ცი­ენ­ტე­ბის) ძა­ლი­ან ბევ­რი თან­მხლე­ბი სხვა მდგო­მა­რე­ო­ბაც აქვთ, რო­მე­ლიც მათი ძი­რი­თა­დი დი­აგ­ნო­ზით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და ამ თან­მხლე­ბი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის კვლე­ვას და მარ­თვა­საც, ასე­ვე, ჩვენს კლი­ნი­კა­ში ვცდი­ლობთ.

  • ბავ­შვე­ბი იზ­რდე­ბი­ან. ზოგ­მა 3 სან­ტი­მეტ­რი, ზოგ­მა 4 სან­ტი­მეტ­რი, ზოგ­მა კი 2.5 სან­ტი­მეტ­რი მო­ი­მა­ტა. ის ეფექ­ტი, რაც მე­დი­კა­მენტს უნდა ჰქო­ნო­და, ამ მე­დი­კა­მენ­ტმა გა­მო­ავ­ლი­ნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ცალ­კე­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის მოყ­ვა­ნა სწო­რი არ იქ­ნე­ბო­და, ხოლო შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბა ნო­ემ­ბრის ბო­ლოს გვექ­ნე­ბა.

ამ მე­დი­კა­მენტს თან­მხლე­ბი ეფექ­ტე­ბი გა­აჩ­ნია და რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტთან გა­მოვ­ლინ­და თან­მხლე­ბი მოვ­ლე­ნე­ბი, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მაგ­რამ სხვა მხრივ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, ამ მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას (არც იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რომ მოჰ­ყო­ლო­და) არ მოჰ­ყო­ლია. აქონ­დროპ­ლა­ზია არის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, მას ახა­სი­ა­თებს სხვა გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ნიც, გარ­და იმი­სა, რომ სი­მაღ­ლე­ში ზრდის პრობ­ლე­მე­ბია, აქ სხვა გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბიც არის. კერ­ძოდ, ხერ­ხემ­ლის და კი­დუ­რის დე­ფორ­მა­ცი­ე­ბი, ჰიდ­რო­ცე­ფა­ლია, ძი­ლის პრობ­ლე­მე­ბი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს პრობ­ლე­მე­ბი ამ ბავ­შვებს აქვთ. მე­დი­კა­მენ­ტის ფონ­ზე ერთი წელი ცო­ტაა იმის­თვის, რომ გვეთ­ქვა - “ეს კო­მორ­ბი­დო­ბე­ბი გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია“, თუმ­ცა წლის ბო­ლოს შე­ჯა­მე­ბა მოგ­ვცემს უფრო მე­ტის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას. მე­დი­კა­მენ­ტის მწარ­მო­ე­ბე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით ბო­ლომ­დე ვერ გვე­უბ­ნე­ბა, რომ ეს კო­მორ­ბი­დო­ბე­ბი, რაც არის, იქ­ნე­ბა მთლი­ა­ნად ალაგ­დეს, ამ მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად, ეს ასე არ გვაქვს და არც ასე იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი გა­უმ­ჯო­ბეს­და და სი­მაღ­ლე­ში ზრდა არის, ზო­გან ნაკ­ლე­ბი, ზო­გან კი მეტი. მე­დი­კა­მენ­ტის შე­დე­გე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ის და­მო­კი­დე­ბუ­ლია: ასაკ­ზე, სქეს­ზე, მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბის პე­რი­ოდ­ზე და ა.შ.“, - გა­ნა­ცხა­და იაშ­ვი­ლის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, ეკა კან­დე­ლაკ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­სულ წელს აქონ­დროპ­ლა­ზი­ის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი 24-სა­ა­თი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო რე­ჟი­მით, დი­აგ­ნო­ზის­თვის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტის “ვო­სო­რი­დი­ტის“ შე­მო­ტა­ნას და ბავ­შვე­ბის­თვის მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბას ითხოვ­დნენ. გა­სუ­ლი წლის 24 მა­ისს იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მას აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ე­მა­ტა, ხოლო 2023 წლის 26 ივ­ლისს კი მშობ­ლე­ბის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრო­ტეს­ტის ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ “ვო­სო­რი­დი­ტის“ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ხოლო 15 ნო­ემ­ბერს, იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში აქონ­დროპ­ლა­ზი­ის მქო­ნე ბავ­შვე­ბის ნა­წილ­მა სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტის პირ­ვე­ლი ინი­ექ­ცია გა­ი­კე­თა.

ლელა
16

თქვენი სანტიმეტრები რამდენი ათასი დაუჯდა ქართველ ხალხს? მასე ვისაც რამე პრობლემა აქვს ჯანმრთელობის, ყველას უფასოდ უნდა უმკურნალონ. მარტო თქვენს შვილებს კი არა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ერთ წელიწადში, სიმაღლეში 2.5, 3 და 4 სმ-ით მოიმატეს" - ცნობილია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის შედეგი

"ერთ წელიწადში, სიმაღლეში 2.5, 3 და 4 სმ-ით მოიმატეს" - ცნობილია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის შედეგი

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ნაწილმა, სამკურნალო პრეპარატის მიღების შედეგად, თითქმის ერთ წელიწადში, სიმაღლეში 2.5, 3 და 4 სანტიმეტრით მოიმატა, გაუმჯობესდა მათი ცხოვრების ხარისხიც.

როგორც “ინტერპრესნიუსს” იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსმა, ეკა კანდელაკმა განუცხადა, ამ ეტაპზე სამკურნალო პროგრამაში დიაგნოზის მქონე ბავშვების მე-3 ნაკადია ჩართული. ინექციის მისაღებად მე-4 ნაკადიც უკვე ემზადება.

“ამ ეტაპზე, ჩვენ აქონდროპლაზიის მქონე პაციენტების მესამე ნაკადი გვყავს და ამ დროისთვის, ჩვენთან 5 პაციენტი დადის. ამ მედიკამენტის [VOXZOGO-ს - “ვოსორიდიტის”] გამოყენება შარშან, 15 ნოემბერს დავიწყეთ და ეტაპობრივად სამი ჯგუფი ჩავრთეთ, ამ დროისთვის მე-4 ჯგუფი ემზადება ჩასართავად. ჩვენ ნოემბერში შედეგებს შევაჯამებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პერიოდული შემოწმების საფუძველზე, რასაც ჩვენ ვატარებთ 3 ან 6 თვეში ერთხელ, მედიკამენტის მოქმედების ძალიან კარგი, პოზიტიური შედეგებია - სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვაგვარი, მაგრამ სიმაღლეში ზრდის მაჩვენებლები მიღებული გვაქვს. სიმაღლეში ზრდაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, რაც ამ ბავშვებთან მოხდა, იმიტომ, რომ მათთვის ყოველდღიური ცხოვრებისეული გარკვეული ამოცანების გადასაჭრელად 1-2 ან 3 სანტიმეტრი გადამწყვეტი იყო და მათი სიცოცხლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. თუმცა ამ ჯგუფს (საკმაოდ სერიოზული ჯგუფია პაციენტების) ძალიან ბევრი თანმხლები სხვა მდგომარეობაც აქვთ, რომელიც მათი ძირითადი დიაგნოზით არის განპირობებული და ამ თანმხლები მდგომარეობების კვლევას და მართვასაც, ასევე, ჩვენს კლინიკაში ვცდილობთ.

  • ბავშვები იზრდებიან. ზოგმა 3 სანტიმეტრი, ზოგმა 4 სანტიმეტრი, ზოგმა კი 2.5 სანტიმეტრი მოიმატა. ის ეფექტი, რაც მედიკამენტს უნდა ჰქონოდა, ამ მედიკამენტმა გამოავლინა. ამ შემთხვევაში, ცალკეული მაგალითების მოყვანა სწორი არ იქნებოდა, ხოლო შედეგების შეჯამება ნოემბრის ბოლოს გვექნება.

ამ მედიკამენტს თანმხლები ეფექტები გააჩნია და რამდენიმე პაციენტთან გამოვლინდა თანმხლები მოვლენები, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ სხვა მხრივ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ამ მედიკამენტის გამოყენებას (არც იყო მოსალოდნელი, რომ მოჰყოლოდა) არ მოჰყოლია. აქონდროპლაზია არის მძიმე დაავადება, მას ახასიათებს სხვა გამოვლინებანიც, გარდა იმისა, რომ სიმაღლეში ზრდის პრობლემებია, აქ სხვა გამოვლინებებიც არის. კერძოდ, ხერხემლის და კიდურის დეფორმაციები, ჰიდროცეფალია, ძილის პრობლემები. რასაკვირველია, ეს პრობლემები ამ ბავშვებს აქვთ. მედიკამენტის ფონზე ერთი წელი ცოტაა იმისთვის, რომ გვეთქვა - “ეს კომორბიდობები გამოსწორებულია“, თუმცა წლის ბოლოს შეჯამება მოგვცემს უფრო მეტის თქმის საშუალებას. მედიკამენტის მწარმოებელიც ჯერჯერობით ბოლომდე ვერ გვეუბნება, რომ ეს კომორბიდობები, რაც არის, იქნება მთლიანად ალაგდეს, ამ მედიკამენტის გამოყენების შედეგად, ეს ასე არ გვაქვს და არც ასე იყო მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა და სიმაღლეში ზრდა არის, ზოგან ნაკლები, ზოგან კი მეტი. მედიკამენტის შედეგები ინდივიდუალურია და ის დამოკიდებულია: ასაკზე, სქესზე, მკურნალობის დაწყების პერიოდზე და ა.შ.“, - განაცხადა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსმა, ეკა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები 24-საათიანი საპროტესტო რეჟიმით, დიაგნოზისთვის საჭირო მედიკამენტის “ვოსორიდიტის“ შემოტანას და ბავშვებისთვის მკურნალობის დაწყებას ითხოვდნენ. გასული წლის 24 მაისს იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად დაემატა, ხოლო 2023 წლის 26 ივლისს კი მშობლების და მოქალაქეების პროტესტის ფონზე საქართველოს მთავრობამ “ვოსორიდიტის“ საქართველოში შემოტანის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 15 ნოემბერს, იაშვილის სახელობის კლინიკაში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ნაწილმა სამკურნალო პრეპარატის პირველი ინიექცია გაიკეთა.