მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყუილ-მართალი P. Diddy-ს წვეულებებზე - უმძიმესი დანაშაული და შეთქმულების თეორიები
ტყუილ-მართალი P. Diddy-ს წვეულებებზე - უმძიმესი დანაშაული და შეთქმულების თეორიები

რე­პერ P. Diddy-ს და­კა­ვე­ბამ და წა­ყე­ნე­ბულ­მა ბრალ­დე­ბებ­მა, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის თა­ო­ბა­ზე, არა­ერ­თი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია წარ­მოშ­ვა.

  • გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია თე­ო­რია, რო­მე­ლიც რე­პე­რის კო­ლე­გებ­სა და ახლო მე­გობ­რებს, ჯეი ზისა და ბი­ონ­სეს უკავ­შირ­დე­ბა. გაჩ­ნდა ეჭვი, რომ გავ­ლე­ნი­ა­ნი ცოლ-ქმა­რი, P.Diddy-სთან ერ­თად, კონ­კუ­რენ­ტებს სხვა­დას­ხვა გზე­ბით იშო­რებ­და.

ინ­ტერ­ნეტ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და J. Cole-ის სიმ­ღე­რა She Knows. სიმ­ღე­რა­ში არის ასე­თი მო­ნაკ­ვე­თი: "და­ის­ვე­ნე მშვი­დად, ალია". ეს შე­ე­ხე­ბა მომ­ღე­რალ ალი­ას, რო­მე­ლიც 22 წლის ასაკ­ში ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ახლა მის სიკ­ვდილს ჯეი-ზისა და P Diddy-ის უკავ­ში­რე­ბენ. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მათ სურ­დათ მომ­ღერ­ლის "მო­შო­რე­ბა", რათა ბი­ონ­სეს კა­რი­ე­რას ხელი არ შეშ­ლო­და. გარ­და ამი­სა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალი­ას ჯეი-ზის­თან რო­მა­ნი ჰქონ­და. სიმ­ღე­რა 2013 წელს გა­მო­ვი­და. კი­დევ ერთი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ჯეი ზი და P Diddy მა­იკლ ჯექ­სო­ნის სიკ­ვდილ­შიც არი­ან გა­რე­უ­ლე­ბი.

უცხო­ურ მე­დი­ა­ში გა­იხ­სე­ნეს, დუ­ე­ინ დე­ვი­სი, რო­მე­ლიც 1996 წელს რე­პერ თუ­ფაქ შა­კუ­რის მკვლე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ის ამ­ბობ­და, რომ შონ კომბსმა, იგი­ვე დი­დიმ მას ამის­თვის 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და. მა­შინ სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს არ და­უ­ჯე­რა. ემი­ნემ­მა მა­ლე­ვე ამ თე­მა­ზე გა­რე­პა, ტექ­სტში ის­მის სი­ტყვე­ბი: "მაგ­რამ, კელს, იმ დღეს, როცა ჰიტს გა­მო­უშ­ვებ, დიდი აღი­ა­რებს, რომ პაკი მან მოკ­ლა".

გარ­და ამი­სა, Eminem-ის ივ­ლის­ში გა­მოშ­ვე­ბულ ტრეკ­ში Fuel, P Diddy-ის მი­მართ სხვა ბრალ­დე­ბე­ბიც გახ­მა­ურ­და. სიმ­ღე­რის რეფ­რენ­ში (სტრი­ქო­ნი, რო­მე­ლიც მე­ორ­დე­ბა) ემი­ნე­მი სი­ტყვა­ში rapper გან­ზრახ ტო­ვებს ერთ ასოს P-ს, რის შე­დე­გა­დაც გა­მო­დის სი­ტყვა "მო­ძა­ლა­დე" (raper). ასე­ვე, გან­მე­ო­რე­ბა­დი სი­ტყვა "essay" ისე გა­მო­ით­ქმის, რომ წა­ა­გავს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­მოკ­ლე­ბულ ფორ­მას (SA - sexual assault). კუპ­ლე­ტი მთავ­რდე­ბა ფრა­ზით: "Wait, he didn't just spell the word 'Rapper' and leave out a P, did he?" ("და­ი­ცა­დე, მან სი­ტყვა Rapper თქვა და P უბ­რა­ლოდ გა­მო­ტო­ვა, არა?"). ტრე­კის და­სას­რულს სი­ტყვე­ბი P, did he ისე ჩნდე­ბა, თით­ქოს "P Diddy"-ს აღ­ნიშ­ნავს.

ასე­ვე გავ­რცელ­და თე­ო­რია, რომ კა­ნიე უეს­ტმა გან­ზრახ შე­უ­რა­ცხყო ტე­ი­ლორ სვიფ­ტი სა­ჯა­როდ, თით­ქოს­და ცდი­ლობ­და მისი სტა­ტუ­სის და­წე­ვას ჯეი-ზისა და ბი­ონ­სეს თვალ­ში, რათა ტე­ი­ლორს ალი­ა­სა და სხვა კონ­კუ­რენ­ტე­ბის ბედი არ სწვე­ო­და. 2009 წლის MTV Video Music Awards-ზე, როცა ტე­ი­ლორ სვიფ­ტი ჯილ­დოს სა­უ­კე­თე­სო ქა­ლის ვი­დე­ოს­თვის იღებ­და, კა­ნიე უეს­ტი მი­ვი­და, მიკრო­ფო­ნი გა­მო­არ­თვა და გა­ნა­ცხა­და, რომ ბი­ონ­სეს ვი­დეო "Single Ladies (Put a Ring on It)" იყო "ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ვი­დეო". ბევ­რი ამ­ტკი­ცებს, რომ კა­ნიე სვიფ­ტის დაც­ვას ცდი­ლობ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 54 წლის შონ კომბსის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, მისი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლი გა­მო­აშ­კა­რავ­და. ით­ქვა, რომ ამ წვე­უ­ლე­ბებს სხვა­დას­ხვა "დაშ­ვე­ბის დონე" ჰქონ­და: ერთ დო­ნე­ზე ეს­წრე­ბოდ­ნენ ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო, სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რი, კელი ოს­ბორ­ნი, ჯეი ზი და ბი­ონ­სე, მე­რა­ია კერი და მისი ქმა­რი ნიკ კე­ნო­ნი, ტომი ლი და პა­მე­ლა ან­დერ­სო­ნი, კიმ კარ­და­ში­ა­ნი და მრა­ვა­ლი სხვა. ხოლო სხვა დო­ნე­ზე, რო­მე­ლიც "ფრიქ-შოუს" სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი, ხდე­ბო­და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი: ქა­ლე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბი ნარ­კო­ტი­კებს იღებ­დნენ და მათ აი­ძუ­ლებ­დნენ სექ­სუ­ა­ლურ აქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, "ფრიქ-შოუს" მო­ნა­წი­ლე ქა­ლე­ბი იმ­დე­ნად გა­დაღ­ლი­ლე­ბი იყ­ვნენ სექს-მა­რა­თო­ნე­ბით, რომ მათ კა­თე­ტე­რე­ბის დად­გმაც კი სჭირ­დე­ბო­დათ. ამ­ჟა­მად რე­პე­რი პა­ტიმ­რო­ბა­შია: მო­სა­მარ­თლემ უარ­ყო მისი თხოვ­ნა 50-მი­ლი­ონ­დო­ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ტყუილ-მართალი P. Diddy-ს წვეულებებზე - უმძიმესი დანაშაული და შეთქმულების თეორიები

ტყუილ-მართალი P. Diddy-ს წვეულებებზე - უმძიმესი დანაშაული და შეთქმულების თეორიები

რეპერ P. Diddy-ს დაკავებამ და წაყენებულმა ბრალდებებმა, მათ შორის ადამიანებით ვაჭრობის თაობაზე, არაერთი შეთქმულების თეორია წარმოშვა.

  • განსაკუთრებით აქტუალურია თეორია, რომელიც რეპერის კოლეგებსა და ახლო მეგობრებს, ჯეი ზისა და ბიონსეს უკავშირდება. გაჩნდა ეჭვი, რომ გავლენიანი ცოლ-ქმარი, P.Diddy-სთან ერთად, კონკურენტებს სხვადასხვა გზებით იშორებდა.

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა J. Cole-ის სიმღერა She Knows. სიმღერაში არის ასეთი მონაკვეთი: "დაისვენე მშვიდად, ალია". ეს შეეხება მომღერალ ალიას, რომელიც 22 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ახლა მის სიკვდილს ჯეი-ზისა და P Diddy-ის უკავშირებენ. ერთ-ერთი ვერსიით, მათ სურდათ მომღერლის "მოშორება", რათა ბიონსეს კარიერას ხელი არ შეშლოდა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ალიას ჯეი-ზისთან რომანი ჰქონდა. სიმღერა 2013 წელს გამოვიდა. კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, ჯეი ზი და P Diddy მაიკლ ჯექსონის სიკვდილშიც არიან გარეულები.

უცხოურ მედიაში გაიხსენეს, დუეინ დევისი, რომელიც 1996 წელს რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობაში დაადანაშაულეს. ის ამბობდა, რომ შონ კომბსმა, იგივე დიდიმ მას ამისთვის 1 მილიონი დოლარი გადაუხადა. მაშინ სასამართლომ ბრალდებულს არ დაუჯერა. ემინემმა მალევე ამ თემაზე გარეპა, ტექსტში ისმის სიტყვები: "მაგრამ, კელს, იმ დღეს, როცა ჰიტს გამოუშვებ, დიდი აღიარებს, რომ პაკი მან მოკლა".

გარდა ამისა, Eminem-ის ივლისში გამოშვებულ ტრეკში Fuel, P Diddy-ის მიმართ სხვა ბრალდებებიც გახმაურდა. სიმღერის რეფრენში (სტრიქონი, რომელიც მეორდება) ემინემი სიტყვაში rapper განზრახ ტოვებს ერთ ასოს P-ს, რის შედეგადაც გამოდის სიტყვა "მოძალადე" (raper). ასევე, განმეორებადი სიტყვა "essay" ისე გამოითქმის, რომ წააგავს სექსუალური ძალადობის შემოკლებულ ფორმას (SA - sexual assault). კუპლეტი მთავრდება ფრაზით: "Wait, he didn't just spell the word 'Rapper' and leave out a P, did he?" ("დაიცადე, მან სიტყვა Rapper თქვა და P უბრალოდ გამოტოვა, არა?"). ტრეკის დასასრულს სიტყვები P, did he ისე ჩნდება, თითქოს "P Diddy"-ს აღნიშნავს.

ასევე გავრცელდა თეორია, რომ კანიე უესტმა განზრახ შეურაცხყო ტეილორ სვიფტი საჯაროდ, თითქოსდა ცდილობდა მისი სტატუსის დაწევას ჯეი-ზისა და ბიონსეს თვალში, რათა ტეილორს ალიასა და სხვა კონკურენტების ბედი არ სწვეოდა. 2009 წლის MTV Video Music Awards-ზე, როცა ტეილორ სვიფტი ჯილდოს საუკეთესო ქალის ვიდეოსთვის იღებდა, კანიე უესტი მივიდა, მიკროფონი გამოართვა და განაცხადა, რომ ბიონსეს ვიდეო "Single Ladies (Put a Ring on It)" იყო "ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო". ბევრი ამტკიცებს, რომ კანიე სვიფტის დაცვას ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ 54 წლის შონ კომბსის დაკავების შემდეგ, მისი ორგანიზებული წვეულებების შესახებ სხვადასხვა დეტალი გამოაშკარავდა. ითქვა, რომ ამ წვეულებებს სხვადასხვა "დაშვების დონე" ჰქონდა: ერთ დონეზე ესწრებოდნენ ვარსკვლავები, როგორიცაა ლეონარდო დიკაპრიო, სარა ჯესიკა პარკერი, კელი ოსბორნი, ჯეი ზი და ბიონსე, მერაია კერი და მისი ქმარი ნიკ კენონი, ტომი ლი და პამელა ანდერსონი, კიმ კარდაშიანი და მრავალი სხვა. ხოლო სხვა დონეზე, რომელიც "ფრიქ-შოუს" სახელით იყო ცნობილი, ხდებოდა უკანონო ქმედებები: ქალები და მამაკაცები ნარკოტიკებს იღებდნენ და მათ აიძულებდნენ სექსუალურ აქტებში მონაწილეობას.

პროკურორების თქმით, "ფრიქ-შოუს" მონაწილე ქალები იმდენად გადაღლილები იყვნენ სექს-მარათონებით, რომ მათ კათეტერების დადგმაც კი სჭირდებოდათ. ამჟამად რეპერი პატიმრობაშია: მოსამართლემ უარყო მისი თხოვნა 50-მილიონდოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

იხილეთ ასევე: