სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედმა“ "ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ "ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო - უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!" - ალეკო ელისაშვილი
"იმედმა“ "ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ "ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო - უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!" - ალეკო ელისაშვილი

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვარ­მა პრო­პა­გან­დის­ტულ­მა რუ­პორ­მა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა" შე­ა­ჩე­რა კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" სა­არ­ჩევ­ნო სა­რეკ­ლა­მო კლი­პი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად აბ­სურ­დუ­ლი მო­ტი­ვით - ერთი ფრა­ზის გამო ცენ­ზუ­რა დაგ­ვი­წე­სეს,- ამის შე­სა­ხებ "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ში­შის ქვე­შაა, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის ცოტა დრო დარ­ჩათ.

"ჩვენ ყვე­ლა­ნი ვხე­დავთ, თუ რო­გო­რი და­ფე­თე­ბუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". ამ ში­შის­გან ათას სი­სუ­ლე­ლეს და უკა­ნო­ნო­ბას ჩა­დი­ან. ორი დღის წინ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვარ­მა პრო­პა­გან­დის­ტულ­მა რუ­პორ­მა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა" შე­ა­ჩე­რა კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" სა­არ­ჩევ­ნო სა­რეკ­ლა­მო კლი­პი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად აბ­სურ­დუ­ლი მო­ტი­ვით. კლი­პი იწყე­ბა ფრა­ზით - "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" არ შე­ას­რუ­ლა სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბი" - ერთი ფრა­ზის გამო ცენ­ზუ­რა დაგ­ვი­წე­სეს.

მი­ზე­ზად რა მო­იყ­ვა­ნეს - თქვენ და­ამ­ტკი­ცეთ, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბი რომ არ შე­ას­რუ­ლაო. ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ანეკ­დო­ტი. რა­საც დაგვპირ­დნენ, ყვე­ლა­ფერ­ში რომ გა­დაგ­ვაგ­დეს, თურ­მე ჩვენ უნდა და­ვამ­ტკი­ცოთ. აბა, გა­ვიხ­სე­ნოთ - ხუთი მი­ლი­ო­ნი თითო სო­ფელს, ბენ­ზი­ნის ფა­სის გა­ნა­ხევ­რე­ბა, შუქი, წყა­ლი და გაზი უფა­სო, 100 ქარ­ხა­ნა, გრძელ­ვა­დი­ა­ნი უფა­სო ფული... უფა­სო ფული რა ჯან­და­ბაა.

ყვე­ლამ იცის, რომ არ­ცერ­თი სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა არ აქვთ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და ჩვენ გვე­და­ვე­ბი­ან და­ამ­ტკი­ცე­თო.

უფა­სო გრძელ­ვა­დი­ა­ნი ფული ვი­საც გაქვთ, გა­მო­დით, ნე­ბის­მი­ე­რი, უნდა დაგ­თვა­ლოთ! სო­ფე­ლი გვაჩ­ვე­ნეთ, სა­დაც 5 მი­ლი­ო­ნი და­ხარ­ჯა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

სა­მარ­ცხვი­ნო აბ­სურდშია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". გრძნო­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის ცოტა დრო დარ­ჩათ.

26 ოქ­ტომ­ბერს "რუ­სულ ოც­ნე­ბას" ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან გა­ვუშ­ვებთ“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ავტორი:

"იმედმა“ "ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ "ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო - უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!" - ალეკო ელისაშვილი

"იმედმა“ "ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ "ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო - უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!" - ალეკო ელისაშვილი

ხელისუფლების მთავარმა პროპაგანდისტულმა რუპორმა, ტელეკომპანია "იმედმა" შეაჩერა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო სარეკლამო კლიპი, აბსოლუტურად აბსურდული მოტივით - ერთი ფრაზის გამო ცენზურა დაგვიწესეს,- ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება“ შიშის ქვეშაა, რადგან მიაჩნია, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის ცოტა დრო დარჩათ.

"ჩვენ ყველანი ვხედავთ, თუ როგორი დაფეთებული და შეშინებულია "ქართული ოცნება". ამ შიშისგან ათას სისულელეს და უკანონობას ჩადიან. ორი დღის წინ, ხელისუფლების მთავარმა პროპაგანდისტულმა რუპორმა, ტელეკომპანია "იმედმა" შეაჩერა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო სარეკლამო კლიპი, აბსოლუტურად აბსურდული მოტივით. კლიპი იწყება ფრაზით - "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა საარჩევნო დაპირებები" - ერთი ფრაზის გამო ცენზურა დაგვიწესეს.

მიზეზად რა მოიყვანეს - თქვენ დაამტკიცეთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო დაპირებები რომ არ შეასრულაო. ახალი პოლიტიკური ანეკდოტი. რასაც დაგვპირდნენ, ყველაფერში რომ გადაგვაგდეს, თურმე ჩვენ უნდა დავამტკიცოთ. აბა, გავიხსენოთ - ხუთი მილიონი თითო სოფელს, ბენზინის ფასის განახევრება, შუქი, წყალი და გაზი უფასო, 100 ქარხანა, გრძელვადიანი უფასო ფული... უფასო ფული რა ჯანდაბაა.

ყველამ იცის, რომ არცერთი საარჩევნო დაპირება არ აქვთ შესრულებული და ჩვენ გვედავებიან დაამტკიცეთო.

უფასო გრძელვადიანი ფული ვისაც გაქვთ, გამოდით, ნებისმიერი, უნდა დაგთვალოთ! სოფელი გვაჩვენეთ, სადაც 5 მილიონი დახარჯა ბიძინა ივანიშვილმა.

სამარცხვინო აბსურდშია "ქართული ოცნება". გრძნობენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ცოტა დრო დარჩათ.

26 ოქტომბერს "რუსულ ოცნებას" ხელისუფლებიდან გავუშვებთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.