სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუღლემ დანაშაული აღიარა, თუმცა ბლოგერი უჩა აბაშიძე ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს, მას პოზიცია არ შეუცვლია - რა მოხდა სკანდალური საქმის სასამართლო პროცესზე
მეუღლემ დანაშაული აღიარა, თუმცა ბლოგერი უჩა აბაშიძე ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს, მას პოზიცია არ შეუცვლია - რა მოხდა სკანდალური საქმის სასამართლო პროცესზე

ბრალ­დე­ბუ­ლი ბლო­გე­რი უჩა აბა­ში­ძე მისი მე­უღ­ლის­გან, ბრალ­დე­ბულ მა­რი­ამ იაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ დრომ­დე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს და მას პო­ზი­ცია არ შე­უც­ვლია.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თა, ბრალ­დე­ბის მხა­რის 3 მოწ­მე, ჰა­ბი­დოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტე­ბი და ასე­ვე, ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე და­ი­კი­თხა.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ანი ხა­ხა­ნაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ებ­მა საქ­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და­ა­დას­ტუ­რეს. თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან სხდო­მა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა, ის დე­ტა­ლებ­ზე ვერ სა­უბ­რობს.

უჩა აბა­ში­ძის ად­ვო­კა­ტის, შოთა თუთ­ბე­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მოწ­მე­თა და­კი­თხვის პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხარ­ვე­ზე­ბი გა­მოვ­ლინ­და. მი­სი­ვე თქმით, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბა­ში არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა, მათ შო­რის, მოწ­მე­ე­ბი ჩვე­ნე­ბებ­ში ვერ ხსნიდ­ნენ იმ გა­რე­მო­ე­ბებს, რაც გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე ჰქონ­დათ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, უჩა აბა­ში­ძე­სა და მა­რი­ამ იაშ­ვილს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა და 236-ე მუხ­ლე­ბით წა­რუდ­გი­ნეს, რაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა - შე­ნახ­ვას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 4 მა­ისს, სულ სხვა საქ­მე­ზე და­ი­წყო. კერ­ძოდ კი, სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვის ფაქ­ტებ­ზე. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უჩა აბა­ში­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს. გა­მო­ძი­ე­ბით კი დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში სხვა­დას­ხვა ვი­დეო-აუ­დიო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ფა­რუ­ლად და­ა­მონ­ტა­ჟეს, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მა­რი­ამ იაშ­ვილ­სა და სხვა­დას­ხვა პი­რებს შო­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ინ­ტი­მურ კავ­შირს უკა­ნო­ნოდ იღებ­დნენ.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვეს და მათ კუთ­ვნილ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში ასე­უ­ლო­ბით პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ი­ნა­ხეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ნა­წე­რებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი პი­რე­ბიც ფი­გუ­რი­რე­ბენ, რო­მელ­თა გა­და­ღე­ბაც უკა­ნო­ნოდ, მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სად, ხდე­ბო­და მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფა.

იხილთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მეუღლემ დანაშაული აღიარა, თუმცა ბლოგერი უჩა აბაშიძე ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს, მას პოზიცია არ შეუცვლია - რა მოხდა სკანდალური საქმის სასამართლო პროცესზე

მეუღლემ დანაშაული აღიარა, თუმცა ბლოგერი უჩა აბაშიძე ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს, მას პოზიცია არ შეუცვლია - რა მოხდა სკანდალური საქმის სასამართლო პროცესზე

ბრალდებული ბლოგერი უჩა აბაშიძე მისი მეუღლისგან, ბრალდებულ მარიამ იაშვილისგან განსხვავებით, ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს და მას პოზიცია არ შეუცვლია.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, ბრალდების მხარის 3 მოწმე, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტები და ასევე, ერთ-ერთი დაზარალებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიკითხა.

საქმის პროკურორის, ანი ხახანაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარის მოწმეებმა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს. თუმცა, ვინაიდან სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ის დეტალებზე ვერ საუბრობს.

უჩა აბაშიძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განმარტებით, მოწმეთა დაკითხვის პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა. მისივე თქმით, მოწმეთა ჩვენებაში არათანმიმდევრულობა გამოიკვეთა, მათ შორის, მოწმეები ჩვენებებში ვერ ხსნიდნენ იმ გარემოებებს, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდათ დადასტურებული.

ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარე წლის 4 მაისს, სულ სხვა საქმეზე დაიწყო. კერძოდ კი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე. სწორედ აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, სამართალდამცველებმა უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც მარიამ იაშვილსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს უკანონოდ იღებდნენ.

ამასთან, სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

გამოძიების ინფორმაციით, ჩანაწერებში საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც ფიგურირებენ, რომელთა გადაღებაც უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

იხილთ ასევე: