სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დიდი ამბავი ატეხილა ჩემს ბოდიშზე - ამაზე ყოველ ნახვაზე ველაპარაკებოდი, მე მგონი უკვე ვაწუხებდი კიდეც“ - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი კესარია აბრამიძესთან დაკავშირებით
“დიდი ამბავი ატეხილა ჩემს ბოდიშზე - ამაზე ყოველ ნახვაზე ველაპარაკებოდი, მე მგონი უკვე ვაწუხებდი კიდეც“ - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი კესარია აბრამიძესთან დაკავშირებით

მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მი­სა­მარ­თით მოხ­დი­ლი ბო­დი­შის შე­სა­ხებ კი­დევ ერთ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.

მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა წლე­ბის წინ ჩა­წე­რილ გა­და­ცე­მა­ზე, სა­დაც ნან­კა სტუ­მარს მის­თვის მი­უ­ღე­ბელ კი­თხვებს უს­ვამ­და, სა­მარ­თლი­ა­ნად არის აღ­შფო­თე­ბუ­ლი. თუმ­ცა, მომ­ხდარს თა­ვა­დაც გა­ნიც­დის და იმა­ზე მე­ტად ნერ­ვი­უ­ლობს, ვინც კრი­ტი­კის­თვის ახლა მო­ი­ცა­ლა.

“დიდი ამ­ბა­ვი ატე­ხი­ლა ჩემს ბო­დიშ­ზე. მე კი წლე­ბია მა­წუ­ხებს ეგ გა­და­ცე­მა და თქვენ ეხლა რა­ტომ გა­გახ­სენ­დათ და შე­გა­წუ­ხათ, ეგ ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა.

ჩემ­ზე მე­ტად არ მგო­ნია ვინ­მე გა­ნიც­დი­დეთ ამ ამ­ბავს და არც წლე­ბის მერე სი­ნა­ნუ­ლი იყო ჩემი პოს­ტი. ამა­ზე ყო­ველ ნახ­ვა­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, მე მგო­ნი უკვე ვა­წუ­ხებ­დი კი­დეც15 წელი ამის გახ­სე­ნე­ბით. ასე რომ, რო­გორც არ უნდა მწყევ­ლოთ და მლან­ძღოთ, იმა­ზე მე­ტად ვერ მატ­კენთ, ვიდ­რე მე ვატ­კი­ნე სა­კუ­თარ თავს.

პ.ს. მი­ხა­რია თუ დღეს რე­ა­ლუ­რად გა­ნიც­დით ვინ­მე ჩემს ძა­ლი­ან ცუდ საქ­ცი­ელს და გეშ­ლე­ბათ ამა­ზე ნერ­ვე­ბი. მარ­თლე­ბი ხართ და გი­სურ­ვებთ ყო­ველ­თვის ესე იცავ­დეთ ადა­მი­ა­ნებს უსა­მარ­თლო­ბის­გან,“ - წერს კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი.

  • ცოტა ხნის წინ ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა წლე­ბის წინ ჩა­წე­რი­ლი გა­და­ცე­მა “სი­მარ­თლის დრო“ გა­იხ­სე­ნა, აბ­რა­მი­ძეს ბო­დი­ში მი­უ­ხა­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მა­შინ დას­მუ­ლი კი­თხვე­ბის გამო სცხვე­ნია.

"წლე­ბის წინ, კე­სა­რია იყო სტუმ­რად "სი­მარ­თლის დრო­ში". ამა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო და სა­ზი­ზღა­რი გა­და­ცე­მა ალ­ბათ, არც არა­სო­დეს წა­მიყ­ვა­ნია. იმ დღეს­ვე ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე და იმ დღი­დან და­ვი­წყეთ მე­გობ­რო­ბა. დღე­საც სა­ხალ­ხოდ გიხ­დი ბო­დიშს, იმ გუ­ლი­სამ­რე­ვი გა­და­ცე­მის­თვის. და თუ რამე ვის­წავ­ლე იმ დღეს, არას­დროს უღა­ლა­ტო სა­კუ­თარ თავს, სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს.

იმ­დე­ნად ამაზ­რზე­ნი ვი­ყა­ვი, ყურ­ში ჩა­ძა­ხი­ლის გა­მე­ო­რე­ბით და რა­საც და რო­გორც გე­კი­თხე­ბო­დი, ამ­დე­ნი წლის მე­რეც ვერ ვი­ნე­ლებ ამ ყვე­ლა­ფერს. მიყ­ვარ­ხარ და, ალ­ბათ, ვერც ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ ჩემს თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შენ იმ დღეს­ვე მა­პა­ტიე" - წერს ნან­კა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­ცე­მის პირ­ვე­ლი წამ­ყვა­ნი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი იყო, შემ­დეგ კი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი. ამ­ჟა­მად გა­და­ცე­მა "სიც­რუ­ის დე­ტექ­ტო­რი" გი­ორ­გი გას­ვი­ანს მიჰ­ყავს.

ტრანსგენ­დე­რი ქალი, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ბექა ჯა­ი­ანს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“დიდი ამბავი ატეხილა ჩემს ბოდიშზე - ამაზე ყოველ ნახვაზე ველაპარაკებოდი, მე მგონი უკვე ვაწუხებდი კიდეც“ - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი კესარია აბრამიძესთან დაკავშირებით

“დიდი ამბავი ატეხილა ჩემს ბოდიშზე - ამაზე ყოველ ნახვაზე ველაპარაკებოდი, მე მგონი უკვე ვაწუხებდი კიდეც“ - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი კესარია აბრამიძესთან დაკავშირებით

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი კესარია აბრამიძის მისამართით მოხდილი ბოდიშის შესახებ კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, საზოგადოება წლების წინ ჩაწერილ გადაცემაზე, სადაც ნანკა სტუმარს მისთვის მიუღებელ კითხვებს უსვამდა, სამართლიანად არის აღშფოთებული. თუმცა, მომხდარს თავადაც განიცდის და იმაზე მეტად ნერვიულობს, ვინც კრიტიკისთვის ახლა მოიცალა.

“დიდი ამბავი ატეხილა ჩემს ბოდიშზე. მე კი წლებია მაწუხებს ეგ გადაცემა და თქვენ ეხლა რატომ გაგახსენდათ და შეგაწუხათ, ეგ ნამდვილად საინტერესოა.

ჩემზე მეტად არ მგონია ვინმე განიცდიდეთ ამ ამბავს და არც წლების მერე სინანული იყო ჩემი პოსტი. ამაზე ყოველ ნახვაზე ველაპარაკებოდი, მე მგონი უკვე ვაწუხებდი კიდეც15 წელი ამის გახსენებით. ასე რომ, როგორც არ უნდა მწყევლოთ და მლანძღოთ, იმაზე მეტად ვერ მატკენთ, ვიდრე მე ვატკინე საკუთარ თავს.

პ.ს. მიხარია თუ დღეს რეალურად განიცდით ვინმე ჩემს ძალიან ცუდ საქციელს და გეშლებათ ამაზე ნერვები. მართლები ხართ და გისურვებთ ყოველთვის ესე იცავდეთ ადამიანებს უსამართლობისგან,“ - წერს კალატოზიშვილი.

  • ცოტა ხნის წინ ნანკა კალატოზიშვილმა წლების წინ ჩაწერილი გადაცემა “სიმართლის დრო“ გაიხსენა, აბრამიძეს ბოდიში მიუხადა და განაცხადა, რომ მაშინ დასმული კითხვების გამო სცხვენია.

"წლების წინ, კესარია იყო სტუმრად "სიმართლის დროში". ამაზე სამარცხვინო და საზიზღარი გადაცემა ალბათ, არც არასოდეს წამიყვანია. იმ დღესვე ბოდიში მოვუხადე და იმ დღიდან დავიწყეთ მეგობრობა. დღესაც სახალხოდ გიხდი ბოდიშს, იმ გულისამრევი გადაცემისთვის. და თუ რამე ვისწავლე იმ დღეს, არასდროს უღალატო საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს.

იმდენად ამაზრზენი ვიყავი, ყურში ჩაძახილის გამეორებით და რასაც და როგორც გეკითხებოდი, ამდენი წლის მერეც ვერ ვინელებ ამ ყველაფერს. მიყვარხარ და, ალბათ, ვერც ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს, მიუხედავად იმისა, რომ შენ იმ დღესვე მაპატიე" - წერს ნანკა.

აღნიშნული გადაცემის პირველი წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იყო, შემდეგ კი შალვა რამიშვილი. ამჟამად გადაცემა "სიცრუის დეტექტორი" გიორგი გასვიანს მიჰყავს.

ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: