სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიტყუეს ნასრალა "სიკვდილის ხაფანგში" - ისრაელის მორიგი შთამბეჭდავი სპეცოპერაცია, რომელსაც ნეთანიაჰუმ მწვანე შუქი შტატებიდან აუნთო
როგორ შეიტყუეს ნასრალა "სიკვდილის ხაფანგში" - ისრაელის მორიგი შთამბეჭდავი სპეცოპერაცია, რომელსაც ნეთანიაჰუმ მწვანე შუქი შტატებიდან აუნთო

მე­დი­ის ცნო­ბით, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს გა­მოს­ვლა გა­ე­რო­ში იყო დი­ვერ­სი­უ­ლი მა­ნევ­რის ნა­წი­ლი, ერ­თგვა­რი ტრი­უ­კი "ჰეზ­ბო­ლას" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სი­ფხიზ­ლის შე­სა­სუს­ტებ­ლად.

ბრი­ტა­ნულ გა­ზეთ "ტე­ლეგ­რაფ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ის­რა­ე­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ აღ­წე­რა, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ის­რა­ელ­მა ნას­რა­ლას შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა, სი­ფხიზ­ლის გა­ქარ­წყლე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბა, რომ 27 სექ­ტემ­ბრის სა­ღა­მოს მას არა­ფე­რი ემუქ­რე­ბო­და. ზუს­ტად იმ სა­ღა­მოს, ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ გა­ე­რო­ში სი­ტყვით გა­მო­დი­ო­და, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს უთხრა, რა­ტომ ამო­ი­წუ­რა ის­რა­ე­ლის მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა "ჰეზ­ბო­ლას" მი­მართ და რა­ტომ იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ საფრ­თხის აღ­მო­ფხვრა.

ის­რა­ე­ლის ერუ­დი­რე­ბუ­ლი ტრი­უ­კი

ის­რა­ე­ლის წყა­როს თქმით, ნე­თა­ნი­აჰუს გა­მოს­ვლა ყუ­რა­დღე­ბის გა­ფან­ტვა იყო, ერ­თგვა­რი ტრი­უ­კი, დიდი გეგ­მის ნა­წი­ლი. The Telegraph-ის ცნო­ბით, ნე­თა­ნი­აჰუ ნიუ-იორკში წა­ვი­და, იმი­სათ­ვის, რათა ნას­რა­ლა და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ ამ დღე­ებ­ში მის­თვის საფრ­თხე და სა­შიშ­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, რომ ის­რა­ე­ლი არა­ნა­ირ რა­დი­კა­ლურ ზო­მებს არ მი­ი­ღებს, მა­შინ როცა, ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რი შტა­ტებ­შია ვი­ზი­ტით. შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ "ჰეზ­ბო­ლას" ბუნ­კერ­ში შეხ­ვედ­რა სწო­რედ ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­მოს­ვლის დროს ხდე­ბა.

გარ­და ამი­სა, ამე­რი­კე­ლე­ბი, ფრან­გე­ბი და და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ზე­წო­ლას ის­რა­ელ­ზე და მო­ი­თხოვ­დნენ, რომ და­თან­ხმე­ბუ­ლიყ­ვნენ ლი­ბან­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტას. ის­რა­ელ­მა ცოტა წა­ი­თა­მა­შა, მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუ­რუ­სი შექ­მნა, თით­ქოს ასე­თი ცე­ცხლის შე­წყვე­ტა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ან არ იყო გა­მო­რი­ცხუ­ლი.

ის­რა­ე­ლის პორ­ტა­ლი Ynet დას­ძენს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჰეზ­ბო­ლას შტაბ-ბი­ნა­ზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ოთხშა­ბათს, 25 სექ­ტემ­ბერს მი­ი­ღეს. ის­რა­ელ­ში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ეჭვი ეპა­რე­ბო­დათ, უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო თუ არა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ შე­ჯერ­დნენ, რომ სწო­რედ ისე მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ, თით­ქოს არა­ფე­რი ხდე­ბო­და და ნე­თა­ნი­აჰუც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ნიუ-იორკში წა­ვი­და, ისე თით­ქოს, არც არა­ფე­რი იგეგ­მე­ბო­და.

ნე­თა­ნი­აჰუს მე­უღ­ლე ნიუ-იორკში შა­ბა­თის ლოც­ვას ეს­წრე­ბა

ხან­გრძლი­ვი ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ფრე­ნის დროს ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ­მა თვითმფრი­ნავ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თა, დის­ტან­ცი­უ­რად და ონ­ლა­ინ. პა­რას­კევს, 27 სექ­ტემ­ბერს, ღა­მით, გა­ი­მარ­თა მი­ნის­ტრთა ვიწ­რო კა­ბი­ნე­ტის სა­ტე­ლე­ფო­ნო შეხ­ვედ­რა (მის­მა ყვე­ლა მო­ნა­წი­ლემ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ შემ­თხვე­ვის­თვის მი­ი­ღო ე.წ. წი­თე­ლი ტე­ლე­ფო­ნე­ბი სა­ი­დუმ­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის).

შეხ­ვედ­რა ის­რა­ე­ლის დრო­ით, დი­ლის 4 სა­ათ­ზე და ნიუ-იორ­კის დრო­ით, დი­ლის 9 სა­ათ­ზე დას­რულ­და. ამ დროს ნე­თა­ნი­აჰუ უკვე ნიუ-იორ­კის სას­ტუმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­უ­ბა­რი იყო შიშ­ზე, რომ ლიკ­ვი­და­ცია ომამ­დე მი­იყ­ვან­და ის­რა­ელს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მი­ნის­ტრებ­მა მწვა­ნე შუქი აუნ­თეს ნე­თა­ნი­აჰუს და გა­ლანტს, გა­და­ე­წყვი­ტათ ლიკ­ვი­და­ცია.

პა­რას­კევს დი­ლის 10 სა­ათ­ზე ნე­თა­ნი­აჰუმ კვლავ გა­მარ­თა შეხ­ვედ­რა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ იოავ გა­ლან­ტთან, შტა­ბის უფ­როს­თან ჰერ­ცი ჰა­ლე­ვის­თან, მო­სა­დის ხელ­მძღვა­ნელ­თან დე­ვიდ ბარ­ნე­ას­თან, სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის მე­თა­ურ­თან ტო­მერ ბარ­თან და სხვებ­თან. მო­ლა­პა­რა­კე­ბა ამ­ჯე­რად ერთ სა­ათს გაგ­რძელ­და.

ნე­თა­ნი­აჰუს გა­მოს­ვლამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე გა­ე­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­და. ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ­მა დას­კვნი­თი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა, მი­ი­ღო უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია და ლიკ­ვი­და­ცია და­ამ­ტკი­ცა.

შემ­დეგ კი გა­ე­როს ტრი­ბუ­ნა­ზე ავი­და, რათა მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე წარ­მო­ედ­გი­ნა ის­რა­ე­ლის პო­ზი­ცია, აეხ­სნა, რომ ებ­რა­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო აწარ­მო­ებს ომს მისი არ­სე­ბო­ბის­თვის, გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ნა ირა­ნი ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვა­ში სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმის შე­სა­ხებ. ესა­უბ­რა ტე­რო­რის­ტე­ბი­სა და გა­ე­როს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­თმაქ­ცო­ბის შე­სა­ხებ - და ბო­ლოს ნე­თა­ნი­აჰუმ ცა­ჰა­ლის ჯა­რის­კა­ცებს გა­ე­როს ტრი­ბუ­ნი­დან ებ­რა­უ­ლად მი­მარ­თა.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ნე­თა­ნი­აჰუს გა­მოს­ვლა სრუ­ლად გა­და­ი­ცე­მო­და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის ეთე­რით, მათ შო­რის ცენ­ტრა­ლურ არა­ბულ არ­ხებ­ზე და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ალ ჯა­ზი­რა­ზე, ის­რა­ე­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ნას­რა­ლა და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი იმ დროს შე­იკ­რიბ­ნენ არა მხო­ლოდ ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ომის გეგ­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად, არა­მედ, ამავდრო­უ­ლად ისი­ნი ნე­თა­ნი­აჰუს უს­მენ­დნენ. რის შემ­დე­გაც მა­შინ­ვე მათ თავს და­ეს­ხა IDF-ის ავი­ა­ცია.

დღეს და­დას­ტურ­და, რომ ნას­რა­ლა ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია, ის აღ­მო­ი­ფხვრა გუ­შინ­დე­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად, ის მოკ­ვდა, რო­გორც ფილ­მებ­ში - მა­შინ­ვე მას შემ­დეგ, რაც გა­ე­როს ტრი­ბუ­ნი­დან ებ­რა­უ­ლად მო­ის­მი­ნა სი­ტყვე­ბი ებ­რა­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რის­გან: "Am Yisrael Chai (ცო­ცხლობს ის­რა­ე­ლის ერი სა­მუ­და­მოდ).

ავ­ტო­რი: მი­ხე­ილ ხა­ჩი­ძე

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ შეიტყუეს ნასრალა "სიკვდილის ხაფანგში" - ისრაელის მორიგი შთამბეჭდავი სპეცოპერაცია, რომელსაც ნეთანიაჰუმ მწვანე შუქი შტატებიდან აუნთო

როგორ შეიტყუეს ნასრალა "სიკვდილის ხაფანგში" - ისრაელის მორიგი შთამბეჭდავი სპეცოპერაცია, რომელსაც ნეთანიაჰუმ მწვანე შუქი შტატებიდან აუნთო

მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლა გაეროში იყო დივერსიული მანევრის ნაწილი, ერთგვარი ტრიუკი "ჰეზბოლას" ხელმძღვანელობის სიფხიზლის შესასუსტებლად.

ბრიტანულ გაზეთ "ტელეგრაფთან" ინტერვიუში ისრაელის ინფორმირებულმა წყარომ აღწერა, თუ როგორ მოახერხა ისრაელმა ნასრალას შეცდომაში შეყვანა, სიფხიზლის გაქარწყლება და დარწმუნება, რომ 27 სექტემბრის საღამოს მას არაფერი ემუქრებოდა. ზუსტად იმ საღამოს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროში სიტყვით გამოდიოდა, რომელმაც მსოფლიოს უთხრა, რატომ ამოიწურა ისრაელის მოთმინების ფიალა "ჰეზბოლას" მიმართ და რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ საფრთხის აღმოფხვრა.

ისრაელის ერუდირებული ტრიუკი

ისრაელის წყაროს თქმით, ნეთანიაჰუს გამოსვლა ყურადღების გაფანტვა იყო, ერთგვარი ტრიუკი, დიდი გეგმის ნაწილი. The Telegraph-ის ცნობით, ნეთანიაჰუ ნიუ-იორკში წავიდა, იმისათვის, რათა ნასრალა დაერწმუნებინა, რომ ამ დღეებში მისთვის საფრთხე და საშიშროება არ არსებობს, რომ ისრაელი არანაირ რადიკალურ ზომებს არ მიიღებს, მაშინ როცა, ქვეყნის პრემიერი შტატებშია ვიზიტით. შემთხვევითი არ არის, რომ "ჰეზბოლას" ბუნკერში შეხვედრა სწორედ ისრაელის პრემიერ-მინისტრის გამოსვლის დროს ხდება.

გარდა ამისა, ამერიკელები, ფრანგები და დანარჩენი მსოფლიო საზოგადოება ინტენსიურად ახორციელებდნენ ზეწოლას ისრაელზე და მოითხოვდნენ, რომ დათანხმებულიყვნენ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას. ისრაელმა ცოტა წაითამაშა, მედიის საშუალებით საინფორმაციო ბურუსი შექმნა, თითქოს ასეთი ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იყო ან არ იყო გამორიცხული.

ისრაელის პორტალი Ynet დასძენს, რომ გადაწყვეტილება ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე თავდასხმის შესახებ ოთხშაბათს, 25 სექტემბერს მიიღეს. ისრაელში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეჭვი ეპარებოდათ, უნდა გაფრენილიყო თუ არა პრემიერ-მინისტრი ასეთ სიტუაციაში, მაგრამ საბოლოოდ შეჯერდნენ, რომ სწორედ ისე მოქცეულიყვნენ, თითქოს არაფერი ხდებოდა და ნეთანიაჰუც მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში წავიდა, ისე თითქოს, არც არაფერი იგეგმებოდა.

ნეთანიაჰუს მეუღლე ნიუ-იორკში შაბათის ლოცვას ესწრება

ხანგრძლივი ტრანსატლანტიკური ფრენის დროს ისრაელის პრემიერმა თვითმფრინავში ინტენსიური შეხვედრები გამართა, დისტანციურად და ონლაინ. პარასკევს, 27 სექტემბერს, ღამით, გაიმართა მინისტრთა ვიწრო კაბინეტის სატელეფონო შეხვედრა (მისმა ყველა მონაწილემ სპეციალურად ამ შემთხვევისთვის მიიღო ე.წ. წითელი ტელეფონები საიდუმლო კომუნიკაციისთვის).

შეხვედრა ისრაელის დროით, დილის 4 საათზე და ნიუ-იორკის დროით, დილის 9 საათზე დასრულდა. ამ დროს ნეთანიაჰუ უკვე ნიუ-იორკის სასტუმროში იმყოფებოდა. საუბარი იყო შიშზე, რომ ლიკვიდაცია ომამდე მიიყვანდა ისრაელს. მიუხედავად ამისა, მინისტრებმა მწვანე შუქი აუნთეს ნეთანიაჰუს და გალანტს, გადაეწყვიტათ ლიკვიდაცია.

პარასკევს დილის 10 საათზე ნეთანიაჰუმ კვლავ გამართა შეხვედრა თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან, შტაბის უფროსთან ჰერცი ჰალევისთან, მოსადის ხელმძღვანელთან დევიდ ბარნეასთან, საჰაერო ძალების მეთაურთან ტომერ ბართან და სხვებთან. მოლაპარაკება ამჯერად ერთ საათს გაგრძელდა.

ნეთანიაჰუს გამოსვლამდე ნახევარი საათით ადრე გაეროში მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაცია მოვიდა. ისრაელის პრემიერმა დასკვნითი შეხვედრა გამართა, მიიღო უახლესი ინფორმაცია და ლიკვიდაცია დაამტკიცა.

შემდეგ კი გაეროს ტრიბუნაზე ავიდა, რათა მსოფლიოს წინაშე წარმოედგინა ისრაელის პოზიცია, აეხსნა, რომ ებრაული სახელმწიფო აწარმოებს ომს მისი არსებობისთვის, გაეფრთხილებინა ირანი ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო დარტყმის შესახებ. ესაუბრა ტერორისტებისა და გაეროს მიერ წარმოდგენილი მსოფლიო საზოგადოების თვალთმაქცობის შესახებ - და ბოლოს ნეთანიაჰუმ ცაჰალის ჯარისკაცებს გაეროს ტრიბუნიდან ებრაულად მიმართა.

იმის გათვალისწინებით, რომ ნეთანიაჰუს გამოსვლა სრულად გადაიცემოდა მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანიების ეთერით, მათ შორის ცენტრალურ არაბულ არხებზე და, უპირველეს ყოვლისა, ალ ჯაზირაზე, ისრაელი არ გამორიცხავს, რომ ნასრალა და მისი თანამოაზრეები იმ დროს შეიკრიბნენ არა მხოლოდ ისრაელის წინააღმდეგ ომის გეგმის განსახილველად, არამედ, ამავდროულად ისინი ნეთანიაჰუს უსმენდნენ. რის შემდეგაც მაშინვე მათ თავს დაესხა IDF-ის ავიაცია.

დღეს დადასტურდა, რომ ნასრალა ლიკვიდირებულია, ის აღმოიფხვრა გუშინდელი თავდასხმის შედეგად, ის მოკვდა, როგორც ფილმებში - მაშინვე მას შემდეგ, რაც გაეროს ტრიბუნიდან ებრაულად მოისმინა სიტყვები ებრაული სახელმწიფოს ლიდერისგან: "Am Yisrael Chai (ცოცხლობს ისრაელის ერი სამუდამოდ).

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

წაიკითხეთ ასევე: