პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამაზე საზიზღარი გადაცემა არასოდეს წამიყვანია, ვერ ვინელებ, რასაც გეკითხებოდი" - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი წლების წინანდელ ეთერზე, რომელსაც კესარია აბრამიძე სტუმრობდა
"ამაზე საზიზღარი გადაცემა არასოდეს წამიყვანია, ვერ ვინელებ, რასაც გეკითხებოდი" - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი წლების წინანდელ ეთერზე, რომელსაც კესარია აბრამიძე სტუმრობდა

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი სას­ტი­კად მოკ­ლულ კე­სა­რია აბ­რამ­ძეს ბო­დიშს უხ­დის. მსა­ხი­ო­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც წერს, რომ რცხვე­ნია იმ გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნის, სა­დაც წლე­ბის წინ კე­სა­რია ჰყავ­და სტუმ­რად და მას არც თუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კი­თხვებს უს­ვამ­და.

სა­უ­ბა­რია გა­და­ცე­მა "სი­მარ­თლის დრო­ზე", რო­მე­ლიც ახ­ლაც გა­დის არხზე, ოღონდ სხვა სა­ხელ­წო­დე­ბით.

"წლე­ბის წინ, კე­სა­რია იყო სტუმ­რად "სი­მარ­თლის დრო­ში". ამა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო და სა­ზი­ზღა­რი გა­და­ცე­მა ალ­ბათ, არც არა­სო­დეს წა­მიყ­ვა­ნია. იმ დღეს­ვე ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე და იმ დღი­დან და­ვი­წყეთ მე­გობ­რო­ბა. დღე­საც სა­ხალ­ხოდ გიხ­დი ბო­დიშს, იმ გუ­ლი­სამ­რე­ვი გა­და­ცე­მის­თვის. და თუ რამე ვის­წავ­ლე იმ დღეს, არას­დროს უღა­ლა­ტო სა­კუ­თარ თავს, სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს.

იმ­დე­ნად ამაზ­რზე­ნი ვი­ყა­ვი, ყურ­ში ჩა­ძა­ხი­ლის გა­მე­ო­რე­ბით და რა­საც და რო­გორც გე­კი­თხე­ბო­დი, ამ­დე­ნი წლის მე­რეც ვერ ვი­ნე­ლებ ამ ყვე­ლა­ფერს. მიყ­ვარ­ხარ და, ალ­ბათ, ვერც ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ ჩემს თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შენ იმ დღეს­ვე მა­პა­ტიე" - წერს ნან­კა.

  • აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­ცე­მის პირ­ვე­ლი წამ­ყვა­ნი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი იყო, შემ­დეგ კი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი. ამ­ჟა­მად გა­და­ცე­მა "სიც­რუ­ის დე­ტექ­ტო­რი" გი­ორ­გი გას­ვი­ანს მიჰ­ყავს.

ძვე­ლი ჩა­ნა­წე­რი "იუ­თუბ­ზე" ოთხი წლის წინ კე­სა­რი­ას თა­ვად აუტვირ­თავს. გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რის მი­სა­მარ­თით ის­მის მსგავ­სი კი­თხვე­ბი...

"თქვე­ნი მშობ­ლე­ბი უფრო ბედ­ნი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, შენ რომ არ გა­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი?"

"შენი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რო­ბა რომ არა, უბ­რა­ლო, პრო­ვინ­ცი­ელ ბი­ჭად დარ­ჩე­ბო­დი?"

"შენს დებს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რო­გორც ძმა, გვერ­დში და­უდ­გე­ბი?"

"თქვენს ქმარს უთ­ქვამს, რომ თქვენ­თან უფრო კარ­გი სექ­სი აქვს, ვიდ­რე ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან?“

"მან­დი­ლოს­ნის სა­დღეგ­რძე­ლოს შემ­დეგ, მად­ლო­ბას იხ­დით?"- ეს არის ბოლო კი­თხვა, რო­მელ­საც კე­სა­რია გა­და­ცე­მა­ში და­დე­ბი­თად პა­სუ­ხობს. ეკ­რა­ნი ინ­თე­ბა და აბ­რა­მი­ძე 4 ათას ლარს იგებს და თა­მაშს აღარ აგ­რძე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ამაზე საზიზღარი გადაცემა არასოდეს წამიყვანია, ვერ ვინელებ, რასაც გეკითხებოდი" - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი წლების წინანდელ ეთერზე, რომელსაც კესარია აბრამიძე სტუმრობდა

"ამაზე საზიზღარი გადაცემა არასოდეს წამიყვანია, ვერ ვინელებ, რასაც გეკითხებოდი" - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი წლების წინანდელ ეთერზე, რომელსაც კესარია აბრამიძე სტუმრობდა

ნანკა კალატოზიშვილი სასტიკად მოკლულ კესარია აბრამძეს ბოდიშს უხდის. მსახიობი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც წერს, რომ რცხვენია იმ გადაცემის წაყვანის, სადაც წლების წინ კესარია ჰყავდა სტუმრად და მას არც თუ ისე სასიამოვნო კითხვებს უსვამდა.

საუბარია გადაცემა "სიმართლის დროზე", რომელიც ახლაც გადის არხზე, ოღონდ სხვა სახელწოდებით.

"წლების წინ, კესარია იყო სტუმრად "სიმართლის დროში". ამაზე სამარცხვინო და საზიზღარი გადაცემა ალბათ, არც არასოდეს წამიყვანია. იმ დღესვე ბოდიში მოვუხადე და იმ დღიდან დავიწყეთ მეგობრობა. დღესაც სახალხოდ გიხდი ბოდიშს, იმ გულისამრევი გადაცემისთვის. და თუ რამე ვისწავლე იმ დღეს, არასდროს უღალატო საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს.

იმდენად ამაზრზენი ვიყავი, ყურში ჩაძახილის გამეორებით და რასაც და როგორც გეკითხებოდი, ამდენი წლის მერეც ვერ ვინელებ ამ ყველაფერს. მიყვარხარ და, ალბათ, ვერც ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს, მიუხედავად იმისა, რომ შენ იმ დღესვე მაპატიე" - წერს ნანკა.

  • აღნიშნული გადაცემის პირველი წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იყო, შემდეგ კი შალვა რამიშვილი. ამჟამად გადაცემა "სიცრუის დეტექტორი" გიორგი გასვიანს მიჰყავს.

ძველი ჩანაწერი "იუთუბზე" ოთხი წლის წინ კესარიას თავად აუტვირთავს. გადაცემაში სტუმრის მისამართით ისმის მსგავსი კითხვები...

"თქვენი მშობლები უფრო ბედნიერები იქნებოდნენ, შენ რომ არ გაჩენილიყავი?"

"შენი არაორდინალურობა რომ არა, უბრალო, პროვინციელ ბიჭად დარჩებოდი?"

"შენს დებს, საჭიროების შემთხვევაში როგორც ძმა, გვერდში დაუდგები?"

"თქვენს ქმარს უთქვამს, რომ თქვენთან უფრო კარგი სექსი აქვს, ვიდრე ყოფილ მეუღლესთან?“

"მანდილოსნის სადღეგრძელოს შემდეგ, მადლობას იხდით?"- ეს არის ბოლო კითხვა, რომელსაც კესარია გადაცემაში დადებითად პასუხობს. ეკრანი ინთება და აბრამიძე 4 ათას ლარს იგებს და თამაშს აღარ აგრძელებს.