პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგოები ტექში ანუ გზა ციფრული მომავლისკენ - "თეგეტას" და  "სქილვილის" ერთობლივი პროექტი გრძელდება
გოგოები ტექში ანუ გზა ციფრული მომავლისკენ - "თეგეტას" და  "სქილვილის" ერთობლივი პროექტი გრძელდება

უკვე ხუთი თვეა, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ „ჩარ­თეს“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი 10 სტუ­დენ­ტი გოგო „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ და­ფი­ნან­სე­ბით ნეო უნი­ვერ­სი­ტეტ „სქილ­ვილ­ში“ ციფ­რულ პრო­ფე­სი­ებს ეუფ­ლე­ბა. პროგ­რა­მი­რე­ბის, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის 7-თვი­ან კურ­სებს შო­რის, სტუ­დენ­ტებ­მა არ­ჩე­ვა­ნი თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სი­სა და ოც­ნე­ბის მი­ხედ­ვით გა­ა­კე­თეს. პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს ქა­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კურ გაძ­ლი­ე­რე­ბას, შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მათ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად პრო­ფე­სი­ებს და­ე­უფ­ლონ.

პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ხუთი თვის თავ­ზე, „თე­გე­ტას“ სტი­პენ­დი­ა­ტე­ბის ნა­წი­ლი რე­ი­ტინ­გებ­ში მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებს იკა­ვე­ბენ და კურ­სზე, სა­დაც ციფ­რულ პრო­ფე­სი­ებს 100-მდე სტუ­დენ­ტი ეუფ­ლე­ბა, პირ­ველ ოცე­ულ­შიც არი­ან. რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შო­რი­დან მიმ­ზიდ­ვე­ლად ეჩ­ვე­ნე­ბო­დათ, სწავ­ლის პრო­ცეს­ში რთუ­ლი, მაგ­რამ კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა.

მა­რი­ამ ქან­თა­რია, „თე­გე­ტას“ სტი­პენ­დი­ა­ტი: „პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გრა­ფი­კულ დი­ზა­ინ­სა და UX/UI დი­ზა­ინს ვსწავ­ლობ. ეს დღეს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­აა ბა­ზარ­ზე, რო­მე­ლიც მრა­ვალ­ფე­რო­ვან, დი­ნა­მი­კურ და კრე­ა­ტი­ულ სა­მუ­შა­ოს გვთა­ვა­ზობს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მუ­შაო გრა­ფი­კი მოქ­ნი­ლია, ასე­ვე შე­გიძ­ლია, იმუ­შაო და­მო­უ­კი­დებ­ლად, რაც ამ პრო­ფე­სი­ის დიდ უპი­რა­ტე­სო­ბად მი­მაჩ­ნია. ზო­გა­დად, პრო­ფე­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თა­ნაა კავ­შირ­ში, ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მომ­წონს ისე­თი სფე­რო­ე­ბი, სა­დაც ახა­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­გიძ­ლია, მუდ­მი­ვად სწავ­ლა და გან­ვი­თა­რე­ბა გჭირ­დე­ბა. ასე­თი საქ­მე სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, სა­კუ­თარ თავ­ში მუდ­მი­ვად აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ვფიქ­რობ, ეს ას­პექ­ტე­ბი გრა­ფი­კულ დი­ზა­ინს გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ად აქ­ცევს, რა­შიც სწავ­ლის და­წყე­ბის შემ­დეგ კი­დევ მე­ტად დავ­რწმუნ­დი. რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ „თე­გე­ტა“ ამ კურ­სის გავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევ­და, პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან გა­დავ­წყვი­ტე პრო­ექ­ტში ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი და მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით დავ­წე­რე სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი, თუ რა­ტომ მსურ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე სწავ­ლა. სა­სი­ხა­რუ­ლოა, როცა სტი­პენ­დი­ა­ტე­ბი ის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც რე­ა­ლუ­რად ესა­ჭი­რო­ე­ბათ ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­უ­ლი ოც­ნე­ბე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად“.

„სქილ­ვი­ლი“ პირ­ვე­ლი ნეო უნი­ვერ­სი­ტე­ტია რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც 2018 წლი­და­ნაა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ჩარ­თუ­ლი და სწავ­ლე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბით ზრდის მო­მავ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ „თე­გე­ტას“ სტი­პენ­დი­ატ სამ წარ­ჩი­ნე­ბულ გო­გო­ნას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა, 3-თვი­ა­ნი სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­როს „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტებ­ში, და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვით. მო­ტი­ვა­ცია იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ ბა­რი­ე­რი არც გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბია და არც მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად და­ვა­ლე­ბე­ბის მზა­დე­ბა.

თა­მარ ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლი, „თე­გე­ტას“ სტი­პენ­დი­ა­ტი: „პრო­ექტ „ჩარ­თეს“ მო­ნა­წი­ლე გახ­ლა­ვართ. ამა­ვე პრო­ექ­ტის დახ­მა­რე­ბით გა­ვი­გე, რომ შან­სი მქონ­და, „თე­გე­ტას“ და­ფი­ნან­სე­ბა მო­მე­პო­ვე­ბი­ნა და გა­მევ­ლო კურ­სი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მომ­ცემ­და, ჩემ­თვის სრუ­ლი­ად უცხო სფე­რო­ში მო­მე­სინ­ჯა ძა­ლე­ბი. ავირ­ჩიე პროგ­რა­მი­რე­ბა ნუ­ლი­დან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­ახ­ლე­ე­ბი, ზო­გა­დად, არ მა­ში­ნებს, მა­ინც ვღე­ლავ­დი - არ ვი­ცო­დი, რამ­დე­ნად გა­ვარ­თმევ­დი თავს ამ კურსს. მი­ხა­რია, რომ გა­მომ­დის. ყვე­ლა ლექ­ცი­ის შემ­დეგ გვაქვს თე­მა­ტუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, რაც სწავ­ლის პრო­ცესს, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­სა და ათ­ვი­სე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გვი­ი­ო­ლებს. უკვე არა­ერთ ჯგუ­ფურ პრო­ექ­ტზე ვი­მუ­შა­ვეთ, ვფიქ­რობ, მზად ვარ, ძა­ლე­ბი მარ­ტო­მაც მოვ­სინ­ჯო. რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა, თუმ­ცა მო­ტი­ვა­ცია ბევ­რს წყვეტს. მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ვსწავ­ლობ, დიდ იმე­დებს ვამ­ყა­რებ ამ კურ­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა­ზე, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ. ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­რწმუნ­დი, რომ ესაა სფე­რო, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს. სწავ­ლის პრო­ცეს­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ, და­ნარ­ჩე­ნი, ვფიქ­რობ, ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. „თე­გე­ტამ“ და „ჩარ­თემ“ შან­სი მომ­ცეს, ჩემი ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად ვაქ­ციო, ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებ, რომ ასე მოხ­დეს“.

ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა და მათი რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის­თვის“ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს გენ­დერუ­ლად და­ყო­ფილ პრო­ფე­სი­ებ­ში ბა­რი­ე­რე­ბის დაძ­ლე­ვა­ზე და სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში ქა­ლე­ბი­სა და მა­მა­კა­ცე­ბის­თვის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნა­ზე.

თა­თია ხორ­ბა­ლა­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „გვი­ხა­რია, რომ კი­დევ ერთი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პის დაძ­ლე­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და ჩვე­ნი სტი­პენ­დი­ა­ტე­ბი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან კურ­სზე. რე­ი­ტინ­გე­ბი ცხად­ყოფს, რომ მათ შე­სა­ნიშ­ნა­ვად აით­ვი­სეს ციფ­რუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად ახა­ლი სფე­როა მათ­თვის, რაც კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს, რომ გო­გო­ნე­ბის ად­გი­ლი ტექ­შია. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ვთა­ნამ­შრომ­ლობთ Tegeta.care-ის პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცია „ჩარ­თეს­თან“ და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, ვი­ყოთ იმ გო­გო­ნე­ბის გვერ­დით, რომ­ლებ­საც გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბათ გა­ნათ­ლე­ბა­ზე წვდო­მა. ვფიქ­რობ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ფე­სი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბა, სა­მო­მავ­ლოდ მათ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სფე­რო­ებ­ში თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა“.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ციფ­რუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ „ჩარ­თეს“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს შო­რის კი­თხვა­რი­სა და გა­სა­უბ­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ირჩნენ. პრო­ექ­ტი „ჩარ­თე" 2017 წლი­დან რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით მიმ­დი­ნა­რე­ობს და რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი უფ­როსკლა­სე­ლე­ბის­თვის კომ­პი­უ­ტე­რე­ბის გა­და­ცე­მას, ინ­ტერ­ნე­ტის და­ფი­ნან­სე­ბა­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მხარ­და­ჭე­რას უზ­რუნ­ველ­ყოფს. პრო­ექ­ტში უკვე ჩარ­თუ­ლია 2 700-ზე მეტი ახალ­გაზ­რდა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

გოგოები ტექში ანუ გზა ციფრული მომავლისკენ - "თეგეტას" და  "სქილვილის" ერთობლივი პროექტი გრძელდება

გოგოები ტექში ანუ გზა ციფრული მომავლისკენ - "თეგეტას" და  "სქილვილის" ერთობლივი პროექტი გრძელდება

უკვე ხუთი თვეა, საქველმოქმედო ფონდ „ჩართეს“ ბენეფიციარი 10 სტუდენტი გოგო „თეგეტა ჰოლდინგის“ დაფინანსებით ნეო უნივერსიტეტ „სქილვილში“ ციფრულ პროფესიებს ეუფლება. პროგრამირების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების 7-თვიან კურსებს შორის, სტუდენტებმა არჩევანი თავიანთი ინტერესისა და ოცნების მიხედვით გააკეთეს. პროექტი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, შესაძლებლობას აძლევს მათ მაღალანაზღაურებად პროფესიებს დაეუფლონ.

პროექტის მიმდინარეობის ხუთი თვის თავზე, „თეგეტას“ სტიპენდიატების ნაწილი რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს იკავებენ და კურსზე, სადაც ციფრულ პროფესიებს 100-მდე სტუდენტი ეუფლება, პირველ ოცეულშიც არიან. როგორც თავად ამბობენ, ტექნოლოგიები, რომლებიც შორიდან მიმზიდველად ეჩვენებოდათ, სწავლის პროცესში რთული, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა.

მარიამ ქანთარია, „თეგეტას“ სტიპენდიატი: „პროექტის ფარგლებში გრაფიკულ დიზაინსა და UX/UI დიზაინს ვსწავლობ. ეს დღეს, შეიძლება ითქვას, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა ბაზარზე, რომელიც მრავალფეროვან, დინამიკურ და კრეატიულ სამუშაოს გვთავაზობს. ხშირ შემთხვევაში გრაფიკული დიზაინერების სამუშაო გრაფიკი მოქნილია, ასევე შეგიძლია, იმუშაო დამოუკიდებლად, რაც ამ პროფესიის დიდ უპირატესობად მიმაჩნია. ზოგადად, პროფესიები, რომლებიც ტექნოლოგიებთანაა კავშირში, ყოველთვის განსაკუთრებულად მაინტერესებდა. მომწონს ისეთი სფეროები, სადაც ახალი ინსტრუმენტების გამოყენება შეგიძლია, მუდმივად სწავლა და განვითარება გჭირდება. ასეთი საქმე საშუალებას გვაძლევს, საკუთარ თავში მუდმივად აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები. ვფიქრობ, ეს ასპექტები გრაფიკულ დიზაინს გამორჩეულად საინტერესო პროფესიად აქცევს, რაშიც სწავლის დაწყების შემდეგ კიდევ მეტად დავრწმუნდი. როდესაც გავიგე, რომ „თეგეტა“ ამ კურსის გავლის შესაძლებლობას გვაძლევდა, პირველივე წამიდან გადავწყვიტე პროექტში ჩავრთულიყავი და მთელი სულითა და გულით დავწერე სამოტივაციო წერილი, თუ რატომ მსურდა ამ მიმართულებაზე სწავლა. სასიხარულოა, როცა სტიპენდიატები ის სტუდენტები არიან, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ ფინანსური მხარდაჭერა თავიანთი პროფესიული ოცნებების ასასრულებლად“.

„სქილვილი“ პირველი ნეო უნივერსიტეტია რეგიონში, რომელიც 2018 წლიდანაა განათლების სფეროში ჩართული და სწავლების ინოვაციური მეთოდებით ზრდის მომავლის პროფესიონალებს. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ „თეგეტას“ სტიპენდიატ სამ წარჩინებულ გოგონას შესაძლებლობა მიეცემა, 3-თვიანი სტაჟირება გაიაროს „თეგეტა ჰოლდინგის“ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტებში, დასაქმების პერსპექტივით. მოტივაცია იმდენად ძლიერია, რომ ბარიერი არც გათენებული ღამეებია და არც მუშაობის პარალელურად დავალებების მზადება.

თამარ ყულჯანიშვილი, „თეგეტას“ სტიპენდიატი: „პროექტ „ჩართეს“ მონაწილე გახლავართ. ამავე პროექტის დახმარებით გავიგე, რომ შანსი მქონდა, „თეგეტას“ დაფინანსება მომეპოვებინა და გამევლო კურსი, რომელიც შესაძლებლობას მომცემდა, ჩემთვის სრულიად უცხო სფეროში მომესინჯა ძალები. ავირჩიე პროგრამირება ნულიდან. მიუხედავად იმისა, რომ სიახლეები, ზოგადად, არ მაშინებს, მაინც ვღელავდი - არ ვიცოდი, რამდენად გავართმევდი თავს ამ კურსს. მიხარია, რომ გამომდის. ყველა ლექციის შემდეგ გვაქვს თემატური დავალებები, რაც სწავლის პროცესს, ახალი ინფორმაციის მიღებასა და ათვისებას მნიშვნელოვნად გვიიოლებს. უკვე არაერთ ჯგუფურ პროექტზე ვიმუშავეთ, ვფიქრობ, მზად ვარ, ძალები მარტომაც მოვსინჯო. რთული პროფესიაა, თუმცა მოტივაცია ბევრს წყვეტს. მუშაობის პარალელურად ვსწავლობ, დიდ იმედებს ვამყარებ ამ კურსის წარმატებით დასრულებაზე, ამიტომ მაქსიმალურად მობილიზებული ვარ. ამ თვეების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ესაა სფერო, რომელიც ნამდვილად მაინტერესებს. სწავლის პროცესში თავს კომფორტულად ვგრძნობ, დანარჩენი, ვფიქრობ, ჩემზეა დამოკიდებული. „თეგეტამ“ და „ჩართემ“ შანსი მომცეს, ჩემი ოცნება რეალობად ვაქციო, ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ასე მოხდეს“.

ქალების მხარდაჭერა და მათი როლის გაძლიერება „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანია მუდმივად ზრუნავს გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევაზე და სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „გვიხარია, რომ კიდევ ერთი პროექტი, რომელიც გენდერული სტერეოტიპის დაძლევას ემსახურება წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენი სტიპენდიატები წარჩინებულები არიან კურსზე. რეიტინგები ცხადყოფს, რომ მათ შესანიშნავად აითვისეს ციფრული პროფესიები, რომლებიც სრულიად ახალი სფეროა მათთვის, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ გოგონების ადგილი ტექშია. პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ Tegeta.care-ის პარტნიორ ორგანიზაცია „ჩართესთან“ და შესაძლებლობა გვაქვს, ვიყოთ იმ გოგონების გვერდით, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ განათლებაზე წვდომა. ვფიქრობ ტექნოლოგიური პროფესიების ათვისება, სამომავლოდ მათ მაღალანაზღაურებად სფეროებში თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება“.

პროექტის ფარგლებში ციფრული პროფესიებით დაინტერესებული გოგონები საქველმოქმედო ფონდ „ჩართეს“ ბენეფიციარებს შორის კითხვარისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩნენ. პროექტი „ჩართე" 2017 წლიდან რიგითი მოქალაქეებისა და კომპანიების მხარდაჭერით მიმდინარეობს და რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის კომპიუტერების გადაცემას, ინტერნეტის დაფინანსებასა და საგანმანათლებლო მხარდაჭერას უზრუნველყოფს. პროექტში უკვე ჩართულია 2 700-ზე მეტი ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS