მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება" - კალაძე
"სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება" - კალაძე

სულ რომ ბა­ი­დე­ნი ჩა­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და პირ­და­პირ ჩა­ერ­თოს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში, ამ რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თბი­ლი­სის მერი, კახა კა­ლა­ძე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის მი­ღე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიწ­ვე­ვის გა­უქ­მე­ბას.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, აშშ-ში ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შე­ე­ცად­ნენ, რომ სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ზღვარ­ზე მყოფ ოპო­ზი­ცი­ას დახ­მა­რე­ბოდ­ნენ.

„გა­უქ­მდა მი­ღე­ბა­ზე დას­წრე­ბა. ჯერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი იყო მოწ­ვე­ვა, შემ­დეგ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ზღვარ­ზეა და სულს ღა­ფავს, რო­გორ­მე ამ ქმე­დე­ბე­ბით და­ეხ­მა­რონ. ერთ რა­მეს გე­ტყვით, სულ რომ ბა­ი­დე­ნი ჩა­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და პირ­და­პირ ჩა­ერ­თოს სარ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში, ამ რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რის შე­ფა­სე­ბით, „დღეს ქვე­ყა­ნა­ში ოპო­ზი­ცია არ არ­სე­ბობს“.

„უცხო­ურ ძა­ლებს მცდე­ლო­ბა აქვს, პირ­და­პირ სა­ელ­ჩო­ებ­ში იგეგ­მე­ბა სხვა­დას­ხვა კამ­პა­ნი­ე­ბი, თუ რა და რო­გორ გა­კეთ­დეს, რო­გორ და­ი­გეგ­მოს. და­აკ­ვირ­დით ოპო­ზი­ცი­ურ რა­დი­კა­ლურ სპექტრს, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი არის, ხალ­ხს კი არ ესა­უბ­რე­ბი­ან, ისი­ნი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ებს სა­ელ­ჩო­ებ­ში და უცხო­ე­ლე­ბის­თვის აკე­თე­ბენ. ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვალს და ბედს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი წყვეტს, წარ­სულს ჩა­ბარ­და ის დრო, რო­დე­საც გა­რე­დან მო­დი­ო­და მი­თი­თე­ბე­ბი, თუ რო­გორ უნდა ემოქ­მე­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოქ­მე­დებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­თი­თე­ბე­ბით. ყო­ველ­თვის და­ვი­ცავთ ჩვენს ინ­ტე­რესს. „მე­ო­რე ფრონ­ტი“ არ და ვერ იქ­ნე­ბა, ისევ და ისევ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ქვე­ყა­ნა სან­ქცი­ებს არ შე­უ­ერ­თდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი, 25 სექ­ტემ­ბერს, ნიუ-იორკში მსოფ­ლიო ლი­დე­რებს და გა­ე­როს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ტრა­დი­ცი­ულ მი­ღე­ბა­ზე უმას­პინ­ძლებს.

"ამე­რი­კის ხმის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტის მი­ღე­ბა­ზე მიწ­ვე­ულ­თა სი­ა­ში, თავ­და­პირ­ვე­ლად იყო ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, რო­მე­ლიც გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, თუმ­ცა ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მიწ­ვე­ვა გა­ა­უქ­მა. მიწ­ვე­ვის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ამე­რი­კის ხმას“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი და კი­დევ ერთი წყა­რო კონ­გრე­სი­დან უდას­ტუ­რებს. გარ­და ამი­სა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიწ­ვე­ვის გა­უქ­მე­ბას­თან ერ­თად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ასე­ვე უარი თქვა სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას­თან ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ კო­ბა­ხი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა­ზე, ასე­ვე უარი თქვა ჯეიკ სა­ლი­ვან­მა, თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მრჩე­ველ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება" - კალაძე

"სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება" - კალაძე

სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, აშშ-ში ამ გადაწყვეტილებით შეეცადნენ, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფ ოპოზიციას დახმარებოდნენ.

„გაუქმდა მიღებაზე დასწრება. ჯერ გამოგზავნილი იყო მოწვევა, შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა და სულს ღაფავს, როგორმე ამ ქმედებებით დაეხმარონ. ერთ რამეს გეტყვით, სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს სარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის შეფასებით, „დღეს ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს“.

„უცხოურ ძალებს მცდელობა აქვს, პირდაპირ საელჩოებში იგეგმება სხვადასხვა კამპანიები, თუ რა და როგორ გაკეთდეს, როგორ დაიგეგმოს. დააკვირდით ოპოზიციურ რადიკალურ სპექტრს, რომელიც წარმოდგენილი არის, ხალხს კი არ ესაუბრებიან, ისინი საარჩევნო კამპანიებს საელჩოებში და უცხოელებისთვის აკეთებენ. ამ ქვეყნის მომავალს და ბედს ქართველი ხალხი წყვეტს, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, თუ როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის მითითებებით. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ინტერესს. „მეორე ფრონტი“ არ და ვერ იქნება, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ქვეყანა სანქციებს არ შეუერთდება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.

"ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.