პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვრცელდება ფარული აუდიოჩანაწერი: როგორ ცდილობდნენ დავის მოგვარებას "ქურდების" ჩარევით - შსს-მ 5 პირი დააკავა
ვრცელდება ფარული აუდიოჩანაწერი: როგორ ცდილობდნენ დავის მოგვარებას "ქურდების" ჩარევით - შსს-მ 5 პირი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­ში, ოზურ­გეთ­სა და ლან­ჩხუთ­ში „ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან” კავ­შირ­ში მყო­ფი 5 პირი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი კ.ვ., და 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.კ.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის“ ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ტ.ფ. ხოლო, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის­თვის“ მი­მარ­თვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.გ. და 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.გ. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

  • ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, მათ შო­რის მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ვ.გ.-სა და მ.გ.-ს შო­რის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე ფი­ნან­სუ­რი დავა წარ­მო­იშ­ვა. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ვის მოგ­ვა­რე­ბი­სა და გა­დაჭ­რის მიზ­ნით „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებს და კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს: ტ.ფ.-ს, გ.კ.-ს და კ.ვ.-ს მი­მარ­თეს.

"ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ კავ­შირ­ში მყოფ­მა პი­რებ­მა ე.წ. ქურ­დუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­წყო­ბილ შეკ­რე­ბა­ზე, მო­და­ვე მხა­რეს მე­ო­რეს სა­სარ­გებ­ლოდ, ერთი თვის ვა­და­ში 15 000 ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რეს, რო­მე­ლიც მ.გ,-მ დათ­ქმულ ვა­და­ში გა­და­ი­ხა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის ნა­ხე­ვა­რი და­ვის მოგ­ვა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­ზე გა­და­ნა­წილ­და.

პო­ლი­ცი­ამ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, სა­ვა­რა­უ­დოდ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 223-ე ტერ­ცია მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 223-ე კვარ­ტა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ვრცელდება ფარული აუდიოჩანაწერი: როგორ ცდილობდნენ დავის მოგვარებას "ქურდების" ჩარევით - შსს-მ 5 პირი დააკავა

ვრცელდება ფარული აუდიოჩანაწერი: როგორ ცდილობდნენ დავის მოგვარებას "ქურდების" ჩარევით - შსს-მ 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.

როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ვ., და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ.

"ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ტ.ფ. ხოლო, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან 1981 წელს დაბადებული მ.გ. და 1968 წელს დაბადებული ვ.გ. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვ.გ.-სა და მ.გ.-ს შორის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური დავა წარმოიშვა. ბრალდებულებმა დავის მოგვარებისა და გადაჭრის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს: ტ.ფ.-ს, გ.კ.-ს და კ.ვ.-ს მიმართეს.

"ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფმა პირებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ, ერთი თვის ვადაში 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც მ.გ,-მ დათქმულ ვადაში გადაიხადა. აღნიშნული თანხის ნახევარი დავის მოგვარებაში მონაწილე კრიმინალურ ავტორიტეტებზე გადანაწილდა.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.