სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინის ომმა წარუმატებლობა განიცადა" - ბაიდენის გამოსვლა და ფოტოები გაეროდან, სადაც დებატების გახსნას ირაკლი კობახიძეც დაესწრო
"კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინის ომმა წარუმატებლობა განიცადა" - ბაიდენის გამოსვლა და ფოტოები გაეროდან, სადაც დებატების გახსნას ირაკლი კობახიძეც დაესწრო

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 79-ე სე­სი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დე­ბა­ტე­ბის გახ­სნას და­ეს­წრო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­ნე­რა­ლუ­რი დე­ბა­ტე­ბი გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის და გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლე­ბით გა­იხ­სნა. გე­ნე­რა­ლუ­რი დე­ბა­ტე­ბის გახ­სნი­თი სე­სი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თეს ბრა­ზი­ლი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ლუის ინა­სიო ლულა და სილ­ვამ, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო­ზეფ ბა­ი­დენ­მა, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ლი­დე­რებ­მა.

"გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 79-ე სე­სი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დე­ბა­ტე­ბის თე­მაა - „არა­ვის მი­ტო­ვე­ბა: ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბა მშვი­დო­ბის, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის წინსვლის­თვის ახ­ლან­დე­ლი და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 79-ე სე­სი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დე­ბა­ტე­ბის გახ­სნა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი. მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რას არ შე­ვა­სუს­ტებთ, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა სა­მარ­თლი­ან და გრძელ­ვა­დი­ან მშვი­დო­ბას არ მი­ი­ღებს.

"კარ­გი ამ­ბა­ვი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ პუ­ტი­ნის ომმა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა გა­ნი­ცა­და თა­ვის მთა­ვარ მი­ზან­ში. ის უკ­რა­ი­ნის გა­ნად­გუ­რე­ბას გეგ­მავ­და, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა ჯე­რაც თა­ვი­სუ­ფა­ლია. მას ნა­ტოს შე­სუს­ტე­ბა სურ­და, მაგ­რამ ნატო უფრო დი­დია, უფრო ძლი­ე­რია, უფრო ერ­თი­ა­ნია, ვიდ­რე ოდეს­მე”, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ მსოფ­ლი­ოს არ შე­უძ­ლია უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის მხრივ ძა­ლის­ხმე­ვის შე­სუს­ტე­ბა.

"ახლა ჩვენს წი­ნა­შე კი­დევ ერთი არ­ჩე­ვა­ნი დგას: შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ჩვენს მხარ­და­ჭე­რას, რათა უკ­რა­ი­ნას ომში გა­მარ­ჯვე­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ? თუ უკან და­ვი­ხევთ და აგ­რე­სი­ის ახალ ტალ­ღა­სა და მთე­ლი ერის გა­ნად­გუ­რე­ბას და­ვუშ­ვებთ?

ჩემი პა­სუ­ხი ვიცი. არ შეგ­ვიძ­ლია სა­კუ­თარ თავს “დაღ­ლის” სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ. არ შეგ­ვიძ­ლია შევტრი­ალ­დეთ. და უკ­რა­ი­ნის ჩვენს მხარ­და­ჭე­რას არ შე­ვა­სუს­ტებთ - სა­ნამ უკ­რა­ი­ნა სა­მარ­თლი­ან და გრძელ­ვა­დი­ან მშვი­დო­ბას არ მი­ი­ღებს გა­ე­როს ქარ­ტი­ის შე­სა­ბა­მი­სად,” - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინის ომმა წარუმატებლობა განიცადა" - ბაიდენის გამოსვლა და ფოტოები გაეროდან, სადაც დებატების გახსნას ირაკლი კობახიძეც დაესწრო

"კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინის ომმა წარუმატებლობა განიცადა" - ბაიდენის გამოსვლა და ფოტოები გაეროდან, სადაც დებატების გახსნას ირაკლი კობახიძეც დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალური დებატები გაეროს გენერალური მდივნის და გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის გამოსვლებით გაიხსნა. გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა.

"გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების თემაა - „არავის მიტოვება: ერთობლივი მოქმედება მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და ადამიანური ღირსების წინსვლისთვის ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

  • გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერას არ შევასუსტებთ, ვიდრე უკრაინა სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას არ მიიღებს.

"კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინის ომმა წარუმატებლობა განიცადა თავის მთავარ მიზანში. ის უკრაინის განადგურებას გეგმავდა, მაგრამ უკრაინა ჯერაც თავისუფალია. მას ნატოს შესუსტება სურდა, მაგრამ ნატო უფრო დიდია, უფრო ძლიერია, უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე”, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს არ შეუძლია უკრაინის მხარდაჭერის მხრივ ძალისხმევის შესუსტება.

"ახლა ჩვენს წინაშე კიდევ ერთი არჩევანი დგას: შევინარჩუნებთ ჩვენს მხარდაჭერას, რათა უკრაინას ომში გამარჯვებასა და თავისუფლების შენარჩუნებაში დავეხმაროთ? თუ უკან დავიხევთ და აგრესიის ახალ ტალღასა და მთელი ერის განადგურებას დავუშვებთ?

ჩემი პასუხი ვიცი. არ შეგვიძლია საკუთარ თავს “დაღლის” საშუალება მივცეთ. არ შეგვიძლია შევტრიალდეთ. და უკრაინის ჩვენს მხარდაჭერას არ შევასუსტებთ - სანამ უკრაინა სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას არ მიიღებს გაეროს ქარტიის შესაბამისად,” - განაცხადა ბაიდენმა.