მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მძიმე იყო შეფასებები - ერთ-ერთმა პირდაპირ თქვა, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ბელარუსი გახდება" - დეკანოიძე ევროსაბჭოს მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ
"ძალიან მძიმე იყო შეფასებები - ერთ-ერთმა პირდაპირ თქვა, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ბელარუსი გახდება" - დეკანოიძე ევროსაბჭოს მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ

პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან შე­ფა­სე­ბე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე იყო - ერთ-ერთი ჩვე­ნი კო­ლე­გის­გან პირ­და­პირ ით­ქვა, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ზე­წო­ლა­სა და რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას გა­აგ­რძე­ლებს, სა­ქარ­თვე­ლო ბე­ლა­რუ­სი გახ­დე­ბა , - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს დე­პუ­ტატ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ პარ­ლა­მენ­ტში, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

დე­კა­ნო­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­სა­ლა გა­და­ე­ცა.

შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო კონ­კრე­ტუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და დე­პუ­ტა­ტე­ბის მი­მართ ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს სა­დამ­სჯე­ლო მე­ქა­ნიზ­მად გა­მო­ყე­ნე­ბას.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე ისა­უბ­რეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძა­ლი­ან მკვეთრ გან­ცხა­დე­ბა­ზე, “რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ჯა­რის­თვის ღირ­სე­ბის აყ­რის კონ­ტექ­სტში ბო­დი­შის მოხ­დას გუ­ლის­ხმობ­და“.

“ჩვე­ნი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი, რა თქმა უნდა, შე­ე­ხე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, დე­მოკ­რა­ტი­ის კუ­თხით ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ, დამ­ძი­მე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას და ოპო­ზი­ცი­ის სე­რი­ო­ზულ ძა­ლის­ხმე­ვას, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ გვჯე­რა და ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რათა 26 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნება და­ფიქ­სირ­დეს. ჩვენ გვაქვს რწმე­ნა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­მარ­ცხებთ!

ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან შე­ფა­სე­ბე­ბი იყო ძა­ლი­ან მძი­მე. ეს არის ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იცის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ერთ-ერთი ჩვე­ნი კო­ლე­გის­გან პირ­და­პირ ით­ქვა, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ზე­წო­ლას და რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას გა­აგ­რძე­ლებს, სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ბე­ლა­რუ­სი.

ეს იყო პირ­და­პი­რი სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი კო­ლე­გი­სა­გან მო­ვის­მი­ნეთ.

ასე­ვე გა­მოთ­ქვეს მზად­ყოფ­ნა, რომ ყვე­ლა დარ­ღვე­ვა, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს თუ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ იქ­ნე­ბა, და­ფიქ­სირ­დე­ბა და შე­ფას­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ძალიან მძიმე იყო შეფასებები - ერთ-ერთმა პირდაპირ თქვა, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ბელარუსი გახდება" - დეკანოიძე ევროსაბჭოს მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ

"ძალიან მძიმე იყო შეფასებები - ერთ-ერთმა პირდაპირ თქვა, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ბელარუსი გახდება" - დეკანოიძე ევროსაბჭოს მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ

პარტნიორების მხრიდან შეფასებები ძალიან მძიმე იყო - ერთ-ერთი ჩვენი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

დეკანოიძის ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისიას ძალადობასთან დაკავშირებული მასალა გადაეცა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონკრეტული ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დეპუტატების მიმართ ანტიკორუფციული ბიუროს სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებას.

მისივე თქმით, ასევე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილის ძალიან მკვეთრ განცხადებაზე, “რომელიც საქართველოს მოქალაქეებისა და ჯარისთვის ღირსების აყრის კონტექსტში ბოდიშის მოხდას გულისხმობდა“.

“ჩვენი მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, შეეხებოდა საქართველოში არსებულ ვითარებას, დემოკრატიის კუთხით ძალიან სერიოზულ, დამძიმებულ სიტუაციას და ოპოზიციის სერიოზულ ძალისხმევას, რაც იმას გულისხმობს, რომ გვჯერა და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეების ნება დაფიქსირდეს. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად დავამარცხებთ!

ჩვენი პარტნიორების მხრიდან შეფასებები იყო ძალიან მძიმე. ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია, რომელმაც ძალიან კარგად იცის საქართველოში არსებული პრობლემები. ერთ-ერთი ჩვენი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება“ ზეწოლას და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო გახდება ბელარუსი.

ეს იყო პირდაპირი სიტყვები, რომელიც ერთ-ერთი კოლეგისაგან მოვისმინეთ.

ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ყველა დარღვევა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს თუ არჩევნების შემდეგ იქნება, დაფიქსირდება და შეფასდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.