სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“შევხედოთ ამ ხალხს, რა უნარი აქვთ, რომ ქვეყანა მართონ?!“ - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
“შევხედოთ ამ ხალხს, რა უნარი აქვთ, რომ ქვეყანა მართონ?!“ - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

“შევ­ხე­დოთ ამ ხალ­ხს, რა უნა­რი აქვთ, რომ ქვე­ყა­ნა მარ­თონ?! ხე­ლოვ­ნუ­რი პლატ­ფორ­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი- მოკ­ლე პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი აქვთ და­სა­ხუ­ლი იმის­თვის, რომ ხელ­ში ჩა­იგ­დონ ძა­ლა­უფ­ლე­ბა. შემ­დეგ რას გა­ა­კე­თე­ბენ კა­ციშ­ვილ­მა არ იცის,“ - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რმა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ოპო­ზი­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ა­ში სი­ნამ­დვი­ლე­ში ლი­დე­რე­ბიც კი არ ჰყავთ.

“თუ გვერ­დზე გა­დავ­დებთ დიდ პო­ლი­ტი­კურ თე­მებს, კერ­ძოდ, გა­მოწ­ვე­ვებს, რაც ოპო­ზი­ცი­ის სა­ხით აქვს სა­ქარ­თვე­ლოს, დღე­ვან­დელ ოპო­ზი­ცი­ას რომ შევ­ხე­დოთ, ამ ხალ­ხს რა უნა­რი აქვთ, რომ ქვე­ყა­ნა მარ­თონ?! გეგ­მა და ხედ­ვა არ აქვთ, ერ­თა­დერ­თი ხე­ლოვ­ნუ­რი პლატ­ფორ­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

სა­ბო­ლო­ოდ, იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ტექ­ნი­კურ მთავ­რო­ბას შექ­მნი­ან. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა კი არ უნ­დათ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის თუ სატ­კივ­რის გა­ზი­ა­რე­ბა კი არ უნ­დათ, მოკ­ლე პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი აქვთ და­სა­ხუ­ლი იმის­თვის, რომ ხელ­ში ჩა­იგ­დონ ძა­ლა­უფ­ლე­ბა. შემ­დეგ რას გა­ა­კე­თე­ბენ კა­ციშ­ვილ­მა არ იცის.

ასე­თი ქა­ო­ტუ­რე­ბი არი­ან სა­ბო­ლო­ოდ. რა­ტომ არი­ან ასე­თი ქა­ო­ტუ­რე­ბი? რა­ტომ არის რომ ლი­დე­რე­ბი არ ჰყავთ სი­ნამ­დვი­ლე­ში? რა­ღაც სხვა­დას­ხვა სა­ხეა, რო­მელ­საც ანაც­ვლე­ბენ. თუ პრობ­ლე­მუ­რი გახ­დე­ბა ერთი, მე­ო­რით ჩა­ა­ნაც­ვლე­ბენ. ლი­დე­რიც არ სჭირ­დე­ბათ. რო­დე­საც გა­რე­დან იღებ მი­თი­თე­ბებს, იქ ლი­დე­რი შე­იძ­ლე­ბა ხე­ლის­შემ­შლე­ლი იყოს. ეს არის ერ­თგვა­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, სა­ერ­თო კო­ლექ­ტი­უ­რი “ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს არა სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით, არა­მედ გა­რე­დან კარ­ნა­ხით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ არ უნდა ამ ქვეყ­ნის სა­მარ­თა­ვად, უნ­დათ, რომ ლან­გრით მი­არ­თვან უცხო­ელ თუ გარე მფარ­ვე­ლებს“,-აღ­ნიშ­ნა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“შევხედოთ ამ ხალხს, რა უნარი აქვთ, რომ ქვეყანა მართონ?!“ - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

“შევხედოთ ამ ხალხს, რა უნარი აქვთ, რომ ქვეყანა მართონ?!“ - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

“შევხედოთ ამ ხალხს, რა უნარი აქვთ, რომ ქვეყანა მართონ?! ხელოვნური პლატფორმების ჩამოყალიბებით არიან დაკავებულები- მოკლე პოლიტიკური მიზნები აქვთ დასახული იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. შემდეგ რას გააკეთებენ კაციშვილმა არ იცის,“ - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში სინამდვილეში ლიდერებიც კი არ ჰყავთ.

“თუ გვერდზე გადავდებთ დიდ პოლიტიკურ თემებს, კერძოდ, გამოწვევებს, რაც ოპოზიციის სახით აქვს საქართველოს, დღევანდელ ოპოზიციას რომ შევხედოთ, ამ ხალხს რა უნარი აქვთ, რომ ქვეყანა მართონ?! გეგმა და ხედვა არ აქვთ, ერთადერთი ხელოვნური პლატფორმების ჩამოყალიბებით არიან დაკავებულები.

საბოლოოდ, იმასაც ამბობენ, რომ ტექნიკურ მთავრობას შექმნიან. ხელმძღვანელობა კი არ უნდათ, ქართველი ხალხის ინტერესების თუ სატკივრის გაზიარება კი არ უნდათ, მოკლე პოლიტიკური მიზნები აქვთ დასახული იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. შემდეგ რას გააკეთებენ კაციშვილმა არ იცის.

ასეთი ქაოტურები არიან საბოლოოდ. რატომ არიან ასეთი ქაოტურები? რატომ არის რომ ლიდერები არ ჰყავთ სინამდვილეში? რაღაც სხვადასხვა სახეა, რომელსაც ანაცვლებენ. თუ პრობლემური გახდება ერთი, მეორით ჩაანაცვლებენ. ლიდერიც არ სჭირდებათ. როდესაც გარედან იღებ მითითებებს, იქ ლიდერი შეიძლება ხელისშემშლელი იყოს. ეს არის ერთგვარი გაერთიანება, საერთო კოლექტიური “ნაცმოძრაობა“ რომელიც მოქმედებს არა საკუთარი გადაწყვეტილებებით, არამედ გარედან კარნახით. ხელისუფლება მათ არ უნდა ამ ქვეყნის სამართავად, უნდათ, რომ ლანგრით მიართვან უცხოელ თუ გარე მფარველებს“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.