სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“იწყება “გრიპისმაგვარი“ სიმპტომებით: გამონადენი, ტემპერატურა, ზომიერი ხველა“ - ინფექციონისტის თქმით, საქართველოში ყივანახველას შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა
“იწყება “გრიპისმაგვარი“ სიმპტომებით: გამონადენი, ტემპერატურა, ზომიერი ხველა“ - ინფექციონისტის თქმით, საქართველოში ყივანახველას შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა

“სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის მო­მა­ტე­ბუ­ლი ყი­ვა­ნახ­ვე­ლას შემ­თხვე­ვე­ბი, მათ შო­რის მოზ­რდი­ლებ­შიც. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბა აც­რილ ადა­მი­ა­ნებ­შიც გვხვდე­ბა, თუმ­ცა მათ სიმპტო­მე­ბი ნაკ­ლე­ბად აქვთ გა­მო­ხა­ტუ­ლი“,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მი­სი­ვე თქმით, დრო­უ­ლად და­წყე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია სიმპტო­მე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბას ამ­ცი­რებს.

“ყი­ვა­ნახ­ვე­ლას გა­მომ­წვე­ვია ბაქ­ტე­რია Bordetella pertussis, რო­მე­ლიც გა­და­ე­დე­ბა წვე­თე­ბის გზით. გავ­რცე­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე ად­ვი­ლად ხდე­ბა. ბაქ­ტე­რია გა­მო­ყოფს ტოქ­სინს, რო­მე­ლიც იწ­ვევს სა­სუნ­თქი გზე­ბის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის და­ზი­ა­ნე­ბას და შე­შუ­პე­ბას.

სიმპტო­მე­ბი იწყე­ბა კონ­ტაქ­ტი­დან 5-10 დღის შემ­დეგ, თუმ­ცა ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი ზოგ­ჯერ 3 კვი­რამ­დეც გრძელ­დე­ბა.

  • თა­ვი­დან იწყე­ბა “გრი­პის­მაგ­ვა­რი“ სიმპტო­მე­ბით (ცხვი­რის გა­ჭედ­ვა ან გა­მო­ნა­დე­ნი, სუბ­ფებ­რი­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ზო­მი­ე­რი ხვე­ლა), თუმ­ცა შემ­დეგ რჩე­ბა მხო­ლოდ ხვე­ლა, რო­მე­ლიც თან­და­თან ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი ხდე­ბა და შე­ტე­ვი­თი ეპი­ზო­დე­ბი ახა­სი­ა­თებს. ხვე­ლა კვი­რე­ბის ან თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს. ხვე­ლას ზოგ­ჯერ ახ­ლავს ღე­ბი­ნე­ბა, ძლი­ე­რი სი­სუს­ტე. შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნად ინ­ტენ­სი­უ­რი იყოს, რომ აღ­წე­რი­ლია ნეკ­ნე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც.

იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა პნევ­მო­ნი­ით გარ­თულ­დეს. და­ა­ვა­დე­ბა შე­და­რე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ას­თმის მქო­ნე­ებ­ში.

ჩვილ ბავ­შვებ­ში და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ხვე­ლის გა­რე­შეც, მხო­ლოდ სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბით და ცი­ა­ნო­ზით (კა­ნის მო­ლურ­ჯო ფერი) მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. წლამ­დე ბავ­შვებ­ში ხში­რია გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა, აპ­ნეა, პნევ­მო­ნია, კრუნ­ჩხვა, ენ­ცე­ფა­ლო­პა­თია. ამ ასაკ­ში ყი­ვა­ნახ­ვე­ლის ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 1%.

დი­აგ­ნოს­ტი­კა ხდე­ბა სის­ხლში ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გან­სა­ზღვრით ან ნახ­ვე­ლის გა­მოკ­ვლე­ვით.დრო­უ­ლად და­წყე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­უ­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია სიმპტო­მე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბას ამ­ცი­რებს, თუმ­ცა ხვე­ლის “შე­ჩე­რე­ბა“ მე­დი­კა­მენ­ტე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია. ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია ასე­ვე ამ­ცი­რებს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რის მიერ ბაქ­ტე­რი­ის გა­რე­მო­ში გავ­რცე­ლე­ბას“, - წერს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“იწყება “გრიპისმაგვარი“ სიმპტომებით: გამონადენი, ტემპერატურა, ზომიერი ხველა“ - ინფექციონისტის თქმით, საქართველოში ყივანახველას შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა

“იწყება “გრიპისმაგვარი“ სიმპტომებით: გამონადენი, ტემპერატურა, ზომიერი ხველა“ - ინფექციონისტის თქმით, საქართველოში ყივანახველას შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა

“საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც. ზოგ შემთხვევაში დაავადება აცრილ ადამიანებშიც გვხვდება, თუმცა მათ სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული“,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დროულად დაწყებული სპეციფიკური ანტიბიოტიკოთერაპია სიმპტომების ინტენსივობას ამცირებს.

“ყივანახველას გამომწვევია ბაქტერია Bordetella pertussis, რომელიც გადაედება წვეთების გზით. გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ადვილად ხდება. ბაქტერია გამოყოფს ტოქსინს, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანებას და შეშუპებას.

სიმპტომები იწყება კონტაქტიდან 5-10 დღის შემდეგ, თუმცა ინკუბაციური პერიოდი ზოგჯერ 3 კვირამდეც გრძელდება.

  • თავიდან იწყება “გრიპისმაგვარი“ სიმპტომებით (ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი, სუბფებრილური ტემპერატურა, ზომიერი ხველა), თუმცა შემდეგ რჩება მხოლოდ ხველა, რომელიც თანდათან ძალიან ინტენსიური ხდება და შეტევითი ეპიზოდები ახასიათებს. ხველა კვირების ან თვეების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ხველას ზოგჯერ ახლავს ღებინება, ძლიერი სისუსტე. შეიძლება იმდენად ინტენსიური იყოს, რომ აღწერილია ნეკნების მოტეხილობის შემთხვევებიც.

იშვიათად შეიძლება პნევმონიით გართულდეს. დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, განსაკუთრებით ასთმის მქონეებში.

ჩვილ ბავშვებში დაავადება შეიძლება ხველის გარეშეც, მხოლოდ სუნთქვის გაძნელებით და ციანოზით (კანის მოლურჯო ფერი) მიმდინარეობდეს. წლამდე ბავშვებში ხშირია გართულებები, როგორიცაა, აპნეა, პნევმონია, კრუნჩხვა, ენცეფალოპათია. ამ ასაკში ყივანახველის ლეტალობის მაჩვენებელია 1%.

დიაგნოსტიკა ხდება სისხლში ანტისხეულების განსაზღვრით ან ნახველის გამოკვლევით.დროულად დაწყებული სპეციფიური ანტიბიოტიკოთერაპია სიმპტომების ინტენსივობას ამცირებს, თუმცა ხველის “შეჩერება“ მედიკამენტებით შეუძლებელია. ანტიბიოტიკოთერაპია ასევე ამცირებს ინფიცირებული პირის მიერ ბაქტერიის გარემოში გავრცელებას“, - წერს ინფექციონისტი.

იხილეთ ასევე: