საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"სტალინი დიქტატორი იყო და ჩვენ გვძულს ის… გავ***ი მას და იმ ადამიანებს, რომლებსაც ის მოსწონთ" - მერაბ დვალიშვილი

"სტალინი დიქტატორი იყო და ჩვენ გვძულს ის… გავ***ი მას და იმ ადამიანებს, რომლებსაც ის მოსწონთ" - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ჯეიკ შილდსის YouTube არხის სტუმარი იყო. სხვადასხვა თემებზე საუბრის შემდეგ, მერაბმა გულშემატკივრის კითხვებსაც უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა სტალინს შეეხებოდა. ქართველ ჩემპიონს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობენ ქართველები სტალინის შესახებ.

  • მერაბ დვალიშვილი:

"ის ცუდი ადამიანი იყო, ჩვენ არ გვიყვარს ის. საქართველოში დაიბადა, მაგრამ როდესაც ბავშვი იყო, სხვაგან წავიდა საცხოვრებლად.

მან გაანადგურა საქართველო, საშინელი კაცი იყო. როცა მე ამას ვლაპარაკობ, საქართველოში კიდევ არიან ცუდი ადამიანები. რომლებსაც ის მოსწონთ.

სტალინი ხალხს ხოცავდა, ის დიქტატორი იყო და ჩვენ გვძულს ის… გავკარი მას და იმ ადამიანებს, რომლებსაც ის მოსწონთ", - ამბობს მერაბ დვალიშვილი.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას შემდეგ, მეორე ქართველი სპორტსმენია, რომელმაც UFC-ში ჩემპიონობა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. მან სუპერმსუბუქ წინაში შონ ო'მალი დაამარცხა.

ნახეთ ასევე: