პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო აჯანყება - 100 წლისთავი - შეხვედრა როსტომ ჩხეიძესთან და გიორგი კეკელიძესთან
სახალხო აჯანყება - 100 წლისთავი - შეხვედრა როსტომ ჩხეიძესთან და გიორგი კეკელიძესთან

1924 წლის სა­ხალ­ხო ეროვ­ნუ­ლი აჯან­ყე­ბი­დან 100 წელი გა­ვი­და —უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი თა­რი­ღი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში.

ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-მა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლი­სა და ლი­ტე­რა­ტო­რის, როს­ტომ ჩხე­ი­ძის მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი წიგ­ნი - „შავი ჩოხა“ გა­მოს­ცა. წიგ­ნი აჯან­ყე­ბის გმი­რი­სა და ეროვ­ნუ­ლი წი­ნამ­ძღო­ლის, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბას ეძღვნე­ბა.

„შავი ჩოხა“ „ბიბ­ლუ­სის“ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში 9 სექ­ტემ­ბრი­და­ნაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. წიგ­ნის წარ­დგე­ნა კი 24 სექ­ტემ­ბერს, მარ­ნე­უ­ლის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის ცენ­ტრში გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბას გა­უ­ძღვე­ბი­ან თა­ვად წიგ­ნის ავ­ტო­რი, როს­ტომ ჩხე­ი­ძე და მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

როს­ტომ ჩხე­ი­ძის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი „შავი ჩოხა“ აჯან­ყე­ბის წი­ნამ­ძღო­ლის, ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბას ეფუძ­ნე­ბა.

ჯან­სუღ ჩარ­კვი­ან­მა წიგ­ნი ასე შე­ა­ფა­სა: „ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც სამ დროს - წარ­სულს, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალს აერ­თი­ა­ნებს“.

ავ­ტო­რი თვალ­სა­ჩი­ნოდ აღ­წერს აჯან­ყე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და მის მთა­ვარ გმირს, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს, და რე­ა­ლის­ტუ­რად წარ­მოგ­ვიდ­გენს ბოლ­შე­ვიზ­მის და­მან­გრე­ველ ბუ­ნე­ბა­სა და იმ ზი­ანს, რაც მან სა­ქარ­თვე­ლოს მი­ა­ყე­ნა.

როს­ტომ ჩხე­ი­ძე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის თვალ­სა­ჩი­ნო ფი­გუ­რაა. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა მო­ი­ცავს მო­ნოგ­რა­ფი­ებს, ლი­ტე­რა­ტუ­რულ-კრი­ტი­კულ სტა­ტი­ებს, ესე­ებს, პი­ე­სებ­სა და მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტურ ნა­წარ­მო­ე­ბებს. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მისი 29 ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი, რომ­ლე­ბიც XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ, პო­ლი­ტი­კურ და ლი­ტე­რა­ტუ­რულ-კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა.

მარ­ნე­უ­ლის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის ცენ­ტრში გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის კი­დევ ერთი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა.

მარ­ნე­უ­ლის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის ცენ­ტრი; 16:00 სა­ა­თი

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სახალხო აჯანყება - 100 წლისთავი - შეხვედრა როსტომ ჩხეიძესთან და გიორგი კეკელიძესთან

სახალხო აჯანყება - 100 წლისთავი - შეხვედრა როსტომ ჩხეიძესთან და გიორგი კეკელიძესთან

1924 წლის სახალხო ეროვნული აჯანყებიდან 100 წელი გავიდა —უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში.

ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად, გამომცემლობა „პალიტრა L“-მა ცნობილი ქართველი მწერლისა და ლიტერატორის, როსტომ ჩხეიძის მხატვრულ-დოკუმენტური წიგნი - „შავი ჩოხა“ გამოსცა. წიგნი აჯანყების გმირისა და ეროვნული წინამძღოლის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრებას ეძღვნება.

„შავი ჩოხა“ „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში 9 სექტემბრიდანაა ხელმისაწვდომი. წიგნის წარდგენა კი 24 სექტემბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან თავად წიგნის ავტორი, როსტომ ჩხეიძე და მწერალი გიორგი კეკელიძე.

როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანი „შავი ჩოხა“ აჯანყების წინამძღოლის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ცხოვრებას ეფუძნება.

ჯანსუღ ჩარკვიანმა წიგნი ასე შეაფასა: „ეს არის წიგნი, რომელიც სამ დროს - წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს“.

ავტორი თვალსაჩინოდ აღწერს აჯანყების მონაწილეებსა და მის მთავარ გმირს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს, და რეალისტურად წარმოგვიდგენს ბოლშევიზმის დამანგრეველ ბუნებასა და იმ ზიანს, რაც მან საქართველოს მიაყენა.

როსტომ ჩხეიძე ქართული ლიტერატურისა და მეცნიერების თვალსაჩინო ფიგურაა. მისი შემოქმედება მოიცავს მონოგრაფიებს, ლიტერატურულ-კრიტიკულ სტატიებს, ესეებს, პიესებსა და მხატვრულ-დოკუმენტურ ნაწარმოებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 29 ბიოგრაფიული რომანი, რომლებიც XIX-XX საუკუნეების საქართველოს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ლიტერატურულ-კულტურულ ცხოვრებას ეხმიანება.

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული ღონისძიება იქნება ქაქუცა ჩოლოყაშვილის მემკვიდრეობისა და საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტისადმი პატივისცემის კიდევ ერთი გამოხატულება.

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი; 16:00 საათი

ღონისძიების ბმული