სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუსიკალურმა ფესტივალმა "ღამის სერენადებმა" ჩეხური მუსიკის საღამო გამართა
მუსიკალურმა ფესტივალმა "ღამის სერენადებმა" ჩეხური მუსიკის საღამო გამართა

ლი­ა­ნა ისა­კა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ ფარ­გლებ­ში 18 სექ­ტემ­ბერს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მცი­რე დარ­ბაზ­ში ჩე­ხუ­რი მუ­სი­კის სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა.

პი­ა­ნის­ტმა და კომ­პო­ზი­ტორ­მა გი­ორ­გი შა­ვერ­ზაშ­ვილ­მა მე­ვი­ო­ლი­ნე გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას­თან ერ­თად ბედრჟის სმე­ტა­ნას, ან­ტო­ნინ დვორ­ჟა­კი­სა და ლეო ია­ნა­ჩე­კის მუ­სი­კა შე­ას­რუ­ლა. კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს მოწ­ვე­ულ­მა სტუმ­რებ­მაც.

გი­ორ­გი ისა­კა­ძე, „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

„ძალ­ზედ ატ­მოს­ფე­რუ­ლი სა­ღა­მო იყო. შეს­რულ­და შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ემო­ცი­უ­რი, სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი დვორ­ჟა­კის სმე­ტა­ნას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. გი­ორ­გი შა­ვერ­ზაშ­ვილ­მა და გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვამ სა­ოც­რად შე­ას­რუ­ლეს პროგ­რა­მა. ესე­თი სა­ღა­მო­ე­ბი ხელს უწყობს ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებს. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩე­ხე­თის სა­ელ­ჩო­სა და პი­რა­დად ელჩს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის და ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის. ჩვენ კი ვე­ლო­დე­ბით მსმე­ნელს დას­კვნით კონ­ცერ­ტზე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში 20 სექ­ტემ­ბერს“.

ნინა ცა­გა­რე­ლი, „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ დი­რექ­ტო­რი:

„ლი­ა­ნა ისა­კა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფეს­ტი­ვა­ლის "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის" ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და უკვე 6 კონ­ცერ­ტი - ბორ­ჯომ­ში ბა­თუმ­ში და თბი­ლის­ში. 20 სექ­ტემ­ბერს დას­კვნი­თი კონ­ცერ­ტი გვე­ლო­დე­ბა. ვსარ­გებ­ლობ შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბას ვუხ­დი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ას, ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რი­ას, ქა­ლაქ ბორ­ჯო­მის მე­რი­ას, იტა­ლი­ის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბრა­ზი­ლი­ის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩე­ხე­თის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრს, სას­ტუმ­როს ჰილ­ტონ გარ­დენ ინნ თბი­ლი­სი, სას­ტუმ­როს ბორ­ჯო­მი ლი­კა­ნი.“

პერტ კუ­ბერ­ნა­ტი, ჩე­ხე­თის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში:

„პი­რა­დად ჩემ­თვის და ჩე­ხე­თის სა­ელ­ჩოს­თვის დიდი პა­ტი­ვია ვი­ყოთ ისე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ნი რო­გო­რი­ცაა “ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის” ფეს­ტი­ვა­ლი. ეს წელი ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რად­გან ვზე­ი­მობთ ჩე­ხუ­რი მუ­სი­კის წელს, რომ­ლის ტრა­დი­ცია 1924 წლით თა­რიღ­დე­ბა, რო­დე­საც პირ­ვე­ლად იგი აღი­ნიშ­ნა ბედ­ჟიხ სმე­ტა­ნას და­ბა­დე­ბის ას­წლე­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჩვენ ვართ მუ­სი­კის ქვე­ყა­ნა და გვსურს გა­ვუ­ზი­ა­როთ ის ჩვენს მე­გობ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­აღ­რმა­ვებს ურ­თი­ერ­თო­ბებს ჩე­ხეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტორს ქალ­ბა­ტონ ნინა ცა­გა­რელს, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს ბა­ტონ გი­ორ­გი ისა­კა­ძეს და ყვე­ლა მუ­სი­კოსს, ვინც ეს სა­ღა­მო შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და.“

გი­ორ­გი შა­ვერ­ზაშ­ვი­ლი, პი­ა­ნის­ტი:

„ფეს­ტი­ვა­ლი „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლია ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია. წელს ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნას გა­რე­შე იმარ­თე­ბა და ამი­ტომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნია. ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წლე­ვან­დელ ფეს­ტი­ვალ­ში გა­ნი­სა­ზღვრა ჩე­ხუ­რი მუ­სი­კის კლა­სი­კო­სის სმე­ტა­ნას 200 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მი­ე­ძღვნა ჩე­ხურ მუ­სი­კას, სხვა ჩეხი კომ­პო­ზი­ტი­რე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც შე­ვას­რუ­ლე და მი­მაჩ­ნია, რომ ჩე­ხუ­რი მუ­სი­კა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი ჰყავთ. მგო­ნია, რომ ძალ­ზეც კარ­გი კონ­ცერ­ტი გა­მოგ­ვი­ვი­და.“

თბი­ლი­სი, ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია, მცი­რე დარ­ბა­ზი

18 სექ­ტემ­ბე­რი, 18:00

ჩე­ხუ­რი მუ­სი­კის სა­ღა­მო

  • გი­ორ­გი შა­ვერ­ზაშ­ვი­ლი - ფორ­ტე­პი­ა­ნო, სა­ქარ­თვე­ლო
  • გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვა - ვი­ო­ლი­ნო, სა­ქარ­თვე­ლო

სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რე­ბი:

  • ემა ნეს­ნი­და­ლო­ვა - ვი­ო­ლი­ნო. ჩე­ხე­თი
  • სარა ნეს­ნი­და­ლო­ვა - ფორ­ტე­პი­ა­ნო, ჩე­ხე­თი
  • ტო­მაშ ტუ­ლა­ჩე­კი - ვი­ო­ლი­ნო, ჩე­ხე­თი

პროგ­რა­მა:

ბედრჟიხ სმე­ტა­ნა - ნუ­გე­ში (ციკ­ლი­დან „ზმა­ნე­ბე­ბი“) №2

  • ქა­თა­მი (ციკ­ლი­დან „ჩე­ხუ­რი ცეკ­ვე­ბი“, მე­ო­რე რვე­უ­ლი)
  • ფუ­რი­ან­ტი (ციკ­ლი­დან „ჩე­ხუ­რი ცეკ­ვე­ბი“ II), თხზ. 21 №1
  • მე­გობ­რუ­ლი პე­ი­ზა­ჟი (ციკ­ლი­დან „ჩა­ნა­ხა­ტე­ბი“), თხზ.5 №3
  • სკერ­ცო-პოლ­კა (ციკ­ლი­დან „ჩა­ნა­ხა­ტე­ბი“), თხზ.5 №1
  • ან­დან­ტე ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თვის მი-ბე­მოლ მა­ჟო­რი
  • ორი პოლ­კა - (ციკ­ლი­დან „ჩე­ხუ­რი ცეკ­ვე­ბი“) (1877)
  • პოლ­კა ფა მი­ნო­რი, თხზ. 7 №2
  • სამ­შობ­ლო­დან, JB.1:118

ან­ტო­ნინ დვორ­ჟა­კი - სლა­ვუ­რი ცეკ­ვა №2 მი მი­ნო­რი, თხზ. 72 №2

  • ოთხი რო­მან­ტი­კუ­ლი პი­ე­სა, თხზ.75
  • სო­ნა­ტი­ნა სოლ მა­ჟო­რი, თხზ.100 - IV ნა­წი­ლი
  • იუ­მო­რეს­კე­ბი, თხზ.101

ლეო ია­ნა­ჩე­კი - რო­მან­სი ვი­ო­ლი­ნო­სა და ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თვის

გი­ორ­გი შა­ვერ­ზაშ­ვი­ლი - ჯაზ ხო­რუ­მი

წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი, სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა ქა­ლაქ ბორ­ჯომ­ში, სას­ტუმ­რო ბორ­ჯო­მი ლი­კან­ში. 21 აგ­ვის­ტოს, ღია ცის ქვეშ გა­ი­მარ­თა დიდი გალა კონ­ცერ­ტი, რო­მელ­ზეც აჟ­ღერ­და მსოფ­ლიო კი­ნოკ­ლა­სი­კის შე­დევ­რე­ბი, ან­ტო­ნიო ვი­ვალ­დის, ას­ტორ პი­ა­ცო­ლას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რე­ვაზ ლა­ღი­ძი­სა და ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის სიმ­ღე­რე­ბი.

„ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ შემ­დე­გი ორი კონ­ცერ­ტი ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში ჩა­ტარ­და. კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი ბან­დო­ნე­ო­ნის­ტი მა­რიო სტე­ფა­ნო პი­ეტ­რო­დარ­კი და ვირ­ტუ­ო­ზი მე­ვი­ო­ლი­ნე, მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის ლა­უ­რე­ა­ტი ელ­ვინ ხოჯა გა­ნი­ე­ვი.

15 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­ში პუბ­ლი­კამ მო­ის­მი­ნა იტა­ლი­უ­რი სიმ­ფო­ნი­უ­რი მუ­სი­კის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი - ოტო­რი­ნო რეს­პი­გის „რო­მის პი­ნი­ე­ბი“ და სერ­გეი რახ­მა­ნი­ნო­ვის მე­სა­მე სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტი. იტა­ლი­ე­ლი დი­რი­ჟო­რის ბე­ატ­რი­ჩე ვე­ნე­ცის, სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძი­სა და ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის შეს­რუ­ლე­ბით.

17 სექ­ტემ­ბერს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­ში კი ბრა­ზი­ლი­უ­რი მუ­სი­კის სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრი სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი და ახალ­გაზ­რდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სებ­მა სხვა­დას­ხვა ეპო­ქი­სა და სტი­ლის, ბრა­ზი­ლი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ქარ­თვე­ლი პუბ­ლი­კის­თვის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლეს.

„ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ დას­კვნი­თი სა­ღა­მო 20 სექ­ტემ­ბერს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­ში ჩა­ტარ­დე­ბა. ბა­რო­კოს მუ­სი­კის წამ­ყვა­ნი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი მე­ვი­ო­ლი­ნე ან­დრეს გა­ბე­ტა და ბლოკ-ფლე­ი­ტის­ტი მო­რის შტი­გე­რი, ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრთან, სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზებ­თან ერ­თად წარ­მო­ად­გე­ნენ პროგ­რა­მას „ვი­ვალ­დი და მე­გობ­რე­ბი“.

წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და ახალ­გაზ­რდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი:

ბე­ატ­რი­ჩე ვე­ნე­ცი - დი­რი­ჟო­რი, იტა­ლია; სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძე - ფორ­ტე­პი­ა­ნო, სა­ქარ­თვე­ლო; ან­დრეს გა­ბე­ტა - ვი­ო­ლი­ნო, საფ­რან­გე­თი; მო­რის შტი­გე­რი - ბლოკ ფლე­ი­ტა, შვე­ი­ცა­რია; მა­რიო სტე­ფა­ნო პი­ეტ­რო­დარ­კი - ბან­დო­ნე­ო­ნი, იტა­ლია; ელ­ვინ ხოჯა გა­ნი­ე­ვი - ვი­ო­ლი­ნო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი / თურ­ქე­თი; ლიზი რა­მიშ­ვი­ლი - ჩელო, სა­ქარ­თვე­ლო; მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი - სოპ­რა­ნო, სა­ქარ­თვე­ლო; გი­ორ­გი ოი­კაშ­ვი­ლი - კლარ­ნე­ტი, სა­ქარ­თვე­ლო; მა­რი­ამ კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი - მეცო-სოპ­რა­ნო, სა­ქარ­თვე­ლო; ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი; ან­სამ­ბლი „ბორ­ჯო­მი“ (ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლი) და სხვ.

სო­ლის­ტებს ტრა­დი­ცი­უ­ლად თან­ხლე­ბას უწევს ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრი „სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი“ (პირ­ვე­ლი ვი­ო­ლი­ნო ლელა მჭედ­ლი­ძე).

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმულ­მა მე­ვი­ო­ლი­ნემ და დი­რი­ჟორ­მა ლი­ა­ნა ისა­კა­ძემ 1982 წელს და­ა­არ­სა სა­ქარ­თვე­ლოს უმ­შვე­ნი­ე­რეს მხა­რე­ში – აფხა­ზეთ­ში, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ტრა­დი­ცი­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლია. 1991 წელს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო ფეს­ტი­ვალ­მა დრო­ე­ბით არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა და 2002 წელს, აღ­დგა „ხე­ლოვ­ნე­ბის ზე­ი­მის“ სა­ხე­ლით ქა­ლაქ ბორ­ჯომ­ში, ხოლო 2009 წლი­დან და­უბ­რუნ­და შა­ვი­ზღვის­პი­რეთს, გა­და­ი­ნაც­ვლა ულა­მა­ზეს ქა­ლაქ ბა­თუმ­ში ისევ „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ სა­ხე­ლით. 2023 წლი­დან სა­ფეს­ტი­ვა­ლო ქა­ლა­ქებს და­ე­მა­ტა ბორ­ჯო­მი. წელს ფეს­ტი­ვა­ლი აღ­დგე­ნი­დან მე­თექ­ვსმე­ტედ ჩა­ტარ­დე­ბა და მას ლი­ა­ნა ისა­კა­ძის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა.

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია კომ­პა­ნია არტ ალი­ან­სი, ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რი - ნინა ცა­გა­რე­ლი, 2018 წლი­დან ფეს­ტი­ვა­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლია გი­ორ­გი ისა­კა­ძე - მუ­სი­კო­სი და პე­და­გო­გი, ინ­გოლშტა­დტში მუ­სი­კი­სა და ცეკ­ვის აკა­დე­მი­ის და სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი, ლი­ა­ნა ისა­კა­ძის ძმის­შვი­ლი.

ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო,აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია, ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რია, ქა­ლაქ ბორ­ჯო­მის მე­რია, იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბრა­ზი­ლი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩე­ხე­თის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მას­პინ­ძე­ლი სას­ტუმ­რო: ჰილ­ტონ გარ­დენ ინნ თბი­ლი­სი.

ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რე­ბი: ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი, სას­ტუმ­რო ბორ­ჯო­მი ლი­კა­ნი.

ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რი კომ­პა­ნი­ე­ბი: “ჯი­პი­სი აფ­თი­ა­ქი”,მცე­ნა­რე­უ­ლი კოს­მე­ტი­კის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი საფ­რან­გე­თი­დან „ივ როშე“, პრე­მი­უმ კოს­მე­ტი­კის ვე­გა­ნუ­რი, ქარ­თუ­ლი ბრენ­დი “პიელ ნა­ტუ­რალ­სი”.ძმე­ბი ხუ­ციშ­ვი­ლე­ბის „ღვი­ნის მა­რა­ნი“, ღვი­ნის კომ­პა­ნია „GEORGIAN LEGEND”.

ფეს­ტი­ვა­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი:აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი, ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი2“, ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“, “პოს ტვ”, “ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯია“, Billboard Georgia, მე­დი­აჰოლ­დინ­გი „ჯორ­ჯი­ან ტა­იმ­სი“, სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზია „ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა”, მე­დია და ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო“კლიპ არტი“, სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი „ambebi.ge” და „ipn.ge”, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „პრა­იმ ტა­ი­მი“, “ჯორ­ჯი­ან პრე­სი“, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თი „Georgia Today”, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­ზე­თი “Messenger”, ჟურ­ნა­ლი „სარ­კე“, გა­ზე­თი „აჭა­რა“, ონ­ლა­ინ მე­დია “აჭა­რა თა­იმ­სი”, რა­დიო „ფორ­ტუ­ნა“ და ვებ პლატ­ფორ­მა „ფორ­ტუ­ნა.ჯი“.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

მუსიკალურმა ფესტივალმა "ღამის სერენადებმა" ჩეხური მუსიკის საღამო გამართა

მუსიკალურმა ფესტივალმა "ღამის სერენადებმა" ჩეხური მუსიკის საღამო გამართა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში 18 სექტემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური მუსიკის საღამო გაიმართა.

პიანისტმა და კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა მევიოლინე გიორგი ხაინდრავასთან ერთად ბედრჟის სმეტანას, ანტონინ დვორჟაკისა და ლეო იანაჩეკის მუსიკა შეასრულა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმაც.

გიორგი ისაკაძე, „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:

„ძალზედ ატმოსფერული საღამო იყო. შესრულდა შესანიშნავი, ემოციური, სენტიმენტალური დვორჟაკის სმეტანას ნაწარმოებები. გიორგი შავერზაშვილმა და გიორგი ხაინდრავამ საოცრად შეასრულეს პროგრამა. ესეთი საღამოები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩეხეთის საელჩოსა და პირადად ელჩს თანამშრომლობისთვის და ფესტივალის მხარდაჭერისათვის. ჩვენ კი ველოდებით მსმენელს დასკვნით კონცერტზე კონსერვატორიაში 20 სექტემბერს“.

ნინა ცაგარელი, „ღამის სერენადების“ დირექტორი:

„ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალის "ღამის სერენადების" ფარგლებში ჩატარდა უკვე 6 კონცერტი - ბორჯომში ბათუმში და თბილისში. 20 სექტემბერს დასკვნითი კონცერტი გველოდება. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში, ბრაზილიის საელჩოს საქართველოში, ჩეხეთის საელჩოს საქართველოში, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, სასტუმროს ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, სასტუმროს ბორჯომი ლიკანი.“

პერტ კუბერნატი, ჩეხეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:

„პირადად ჩემთვის და ჩეხეთის საელჩოსთვის დიდი პატივია ვიყოთ ისეთი შესანიშნავი ღონისძიების მონაწილენი როგორიცაა “ღამის სერენადების” ფესტივალი. ეს წელი ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან ვზეიმობთ ჩეხური მუსიკის წელს, რომლის ტრადიცია 1924 წლით თარიღდება, როდესაც პირველად იგი აღინიშნა ბედჟიხ სმეტანას დაბადების ასწლეულთან დაკავშირებით. როგორც ამბობენ, ჩვენ ვართ მუსიკის ქვეყანა და გვსურს გავუზიაროთ ის ჩვენს მეგობრებს საქართველოში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ღონისძიება გააღრმავებს ურთიერთობებს ჩეხეთსა და საქართველოს შორის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის დირექტორს ქალბატონ ნინა ცაგარელს, სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ისაკაძეს და ყველა მუსიკოსს, ვინც ეს საღამო შესაძლებელი გახადა.“

გიორგი შავერზაშვილი, პიანისტი:

„ფესტივალი „ღამის სერენადები“ რომ განსაკუთრებული ფესტივალია ყველასთვის ცნობილია. წელს ქალბატონი ლიანას გარეშე იმართება და ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან სევდიანია. ჩემი მონაწილეობა წლევანდელ ფესტივალში განისაზღვრა ჩეხური მუსიკის კლასიკოსის სმეტანას 200 წლისთავთან დაკავშირებით და მიეძღვნა ჩეხურ მუსიკას, სხვა ჩეხი კომპოზიტირების ნაწარმოებებიც შევასრულე და მიმაჩნია, რომ ჩეხური მუსიკა საკმაოდ საინტერესოა, არაჩვეულებრივი კომპოზიტორები ჰყავთ. მგონია, რომ ძალზეც კარგი კონცერტი გამოგვივიდა.“

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, მცირე დარბაზი

18 სექტემბერი, 18:00

ჩეხური მუსიკის საღამო

  • გიორგი შავერზაშვილი - ფორტეპიანო, საქართველო
  • გიორგი ხაინდრავა - ვიოლინო, საქართველო

სპეციალური სტუმრები:

  • ემა ნესნიდალოვა - ვიოლინო. ჩეხეთი
  • სარა ნესნიდალოვა - ფორტეპიანო, ჩეხეთი
  • ტომაშ ტულაჩეკი - ვიოლინო, ჩეხეთი

პროგრამა:

ბედრჟიხ სმეტანა - ნუგეში (ციკლიდან „ზმანებები“) №2

  • ქათამი (ციკლიდან „ჩეხური ცეკვები“, მეორე რვეული)
  • ფურიანტი (ციკლიდან „ჩეხური ცეკვები“ II), თხზ. 21 №1
  • მეგობრული პეიზაჟი (ციკლიდან „ჩანახატები“), თხზ.5 №3
  • სკერცო-პოლკა (ციკლიდან „ჩანახატები“), თხზ.5 №1
  • ანდანტე ფორტეპიანოსთვის მი-ბემოლ მაჟორი
  • ორი პოლკა - (ციკლიდან „ჩეხური ცეკვები“) (1877)
  • პოლკა ფა მინორი, თხზ. 7 №2
  • სამშობლოდან, JB.1:118

ანტონინ დვორჟაკი - სლავური ცეკვა №2 მი მინორი, თხზ. 72 №2

  • ოთხი რომანტიკული პიესა, თხზ.75
  • სონატინა სოლ მაჟორი, თხზ.100 - IV ნაწილი
  • იუმორესკები, თხზ.101

ლეო იანაჩეკი - რომანსი ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის

გიორგი შავერზაშვილი - ჯაზ ხორუმი

წლევანდელი ფესტივალი, საზეიმოდ გაიხსნა ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანში. 21 აგვისტოს, ღია ცის ქვეშ გაიმართა დიდი გალა კონცერტი, რომელზეც აჟღერდა მსოფლიო კინოკლასიკის შედევრები, ანტონიო ვივალდის, ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები, რევაზ ლაღიძისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.

„ღამის სერენადების“ შემდეგი ორი კონცერტი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა. კონცერტებში მონაწილეობდნენ ცნობილი იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი და ვირტუოზი მევიოლინე, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ელვინ ხოჯა განიევი.

15 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პუბლიკამ მოისმინა იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები - ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“ და სერგეი რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი. იტალიელი დირიჟორის ბეატრიჩე ვენეცის, სანდრო ნებიერიძისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით.

17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში კი ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართა. ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები და ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსებმა სხვადასხვა ეპოქისა და სტილის, ბრაზილიელი კომპოზიტორების ქართველი პუბლიკისთვის ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებები შეასრულეს.

„ღამის სერენადების“ დასკვნითი საღამო 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება. ბაროკოს მუსიკის წამყვანი შემსრულებლები მევიოლინე ანდრეს გაბეტა და ბლოკ-ფლეიტისტი მორის შტიგერი, ფესტივალის საბაზო ორკესტრთან, საქართველოს ვირტუოზებთან ერთად წარმოადგენენ პროგრამას „ვივალდი და მეგობრები“.

წლევანდელი ფესტივალში მონაწილეობენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები და ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსები:

ბეატრიჩე ვენეცი - დირიჟორი, იტალია; სანდრო ნებიერიძე - ფორტეპიანო, საქართველო; ანდრეს გაბეტა - ვიოლინო, საფრანგეთი; მორის შტიგერი - ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; მარიო სტეფანო პიეტროდარკი - ბანდონეონი, იტალია; ელვინ ხოჯა განიევი - ვიოლინო, აზერბაიჯანი / თურქეთი; ლიზი რამიშვილი - ჩელო, საქართველო; მარიამ როინიშვილი - სოპრანო, საქართველო; გიორგი ოიკაშვილი - კლარნეტი, საქართველო; მარიამ კიკალეიშვილი - მეცო-სოპრანო, საქართველო; ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „ბორჯომი“ (ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი) და სხვ.

სოლისტებს ტრადიციულად თანხლებას უწევს ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა დროებით არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს, აღდგა „ხელოვნების ზეიმის“ სახელით ქალაქ ბორჯომში, ხოლო 2009 წლიდან დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს, გადაინაცვლა ულამაზეს ქალაქ ბათუმში ისევ „ღამის სერენადების“ სახელით. 2023 წლიდან საფესტივალო ქალაქებს დაემატა ბორჯომი. წელს ფესტივალი აღდგენიდან მეთექვსმეტედ ჩატარდება და მას ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია არტ ალიანსი, ფესტივალის დირექტორი - ნინა ცაგარელი, 2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე - მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტადტში მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში.

მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.

ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: “ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”.ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები:აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, “პოს ტვ”, “ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge” და „ipn.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, “ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.

R