მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვცადე მისი გადარჩენა - არ გამოვიდა, შეწყვიტა ნარკოტიკების გამოყენება, მაგრამ..." - რას წერს რუსული მედია ქეთა თოფურიას და ცნობილი რეპერის ყოფილ "ლავსთორზე"?
"ვცადე მისი გადარჩენა - არ გამოვიდა, შეწყვიტა ნარკოტიკების გამოყენება, მაგრამ..." - რას წერს რუსული მედია ქეთა თოფურიას და ცნობილი რეპერის ყოფილ "ლავსთორზე"?

რუ­სუ­ლი მე­დია, ცნო­ბილ რუს რე­პერ, გუ­ფი­ზე წერს, რო­მელ­საც ამ დღე­ებ­ში 45 წელი შე­უს­რულ­და. გუფი მრა­ვა­ლი წელი ებ­რძო­და ნარ­კო­ტი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზად იქცა. რე­პერს პე­რი­ო­დუ­ლად ტან­ჯავს სე­ზო­ნუ­რი დეპ­რე­სია, იტან­ჯე­ბა მა­ნი­ა­კა­ლუ­რი-დეპ­რე­სი­უ­ლი ფსი­ქო­ზით და ში­ზოფ­რე­ნი­ის ერთ-ერთი ფორ­მით.

ამ პრობ­ლე­მე­ბის ფონ­ზე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მუდ­მი­ვად პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რის გა­მოც, მას ნელ-ნელა შე­მო­ე­ცალ­ნენ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

რა­ტომ ვერ იხ­სნა გუფი ქეთი თო­ფუ­რი­ამ?

მარ­თა­ლია, რე­პერ­მა საყ­ვა­რელ ქალ აი­ზას სიმ­ღე­რა Ice Baby მი­უ­ძღვნა და სა­ერ­თო შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, 2014 წელს მათი ქორ­წი­ნე­ბა დას­რულ­და. თა­ვად რე­პერ­მა აღი­ა­რა, რომ ცოლს ღა­ლა­ტობ­და რო­გორც ორ­სუ­ლო­ბი­სას, ასე­ვე მის შემ­დეგ. სა­ბო­ლო­ოდ, ქალი და­ი­ღა­ლა მუდ­მი­ვი ღა­ლა­ტით და ქმარს გა­შორ­და. ამ დრო­ის­თვის რე­პერ­მა ქეთი თო­ფუ­რია მო­ხიბ­ლა, რო­მე­ლიც იმ დროს, ლევ გე­იხ­მან­თან გან­ქორ­წი­ნე­ბას მა­ლავ­და.

თა­ვი­დან ისი­ნი რო­მანს სა­ი­დუმ­ლოდ ტო­ვებ­დნენ, თუმ­ცა მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და პა­პა­რა­ცუ­ლად გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, სა­დაც ჩან­და, რომ წყვი­ლი ერ­თად ის­ვე­ნებ­და. ზღა­პა­რი დას­რულ­და, და ამა­ში ისევ გუფი იყო დამ­ნა­შა­ვე, რად­გან მან ვერ შეძ­ლო ნარ­კო­ტიკ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის დაძ­ლე­ვა და ქე­თას იანა შევ­ცო­ვას­თან ღა­ლა­ტობ­და.

  • "ამ ის­ტო­რი­ას გვერდს ვუვ­ლი, ვცა­დე მისი გა­დარ­ჩე­ნა - არ გა­მო­ვი­და. მან შე­წყვი­ტა ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ მა­ინც ისე­თი დარ­ჩა. ის არ არის ცუდი ბიჭი, მაგ­რამ ჩვე­ნი გზე­ბი გა­ი­ყა­რა,“ - აღი­ა­რა მოგ­ვი­ა­ნე­ბით A'Studio-ს სო­ლის­ტმა.

გუფი მძი­მედ გა­ნიც­დი­და ქე­თის­თან და­შო­რე­ბას, ამ­ბობ­და, რომ მა­ნამ­დე ის არა­ვის მი­უ­ტო­ვე­ბია. ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა გა­უ­ა­რეს­და, და დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი მომ­ღე­რა­ლი ახალ ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, A'Studio-ს სიმ­ღე­რე­ბის მოს­მე­ნა­ზე ტი­რო­და. შემ­დეგ მის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, მო­დე­ლი ლე­სია ფაკი გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა წყვი­ლი მალე და­შორ­და.

ამის შემ­დეგ, გუ­ფის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სრუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა და­ი­წყო. კი­დევ ერთი ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის, იუ­ლია კა­რა­ლი­ო­ვას გა­მო­ჩე­ნის ფონ­ზე ყო­ფილ მე­უღ­ლეს, აი­ზას შე­უ­რიგ­და, თუმ­ცა მალე ისევ მი­ა­ტო­ვა და იუ­ლი­ას და­უბ­რუნ­და. ამ დროს ყო­ფილ­მა ცოლ­მა ქმარ­თან მი­ნა­წე­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც გუფი აღი­ა­რებ­და, რომ იუ­ლია არ უყ­ვარ­და.

აი­ზას­თან ერ­თად

სკან­და­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ოქ­ტომ­ბერ­ში 2021 წელს იუ­ლი­ამ გუ­ფი­ზე იქორ­წი­ნა და წყვილს შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ.

2023 წლის მარ­ტში, ქა­ლე­ბის დღე, რე­პერ­მა ისევ ყო­ფილ მე­უღ­ლეს მი­უ­ლო­ცა. მალე რუ­სულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა კად­რე­ბი, სა­დაც ჩან­და, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი იუ­ლია და გუფი ქუ­ჩა­ში ჩხუ­ბობ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით წყვილ­მა კა­ბა­დო­კი­ა­ში იმოგ­ზა­უ­რა, მაგ­რამ ამან მათი ქორ­წი­ნე­ბა ვერ გა­და­არ­ჩი­ნა.

იუ­ლი­ას­თან ერ­თად

რე­პე­რი ამ­ბობ­და, რომ მას­ზე ყო­ფი­ლი ცო­ლე­ბი ბავ­შვე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რებ­დნენ და საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­და. გუფი მე­ო­რე ცოლს ღა­ლატ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მისი თქმით, ისი­ნი მუდ­მი­ვად ითხოვ­დნენ ფულს.

აიზა და ქეთა თო­ფუ­რია

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ გუ­ფის ერ­თნა­ი­რი ქა­ლე­ბი იზი­დავს და აი­ზას, ქე­თას და იუ­ლი­ას მსგავ­სე­ბა­ზე ხში­რად წე­რენ.

ავტორი:

"ვცადე მისი გადარჩენა - არ გამოვიდა, შეწყვიტა ნარკოტიკების გამოყენება, მაგრამ..." - რას წერს რუსული მედია ქეთა თოფურიას და ცნობილი რეპერის ყოფილ "ლავსთორზე"?

"ვცადე მისი გადარჩენა - არ გამოვიდა, შეწყვიტა ნარკოტიკების გამოყენება, მაგრამ..." - რას წერს რუსული მედია ქეთა თოფურიას და ცნობილი რეპერის ყოფილ "ლავსთორზე"?

რუსული მედია, ცნობილ რუს რეპერ, გუფიზე წერს, რომელსაც ამ დღეებში 45 წელი შეუსრულდა. გუფი მრავალი წელი ებრძოდა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას, რომელიც მოგვიანებით მისი ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზად იქცა. რეპერს პერიოდულად ტანჯავს სეზონური დეპრესია, იტანჯება მანიაკალური-დეპრესიული ფსიქოზით და შიზოფრენიის ერთ-ერთი ფორმით.

ამ პრობლემების ფონზე პირად ცხოვრებაში მუდმივად პრობლემები აქვს, რის გამოც, მას ნელ-ნელა შემოეცალნენ საყვარელი ადამიანები.

რატომ ვერ იხსნა გუფი ქეთი თოფურიამ?

მართალია, რეპერმა საყვარელ ქალ აიზას სიმღერა Ice Baby მიუძღვნა და საერთო შვილი შეეძინათ, 2014 წელს მათი ქორწინება დასრულდა. თავად რეპერმა აღიარა, რომ ცოლს ღალატობდა როგორც ორსულობისას, ასევე მის შემდეგ. საბოლოოდ, ქალი დაიღალა მუდმივი ღალატით და ქმარს გაშორდა. ამ დროისთვის რეპერმა ქეთი თოფურია მოხიბლა, რომელიც იმ დროს, ლევ გეიხმანთან განქორწინებას მალავდა.

თავიდან ისინი რომანს საიდუმლოდ ტოვებდნენ, თუმცა მედიაში ვრცელდებოდა პაპარაცულად გადაღებული კადრები, სადაც ჩანდა, რომ წყვილი ერთად ისვენებდა. ზღაპარი დასრულდა, და ამაში ისევ გუფი იყო დამნაშავე, რადგან მან ვერ შეძლო ნარკოტიკზე დამოკიდებულების დაძლევა და ქეთას იანა შევცოვასთან ღალატობდა.

  • "ამ ისტორიას გვერდს ვუვლი, ვცადე მისი გადარჩენა - არ გამოვიდა. მან შეწყვიტა ნარკოტიკების გამოყენება, მაგრამ მაინც ისეთი დარჩა. ის არ არის ცუდი ბიჭი, მაგრამ ჩვენი გზები გაიყარა,“ - აღიარა მოგვიანებით A'Studio-ს სოლისტმა.

გუფი მძიმედ განიცდიდა ქეთისთან დაშორებას, ამბობდა, რომ მანამდე ის არავის მიუტოვებია. ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემა გაუარესდა, და დეპრესიაში ჩავარდნილი მომღერალი ახალ ალბომზე მუშაობის დროს, A'Studio-ს სიმღერების მოსმენაზე ტიროდა. შემდეგ მის ცხოვრებაში ახალი სიყვარული, მოდელი ლესია ფაკი გამოჩნდა, თუმცა წყვილი მალე დაშორდა.

ამის შემდეგ, გუფის პირად ცხოვრებაში სრული გაუგებრობა დაიწყო. კიდევ ერთი ახალი სიყვარულის, იულია კარალიოვას გამოჩენის ფონზე ყოფილ მეუღლეს, აიზას შეურიგდა, თუმცა მალე ისევ მიატოვა და იულიას დაუბრუნდა. ამ დროს ყოფილმა ცოლმა ქმართან მინაწერები გამოაქვეყნა, სადაც გუფი აღიარებდა, რომ იულია არ უყვარდა.

აიზასთან ერთად

სკანდალების მიუხედავად, ოქტომბერში 2021 წელს იულიამ გუფიზე იქორწინა და წყვილს შვილი შეეძინათ.

2023 წლის მარტში, ქალების დღე, რეპერმა ისევ ყოფილ მეუღლეს მიულოცა. მალე რუსულ მედიაში გამოქვეყნდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი იულია და გუფი ქუჩაში ჩხუბობდნენ. მოგვიანებით წყვილმა კაბადოკიაში იმოგზაურა, მაგრამ ამან მათი ქორწინება ვერ გადაარჩინა.

იულიასთან ერთად

რეპერი ამბობდა, რომ მასზე ყოფილი ცოლები ბავშვებით მანიპულირებდნენ და საქმე სასამართლომდე მივიდა. გუფი მეორე ცოლს ღალატში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ისინი მუდმივად ითხოვდნენ ფულს.

აიზა და ქეთა თოფურია

რუსული მედია წერს, რომ გუფის ერთნაირი ქალები იზიდავს და აიზას, ქეთას და იულიას მსგავსებაზე ხშირად წერენ.