სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და თინას საქმე გვაკავშირებს, ორივე სახელმწიფო სამსახურში ვიყავით... მალე შვილს ველოდებით" - რას ჰყვება დეპუტატი პირად ცხოვრებაზე?
"მე და თინას საქმე გვაკავშირებს, ორივე სახელმწიფო სამსახურში ვიყავით... მალე შვილს ველოდებით" - რას ჰყვება დეპუტატი პირად ცხოვრებაზე?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი 2021 წელს და­ო­ჯახ­და. დე­პუ­ტა­ტის რჩე­უ­ლი თი­ნა­თინ მგე­ლა­ძეა. თი­ნა­თი­ნი წლე­ბის მან­ძილ­ზე თბი­ლი­სის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და.

რა­ტის და თი­ნას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია რამ­დე­ნი­მე წელს ით­ვლის. წყვილ­მა ჯვა­რი ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა. რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლის მეჯ­ვა­რე ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი გახ­ლდათ.

დე­პუ­ტატ­მა "ნო­ეს­თან" სტუმ­რო­ბი­სას მე­უღ­ლეს­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­იხ­სე­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვიც გა­უ­ზი­ა­რა. აღ­მოჩ­ნდა, რომ წყვი­ლი მალე შვილს ელო­დე­ბა.

"მოხ­და ისე, რომ საქ­მე გვა­კავ­ში­რებს. ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვით. არის კავ­შირ­ში პა­რას­პორტთა­ნაც. სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სის გახ­სნა­ზე მოხ­და ჩვე­ნი გაც­ნო­ბა, მაქვს შეგ­რძნე­ბა, რომ დიდი ხნით ადრე გა­ვი­ცა­ნი. თინა მე­რი­ა­ში მუ­შა­ობ­და.

ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა, ერთი შე­ხედ­ვით, რო­მან­ტი­კუ­ლი არ ყო­ფი­ლა, არც მე ვარ რო­მან­ტი­კუ­ლი, უფრო რე­ა­ლის­ტი ვარ. ჩემი აზ­რით, სიყ­ვა­რუ­ლი პირ­ველ რიგ­ში, არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. როცა ოჯახს ქმნი, დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებ.

ვე­ლო­დე­ბით სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს შვილს. რო­დე­საც გა­ვი­გეთ, რომ შვილს ვე­ლო­დით, ძა­ლი­ან დიდი ემო­ცია იყო. უკვე მე­ცხრე თვეა. სა­ო­ცა­რი გან­ცდაა. ვხვდე­ბი, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბას აქამ­დე დიდი აზრი ჰქო­ნია", - ამ­ბობს დე­პუ­ტა­ტი.

რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი პა­რა­ლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტია. პა­რა­ლიმ­პი­ე­ლებ­მა წლე­ვან­დელ ოლიმ­პი­ა­და­ზე რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მედ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლეს. წელს ის პრე­ზი­დენ­ტმა ღირ­სე­ბის ოდ­რე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა.

"ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ვარ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩემს ორი­ვე საქ­მე­ში - პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში და პო­ლი­ტი­კა­შიც; რომ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა ჩემს მე­გობ­რებ­ში, გუნდშიც და თა­ნა­მებ­რძო­ლებ­შიც; რომ მყავს ძლი­ე­რი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ოჯა­ხი და მე­უღ­ლე, ვი­საც ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­მიძ­ლია ვენ­დო და და­ვეყ­რდნო და ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით, რომ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი კი­დევ წინ გვაქვს... ეს ისე, უბ­რა­ლოდ. იმათ­თვის, ვი­საც წარ­მა­ტე­ბა "ფე­ის­ბუკ­ზე" სი­ძულ­ვი­ლის ნთხე­ვა, კლა­ვი­შე­ბის ცვე­თით თი­თებ­ზე მა­ზო­ლე­ბის გა­ჩე­ნა, ცი­ლის­წა­მე­ბა, უზ­რდე­ლო­ბა და კი­ბერ­ბუ­ლინ­გი გო­ნია", - ამ­ბობ­და რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"მე და თინას საქმე გვაკავშირებს, ორივე სახელმწიფო სამსახურში ვიყავით... მალე შვილს ველოდებით" - რას ჰყვება დეპუტატი პირად ცხოვრებაზე?

"მე და თინას საქმე გვაკავშირებს, ორივე სახელმწიფო სამსახურში ვიყავით... მალე შვილს ველოდებით" - რას ჰყვება დეპუტატი პირად ცხოვრებაზე?

"ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი 2021 წელს დაოჯახდა. დეპუტატის რჩეული თინათინ მგელაძეა. თინათინი წლების მანძილზე თბილისის მერიის პრესსამსახურში მუშაობდა.

რატის და თინას სიყვარულის ისტორია რამდენიმე წელს ითვლის. წყვილმა ჯვარი ქაშვეთის ტაძარში დაიწერა. რატი იონათამიშვილის მეჯვარე ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი გახლდათ.

დეპუტატმა "ნოესთან" სტუმრობისას მეუღლესთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და საზოგადოებას სასიხარულო ამბავიც გაუზიარა. აღმოჩნდა, რომ წყვილი მალე შვილს ელოდება.

"მოხდა ისე, რომ საქმე გვაკავშირებს. ორივე სახელმწიფო სამსახურში ვიყავით. არის კავშირში პარასპორტთანაც. სპორტული კომპლექსის გახსნაზე მოხდა ჩვენი გაცნობა, მაქვს შეგრძნება, რომ დიდი ხნით ადრე გავიცანი. თინა მერიაში მუშაობდა.

ჩვენი შეხვედრა, ერთი შეხედვით, რომანტიკული არ ყოფილა, არც მე ვარ რომანტიკული, უფრო რეალისტი ვარ. ჩემი აზრით, სიყვარული პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა. როცა ოჯახს ქმნი, დიდ პასუხისმგებლობას იღებ.

ველოდებით სექტემბრის ბოლოს შვილს. როდესაც გავიგეთ, რომ შვილს ველოდით, ძალიან დიდი ემოცია იყო. უკვე მეცხრე თვეა. საოცარი განცდაა. ვხვდები, რომ ჩემს ცხოვრებას აქამდე დიდი აზრი ჰქონია", - ამბობს დეპუტატი.

რატი იონათამიშვილი პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია. პარალიმპიელებმა წლევანდელ ოლიმპიადაზე რეკორდული რაოდენობის მედლების მოპოვება შეძლეს. წელს ის პრეზიდენტმა ღირსების ოდრენით დააჯილდოვა.

"ბედნიერი ვარ, რომ ვარ წარმატებული ჩემს ორივე საქმეში - პარაოლიმპიურ მოძრაობაში და პოლიტიკაშიც; რომ ძალიან გამიმართლა ჩემს მეგობრებში, გუნდშიც და თანამებრძოლებშიც; რომ მყავს ძლიერი და სიყვარულით სავსე ოჯახი და მეუღლე, ვისაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად შემიძლია ვენდო და დავეყრდნო და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყველაზე ბედნიერი დღეები კიდევ წინ გვაქვს... ეს ისე, უბრალოდ. იმათთვის, ვისაც წარმატება "ფეისბუკზე" სიძულვილის ნთხევა, კლავიშების ცვეთით თითებზე მაზოლების გაჩენა, ცილისწამება, უზრდელობა და კიბერბულინგი გონია", - ამბობდა რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ პოსტში იონათამიშვილი.

წაიკითხეთ ასევე: