მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა მივმართო იმას, კაპასი დედაკაცივით რომ ლაპარაკობს, გერმანელს, არ შემიშვებენ ევროპაში, არც მჭირდება" - მეუფე იაკობი
"მინდა მივმართო იმას, კაპასი დედაკაცივით რომ ლაპარაკობს, გერმანელს, არ შემიშვებენ ევროპაში, არც მჭირდება" - მეუფე იაკობი

არ­ცერ­თი ერის ვალი არ გვაქვს, თუ რამე იყო კონ­ტრი­ბუ­ცი­ით, ხან ავ­ღა­ნეთ­ში დავ­ყავ­დით - ნუ დაგ­ვა­მად­ლის ნუ­რა­ვინ ნუ­რა­ფერს, თუ ჩვენ­თან მე­გობ­რო­ბა უნ­დათ, იმე­გობ­რონ, არ უნ­დათ და ოთხი­ვე მხა­რეს გზა ხსნი­ლია, ჩვენ მთა­ვა­რია თა­ვი­სუფ­ლე­ბა ავირ­ჩი­ოთ და სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის დიდი ხა­რის­ხია, იმათ­თან კარ­გად უნდა ვი­ყოთ, ცუ­დად ყოფ­ნის უფ­ლე­ბა არ გვაქვს ვინ­მეს­თან, მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერი ვართ და გა­დაგ­ვივ­ლი­ან, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ჭო­ტო­რის ღვთის­მშობ­ლის შო­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან ქა­და­გე­ბი­სას ოპო­ზი­ცი­ა­საც მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ მი­უ­ხე­და­ვად მთავ­რო­ბი­სად­მი მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა და­იც­ვან, როცა სა­ქარ­თვე­ლოს „ტყუ­ი­ლად უტე­ვენ“.

"ვაზ­როვ­ნებთ, ტყუ­ილ­საც ვხვდე­ბით და ყვე­ლა­ფერს, ვფიქ­რობ, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად მო­სა­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი ხალ­ხია და ეს პრობ­ლე­მე­ბი მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა მხრის­თვის და­დე­ბი­თად გა­და­წყდე­ბა, მაგ­რამ ოპო­ზი­ცი­ას მინ­და მივ­მარ­თო, როცა უცხო­ე­ლია და შენ ქვე­ყა­ნას თუნ­დაც უტევ­დეს, ის უცხო­ე­ლია და თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სი აქვს და ვერ ეტყვი, რა­ტომ მი­ტევ?

ერ­თია, კა­პა­სი ქა­ლი­ვით გა­მო­დის, გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა... გა­მო­დის და გვი­ტევს ქარ­თვე­ლებს. კაცი რომ ხარ, ხომ არ უნდა იწყევ­ლე­ბო­დე?! შენ რომ ქარ­თვე­ლი ხარ და ტყუ­ილს რომ ლა­პა­რა­კობს შენს ერზე, რო­გორ არ გა­მო­დი­ხარ? - შენ გგო­ნია, ის დაგ­სვამს სკამ­ზე? მოვა არ­ჩევ­ნე­ბი და არ აგირ­ჩევთ ხალ­ხი და ეგ იქ­ნე­ბა, შენ უნდა და­იც­ვა ქვე­ყა­ნა, მთავ­რო­ბას­თან ხარ ცუ­დად თუ ოპო­ზი­ცი­ას­თან, რო­დე­საც გი­ტე­ვენ, ქარ­თველ­მა სა­ქარ­თვე­ლო უნდა და­იც­ვა, თა­ნაც ტყუ­ი­ლად გვი­ტე­ვენ.

რო­მე­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი ეგე­ნი არი­ან, ჭკუა დაგ­ვა­რი­გონ, ბალ­ტი­ის­პი­რე­ლებ­მა თუ ვინ, თა­ვი­ანთ საქ­მეს მი­ხე­დონ. დაგ­ვიდ­გა ის დრო, რომ დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში ქარ­თვე­ლებს ჩვე­ნი ად­გი­ლი გვქონ­დეს. იმ­პე­რი­ო­ბას კი არ ვა­პი­რებთ, მაგ­რამ დაგ­ვა­ფა­სეთ რა! ამი­ტომ ღმერ­თმა დიდი ძალა, რომ მოგ­ცა ნუ და­მი­წყებ და­ჩაგ­ვრას, იცო­დეთ, რომ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია იქ იქ­ნე­ბა, სა­დაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იდ­გე­ბა, არ­ცერთ ლი­დერს არ გაჰ­ყვე­ბა, თქვენ­თან ერ­თად იდ­გე­ბა, სის­ხლის ბოლო წვე­თამ­დე და სული რომ აღ­მოგ­ვხდე­ბა, მა­ინც თქვენ­თან ვიქ­ნე­ბით, არაფ­რის არ შე­გე­შინ­დეთ, ეს დროც გა­სავ­ლე­ლი გვაქვს. რო­გორც მე­გობ­რე­ბი ან და­შორ­დე­ბი­ან ან რა­ი­მე იქ­ნე­ბა, არ­ცერ­თი ერის ვალი არ გვაქვს, თუ რამე იყო კონ­ტრი­ბუ­ცი­ით ხან ავ­ღა­ნეთ­ში დავ­ყავ­დით და დღეს თურ­მე შე­საძ­ლოა ჩვენ ჯარს დახ­მა­რე­ბაც შე­უ­წყვი­ტონ, ჯარი მთავ­რო­ბის ხომ არ არის, ის ჩვე­ნია.

არა­ვის არ ვე­მუქ­რე­ბით, მაგ­რამ ვინც სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ წავა, ყვე­ლას მივ­ხე­დავთ, ჭკვი­ა­ნად უნდა იყ­ვნენ! დღე­ვან­დელ დღემ­დე ისე მო­ვე­დით, სულ ჩვე­ნი და­ჩაგ­რა უნ­დო­დათ, მაგ­რამ მა­ინც გა­დავ­რჩით, ვე­ნა­ხებს გვიწ­ვავ­დნენ და გვი­ჩე­ხავ­დნენ, მა­ინც ვა­შე­ნებ­დით, ნუ დაგ­ვა­მად­ლის ნუ­რა­ვინ ნუ­რა­ფერს, თუ ჩვენ­თან მე­გობ­რო­ბა უნ­დათ იმე­გობ­რონ, არ უნ­დათ და ოთხი­ვე მხა­რეს გზა ხსნი­ლია, ჩვენ მთა­ვა­რია თა­ვი­სუფ­ლე­ბა ავირ­ჩი­ოთ და სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის დიდი ხა­რის­ხია, იმათ­თან კარ­გად უნდა ვი­ყოთ, ცუ­დად ყოფ­ნის უფ­ლე­ბა არ გვაქვს ვინ­მეს­თან, მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერი ვართ და გა­დაგ­ვივ­ლი­ან. არა­ვის არა­ფერს არ ვუ­შა­ვებთ და რა დღე­ში ვართ, გა­და­ხე­დეთ თქვენს ნერ­ვებს.

მინ­და მივ­მარ­თო იმას, კა­პა­სი დე­და­კა­ცი­ვით რომ ლა­პა­რა­კობს, გერ­მა­ნელს, მე არ მე­ში­ნია ამის თქმის, არ შე­მიშ­ვე­ბენ ევ­რო­პა­ში არც მჭირ­დე­ბა, რუ­სეთ­ში ისე­დაც არ დავ­დი­ვარ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­საც არ დავ­დი­ო­დი, თვი­თონ იკი­თხონ, თუ ჩვენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გეს“,- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ.

ავტორი:

"მინდა მივმართო იმას, კაპასი დედაკაცივით რომ ლაპარაკობს, გერმანელს, არ შემიშვებენ ევროპაში, არც მჭირდება" - მეუფე იაკობი

"მინდა მივმართო იმას, კაპასი დედაკაცივით რომ ლაპარაკობს, გერმანელს, არ შემიშვებენ ევროპაში, არც მჭირდება" - მეუფე იაკობი

არცერთი ერის ვალი არ გვაქვს, თუ რამე იყო კონტრიბუციით, ხან ავღანეთში დავყავდით - ნუ დაგვამადლის ნურავინ ნურაფერს, თუ ჩვენთან მეგობრობა უნდათ, იმეგობრონ, არ უნდათ და ოთხივე მხარეს გზა ხსნილია, ჩვენ მთავარია თავისუფლება ავირჩიოთ და სადაც თავისუფლების დიდი ხარისხია, იმათთან კარგად უნდა ვიყოთ, ცუდად ყოფნის უფლება არ გვაქვს ვინმესთან, მცირერიცხოვანი ერი ვართ და გადაგვივლიან, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჭოტორის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მან ქადაგებისას ოპოზიციასაც მიმართა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მთავრობისადმი მათი დამოკიდებულებისა, მნიშვნელოვანია მათ საკუთარი ქვეყანა დაიცვან, როცა საქართველოს „ტყუილად უტევენ“.

"ვაზროვნებთ, ტყუილსაც ვხვდებით და ყველაფერს, ვფიქრობ, რომ ამერიკელები ყველაზე ადვილად მოსალაპარაკებელი ხალხია და ეს პრობლემები მოკლე პერიოდში ყველა მხრისთვის დადებითად გადაწყდება, მაგრამ ოპოზიციას მინდა მივმართო, როცა უცხოელია და შენ ქვეყანას თუნდაც უტევდეს, ის უცხოელია და თავისი ინტერესი აქვს და ვერ ეტყვი, რატომ მიტევ?

ერთია, კაპასი ქალივით გამოდის, გერმანიის საგარეო საქმეთა... გამოდის და გვიტევს ქართველებს. კაცი რომ ხარ, ხომ არ უნდა იწყევლებოდე?! შენ რომ ქართველი ხარ და ტყუილს რომ ლაპარაკობს შენს ერზე, როგორ არ გამოდიხარ? - შენ გგონია, ის დაგსვამს სკამზე? მოვა არჩევნები და არ აგირჩევთ ხალხი და ეგ იქნება, შენ უნდა დაიცვა ქვეყანა, მთავრობასთან ხარ ცუდად თუ ოპოზიციასთან, როდესაც გიტევენ, ქართველმა საქართველო უნდა დაიცვა, თანაც ტყუილად გვიტევენ.

რომელი ავტორიტეტები ეგენი არიან, ჭკუა დაგვარიგონ, ბალტიისპირელებმა თუ ვინ, თავიანთ საქმეს მიხედონ. დაგვიდგა ის დრო, რომ დღევანდელ მსოფლიოში ქართველებს ჩვენი ადგილი გვქონდეს. იმპერიობას კი არ ვაპირებთ, მაგრამ დაგვაფასეთ რა! ამიტომ ღმერთმა დიდი ძალა, რომ მოგცა ნუ დამიწყებ დაჩაგვრას, იცოდეთ, რომ ქართული ეკლესია იქ იქნება, სადაც ქართველი ხალხი იდგება, არცერთ ლიდერს არ გაჰყვება, თქვენთან ერთად იდგება, სისხლის ბოლო წვეთამდე და სული რომ აღმოგვხდება, მაინც თქვენთან ვიქნებით, არაფრის არ შეგეშინდეთ, ეს დროც გასავლელი გვაქვს. როგორც მეგობრები ან დაშორდებიან ან რაიმე იქნება, არცერთი ერის ვალი არ გვაქვს, თუ რამე იყო კონტრიბუციით ხან ავღანეთში დავყავდით და დღეს თურმე შესაძლოა ჩვენ ჯარს დახმარებაც შეუწყვიტონ, ჯარი მთავრობის ხომ არ არის, ის ჩვენია.

არავის არ ვემუქრებით, მაგრამ ვინც საქართველოს წინააღმდეგ წავა, ყველას მივხედავთ, ჭკვიანად უნდა იყვნენ! დღევანდელ დღემდე ისე მოვედით, სულ ჩვენი დაჩაგრა უნდოდათ, მაგრამ მაინც გადავრჩით, ვენახებს გვიწვავდნენ და გვიჩეხავდნენ, მაინც ვაშენებდით, ნუ დაგვამადლის ნურავინ ნურაფერს, თუ ჩვენთან მეგობრობა უნდათ იმეგობრონ, არ უნდათ და ოთხივე მხარეს გზა ხსნილია, ჩვენ მთავარია თავისუფლება ავირჩიოთ და სადაც თავისუფლების დიდი ხარისხია, იმათთან კარგად უნდა ვიყოთ, ცუდად ყოფნის უფლება არ გვაქვს ვინმესთან, მცირერიცხოვანი ერი ვართ და გადაგვივლიან. არავის არაფერს არ ვუშავებთ და რა დღეში ვართ, გადახედეთ თქვენს ნერვებს.

მინდა მივმართო იმას, კაპასი დედაკაცივით რომ ლაპარაკობს, გერმანელს, მე არ მეშინია ამის თქმის, არ შემიშვებენ ევროპაში არც მჭირდება, რუსეთში ისედაც არ დავდივარ, საბჭოთა კავშირის დროსაც არ დავდიოდი, თვითონ იკითხონ, თუ ჩვენნაირი ადამიანები დაკარგეს“,- განაცხადა მეუფემ.