სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოფილ დედამთილთან სამაგალითო ურთიერთობა მაქვს... რამდენჯერ დაურეკავს ვახოს და უთქვამს, დედაჩემს ჩემზე მეტად უყვარხარო" - მარიკა ბაკურაძე
"ყოფილ დედამთილთან სამაგალითო ურთიერთობა მაქვს... რამდენჯერ დაურეკავს ვახოს და უთქვამს, დედაჩემს ჩემზე მეტად უყვარხარო" - მარიკა ბაკურაძე

მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძის და ვახო სა­ნა­ი­ას ჟურ­ნა­ლის­ტის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია 2002 წელს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ი­წყო. თავ­და­პირ­ვე­ლად კურ­სე­ლე­ბი იყ­ვნენ, შემ­დეგ მათი ნაც­ნო­ბო­ბა მე­გობ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, ერთ დღე­საც მიხ­ვდნენ, რომ მათ შო­რის რა­ღაც უფრო მეტი ხდე­ბო­და. სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­დი­ოდ­ნენ, შემ­დეგ წყვილ­მა იქორ­წი­ნა და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. რო­მან­ტი­კუ­ლი წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს მო­ფე­რე­ბით "ბა­ტებს" ეძახ­და.

ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, "იმედ­ში" მუ­შა­ობ­დნენ. მა­შინ მა­რი­კა "ჟურ­ნა­ლის­ტის დღი­ურს" ამ­ზა­დებ­და, მერე ვა­ხომ "პირ­ველ არხზე" და­ი­დო ბინა. ამ­ბო­ბენ, რომ მათი და­შო­რე­ბა სწო­რედ იმ პე­რი­ოდს ემ­თხვე­ვა. თა­ვი­დან წყვი­ლი და­შო­რე­ბას მა­ლავ­და.

ვახო სა­ნა­ია ამ­ჟა­მად მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა­შია. მისი მე­უღ­ლე სტო­მა­ტო­ლო­გი თა­მარ ყუ­რაშ­ვი­ლია. წყვილს სა­ერ­თო ვაჟი, სანი ჰყავთ. ვახო სა­ნა­ი­ას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი გო­გო­ნა ჰყავს, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან კი - ერთი. მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძე და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლია.

მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძე გა­და­ცე­მა "სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორს" სტუმ­რობ­და, სა­დაც ამ­ბობს, რომ სა­ნა­ი­ე­ბის ოჯახ­თან დღემ­დე იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს:

"ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ფილ დე­დამ­თილ­თან სა­მა­გა­ლი­თოა. ის სა­მა­გა­ლი­თო ქა­ლია. რამ­დენ­ჯერ და­უ­რე­კავს ვა­ხოს და უთ­ქვამს, დე­და­ჩემს ჩემ­ზე მე­ტად უყ­ვარ­ხარ თუ რა ხდე­ბაო. ჩემი დე­დამ­თი­ლი ნაზი ჭე­დი­აა. ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ მე­გუ­ლე­ბა. სა­კუ­თარ დე­დას არ შე­ვა­და­რებ, ეს უბ­რა­ლოდ არა­რე­ა­ლუ­რია. დედა არის დედა და დედა არის მა­გა­ლი­თი. 18 წე­ლია ამ ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა დღე, რომ ხელ­ცა­რი­ე­ლი დამ­ხვდეს ეს ადა­მი­ა­ნი. რომ იცის, რომ უნდა გა­ვი­ა­რო მან­ქა­ნით, შე­ვირ­ბი­ნო, მე­ლო­დე­ბა უკვე ხა­ჭა­პუ­რით" - ამ­ბობს ბა­კუ­რა­ძე.

ამა­ვე გა­და­ცე­მა­ში ბა­კუ­რა­ძე ამ­ბობს, რომ ეში­ნია მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბის. მისი თქმით, შვი­ლებ­თან პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ღიად სა­უბ­რობს.

"თუ მე მინ­და, რომ მათ­გან გულ­წრფე­ლო­ბა, ვი­ცო­დე რა ხდე­ბა მათ ცხოვ­რე­ბა­ში, მე რო­გო­რი მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მექ­ნე­ბა, თუ მე მათ სი­მარ­თლეს და­ვუ­მა­ლავ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი რამ მომ­ხდა­რა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და მათ სცოდ­ნი­ათ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ვინ­მე მომ­წო­ნე­ბია, მომ­სვლია მე­სი­ჯე­ბი და კომ­პლი­მენ­ტე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის­გან და ამ მე­სი­ჯებს მათ­თან ერ­თად ვკი­თხუ­ლობ. მე რომ ამას ვა­ზი­ა­რებ მათ­თან, მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ მათი მხრი­და­ნაც გულ­წრფე­ლო­ბა იქ­ნე­ბა" - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ყოფილ დედამთილთან სამაგალითო ურთიერთობა მაქვს... რამდენჯერ დაურეკავს ვახოს და უთქვამს, დედაჩემს ჩემზე მეტად უყვარხარო" - მარიკა ბაკურაძე

"ყოფილ დედამთილთან სამაგალითო ურთიერთობა მაქვს... რამდენჯერ დაურეკავს ვახოს და უთქვამს, დედაჩემს ჩემზე მეტად უყვარხარო" - მარიკა ბაკურაძე

მარიკა ბაკურაძის და ვახო სანაიას ჟურნალისტის სიყვარულის ისტორია 2002 წელს უნივერსიტეტში დაიწყო. თავდაპირველად კურსელები იყვნენ, შემდეგ მათი ნაცნობობა მეგობრობაში გადაიზარდა, ერთ დღესაც მიხვდნენ, რომ მათ შორის რაღაც უფრო მეტი ხდებოდა. სამი წლის განმავლობაში დადიოდნენ, შემდეგ წყვილმა იქორწინა და ორი ქალიშვილი შეეძინათ. რომანტიკული წყვილი ერთმანეთს მოფერებით "ბატებს" ეძახდა.

ერთ ტელევიზიაში, "იმედში" მუშაობდნენ. მაშინ მარიკა "ჟურნალისტის დღიურს" ამზადებდა, მერე ვახომ "პირველ არხზე" დაიდო ბინა. ამბობენ, რომ მათი დაშორება სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა. თავიდან წყვილი დაშორებას მალავდა.

ვახო სანაია ამჟამად მესამე ქორწინებაშია. მისი მეუღლე სტომატოლოგი თამარ ყურაშვილია. წყვილს საერთო ვაჟი, სანი ჰყავთ. ვახო სანაიას პირველი ქორწინებიდან ორი გოგონა ჰყავს, მეორე ქორწინებიდან კი - ერთი. მარიკა ბაკურაძე დასაოჯახებელია.

მარიკა ბაკურაძე გადაცემა "სიცრუის დეტექტორს" სტუმრობდა, სადაც ამბობს, რომ სანაიების ოჯახთან დღემდე იდეალური ურთიერთობა აქვს:

"ჩემი ურთიერთობა ყოფილ დედამთილთან სამაგალითოა. ის სამაგალითო ქალია. რამდენჯერ დაურეკავს ვახოს და უთქვამს, დედაჩემს ჩემზე მეტად უყვარხარ თუ რა ხდებაო. ჩემი დედამთილი ნაზი ჭედიაა. ასეთი ადამიანი არ მეგულება. საკუთარ დედას არ შევადარებ, ეს უბრალოდ არარეალურია. დედა არის დედა და დედა არის მაგალითი. 18 წელია ამ ოჯახთან ურთიერთობა მაქვს, ამ დროის განმავლობაში არ ყოფილა დღე, რომ ხელცარიელი დამხვდეს ეს ადამიანი. რომ იცის, რომ უნდა გავიარო მანქანით, შევირბინო, მელოდება უკვე ხაჭაპურით" - ამბობს ბაკურაძე.

ამავე გადაცემაში ბაკურაძე ამბობს, რომ ეშინია მეორე ქორწინების. მისი თქმით, შვილებთან პირად ურთიერთობებზე ღიად საუბრობს.

"თუ მე მინდა, რომ მათგან გულწრფელობა, ვიცოდე რა ხდება მათ ცხოვრებაში, მე როგორი მორალური უპირატესობა მექნება, თუ მე მათ სიმართლეს დავუმალავ. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში და მათ სცოდნიათ. ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე მომწონებია, მომსვლია მესიჯები და კომპლიმენტები მამაკაცებისგან და ამ მესიჯებს მათთან ერთად ვკითხულობ. მე რომ ამას ვაზიარებ მათთან, მაქვს მოლოდინი, რომ მათი მხრიდანაც გულწრფელობა იქნება" - ამბობს ჟურნალისტი.

წაიკითხეთ ასევე: