პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კესო ამბობდა, ბექას "უტყდება", რომ თავის ოჯახს ჩემზე მოუყვესო... ბექა ჩასახლებული იყო მასთან, ვიდეოც გამომიგზავნა ერთხელ კესომ, ბექა რომ მის სახლში ჭურჭელს რეცხავდა" - რას ჰყვება ინდირა ჯგერნაია
"კესო ამბობდა, ბექას "უტყდება", რომ თავის ოჯახს ჩემზე მოუყვესო... ბექა ჩასახლებული იყო მასთან, ვიდეოც გამომიგზავნა ერთხელ კესომ, ბექა რომ მის სახლში ჭურჭელს რეცხავდა" - რას ჰყვება ინდირა ჯგერნაია

ხვალ, სას­ტი­კად მოკ­ლულ ქალს, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს დაკ­რძა­ლა­ვენ. გუ­შინ, მკლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნის პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გა­ი­მარ­თა. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, ამ ეტაპ­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, თუმ­ცა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლებ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან ისა­უბ­რა.

  • გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე შე­წყდა. ხოლო კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე ჯა­ი­ანს შეხ­ვედ­რა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათი ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტოს გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ და­თან­ხმდა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბექა ჯა­ი­ან­მა ცივი ია­რა­ღი, რომ­ლი­თაც კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს 28 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, მკვლე­ლო­ბამ­დე სამი სა­ა­თით ადრე შე­ი­ძი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რა ჯა­ი­ანს გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წყვი­ლი ხში­რად ჩხუ­ბობ­და, რად­გან ჯა­ი­ა­ნი ყვე­ლა­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და და კე­სა­რია მე­გობ­რებ­თან მი­მო­წე­რა­საც კი ვერ ბე­დავ­და, რო­დე­საც ჯა­ი­ან­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ინ­დი­რა ჯგერ­ნა­ია კე­სოს მე­გო­ბა­რი იყო. მომ­ღე­რა­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ ერთხელ კე­სომ ვი­დეო გა­მო­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ჩანს, რომ მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი მოკ­ლუ­ლის სახ­ლში ჭურ­ჭელს რე­ცხავს. დე­ტა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ ისი­ნი ბოლო ორი წელი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, რო­გორც ოჯა­ხი.

- ბექა ჯა­ი­ანს პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, კე­სოს­გან ვი­ცო­დი მის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი იყო კესო მის გვერ­დით, ვერ სა­უბ­რობ­და ვე­რა­ფერ­ზე, რო­დე­საც ეს ბიჭი მას­თან იყო სახ­ლში.

- რითი ხსნი­და კესო ამას, არ უჭირ­და ასე ცხოვ­რე­ბა?

- ასე ვი­დე­ოს გა­მო­მიგ­ზავ­ნი­და და როცა მარ­ტო დარ­ჩე­ბო­და, გად­მო­მი­რე­კავ­და ხოლ­მე (ამ დროს ინ­დი­რამ ის ვი­დეო გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, სა­დაც ჩანს, რომ ჯა­ი­ა­ნი კე­სა­რი­ას სახ­ლში ჭურ­ჭელს რე­ცხავს). კე­სოს ძა­ლი­ან უნ­დო­და ოჯა­ხი ჰყო­ლო­და, უნ­დო­და ბო­ლომ­დე ქა­ლი­ვით ეცხოვ­რა, უნ­დო­და ვინ­მე მის გვერ­დით ძლი­ე­რი ჰყო­ლო­და. ეს ბიჭი ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნი იყო.

- თქვენ­თან უთ­ქვამს ოდეს­მე, რომ მას­ზე ძა­ლა­დობ­და ბექა ჯა­ი­ა­ნი, სცემ­და?

- საკ­მა­რი­სი იყო სად­მე წა­სუ­ლი­ყო კესო, სწერ­და, აბა, ვო­ი­სით ხმა­მაღ­ლა მი­თხა­რი, რომ გიყ­ვარ­ვარ. აბა ვინ გყავს მანდ, ვის­თან ერ­თად ხარ. რაც შე­ე­ხე­ბა ცე­მას, ორ­ჯერ მი­თხრა და სა­ში­ნე­ლი რე­აქ­ცია მქონ­და, მას შემ­დეგ ვგრძნობ­დი, რომ სცხვე­ნო­და და აღარ მიყ­ვე­ბო­და. ეს ბიჭი პი­რი­ქით, არ ანე­ბებ­და თავს. ტყუ­ი­ლია, რომ კესო აშან­ტა­ჟებ­და ან რა შან­ტა­ჟი ეგაა, ქალ­მა ცო­ლო­ბა თუ მოგ­თხო­ვა 2 წლის შემ­დეგ.

- ინ­დი­რა, ფაქ­ტია, რომ კესო ვარ­სკვლა­ვი­ვით ცხოვ­რობ­და, ყვე­ლას ეგო­ნა, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი ძა­ლი­ან მდი­და­რი იყო...

- არა, კესო გა­რეთ ბრჭყვი­ა­ლებ­და, უამ­რავ რა­მეს არ იმ­ჩნევ­და და არ აგ­რძნო­ბი­ნებ­და არა­ვის. ეს ბიჭი პი­რი­ქით, კარ­გად იყო ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი კე­სოს­თან და არც მდი­და­რი ყო­ფი­ლა. უბ­რა­ლოდ, კესო ფუ­თავ­და, უყ­ვარ­და და ფუ­თავ­და.

- ინ­დი­რა, ბო­ლოს რო­დის ესა­უბ­რეთ კე­სა­რი­ას ამ ბიჭ­ზე?

- ერთი კვი­რის უკან გვქონ­და მა­გა­ზე სა­უ­ბა­რი, არ ის­ვე­ნებს, არ მა­ნე­ბებს თავ­სო. კესო გრძნობ­და, რომ არ მე­ხა­ტე­ბო­და ბექა გულ­ზე და ვამ­ბობ­დი კი­დეც, მო­ა­შო­რე აქე­დან, რას გა­დაგ­ვა­ყო­ლე ამ კაცს-მეთ­ქი. კაი დაო, საყ­ვა­რე­ლი­აო. სულ ამას იმე­ო­რებ­და. მის მი­მართ ცუ­დად მას შემ­დეგ გან­ვე­წყე, რაც გა­ვი­გე, რომ ფი­ზი­კუ­რად შე­ე­ხო.

- ამ მი­ზე­ზით, აპ­რილ­ში სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა კე­სომ, ხომ არ იცით, რა­ტომ დაბ­რუნ­და?

- სა­მუ­და­მოდ ისე­დაც არ უფიქ­რია სად­მე წას­ვლა, უბ­რა­ლოდ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ე­ნატ­რა. მაგ­რამ მერე ბე­ქაც ენატ­რე­ბო­და, უკვე ძა­ლი­ან ტოქ­სი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ამო­ყო თავი.

- კე­სოს დე­დამ და დამ თუ იცოდ­ნენ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ის?

- ვინც არ იცო­და, რომ კე­სოს ხე­ლით შე­ე­ხო და იძა­ლა­და, ვინ­მე და­უ­რე­კავ­და, კე­სოს მე­გო­ბა­რი და ის ბი­ჭიც სახ­ლში იყო, იმათ ეუბ­ნე­ბო­და, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო. სი­ნამ­დვი­ლე­ში რა­ღაც დო­ზით მარ­თლა იყო ბედ­ნი­ე­რი, იმი­ტომ რომ გი­ჟი­ვით უყ­ვარ­და. ვე­უბ­ნე­ბო­დი, წე­რას ხარ-თქო ატა­ნი­ლი. რო­გორც კე­სოს­გან ვიცი, მა­თაც იცოდ­ნენ და დედა სე­რი­ო­ზუ­ლად გაბ­რაზ­დაო.

- ინ­დი­რა, და­კა­ვე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კესო მას ცო­ლად მოყ­ვა­ნას აძა­ლებ­და და აშან­ტა­ჟებ­და...

- თვი­თონ პირ­დე­ბო­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­გიყ­ვან ცო­ლად. შენ­ზე ვგიჟ­დე­ბიო, მე­ო­რე დღეს სა­ზი­ზღრო­ბებს ეტყო­და. ისიც და­ი­ღა­ლა, ბო­ლოს და ბო­ლოს, ცო­ლად თუ მო­მიყ­ვან, მო­მიყ­ვა­ნე, თუ არა­და, და­მა­ნე­ბე თა­ვიო. იმ დღის მო­ნა­წე­რე­ბი აღარ ვიცი. რო­გორც ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, დადე ფო­ტო­ე­ბი, მოვ­დი­ვარ ცო­ლო­ბა უნდა გთხო­ვოო. მე­ო­რე ვერ­სი­ით, ჩვენს ფო­ტო­ებს დავ­დებ და ამ პი­რო­ბით გნა­ხა­ვო, მაგ­რამ ეს წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა.

ვე­უბ­ნე­ბო­დი, რად გინ­და მა­სე­თი კა­ცის ცო­ლო­ბა, უფრო მო­გაქ­ცევს კლან­ჭებ­ში და და­გა­ზომ­ბებს, სახ­ლი­დან გა­რეთ გას­ვლა აღარ მო­გინ­დე­ბა-თქო. რის­თვის იწ­ვა­ლე ამ­დე­ნი, სამ­ზა­რე­უ­ლოს ქა­ლო­ბა გინ­და, მაგ ფრჩხი­ლე­ბით საჭ­მე­ლი უნდა აკე­თო-მეთ­ქი.

- მე­გობ­რე­ბი რას ფიქ­რობთ, წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი მკვლე­ლო­ბა?

- გა­მო­ძი­ე­ბა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ გან­ზრახ, წი­ნას­წარ და გათ­ვლი­ლად გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი. ეჭ­ვი­ა­ნი იყო ავად­მყო­ფუ­რად.

- ინ­დი­რა, კე­სოს­გან რა იცი, იმ ბი­ჭის მხა­რემ თუ იცო­და მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ?

- უტყდე­ბაო, ამ­ბობ­და, მარ­ტი­ვი ხომ არ არის, კე­სა­რი­ას გვერ­დით ქარ­თვე­ლი ტიპი რომ იჩი­თე­ბიო. ერ­თა­დერ­თი ის ვი­ცო­დით, რომ ეს ბიჭი უცო­ლო იყო. მე­გობ­რებს ჩა­ა­წე­რი­ნა ვი­დე­ო­ე­ბი, ბექა, კე­სოს უყ­ვარ­ხარ. მე რომ მი­თხრა, ძა­ლი­ან ვე­ჩხუ­ბე. ბოლო დროს მტკი­ცე­ბის ფორ­მა­ში იყო. მე არ ჩა­ვუ­წე­რე ვი­დეო. ძა­ლი­ან არ მინ­დო­და ეს ბიჭი მის­თვის. მე­უბ­ნე­ბო­და, შენ რა­ნა­ი­რი მო­რი­ე­ლი ხარ, ჩემი მტე­რი ამო­ი­ჩე­მეო. აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­თლა მისი მტე­რი ამო­ვი­ჩე­მე.

- არის თუ არა ეს ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი სარ­ჩუ­ლით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი?

- კესო ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ქალი იყო. მარ­ტო მას­ზე არ ძა­ლა­დობ­ნენ, ქალი რა­ტომ არის და­ბა­ლი ღობე ჯერ კი­დევ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში. არ მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბის ჩაგ­ვრა და ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი ამას ვე­რა­სო­დეს. კესო რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ტრანსგენ­დე­რი ქალი, ჩვე­უ­ლებ­რივ მო­იყ­ვან­და ცო­ლად, მაგ­რამ ისე­თი ეჭ­ვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც ბექა იყო, იმ სა­ლა­მა­ზეს და სი­თა­მა­მეს არ შე­არ­გებ­და, მა­ინც ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბო­და, ისე­ვე რო­გორც სხვა მრა­ვა­ლი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

გარ­დაც­ვლი­ლი კე­სა­რი­ას ფოტო რომ ვნა­ხე, იმის მერე ორი ღა­მეა არ მძი­ნავს, არ ვიცი, დიდ­ხანს გამ­ყვე­ბა ეს ტკი­ვი­ლი. ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბა, გა­მი­ჭირ­დე­ბა კვი­რას იქ დგო­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"კესო ამბობდა, ბექას "უტყდება", რომ თავის ოჯახს ჩემზე მოუყვესო... ბექა ჩასახლებული იყო მასთან, ვიდეოც გამომიგზავნა ერთხელ კესომ, ბექა რომ მის სახლში ჭურჭელს რეცხავდა" - რას ჰყვება ინდირა ჯგერნაია

"კესო ამბობდა, ბექას "უტყდება", რომ თავის ოჯახს ჩემზე მოუყვესო... ბექა ჩასახლებული იყო მასთან, ვიდეოც გამომიგზავნა ერთხელ კესომ, ბექა რომ მის სახლში ჭურჭელს რეცხავდა" - რას ჰყვება ინდირა ჯგერნაია

ხვალ, სასტიკად მოკლულ ქალს, კესარია აბრამიძეს დაკრძალავენ. გუშინ, მკლელობისთვის დაკავებული ბექა ჯაიანის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა. მკვლელობაში ბრალდებული, ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა დაკავების შემდეგ დანაშაულის დეტალებზე სამართალდამცველებთან ისაუბრა.

  • გამოძიების ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე შეწყდა. ხოლო კესარია აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე სოციალურ ქსელში მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოს გასაჯაროების სანაცვლოდ დათანხმდა. გამოძიების ინფორმაციით, ბექა ჯაიანმა ცივი იარაღი, რომლითაც კესარია აბრამიძეს 28 ჭრილობა მიაყენა, მკვლელობამდე სამი საათით ადრე შეიძინა. პროკურატურა ჯაიანს გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

მოკლულის მეგობრები ამბობენ, რომ წყვილი ხშირად ჩხუბობდა, რადგან ჯაიანი ყველაზე ეჭვიანობდა და კესარია მეგობრებთან მიმოწერასაც კი ვერ ბედავდა, როდესაც ჯაიანთან ერთად იმყოფებოდა.

ინდირა ჯგერნაია კესოს მეგობარი იყო. მომღერალი გვიყვება, რომ ერთხელ კესომ ვიდეო გამოუგზავნა, სადაც ჩანს, რომ მკვლელობისთვის დაკავებული მოკლულის სახლში ჭურჭელს რეცხავს. დეტალებიდან ჩანს, რომ ისინი ბოლო ორი წელი ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ოჯახი.

- ბექა ჯაიანს პირადად არ ვიცნობდი, კესოსგან ვიცოდი მის შესახებ. ძალიან შეზღუდული იყო კესო მის გვერდით, ვერ საუბრობდა ვერაფერზე, როდესაც ეს ბიჭი მასთან იყო სახლში.

- რითი ხსნიდა კესო ამას, არ უჭირდა ასე ცხოვრება?

- ასე ვიდეოს გამომიგზავნიდა და როცა მარტო დარჩებოდა, გადმომირეკავდა ხოლმე (ამ დროს ინდირამ ის ვიდეო გამოგვიგზავნა, სადაც ჩანს, რომ ჯაიანი კესარიას სახლში ჭურჭელს რეცხავს). კესოს ძალიან უნდოდა ოჯახი ჰყოლოდა, უნდოდა ბოლომდე ქალივით ეცხოვრა, უნდოდა ვინმე მის გვერდით ძლიერი ჰყოლოდა. ეს ბიჭი ძალიან ეჭვიანი იყო.

- თქვენთან უთქვამს ოდესმე, რომ მასზე ძალადობდა ბექა ჯაიანი, სცემდა?

- საკმარისი იყო სადმე წასულიყო კესო, სწერდა, აბა, ვოისით ხმამაღლა მითხარი, რომ გიყვარვარ. აბა ვინ გყავს მანდ, ვისთან ერთად ხარ. რაც შეეხება ცემას, ორჯერ მითხრა და საშინელი რეაქცია მქონდა, მას შემდეგ ვგრძნობდი, რომ სცხვენოდა და აღარ მიყვებოდა. ეს ბიჭი პირიქით, არ ანებებდა თავს. ტყუილია, რომ კესო აშანტაჟებდა ან რა შანტაჟი ეგაა, ქალმა ცოლობა თუ მოგთხოვა 2 წლის შემდეგ.

- ინდირა, ფაქტია, რომ კესო ვარსკვლავივით ცხოვრობდა, ყველას ეგონა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი ძალიან მდიდარი იყო...

- არა, კესო გარეთ ბრჭყვიალებდა, უამრავ რამეს არ იმჩნევდა და არ აგრძნობინებდა არავის. ეს ბიჭი პირიქით, კარგად იყო ჩასახლებული კესოსთან და არც მდიდარი ყოფილა. უბრალოდ, კესო ფუთავდა, უყვარდა და ფუთავდა.

- ინდირა, ბოლოს როდის ესაუბრეთ კესარიას ამ ბიჭზე?

- ერთი კვირის უკან გვქონდა მაგაზე საუბარი, არ ისვენებს, არ მანებებს თავსო. კესო გრძნობდა, რომ არ მეხატებოდა ბექა გულზე და ვამბობდი კიდეც, მოაშორე აქედან, რას გადაგვაყოლე ამ კაცს-მეთქი. კაი დაო, საყვარელიაო. სულ ამას იმეორებდა. მის მიმართ ცუდად მას შემდეგ განვეწყე, რაც გავიგე, რომ ფიზიკურად შეეხო.

- ამ მიზეზით, აპრილში საქართველო დატოვა კესომ, ხომ არ იცით, რატომ დაბრუნდა?

- სამუდამოდ ისედაც არ უფიქრია სადმე წასვლა, უბრალოდ, თავისუფლება მოენატრა. მაგრამ მერე ბექაც ენატრებოდა, უკვე ძალიან ტოქსიკურ ურთიერთობაში ამოყო თავი.

- კესოს დედამ და დამ თუ იცოდნენ, რა მდგომარეობაში იყო ის?

- ვინც არ იცოდა, რომ კესოს ხელით შეეხო და იძალადა, ვინმე დაურეკავდა, კესოს მეგობარი და ის ბიჭიც სახლში იყო, იმათ ეუბნებოდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო. სინამდვილეში რაღაც დოზით მართლა იყო ბედნიერი, იმიტომ რომ გიჟივით უყვარდა. ვეუბნებოდი, წერას ხარ-თქო ატანილი. როგორც კესოსგან ვიცი, მათაც იცოდნენ და დედა სერიოზულად გაბრაზდაო.

- ინდირა, დაკავებულმა განაცხადა, რომ კესო მას ცოლად მოყვანას აძალებდა და აშანტაჟებდა...

- თვითონ პირდებოდა, რომ აუცილებლად მოგიყვან ცოლად. შენზე ვგიჟდებიო, მეორე დღეს საზიზღრობებს ეტყოდა. ისიც დაიღალა, ბოლოს და ბოლოს, ცოლად თუ მომიყვან, მომიყვანე, თუ არადა, დამანებე თავიო. იმ დღის მონაწერები აღარ ვიცი. როგორც ჩვენი მეგობრები ამბობენ, დადე ფოტოები, მოვდივარ ცოლობა უნდა გთხოვოო. მეორე ვერსიით, ჩვენს ფოტოებს დავდებ და ამ პირობით გნახავო, მაგრამ ეს წარმოუდგენლად მეჩვენება.

ვეუბნებოდი, რად გინდა მასეთი კაცის ცოლობა, უფრო მოგაქცევს კლანჭებში და დაგაზომბებს, სახლიდან გარეთ გასვლა აღარ მოგინდება-თქო. რისთვის იწვალე ამდენი, სამზარეულოს ქალობა გინდა, მაგ ფრჩხილებით საჭმელი უნდა აკეთო-მეთქი.

- მეგობრები რას ფიქრობთ, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი მკვლელობა?

- გამოძიებამაც დაადასტურა, რომ განზრახ, წინასწარ და გათვლილად გააკეთა ყველაფერი. ეჭვიანი იყო ავადმყოფურად.

- ინდირა, კესოსგან რა იცი, იმ ბიჭის მხარემ თუ იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ?

- უტყდებაო, ამბობდა, მარტივი ხომ არ არის, კესარიას გვერდით ქართველი ტიპი რომ იჩითებიო. ერთადერთი ის ვიცოდით, რომ ეს ბიჭი უცოლო იყო. მეგობრებს ჩააწერინა ვიდეოები, ბექა, კესოს უყვარხარ. მე რომ მითხრა, ძალიან ვეჩხუბე. ბოლო დროს მტკიცების ფორმაში იყო. მე არ ჩავუწერე ვიდეო. ძალიან არ მინდოდა ეს ბიჭი მისთვის. მეუბნებოდა, შენ რანაირი მორიელი ხარ, ჩემი მტერი ამოიჩემეო. აღმოჩნდა, რომ მართლა მისი მტერი ამოვიჩემე.

- არის თუ არა ეს ჰომოფობიური სარჩულით ჩადენილი დანაშაული?

- კესო ჩემთვის ყოველთვის ქალი იყო. მარტო მასზე არ ძალადობნენ, ქალი რატომ არის დაბალი ღობე ჯერ კიდევ 21-ე საუკუნეში. არ მიყვარს ადამიანების ჩაგვრა და ვერ შევეგუები ამას ვერასოდეს. კესო რომ არ ყოფილიყო ტრანსგენდერი ქალი, ჩვეულებრივ მოიყვანდა ცოლად, მაგრამ ისეთი ეჭვიანი ადამიანი, როგორიც ბექა იყო, იმ სალამაზეს და სითამამეს არ შეარგებდა, მაინც ფატალური შედეგით დასრულდებოდა, ისევე როგორც სხვა მრავალი ქალის ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში.

გარდაცვლილი კესარიას ფოტო რომ ვნახე, იმის მერე ორი ღამეა არ მძინავს, არ ვიცი, დიდხანს გამყვება ეს ტკივილი. ძალიან მენანება, გამიჭირდება კვირას იქ დგომა.

წაიკითხეთ ასევე: