მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრალდების მხარის განცხადებით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული - კიდევ რა ინფორმაცია გაასაჯაროვა პროკურორმა?
ბრალდების მხარის განცხადებით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული - კიდევ რა ინფორმაცია გაასაჯაროვა პროკურორმა?

კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გა­დას­ვლა ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი. ამის შე­სა­ხებ საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გრი­გოლ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, ტაქ­სის მძღო­ლის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნა­ცხა­და.

ნიშ­ნი­ა­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მკვლე­ლო­ბა ჩა­დე­ნი­ლი არის არა მარ­ტო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, არა­მედ გენ­დე­რის ნიშ­ნით, გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, რა­საც მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ადას­ტუ­რებს.

პრო­კუ­რო­რის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს უკ­რძა­ლავ­და სხვებ­თან კონ­ტაქტს, არ აძ­ლევ­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და არც იმის უფ­ლე­ბას, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი იქნა პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის სა­კი­თხი. რაც შე­ე­ხე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბა­სა და მო­პო­ვე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ამ ეტაპ­ზე გა­მო­კი­თხუ­ლი ჰყავს ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს ათე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო-საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, რო­მელ­თა შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, მათ შო­რის, ამო­ღე­ბუ­ლი­აა ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი და ამო­ღე­ბუ­ლია ის ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­შიც, შე­საძ­ლოა, ინა­ხე­ბო­დეს საქ­მი­სათ­ვის გარ­კვე­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე გა­რე­მო­ე­ბე­ბი და ფაქ­ტო­რე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი აქვს ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი, შე­სა­მოწ­მე­ბე­ლია ყვე­ლა ის ვერ­სია, რაც მო­ცე­მულ სის­ხლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით იქნა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შემ­დეგ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს და სა­კად­რის პა­სუხს გას­ცემს კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გა­ნუ­სა­ზღვრავს ბრალ­დე­ბულს.

უნდა აღი­ნიშ­ნოს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მიერ ბრალ­დე­ბუ­ლი­სა და მისი ფოტო-სუ­რა­თე­ბის გავ­რცე­ლე­ბა იყო ბრალ­დე­ბუ­ლის თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იმის სა­ნაც­ვლოდ, რათა ბრალ­დე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რო­და კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს და სის­რუ­ლე­ში მო­ეყ­ვა­ნა ის გან­ზრახ­ვა, რაც მას გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და მა­შინ, რო­დე­საც შე­ი­ძი­ნა დანა თბი­ლი­სის ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე. ბრალ­დე­ბულს წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და მისი მოკ­ვლა, რაც მო­იყ­ვა­ნა კი­დეც სის­რუ­ლე­ში.

გან­ზრახ­ვას ადას­ტუ­რებს თუნ­დაც ეს ერთი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბა, რა­ზეც მი­გა­ნიშ­ნეთ, გან­ზრახ­ვას ადას­ტუ­რებს ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­კი­თხვის ოქ­მშია და მის მი­მართ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის აუ­დიო-ვი­დეო ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ის აღი­ა­რებს და ადას­ტუ­რებს იმ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბას, რომ სურ­და, სი­ცო­ცხლე მო­ეს­პო მის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ასე­ვე, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, მათ შო­რის იყო კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და შემ­დგომ პი­რა­დი უთან­ხმო­ე­ბა გახ­და გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი იმი­სა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მი­სუ­ლი­ყო და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა სის­რუ­ლე­ში მო­ეყ­ვა­ნა.

მკვლე­ლო­ბა ჩა­დე­ნი­ლი არის არა მარ­ტო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, არა­მედ გენ­დე­რის ნიშ­ნით, გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, რაც ნიშ­ნავს იმას და რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არის იმით, რომ მოწ­მე­ე­ბი გან­მარ­ტავ­დნენ, რომ პირ­ველ რიგ­ში ბექა ჯა­ი­ან­მა იცო­და, რომ აბ­რა­მი­ძე იყო ტრანსგენ­დე­რი ქალი, ამავდრო­უ­ლად, მას არ აძ­ლევ­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას, არ აძ­ლევ­და სხვა პი­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბას, რის გა­მოც გა­მო­იკ­ვე­თა რო­გორც გენ­დე­რის ნი­შა­ნი, ასე­ვე გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვი. თა­ვად მა­ლავ­და ამ ურ­თი­ერ­თო­ბას, მისი სურ­ვი­ლი და მო­თხოვ­ნაც იყო, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი­ყო“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ამას­თან, მისი თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ტაქ­სით გა­ემ­გზავ­რა და ტაქ­სის მძღო­ლის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ბრალ­დე­ბუ­ლი ეკი­თხე­ბო­და მას, რამ­დე­ნად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა.

"თუმ­ცა, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ეს არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო სა­ზღვრის კვე­თას­თან. ის მი­დი­ო­და სე­ნაკ­ში, სა­ი­და­ნაც არის წარ­მო­შო­ბით და შემ­დგომ, ტაქ­სის მძღო­ლის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სურ­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლა“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ბრალდების მხარის განცხადებით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული - კიდევ რა ინფორმაცია გაასაჯაროვა პროკურორმა?

ბრალდების მხარის განცხადებით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული - კიდევ რა ინფორმაცია გაასაჯაროვა პროკურორმა?

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული. ამის შესახებ საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან, ტაქსის მძღოლის ჩვენების საფუძველზე განაცხადა.

ნიშნიანიძის განმარტებით, მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რასაც მოწმეების ჩვენება და გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს.

პროკურორის თქმით, ბრალდებული კესარია აბრამიძეს უკრძალავდა სხვებთან კონტაქტს, არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობის საშუალებას და არც იმის უფლებას, რომ მათი ურთიერთობის შესახებ საჯარო ინფორმაცია გავრცელებულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებული იქნა პატიმრობის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებასა და მოპოვებულ მტკიცებულებებს, უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიებას ამ ეტაპზე გამოკითხული ჰყავს ათეულობით მოწმე, ჩატარებული აქვს ათეულობით საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგად მიღებულია მნიშვნელოვანი ინფორმაციები, მათ შორის, ამოღებულიაა ვიდეო ჩანაწერები, ჩატარებულია ექსპერტიზები და ამოღებულია ის ნივთიერი მტკიცებულებები, რომელშიც, შესაძლოა, ინახებოდეს საქმისათვის გარკვეული მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ფაქტორები.

გამოძიება გრძელდება, საგამოძიებო ორგანოს ჩასატარებელი აქვს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, შესამოწმებელია ყველა ის ვერსია, რაც მოცემულ სისხლის საქმესთან დაკავშირებით იქნა გაჟღერებული. დარწმუნებულები ვართ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მოპოვებული მტკიცებულებებით სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს და საკადრის პასუხს გასცემს კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას და უვადოდ თავისუფლების აღკვეთას განუსაზღვრავს ბრალდებულს.

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძის მიერ ბრალდებულისა და მისი ფოტო-სურათების გავრცელება იყო ბრალდებულის თანხმობის საფუძველზე იმის სანაცვლოდ, რათა ბრალდებული შეხვედროდა კესარია აბრამიძეს და სისრულეში მოეყვანა ის განზრახვა, რაც მას განზრახული ჰქონდა მაშინ, როდესაც შეიძინა დანა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე. ბრალდებულს წინასწარ განზრახული ჰქონდა მისი მოკვლა, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში.

განზრახვას ადასტურებს თუნდაც ეს ერთი ფაქტობრივი გარემოება, რაზეც მიგანიშნეთ, განზრახვას ადასტურებს ასევე ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც გამოკითხვის ოქმშია და მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების აუდიო-ვიდეო ამსახველი ჩანაწერი, სადაც ის აღიარებს და ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სურდა, სიცოცხლე მოესპო მისთვის“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის განცხადებით, ასევე, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ შორის იყო კონფლიქტური სიტუაცია, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და შემდგომ პირადი უთანხმოება გახდა განმაპირობებელი იმისა, რომ ბრალდებული მისულიყო და დანაშაულებრივი ქმედება სისრულეში მოეყვანა.

მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც ნიშნავს იმას და რაც დადასტურებული არის იმით, რომ მოწმეები განმარტავდნენ, რომ პირველ რიგში ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ აბრამიძე იყო ტრანსგენდერი ქალი, ამავდროულად, მას არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობის უფლებას, არ აძლევდა სხვა პირებთან ურთიერთობის უფლებას, რის გამოც გამოიკვეთა როგორც გენდერის ნიშანი, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი. თავად მალავდა ამ ურთიერთობას, მისი სურვილი და მოთხოვნაც იყო, რომ ეს ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო“, - განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, მისი თქმით, ბრალდებული დასავლეთის მიმართულებით ტაქსით გაემგზავრა და ტაქსის მძღოლის ჩვენების მიხედვით, ბრალდებული ეკითხებოდა მას, რამდენად იყო შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიის დატოვება.

"თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის დაკავშირებული საჰაერო საზღვრის კვეთასთან. ის მიდიოდა სენაკში, საიდანაც არის წარმოშობით და შემდგომ, ტაქსის მძღოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სურდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა“, - განაცხადა პროკურორმა.

იხილეთ ასევე: