სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მისტიკური ჰომეროსი - ვინ იყო ბერძენი პოეტი, რომლის სახელსაც "ილიადასა" და "ოდისეას" შექმნა უკავშირდება
მისტიკური ჰომეროსი - ვინ იყო ბერძენი პოეტი, რომლის სახელსაც "ილიადასა" და "ოდისეას" შექმნა უკავშირდება

ჩრდი­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რა, რო­მელ­საც ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ორი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნა უკავ­შირ­დე­ბა - ეს ჰო­მე­რო­სია, პო­ე­ტი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ ძვ.წ. მე-12-დან მე-8 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პე­რი­ოდ­ში ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და.

ჰო­მე­რო­სი „ილი­ა­და­სა“ და „ოდი­სე­ას“ შემ­ქმნე­ლად მო­ი­აზ­რე­ბა, თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც დი­დია ამ ორი ნა­წარ­მო­ე­ბის გავ­ლე­ნა და­სავ­ლურ კულ­ტუ­რა­ზე, იმ­დე­ნად ცოტა რამ ვი­ცით მათი სა­ვა­რა­უ­დო ავ­ტო­რის შე­სა­ხებ.

მის­ტი­კუ­რი ბერ­ძე­ნი პო­ე­ტი

ჰო­მე­რო­სის ცხოვ­რე­ბა ბუნ­დო­ვა­ნე­ბით არის მო­ცუ­ლი. მკვლე­ვარ­თა ნა­წი­ლი მიჩ­ნევს, რომ „ილი­ა­და“ და „ოდი­სეა“ რამ­დე­ნი­მე ავ­ტორ­მა შექ­მნა, ზო­გის მო­საზ­რე­ბით კი ის ერთი ადა­მი­ა­ნის ნა­მუ­შე­ვა­რია. ავ­ტორ­თა ჯგუფ­თან და­კავ­ში­რე­ბულ იდე­ას ამ­ყა­რებს ის ფაქ­ტი, რომ ძვე­ლად თა­ო­ბებს ის­ტო­რი­ე­ბი ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბით გა­და­ე­ცე­მო­და. მკვლევ­რე­ბის აზ­რით, სწო­რედ ჰო­მე­როს­მა შე­აგ­რო­ვა ეს ის­ტო­რი­ე­ბი „ილი­ა­და­სა“ და „ოდი­სე­ას“ სა­ხით.

სა­ინ­ტე­რე­სოა ჰო­მე­რო­სის წე­რის სტი­ლი: პო­ე­მებ­ში გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი მი­სამ­ღე­რი­ვით ან რეფ­რე­ნი­ვით მე­ორ­დე­ბა და ნა­წარ­მო­ე­ბებს მუ­სი­კა­ლურ ხა­სი­ათს სძენს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პო­ე­ტის სტი­ლი უფრო ეპი­კუ­რია, ვიდ­რე ლი­რი­კუ­ლი.

სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს ჰო­მე­რო­სის და­ბა­დე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის პე­რი­ო­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ „ილი­ა­და­ში“ ტრო­ას ომის შე­სა­ხებ არის მო­თხრო­ბი­ლი, მკვლევ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პო­ეტს სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში ძვ.წ 12-დან მე-13 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში უნდა ეცხოვ­რა. ბერ­ძე­ნი ის­ტო­რი­კო­სი, ხში­რად ის­ტო­რი­ის მა­მად წო­დე­ბუ­ლი ჰე­რო­დო­ტე კი ჰო­მე­რო­სის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის ხა­ნად და­ახ­ლო­ე­ბით ძვ.წ 850 წელს მო­იხ­სე­ნი­ებს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჰო­მე­რო­სი, ჰე­რო­დო­ტემ­დე რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნით ადრე ცხოვ­რობ­და.

სად და­ი­ბა­და ჰო­მე­რო­სი? - კი­თხვა­ზე ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პო­ე­მე­ბი აზი­ურ-ბერ­ძნულ დი­ა­ლექ­ტზეა და­წე­რი­ლი, მკვლევ­რე­ბის აზ­რით, პო­ე­ტი თრა­კე­ა­დან უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თრა­კეა სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში მდე­ბა­რე­ობ­და. ამ­ჟა­მად ის­ტო­რი­უ­ლი თრა­კე­ის რე­გი­ო­ნი მო­ი­ცავს სამ­ხრეთ ბულ­გა­რეთს, ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ სა­ბერ­ძნეთ­სა და თურ­ქე­თის ევ­რო­პულ ნა­წილს. დი­ა­ლექ­ტი, რო­მელ­ზეც პო­ე­მე­ბი შე­იქ­მნა, ავიწ­რო­ებს გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალს და მკვლევ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მეტი შე­ი­ტყონ ავ­ტო­რის შე­სა­ხებ. ამას­თან, რად­გა­ნაც „ილი­ა­და“ და „ოდი­სეა“ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ აზი­ურ-ბერ­ძნუ­ლი დი­ა­ლექ­ტი იმ დრო­ის ბერ­ძნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის ნორ­მა უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ „ოდი­სე­ას“ პერ­სო­ნაჟ­ზე პოეტ დე­მო­დო­კოს­ზე დაყ­რდნო­ბით მეც­ნი­ე­რე­ბი ჰო­მე­როსს უსი­ნათ­ლოდ მი­იჩ­ნე­ვენ. ამას­თან, არ­სე­ბობს ბი­უს­ტე­ბი, რო­მელ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კვნათ, რომ ის უსი­ნათ­ლო იყო.

ჰო­მე­რო­სის ბი­უს­ტი

„ილი­ა­და“ და „ოდი­სეა“

პო­ე­მე­ბი მსოფ­ლიო მი­თო­ლო­გი­ის არ­ქე­ტი­პუ­ლი რუ­კაა, რომ­ლი­თაც მკვლევ­რე­ბი გზის გაკ­ვლე­ვას ახერ­ხე­ბენ.

სა­ბერ­ძნე­თი „ილი­ა­დას“ მი­ხედ­ვით

მას­ში მო­თხრო­ბი­ლი ის­ტო­რი­ე­ბი ასა­ხავს ძვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ას­პექტს, მოგ­ვი­თხრობს ტრო­ას ომის შე­სა­ხებ. ტრო­ას ომი და ჰე­ლე­ნის გა­ტა­ცე­ბა (მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლის, რო­მე­ლიც თავს ზევ­სის ქა­ლიშ­ვი­ლად მი­იჩ­ნევ­და) ისე­თი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სი­ზუს­ტით არის აღ­წე­რი­ლი, რომ მკვლე­ვარ­თა აზ­რით, ჰო­მე­რო­სის­თვის ეს ტე­რი­ტო­რია კარ­გად უნდა ყო­ფი­ლი­ყო ცნო­ბი­ლი.

„ოდი­სეა“ უკვე ტრო­ას და­ცე­მის შემ­დგომ ამ­ბავ­ზეა აგე­ბუ­ლი. მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ პო­ე­მე­ბი სტი­ლით ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა, ამი­ტომ „ოდი­სეა“ ერთი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ უნდა იყოს შექ­მნი­ლი. ნა­წი­ლის აზ­რით კი, მათ შო­რის გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლია.

სა­ინ­ტე­რე­სოა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გავ­ლე­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, მათ შო­რის მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ირ­ლან­დი­ე­ლი მწერ­ლი­სა და პო­ე­ტის ჯე­იმზ ჯო­ი­სის ნა­წარ­მო­ებ „ული­სე­ზე“. ასე­ვე „ილი­ა­დას“ გა­მო­ძა­ხი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლის, ჯ.რ.რ ტოლ­კი­ნის „გონ­დო­ლი­ნის და­ცე­მაც“.

წყა­რო: Biography.com

ავტორი:

მისტიკური ჰომეროსი - ვინ იყო ბერძენი პოეტი, რომლის სახელსაც "ილიადასა" და "ოდისეას" შექმნა უკავშირდება

მისტიკური ჰომეროსი - ვინ იყო ბერძენი პოეტი, რომლის სახელსაც "ილიადასა" და "ოდისეას" შექმნა უკავშირდება

ჩრდილოვანი ისტორიული ფიგურა, რომელსაც ძველი ბერძნული ლიტერატურის ორი ფუნდამენტური ნაწარმოების შექმნა უკავშირდება - ეს ჰომეროსია, პოეტი, რომელიც სავარაუდოდ ძვ.წ. მე-12-დან მე-8 საუკუნეების პერიოდში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

ჰომეროსი „ილიადასა“ და „ოდისეას“ შემქმნელად მოიაზრება, თუმცა რამდენადაც დიდია ამ ორი ნაწარმოების გავლენა დასავლურ კულტურაზე, იმდენად ცოტა რამ ვიცით მათი სავარაუდო ავტორის შესახებ.

მისტიკური ბერძენი პოეტი

ჰომეროსის ცხოვრება ბუნდოვანებით არის მოცული. მკვლევართა ნაწილი მიჩნევს, რომ „ილიადა“ და „ოდისეა“ რამდენიმე ავტორმა შექმნა, ზოგის მოსაზრებით კი ის ერთი ადამიანის ნამუშევარია. ავტორთა ჯგუფთან დაკავშირებულ იდეას ამყარებს ის ფაქტი, რომ ძველად თაობებს ისტორიები ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდა. მკვლევრების აზრით, სწორედ ჰომეროსმა შეაგროვა ეს ისტორიები „ილიადასა“ და „ოდისეას“ სახით.

საინტერესოა ჰომეროსის წერის სტილი: პოემებში გარკვეული მონაკვეთები მისამღერივით ან რეფრენივით მეორდება და ნაწარმოებებს მუსიკალურ ხასიათს სძენს. მიუხედავად ამისა, პოეტის სტილი უფრო ეპიკურია, ვიდრე ლირიკული.

სხვადასხვა მოსაზრება არსებობს ჰომეროსის დაბადებისა და გარდაცვალების პერიოდებთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ „ილიადაში“ ტროას ომის შესახებ არის მოთხრობილი, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ პოეტს სწორედ ამ პერიოდში ძვ.წ 12-დან მე-13 საუკუნეებში უნდა ეცხოვრა. ბერძენი ისტორიკოსი, ხშირად ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე კი ჰომეროსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ხანად დაახლოებით ძვ.წ 850 წელს მოიხსენიებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰომეროსი, ჰეროდოტემდე რამდენიმე საუკუნით ადრე ცხოვრობდა.

სად დაიბადა ჰომეროსი? - კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პოემები აზიურ-ბერძნულ დიალექტზეა დაწერილი, მკვლევრების აზრით, პოეტი თრაკეადან უნდა ყოფილიყო. თრაკეა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობდა. ამჟამად ისტორიული თრაკეის რეგიონი მოიცავს სამხრეთ ბულგარეთს, ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთსა და თურქეთის ევროპულ ნაწილს. დიალექტი, რომელზეც პოემები შეიქმნა, ავიწროებს გეოგრაფიულ არეალს და მკვლევრებს საშუალებას აძლევს, მეტი შეიტყონ ავტორის შესახებ. ამასთან, რადგანაც „ილიადა“ და „ოდისეა“ ძალიან პოპულარული იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ აზიურ-ბერძნული დიალექტი იმ დროის ბერძნული ლიტერატურისთვის ნორმა უნდა ყოფილიყო.

საინტერესოა, რომ „ოდისეას“ პერსონაჟზე პოეტ დემოდოკოსზე დაყრდნობით მეცნიერები ჰომეროსს უსინათლოდ მიიჩნევენ. ამასთან, არსებობს ბიუსტები, რომელზე დაკვირვებითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ის უსინათლო იყო.

ჰომეროსის ბიუსტი

„ილიადა“ და „ოდისეა“

პოემები მსოფლიო მითოლოგიის არქეტიპული რუკაა, რომლითაც მკვლევრები გზის გაკვლევას ახერხებენ.

საბერძნეთი „ილიადას“ მიხედვით

მასში მოთხრობილი ისტორიები ასახავს ძველი საზოგადოებების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს, მოგვითხრობს ტროას ომის შესახებ. ტროას ომი და ჰელენის გატაცება (მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის, რომელიც თავს ზევსის ქალიშვილად მიიჩნევდა) ისეთი გეოგრაფიული სიზუსტით არის აღწერილი, რომ მკვლევართა აზრით, ჰომეროსისთვის ეს ტერიტორია კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

„ოდისეა“ უკვე ტროას დაცემის შემდგომ ამბავზეა აგებული. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პოემები სტილით ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ „ოდისეა“ ერთი საუკუნის შემდეგ უნდა იყოს შექმნილი. ნაწილის აზრით კი, მათ შორის განსხვავება მხოლოდ რამდენიმე ათწლეულია.

საინტერესოა ნაწარმოებების გავლენა თანამედროვე ლიტერატურაზე, მათ შორის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერლისა და პოეტის ჯეიმზ ჯოისის ნაწარმოებ „ულისეზე“. ასევე „ილიადას“ გამოძახილია თანამედროვე მწერლის, ჯ.რ.რ ტოლკინის „გონდოლინის დაცემაც“.

წყარო: Biography.com

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"