სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანი მხეცია და მხეცზე უარესი, როგორ შეიძლება ამაყობდე, რომ მისნაირ მშვენიერ არსებასთან კონტაქტობ და თან გრცხვენოდეს" - მალხაზ მაჩალიკაშვილი კესარია აბრამიძეზე
"ადამიანი მხეცია და მხეცზე უარესი, როგორ შეიძლება ამაყობდე, რომ მისნაირ მშვენიერ არსებასთან კონტაქტობ და თან გრცხვენოდეს" - მალხაზ მაჩალიკაშვილი კესარია აბრამიძეზე

ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბის ამ­ბავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა. ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი პოს­ტი იწე­რე­ბა და ერთ-ერთი, ვინც ამ­ბავს ეხ­მი­ა­ნე­ბა, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლია.

  • მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი:

"არის ორი დიდი გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი. ეს ორი­ვე დიდი ტკი­ვი­ლი კი შენი ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვას უკავ­შირ­დე­ბა. ამ დიდ ტკი­ვილ­შიც არის ისევ დიდი სხვა­ო­ბა. არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სიკ­ვდი­ლით კვდე­ბა და გტკი­ვა გა­უ­საძ­ლი­სად. არის ტკი­ვი­ლი, ვინ­მე მხე­ცი მო­გიკ­ლავს ახ­ლო­ბელს თუ ოჯა­ხის წევ­რს.

როცა სრუ­ლი­ად არ ელო­დე­ბი, მსგავ­სი უბე­დუ­რე­ბა და­გა­ტყდე­ბა თავს.

ეს ტკი­ვი­ლი ბევ­რად უფრო დიდი ტკი­ვი­ლია, ვიდ­რე ის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც აღ­ვნიშ­ნე.

ადა­მი­ა­ნი მხე­ცია და მხეც­ზე უა­რე­სი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ მშვე­ნი­ე­რე­ბას ასე უმო­წყა­ლოდ მო­ექ­ცე?! ამა­ყობ­დე შენ­ში, რომ მის­ნა­ირ მშვე­ნი­ერ არ­სე­ბას­თან კონ­ტაქ­ტობ და ამავდრო­უ­ლად, გრცხვე­ნო­დეს შენი საქ­ცი­ე­ლი­სა.

ძა­ლი­ან მტკი­ვა ყვე­ლა სის­ხლის წვე­თი, რო­მე­ლიც სხვი­სი ხე­ლით მხე­ცუ­რად და­იღ­ვა­რა, იღ­ვრე­ბა და და­იღ­ვრე­ბა.

სი­სას­ტი­კეა, როცა შენ ფიქ­რობ სა­ხელ­მწი­ფო გი­ცავს, მაგ­რამ მას შენ­თვის არ სცა­ლია და ჰკი­დი­ხარ. ამ გო­გო­ნას ვიც­ნობ­დი საკ­მა­ოდ ახ­ლოს, რაც ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, სულ ჩა­მეს­მის მისი სი­ტყვე­ბი, როცა პირ­ვე­ლად მნა­ხა. - "მე გავ­ბე­დავ და ხელს ჩა­მო­გარ­თმევთ, ვიცი სხვებს არ ჰგავ­ხართ".

ან რა­ტომ არ უნდა გა­ე­ბე­და ჩე­მამ­დე მოს­ვლა, ისიც, მეც, შენც ხომ ყვე­ლა ერთი ღმერ­თის შექ­მნი­ლი ვართ?! ღმერ­თმა თა­ვად ხომ ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის, ვის ქმნის და რა­ტომ ქმნის.

მე ამ დიდი მწუ­ხა­რე­ბის მო­ზი­ა­რე ვარ", - წერს მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი.

  • ცნო­ბის­თვის, 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 27 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბექა ჯა­ი­ა­ნი ერთ-ერთი ღა­მის კლუ­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ბექა ჯა­ი­ა­ნი წი­ნას­წა­რი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

რო­გორც ambebi.ge-სთვის ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, ჯა­ი­ან­მა აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი და მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად შან­ტა­ჟი და­ა­სა­ხე­ლა.

სან­დო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ჯა­ი­ა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ მას მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი არ ჰქო­ნია. მისი თქმით, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე მას ცო­ლად მოყ­ვა­ნას სთხოვ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბით აშან­ტა­ჟებ­და. მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, კე­სა­რი­ამ მარ­თლაც დადო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო. ჯა­ი­ა­ნი ამ­ბობს, აბ­რა­მი­ძეს­თან ასულ­მა ვნა­ხე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და წყო­ბი­დან გა­მო­ვე­დიო...“

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ადამიანი მხეცია და მხეცზე უარესი, როგორ შეიძლება ამაყობდე, რომ მისნაირ მშვენიერ არსებასთან კონტაქტობ და თან გრცხვენოდეს" - მალხაზ მაჩალიკაშვილი კესარია აბრამიძეზე

"ადამიანი მხეცია და მხეცზე უარესი, როგორ შეიძლება ამაყობდე, რომ მისნაირ მშვენიერ არსებასთან კონტაქტობ და თან გრცხვენოდეს" - მალხაზ მაჩალიკაშვილი კესარია აბრამიძეზე

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ამბავს საზოგადოების დიდი ნაწილი ეხმიანება. ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი იწერება და ერთ-ერთი, ვინც ამბავს ეხმიანება, მალხაზ მაჩალიკაშვილია.

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი:

"არის ორი დიდი გაუსაძლისი ტკივილი. ეს ორივე დიდი ტკივილი კი შენი ახლობელი ადამიანის დაკარგვას უკავშირდება. ამ დიდ ტკივილშიც არის ისევ დიდი სხვაობა. არის ადამიანი, რომელიც თავისი სიკვდილით კვდება და გტკივა გაუსაძლისად. არის ტკივილი, ვინმე მხეცი მოგიკლავს ახლობელს თუ ოჯახის წევრს.

როცა სრულიად არ ელოდები, მსგავსი უბედურება დაგატყდება თავს.

ეს ტკივილი ბევრად უფრო დიდი ტკივილია, ვიდრე ის ტკივილი, რომელიც აღვნიშნე.

ადამიანი მხეცია და მხეცზე უარესი. როგორ შეიძლება ასეთ მშვენიერებას ასე უმოწყალოდ მოექცე?! ამაყობდე შენში, რომ მისნაირ მშვენიერ არსებასთან კონტაქტობ და ამავდროულად, გრცხვენოდეს შენი საქციელისა.

ძალიან მტკივა ყველა სისხლის წვეთი, რომელიც სხვისი ხელით მხეცურად დაიღვარა, იღვრება და დაიღვრება.

სისასტიკეა, როცა შენ ფიქრობ სახელმწიფო გიცავს, მაგრამ მას შენთვის არ სცალია და ჰკიდიხარ. ამ გოგონას ვიცნობდი საკმაოდ ახლოს, რაც ეს ამბავი გავიგე, სულ ჩამესმის მისი სიტყვები, როცა პირველად მნახა. - "მე გავბედავ და ხელს ჩამოგართმევთ, ვიცი სხვებს არ ჰგავხართ".

ან რატომ არ უნდა გაებედა ჩემამდე მოსვლა, ისიც, მეც, შენც ხომ ყველა ერთი ღმერთის შექმნილი ვართ?! ღმერთმა თავად ხომ ყველაზე კარგად იცის, ვის ქმნის და რატომ ქმნის.

მე ამ დიდი მწუხარების მოზიარე ვარ", - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

  • ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 27 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბექა ჯაიანი ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომელია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბექა ჯაიანი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.

როგორც ambebi.ge-სთვის ხდება ცნობილი, ჯაიანმა აღიარა დანაშაული და მკვლელობის მოტივად შანტაჟი დაასახელა.

სანდო წყაროს ინფორმაციით, "ჯაიანი ამტკიცებს, რომ მას მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. მისი თქმით, კესარია აბრამიძე მას ცოლად მოყვანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, კესარიამ მართლაც დადო სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტო. ჯაიანი ამბობს, აბრამიძესთან ასულმა ვნახე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები და წყობიდან გამოვედიო...“

ნახეთ ასევე: