სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკური ქორწინებაა, რომელსაც აღსრულება უწერია" - გია ვოლსკი გახარია-ხაზარაძეზე
"პოლიტიკური ქორწინებაა, რომელსაც აღსრულება უწერია" - გია ვოლსკი გახარია-ხაზარაძეზე

"ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ქორ­წი­ნე­ბა, რო­მელ­საც აღ­სრუ­ლე­ბა უწე­რია, თუ კი­დევ ახა­ლი სცე­ნა­რი არ გა­თა­მაშ­და - დღე­ვან­დე­ლი სცე­ნა­რი ასე­თია - უნდა გა­ერ­თი­ან­დეს წყა­ლი და ზეთი და მთა­ვა­რი მომ­რე­ვი თით­ქოს­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლია", - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” და კო­ა­ლი­ცია “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” შე­საძ­ლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, სა­კი­თხი უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია, თუმ­ცა პრო­ცე­სი იწე­ლე­ბა.

რო­გორც ვოლ­სკიმ გან­მარ­ტა “ერ­თსაც და მე­ო­რე­საც რო­გო­რი რე­ი­ტინ­გიც ჰქონ­და, გა­ცი­ლე­ბით უფრო და­ბა­ლი ექ­ნე­ბა მა­შინ, როცა შე­იკ­რი­ბე­ბი­ან”.

"რა საკ­ვირ­ვე­ლია, პრო­ცე­სი გა­წე­ლი­ლია - ეგ უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია. რა მე­სა­მე რა­უნ­დზეა სა­უ­ბა­რი, ნული რა­უნ­დი ჩა­ტარ­და და ამ რა­უნ­დის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლია, უბ­რა­ლოდ პრო­ცე­სი არის სა­ინ­ტე­რე­სო და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ეს გეგ­მა, რომ მო­ა­ტყუ­ონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა. გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბა გა­იხ­სე­ნეთ, რომ “ლელო” უნდა იხ­სნას “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მარ­წუ­ხე­ბის­გან და ახლა აცხა­დებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი დათ­მო იმი­ტომ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებს დამ­ხმა­რედ შე­უდ­გეს. ანუ, გა­მო­დის რომ სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ერ­თმა­ნეთს სცილ­დე­ბო­და, მაგ­რამ “ლე­ლოს­თან” და­კავ­ში­რე­ბით არა­ვი­თა­რი უკუს­ვლა არ იქ­ნე­ბა.

ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ქორ­წი­ნე­ბა, რო­მელ­საც აღ­სრუ­ლე­ბა უწე­რია, თუ კი კი­დევ ახა­ლი სცე­ნა­რი არ გა­თა­მაშ­და. დღე­ვან­დე­ლი სცე­ნა­რი ასე­თია - უნდა გა­ერ­თი­ან­დეს წყა­ლი და ზეთი და მთა­ვა­რი მომ­რე­ვი თით­ქოს­და არის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი - ლი­დე­რი, რო­მელ­მაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­ა­ნაც­ვლა და მისი უშ­ვე­ლე­ბე­ლი ქოლ­გით, რომ­ლის გარ­შე­მოც მთე­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია უნდა გა­ა­ერ­თი­ა­ნოს. მაგ­რამ მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და ოპო­ზი­ცი­ის მხრი­და­ნაც სა­სა­ცი­ლოა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ორმა პო­ლი­ტი­კურ­მა სუ­ბი­ექ­ტმა გა­ერ­თი­ა­ნე­ბით მეტი ხმა მო­ი­ზი­დოს. ერ­თსაც და მე­ო­რე­საც რო­გო­რი რე­ი­ტინ­გიც ჰქონ­და, გა­ცი­ლე­ბით უფრო და­ბა­ლი ექ­ნე­ბა მა­შინ, როცა შე­იკ­რი­ბე­ბი­ან. ამის პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ხე­და­ვენ - უინ­ტე­ლექ­ტო და უჭ­კუო ჰგო­ნი­ათ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ამა­შია მთე­ლი ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მხარ­დაშ­ვე­ბუ­ლი, კი­სერ­მოხ­რი­ლი, ცალ ფეხ­ზე მდგო­მი უს­მენს ამ სი­სუ­ლე­ლე­ებს, რა­საც გვთა­ვა­ზო­ბენ ამ დად­გმუ­ლი მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ქრო­ნი­კი­დან”, - აღ­ნიშ­ნა გია ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­სა და პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში, დღეს გა­ნახ­ლდე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში გვი­ან ღა­მით დას­რულ­და.

რო­გორც შეხ­ვედ­რის შემ­დგომ, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ არის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და სა­არ­ჩევ­ნო სი­ე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას­თან.

თა­ვის მხრივ, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­თან­ხმე­ბე­ბი გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე უკვე არ­სე­ბობს.

ასე­ვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ, ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­სა და "გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დერს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შო­რის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა 17 სექ­ტემ­ბერს შედ­გა, თუმ­ცა აუ­დი­ენ­ცია კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე დას­რულ­და.

ლი­დე­რე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში 16 სექ­ტემ­ბერს მი­იწ­ვია.

ავტორი:

"პოლიტიკური ქორწინებაა, რომელსაც აღსრულება უწერია" - გია ვოლსკი გახარია-ხაზარაძეზე

"პოლიტიკური ქორწინებაა, რომელსაც აღსრულება უწერია" - გია ვოლსკი გახარია-ხაზარაძეზე

"ეს არის პოლიტიკური ქორწინება, რომელსაც აღსრულება უწერია, თუ კიდევ ახალი სცენარი არ გათამაშდა - დღევანდელი სცენარი ასეთია - უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა სალომე ზურაბიშვილია", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან პარტია “გახარია საქართველოსთვის” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

  • მისი თქმით, საკითხი უკვე გადაწყვეტილია, თუმცა პროცესი იწელება.

როგორც ვოლსკიმ განმარტა “ერთსაც და მეორესაც როგორი რეიტინგიც ჰქონდა, გაცილებით უფრო დაბალი ექნება მაშინ, როცა შეიკრიბებიან”.

"რა საკვირველია, პროცესი გაწელილია - ეგ უკვე გადაწყვეტილია. რა მესამე რაუნდზეა საუბარი, ნული რაუნდი ჩატარდა და ამ რაუნდის შემდეგ ყველაფერი გადაწყვეტილია, უბრალოდ პროცესი არის საინტერესო და რადიკალური ოპოზიციის ეს გეგმა, რომ მოატყუონ საზოგადოება. გახარიას განცხადება გაიხსენეთ, რომ “ლელო” უნდა იხსნას “ნაციონალური მოძრაობის” მარწუხებისგან და ახლა აცხადებს, რომ ყველაფერი და პოლიტიკური ინტერესები დათმო იმიტომ, რომ სახელმწიფოს ინტერესებს დამხმარედ შეუდგეს. ანუ, გამოდის რომ სახელმწიფოს ინტერესები და მისი პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს სცილდებოდა, მაგრამ “ლელოსთან” დაკავშირებით არავითარი უკუსვლა არ იქნება.

ეს არის პოლიტიკური ქორწინება, რომელსაც აღსრულება უწერია, თუ კი კიდევ ახალი სცენარი არ გათამაშდა. დღევანდელი სცენარი ასეთია - უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა არის სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი - ლიდერი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ჩაანაცვლა და მისი უშველებელი ქოლგით, რომლის გარშემოც მთელი რადიკალური ოპოზიცია უნდა გააერთიანოს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საზოგადოებისთვის და ოპოზიციის მხრიდანაც სასაცილოა. როგორ შეიძლება ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გაერთიანებით მეტი ხმა მოიზიდოს. ერთსაც და მეორესაც როგორი რეიტინგიც ჰქონდა, გაცილებით უფრო დაბალი ექნება მაშინ, როცა შეიკრიბებიან. ამის პერსპექტივას ვერ ხედავენ - უინტელექტო და უჭკუო ჰგონიათ ქართული საზოგადოება. ამაშია მთელი ჩვენი უბედურება, რომ ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი მხარდაშვებული, კისერმოხრილი, ცალ ფეხზე მდგომი უსმენს ამ სისულელეებს, რასაც გვთავაზობენ ამ დადგმული მოდელირებული ქრონიკიდან”, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია "გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებები, ორბელიანების სასახლეში, დღეს განახლდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გვიან ღამით დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდგომ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, მოლაპარაკების გაჭიანურება დაკავშირებული არ არის თანამდებობების და საარჩევნო სიების განაწილებასთან.

თავის მხრივ, გიორგი გახარიას ინფორმაციით, შეთანხმებები გარკვეულ საკითხებზე უკვე არსებობს.

ასევე შეგახსენებთ, რომ, ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია.