პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესიჯი მიიღეს, რომელიც თითქოს მათი ლიდერებისგან მოდიოდა" - როგორ დაიგეგმა საუკუნის სპეცოპერაცია და რატომ იყენებს "ჰეზბოლა" პეიჯერებს
"მესიჯი მიიღეს, რომელიც თითქოს მათი ლიდერებისგან მოდიოდა" - როგორ დაიგეგმა საუკუნის სპეცოპერაცია და რატომ იყენებს "ჰეზბოლა" პეიჯერებს

ის­რა­ე­ლის სა­ვა­რა­უ­დო ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ლი­ბან­ში "ჰეზ­ბო­ლას" რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი წევ­რის პე­ი­ჯე­რე­ბი აფეთ­ქდა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პორ­ტა­ტუ­ლი პე­ი­ჯე­რე­ბის გა­ტე­ხა და მათი აფეთ­ქე­ბა ის­რა­ელ­მა მო­ა­ხერ­ხა. ლი­ბა­ნის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­ი­ღუ­პა სულ მცი­რე 12 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ორი ბავ­შვი. და­შა­ვე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 2800.

აფეთ­ქე­ბე­ბი და­ი­წყო ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუთ­ში და ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე სხვა რა­ი­ონ­ში სამ­შა­ბათს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 15:45 სა­ათ­ზე (13:45 BST). მოწ­მე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­ი­ნა­ხეს კვამ­ლი, რო­მე­ლიც ხალ­ხის ჯი­ბე­ე­ბი­დან ამო­დი­ო­და, ასე­ვე გა­ის­მა აფეთ­ქე­ბის ხმა.

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მო­წყო­ბი­ლო­ბა მა­მა­კაცს შარ­ვლის ჯი­ბე­ში აუ­ფეთ­ქდა. Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ე­ბით 15:30 სა­ათ­ზე, პე­ი­ჯე­რებ­მა მე­სი­ჯი მი­ი­ღეს, რო­მე­ლიც თით­ქოს ჰეზ­ბო­ლას ლი­დე­რე­ბის­გან მო­დი­ო­და. აფეთ­ქე­ბამ­დე კი მათ რამ­დე­ნი­მე წა­მით ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლის გა­მო­ცე­მა და­ი­წყეს.

  • რა გახ­და აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზი

ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ აფეთ­ქე­ბა პე­ი­ჯე­რე­ბის ბა­ტა­რე­ე­ბის გა­და­ხუ­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ზო­გის თქმით, ეს ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რად­გან აფეთ­ქე­ბე­ბის კად­რე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ბა­ტა­რე­ე­ბის გა­და­ხუ­რე­ბას.

ამე­რი­კე­ლი და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ის­რა­ელ­მა ლი­ბან­ში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პე­ი­ჯე­რე­ბის პარ­ტი­ა­ში ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბა და­მა­ლა.

ამ­ბო­ბენ იმა­საც, რომ თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვის მეშ­ვე­ო­ბით - მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვი ეწო­დე­ბა კომ­პა­ნი­ის და მისი მიმ­წო­დებ­ლე­ბის შე­კავ­ში­რე­ბულ სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბას და მომ­ხმა­რებ­ლამ­დე მი­ტა­ნას, ანუ ნედ­ლე­უ­ლის მო­პო­ვე­ბის, მა­სა­ლის თუ პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის, გა­და­ზიდ­ვის, და­სა­წყო­ბე­ბის და გა­სა­ღე­ბის მთელ პრო­ცესს და მას­ში ჩარ­თულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა თუ ადა­მი­ა­ნებს. კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვე­ბი სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბი­სა და კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის იქ­ნე­ბა.

BBC-სთან სა­უბ­რი­სას, ბრი­ტა­ნუ­ლი არ­მი­ის საბ­რძო­ლო ია­რა­ღის ერთ-ერ­თმა ყო­ფილ­მა ექ­სპერ­ტმა, ვა­რა­უ­დი გა­მოთ­ქვა, რომ მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი შე­საძ­ლოა დის­ტან­ცი­უ­რი სიგ­ნა­ლით გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი­ყო.

  • რა არის ცნო­ბი­ლი მსხვერ­პლის შე­სა­ხებ?

ჰეზ­ბო­ლას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ AFP-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ და­ღუ­პულ­თა­გან ორი ჰეზ­ბო­ლას ორი დე­პუ­ტა­ტის ვა­ჟია. მათ ასე­ვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ მოკ­ლუ­ლია ჰეზ­ბო­ლას წევ­რის ქა­ლიშ­ვი­ლი. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის იყო ლი­ბან­ში ირა­ნის ელჩი მოჯ­თა­ბა ამა­ნი. ირა­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუ­ქუ­რე­ბა.

„და­ზი­ა­ნე­ბე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სა­ხე­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით თვა­ლე­ბის არე­შია მი­ყე­ნე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­რო გახ­და ხე­ლის ამ­პუ­ტა­ცია. და­შა­ვე­ბულ­თა უმე­ტე­სო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მელ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი, ამი­ტომ ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის თქმა, ეკუთ­ვნო­და თუ არა რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი ჰეზ­ბო­ლას" - გა­ნა­ცხა­და ლი­ბა­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ფი­რას აბი­ად­მა.

  • ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი?

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არა­ვის აუ­ღია - თუმ­ცა ლი­ბა­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ჰეზ­ბო­ლა ის­რა­ელს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნა­ჯიბ მი­ქა­თის თქმით, აფეთ­ქე­ბა წარ­მო­ად­გენს "ლი­ბა­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვას". ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის წყა­რომ მომ­ხდარ­ში ის­რა­ე­ლის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო Mossad-ი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"ეს მო­ღა­ლა­ტე და კრი­მი­ნა­ლი მტე­რი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს თა­ვის სა­მარ­თლი­ან სას­ჯელს ამ აგ­რე­სი­ის­თვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მო­ე­ლის თუ არა ამას", - გა­ნა­ცხა­და მი­ქათ­მა.

ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ ბრალ­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ, მაგ­რამ ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის უმე­ტე­სო­ბა თან­ხმდე­ბა, რომ თავ­დას­ხმის უკან სწო­რედ ის დგას.

  • რა­ტომ იყე­ნებს ჰეზ­ბო­ლა პე­ი­ჯე­რებს?

ჰეზ­ბო­ლა­ში პე­ი­ჯე­რებს მრა­ვა­ლი წე­ლია იყე­ნე­ბენ, რისი მი­ზა­ნიც ერ­თმა­ნე­თის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი მე­სი­ჯე­ბის გა­ტე­ხის გარ­თუ­ლე­ბაა.

ლი­ბა­ნის უშიშ­რო­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რო­ი­ტერს გა­ნუ­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში ხუთი თვის წინ და­ახ­ლო­ე­ბით 5000 პე­ი­ჯე­რი შე­მო­ი­ტა­ნეს. აფეთ­ქე­ბუ­ლი პე­ი­ჯე­რე­ბის ფრაგ­მენ­ტებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ეტი­კე­ტე­ბი პე­ი­ჯე­რის მო­დელ­ზე მი­უ­თი­თებს, სა­ხელ­წო­დე­ბით Rugged Pager AR-924 - მისი მწარ­მო­ე­ბე­ლი ტა­ი­ვა­ნუ­რი კომ­პა­ნია Gold Apollo-ა. კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჰსუ ჩინგ-კუ­ა­ნი მომ­ხდარ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უარ­ყოფს.

  • გამ­წვავ­დე­ბა თუ არა კონ­ფლიქ­ტი ის­რა­ელ­სა და "ჰეზ­ბო­ლას" შო­რის?

შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ბი­ნეტ­მა ჩრდი­ლო­ეთ­ში ჰეზ­ბო­ლას თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად დევ­ნი­ლი 60,000 მო­სახ­ლის უსაფრ­თხო დაბ­რუ­ნე­ბა ომის ოფი­ცი­ა­ლურ მიზ­ნად აქ­ცია.

”უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ბი­ნეტ­მა გა­ნა­ახ­ლა ომის მიზ­ნე­ბი: ჩრდი­ლო­ე­თის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის უსაფრ­თხოდ დაბ­რუ­ნე­ბა სახ­ლებ­ში”, - გა­ნა­ცხა­დეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფის­ში - "ის­რა­ე­ლი გა­აგ­რძე­ლებს მოქ­მე­დე­ბას ამ მიზ­ნის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად." ის­რა­ელ­მა ად­რეც არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ჰეზ­ბო­ლას "სა­ზღვრი­დან" გან­დევ­ნის მიზ­ნით, სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას და­ი­წყებ­და. 7 ოქ­ტომ­ბერს, ღა­ზა­ში ის­რა­ელ­სა და ჰა­მასს შო­რის ომის და­წყე­ბის დღი­დან, სა­ზღვარ­ზე თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რი ცე­ცხლის გაც­ვლა ხდე­ბა. ლი­ბა­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ოქ­ტომ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სულ მცი­რე 589 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა - მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ჰეზ­ბო­ლას მებ­რძო­ლია.

და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე არ­სე­ბობს შიში, რომ სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­ვი­დეს. აფეთ­ქე­ბე­ბის შემ­დეგ, ჰეზ­ბო­ლა ის­რა­ე­ლის­გან პა­სუხს ითხოვს და მუ­ქა­რით მი­მარ­თავს.

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს
ავტორი:

"მესიჯი მიიღეს, რომელიც თითქოს მათი ლიდერებისგან მოდიოდა" - როგორ დაიგეგმა საუკუნის სპეცოპერაცია და რატომ იყენებს "ჰეზბოლა" პეიჯერებს

"მესიჯი მიიღეს, რომელიც თითქოს მათი ლიდერებისგან მოდიოდა" - როგორ დაიგეგმა საუკუნის სპეცოპერაცია და რატომ იყენებს "ჰეზბოლა" პეიჯერებს

ისრაელის სავარაუდო ოპერაციის ფარგლებში, ლიბანში "ჰეზბოლას" რამდენიმე ასეული წევრის პეიჯერები აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, პორტატული პეიჯერების გატეხა და მათი აფეთქება ისრაელმა მოახერხა. ლიბანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დაშავებულია დაახლოებით 2800.

აფეთქებები დაიწყო ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში და ქვეყნის რამდენიმე სხვა რაიონში სამშაბათს, ადგილობრივი დროით 15:45 საათზე (13:45 BST). მოწმეებმა განაცხადეს, რომ დაინახეს კვამლი, რომელიც ხალხის ჯიბეებიდან ამოდიოდა, ასევე გაისმა აფეთქების ხმა.

ინტერნეტში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ მოწყობილობა მამაკაცს შარვლის ჯიბეში აუფეთქდა. Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქებები დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 15:30 საათზე, პეიჯერებმა მესიჯი მიიღეს, რომელიც თითქოს ჰეზბოლას ლიდერებისგან მოდიოდა. აფეთქებამდე კი მათ რამდენიმე წამით ხმოვანი სიგნალის გამოცემა დაიწყეს.

  • რა გახდა აფეთქების მიზეზი

ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ აფეთქება პეიჯერების ბატარეების გადახურებამ გამოიწვია. ზოგის თქმით, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან აფეთქებების კადრები არ შეესაბამება ბატარეების გადახურებას.

ამერიკელი და სხვა მაღალჩინოსნების მიხედვით, ისრაელმა ლიბანში იმპორტირებული პეიჯერების პარტიაში ფეთქებადი ნივთიერება დამალა.

ამბობენ იმასაც, რომ თავდასხმა განხორციელდა მიწოდების ჯაჭვის მეშვეობით - მიწოდების ჯაჭვი ეწოდება კომპანიის და მისი მიმწოდებლების შეკავშირებულ სისტემას, რომელიც ემსახურება პროდუქციის წარმოებას და მომხმარებლამდე მიტანას, ანუ ნედლეულის მოპოვების, მასალის თუ პროდუქციის წარმოების, გადაზიდვის, დასაწყობების და გასაღების მთელ პროცესს და მასში ჩართულ ორგანიზაციებსა თუ ადამიანებს. კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, მისი მიწოდების ჯაჭვები სხვადასხვა მასშტაბისა და კონფიგურაციის იქნება.

BBC-სთან საუბრისას, ბრიტანული არმიის საბრძოლო იარაღის ერთ-ერთმა ყოფილმა ექსპერტმა, ვარაუდი გამოთქვა, რომ მოწყობილობები შესაძლოა დისტანციური სიგნალით გააქტიურებულიყო.

  • რა არის ცნობილი მსხვერპლის შესახებ?

ჰეზბოლასთან დაახლოებულმა წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ დაღუპულთაგან ორი ჰეზბოლას ორი დეპუტატის ვაჟია. მათ ასევე განაცხადეს, რომ მოკლულია ჰეზბოლას წევრის ქალიშვილი. დაშავებულებს შორის იყო ლიბანში ირანის ელჩი მოჯთაბა ამანი. ირანული მედიის ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქურება.

„დაზიანებების უმეტესი ნაწილი სახეზე, განსაკუთრებით თვალების არეშია მიყენებული. რამდენიმე შემთხვევაში საჭირო გახდა ხელის ამპუტაცია. დაშავებულთა უმეტესობა სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, ამიტომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, ეკუთვნოდა თუ არა რომელიმე მათგანი ჰეზბოლას" - განაცხადა ლიბანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მინისტრმა ფირას აბიადმა.

  • ვინ არის პასუხისმგებელი?

მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის აუღია - თუმცა ლიბანის პრემიერ-მინისტრი და ჰეზბოლა ისრაელს ადანაშაულებენ.

პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქათის თქმით, აფეთქება წარმოადგენს "ლიბანის სუვერენიტეტის სერიოზულ დარღვევას". ქვეყნის უსაფრთხოების წყარომ მომხდარში ისრაელის სადაზვერვო სააგენტო Mossad-ი დაადანაშაულა.

"ეს მოღალატე და კრიმინალი მტერი აუცილებლად მიიღებს თავის სამართლიან სასჯელს ამ აგრესიისთვის, მიუხედავად იმისა, მოელის თუ არა ამას", - განაცხადა მიქათმა.

ისრაელის ოფიციალური პირები ამ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ ანალიტიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ თავდასხმის უკან სწორედ ის დგას.

  • რატომ იყენებს ჰეზბოლა პეიჯერებს?

ჰეზბოლაში პეიჯერებს მრავალი წელია იყენებენ, რისი მიზანიც ერთმანეთისთვის გაგზავნილი მესიჯების გატეხის გართულებაა.

ლიბანის უშიშროების ოფიციალურმა წარმომადგენელმა როიტერს განუცხადა, რომ ქვეყანაში ხუთი თვის წინ დაახლოებით 5000 პეიჯერი შემოიტანეს. აფეთქებული პეიჯერების ფრაგმენტებზე არსებული ეტიკეტები პეიჯერის მოდელზე მიუთითებს, სახელწოდებით Rugged Pager AR-924 - მისი მწარმოებელი ტაივანური კომპანია Gold Apollo-ა. კომპანიის დამფუძნებელი ჰსუ ჩინგ-კუანი მომხდარში მონაწილეობას უარყოფს.

  • გამწვავდება თუ არა კონფლიქტი ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის?

შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ჩრდილოეთში ჰეზბოლას თავდასხმების შედეგად დევნილი 60,000 მოსახლის უსაფრთხო დაბრუნება ომის ოფიციალურ მიზნად აქცია.

”უსაფრთხოების კაბინეტმა განაახლა ომის მიზნები: ჩრდილოეთის მაცხოვრებლების უსაფრთხოდ დაბრუნება სახლებში”, - განაცხადეს პრემიერ-მინისტრის ოფისში - "ისრაელი გააგრძელებს მოქმედებას ამ მიზნის განსახორციელებლად." ისრაელმა ადრეც არაერთხელ განაცხადა, რომ ჰეზბოლას "საზღვრიდან" განდევნის მიზნით, სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა. 7 ოქტომბერს, ღაზაში ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების დღიდან, საზღვარზე თითქმის ყოველდღიური ცეცხლის გაცვლა ხდება. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოქტომბრიდან მოყოლებული სულ მცირე 589 ადამიანი დაიღუპა - მათი უმრავლესობა ჰეზბოლას მებრძოლია.

დაძაბულობის ფონზე არსებობს შიში, რომ სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს. აფეთქებების შემდეგ, ჰეზბოლა ისრაელისგან პასუხს ითხოვს და მუქარით მიმართავს.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: