სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არაა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით" - პრემიერი სანქციებზე
"დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არაა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით" - პრემიერი სანქციებზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი და­ე­მა­ტე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას „გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­და­ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრინ­ცი­პუ­ლი მსჯე­ლო­ბა მო­უ­წევს“.

ჟურ­ნა­ლის­ტის შე­სა­ბა­მის კი­თხვა­ზე, კო­ბა­ხი­ძე არ აკონ­კრე­ტებს რა პო­ზი­ცი­ე­ბის გა­და­ხედ­ვას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა იმე­დოვ­ნებს, რომ მო­მა­ვალ­ში აშშ მსგავს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აღარ მი­ი­ღებს.

„იმე­დი მაქვს, გუ­შინ­წინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა [სან­ქცი­ებ­ზე] იქ­ნე­ბა ბოლო, ურ­თი­ერ­თო­ბის დან­გრე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. იმე­დი მაქვს, ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში აღარ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ეს იმე­დი გა­მოვ­თქვი ელჩთან შეხ­ვედ­რა­ზე. მინ­და, ელჩს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მისი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მისი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არაა საკ­მა­რი­სი, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში ჯან­სა­ღი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იყოს მი­ღე­ბუ­ლი, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დან­გრე­ვის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

"ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ხელს არ უწყობს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვას. 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში იყო სე­რი­ო­ზუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი. ძი­რი­თა­დად წინა ელ­ჩის საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებ­და ამ სირ­თუ­ლე­ებს. ასეთ პი­რო­ბებ­ში, ამ ფონ­ზე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამას ესა­ჭი­რო­ე­ბა ჯან­სა­ღი და სა­მარ­თლი­ა­ნი მიდ­გო­მა, თუმ­ცა ასე­თი სან­ქცი­ე­ბი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ხელს არ უწყობს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვას, მით უმე­ტეს, რო­დე­საც სან­ქცი­ე­ბი უწეს­დე­ბათ მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ცი­ე­ლებს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც აგ­ვის­ტოს ომში იბ­რძოდ­ნენ. ეს არის ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს უკი­დუ­რე­სი შე­უ­რა­ცხყო­ფა. ეს ჩვენ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. შეშ­ფო­თე­ბა გა­მოვ­ხა­ტე ამე­რი­კის ელ­ჩის მი­მართ და მკა­ფი­ოდ და­ვა­ფიქ­სი­რე ერთი რამ - თუ ამას და­ე­მა­ტე­ბა კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი, მოგ­ვი­წევს პრინ­ცი­პუ­ლად მსჯე­ლო­ბა გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­და­ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია არა პარტნი­ო­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ისე­თი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა არა მხო­ლოდ პარტნი­ო­რი, არა­მედ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი. ამი­ტომ ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, იმოქ­მე­დონ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად, სა­მარ­თლი­ა­ნად. ეს წა­ად­გე­ბა ქარ­თულ-ამე­რი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც გა­და­იდ­გა [სან­ქცი­ებს], მი­მარ­თუ­ლია ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დან­გრე­ვის­კენ. ვის შე­იძ­ლე­ბა აწყობ­დეს ეს, თა­ვად შე­გიძ­ლი­ათ იმ­სჯე­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

გარ­და ამი­სა, კო­ბა­ხი­ძე ფიქ­რობს, რომ სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის მი­ღე­ბუ­ლი არაა.

„ვხე­დავთ, რომ ბა­ი­დე­ნი არ იღებს ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბობს ოლი­გარ­ქი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ამის შე­დე­გია ის უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის, რო­მე­ლიც მი­ი­ღე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბა­ი­დე­ნი საქ­მის კურ­სშიც კი არაა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, აშშ-მა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვის­თვის ქარ­თვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და ექ­სტრე­მის­ტე­ბი და­ა­სან­ქცი­რა. კერ­ძოდ, აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის ძა­ლა­დობ­რივ დარ­ბე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ორ ოფი­ცი­ა­ლურ პირ­სა და ორ კერ­ძო პირს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ და­სან­ქცირ­დნენ გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი, იგი­ვე „ხა­რე­ბა“ და მისი მო­ად­გი­ლე მი­ლე­რი ლა­გა­ზა­უ­რი, „ალტ-ინ­ფოს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კონ­სტან­ტი­ნე მორ­გო­შია და ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძე.

გარ­და ამი­სა, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვებს აწე­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის ძი­რის გა­მო­თხრა­ში მო­ნა­წი­ლე 60-ზე მეტი ქარ­თვე­ლი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ავტორი:

"დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არაა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით" - პრემიერი სანქციებზე

"დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არაა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით" - პრემიერი სანქციებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს კიდევ ერთი ნაბიჯი დაემატება, საქართველოს ხელისუფლებას „გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით პრინციპული მსჯელობა მოუწევს“.

ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე, კობახიძე არ აკონკრეტებს რა პოზიციების გადახედვას გულისხმობს, თუმცა იმედოვნებს, რომ მომავალში აშშ მსგავს გადაწყვეტილებას აღარ მიიღებს.

„იმედი მაქვს, გუშინწინდელი გადაწყვეტილება [სანქციებზე] იქნება ბოლო, ურთიერთობის დანგრევის მიმართულებით. იმედი მაქვს, ასეთი გადაწყვეტილება მომავალში აღარ იქნება მიღებული. ეს იმედი გამოვთქვი ელჩთან შეხვედრაზე. მინდა, ელჩს მადლობა გადავუხადო მისი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, მისი კონსტრუქციული დამოკიდებულება არაა საკმარისი, რომ მთლიანობაში ჯანსაღი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, რაც ძალიან სამწუხაროა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევისკენაა მიმართული.

"ასეთი ნაბიჯები, გადაწყვეტილებები, ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. 4 წლის განმავლობაში ამ ურთიერთობებში იყო სერიოზული სირთულეები. ძირითადად წინა ელჩის საქმიანობა განაპირობებდა ამ სირთულეებს. ასეთ პირობებში, ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ესაჭიროება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა, თუმცა ასეთი სანქციები, გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს, როდესაც სანქციები უწესდებათ მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც აგვისტოს ომში იბრძოდნენ. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა. ეს ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. შეშფოთება გამოვხატე ამერიკის ელჩის მიმართ და მკაფიოდ დავაფიქსირე ერთი რამ - თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით. პრინციპულად მიუღებელია არა პარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეწოდება არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ რაციონალურად, სამართლიანად. ეს წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს.

რაც შეეხება ნაბიჯს, რომელიც გადაიდგა [სანქციებს], მიმართულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევისკენ. ვის შეიძლება აწყობდეს ეს, თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძე ფიქრობს, რომ სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებული არაა.

„ვხედავთ, რომ ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებების, რომელიც მიიღება. დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არაა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.