პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეანალიტიკის როლი მიკრობიოლოგიაში - ინტერვიუ სპეციალისტთან
პრეანალიტიკის როლი მიკრობიოლოგიაში - ინტერვიუ სპეციალისტთან

პრე­ა­ნა­ლი­ტი­კა უდი­დეს როლს თა­მა­შობს კვლე­ვის სა­ბო­ლოო შე­დეგ­ზე — მეტ­წი­ლად სწო­რედ მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნად სწო­რად შეს­რულ­დე­ბა გა­მოკ­ვლე­ვა. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის შეც­დო­მე­ბის დიდი წილი, 77% პრე­ა­ნა­ლი­ტი­კუ­რი ფა­ზის დარ­ღვე­ვა­ზე მო­დის.

რას გუ­ლის­ხმობს პრე­ა­ნა­ლი­ტი­კა და რა­ტომ არის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სწო­რი პა­სუ­ხის­თვის? — ამ სა­კი­თხზე თო­დუ­ას კლი­ნი­კის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი თი­ნა­თინ მეს­ხიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს.

ქალ­ბა­ტო­ნო თი­ნა­თინ, რა არის პრე­ა­ნა­ლი­ტი­კა და რა როლს თა­მა­შობს ის ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის პრო­ცეს­ში?

პრე­ა­ნა­ლი­ტი­კა ეს არის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს პა­ცი­ენ­ტის წინა, მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდს საკ­ვლე­ვი ნი­მუ­შის აღე­ბის, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის და ნი­მუ­შის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის დაც­ვით. პრე­ა­ნა­ლი­ტი­კუ­რი ფაზა იწყე­ბა პა­ცი­ენ­ტის სწო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბით იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა მო­ემ­ზა­დოს ამა თუ იმ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის­თვის.

ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის პრე­ა­ნა­ლი­ტი­კუ­რი ფა­ზის პირ­ვე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბა, რო­მე­ლიც ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ეხე­ბა ყვე­ლა ტი­პის ბი­ო­ლო­გი­ურ ნი­მუ­შებს, არის ნი­მუ­შის აღე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ამ­დე. თუ პა­ცი­ენ­ტი უკვე იმ­ყო­ფე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტიკ­ზე, სა­სურ­ვე­ლია, ასეთ დროს ნი­მუ­ში ავი­ღოთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ის და­წყე­ბი­დან მი­ნი­მუმ 24-სთ-ის გას­ვლის შემ­დეგ.

გან­სხვავ­დე­ბა თუ არა სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­მოკ­ვლე­ვე­ბის­თვის პრე­ა­ნა­ლი­ტი­კუ­რი ეტა­პი?

დიახ, რა თქმა უნდა, გან­სხვავ­დე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ვიც­ვათ ნი­მუ­შის შე­ნახ­ვის და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პი­რო­ბე­ბიც. მა­გა­ლი­თად, ხა­ხის ნა­ცხის და ნახ­ვე­ლის აღე­ბის პრე­ა­ნა­ლი­ტი­კა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ხა­ხის ნა­ცხის აღე­ბის დროს არ არის სა­ჭი­რო პი­რის ღრუს ჰი­გი­ე­ნუ­რი პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა, ნახ­ვე­ლის ჩა­ბა­რე­ბი­სას კი სა­ჭი­როა, ჩა­ტარ­დეს პი­რის ღრუს ჰი­გი­ე­ნუ­რი პრო­ცე­დუ­რა.

ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­შე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, სა­სურ­ვე­ლია, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მოხ­ვდეს აღე­ბი­დან 1-2 სთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუ ამ მო­ნაკ­ვეთ­ში ვერ ხერ­ხდე­ბა ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, და­ცუ­ლი იყოს ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი და მა­სა­ლა მო­თავ­სდეს სატ­რან­სპორ­ტო კონ­ტე­ი­ნერ­ში. მა­გა­ლი­თად, შარ­დის ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის დროს მა­სა­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მი­ტა­ნილ უნდა იქ­ნას აღე­ბი­დან-1-2 სთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ის სპე­ცი­ა­ლის­ტმა ან 4-8°C-მდე ტემ­პე­რა­ტუ­რულ პი­რო­ბებ­ში უნდა შე­ი­ნა­ხოს 4 სთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ან გა­და­ი­ტა­ნოს ბო­რისმჟა­ვი­ან კონ­ტე­ი­ნერ­ში.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სის­ხლის, ჩირ­ქო­ვა­ნი მა­სა­ლის, სხვა­დას­ხვა სა­ხის ბი­ო­ლო­გი­უ­რი სი­თხე­ე­ბის, ფე­კა­ლუ­რი მა­სის და ა.შ. შე­ნახ­ვის და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პი­რო­ბე­ბიც.

თუ არ­სე­ბობს ისე­თი სა­ხის ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა, რომ­ლის­თვი­საც მა­სა­ლის აღე­ბა უშუ­ა­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ უნდა მოხ­დეს?

დიახ, რა თქმა უნდა. ნი­მუ­შის ასეთ სა­ხე­ო­ბებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ხა­ხის ნა­ცხი, ჩირ­ქო­ვა­ნი მა­სა­ლა, ზე­და­პი­რუ­ლი ჭრი­ლო­ბის ნა­ცხე­ბი და ა. შ. თუმ­ცა აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მო­ცე­მუ­ლი ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ დატ­რე­ნინ­გე­ბულ, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს.

გა­მოკ­ვლე­ვის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დერ­მა­ტო­ფი­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით, კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ზე­და­პი­რი­დან, თა­ვის არე­დან და ფრჩხი­ლი­დან ნი­მუ­შის სწო­რად აღე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­სურ­ვე­ლია, თუ ეს პრო­ცე­სი მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ასეთ დროს სწო­რად უნდა შე­ფას­დეს ნი­მუ­შის აღე­ბის ლო­კა­ცია, მა­სა­ლა აღე­ბის­თა­ნა­ვე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ი­თე­სოს წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბულ შე­სა­ბა­მის სე­ლექ­ტი­ურ აგა­რებ­ზე, ასე­ვე, სა­ჭი­როა მომ­ზად­დეს მიკ­როს­კო­პი­რე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი პრე­პა­რა­ტე­ბი. ამ პი­რო­ბე­ბის დაც­ვა კი მხო­ლოდ მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თქვენ ისა­უბ­რეთ პრე­ა­ნა­ლი­ტი­კის როლ­ზე მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ა­ში და პა­ცი­ენ­ტის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე. რო­გორ ხდე­ბა ეს პრო­ცე­სი თო­დუ­ას კლი­ნი­კის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში?

პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ კლი­ნი­კას აქვს კომ­ფორ­ტუ­ლი და პა­ცი­ენტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სი. ერთ სივ­რცე­ში, კლი­ნი­კი­დან გა­უს­ვლე­ლად შე­უძ­ლია მი­ი­ღოს პა­ცი­ენ­ტმა სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, მათ შო­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სრუ­ლი სპექტრი.

პა­ცი­ენ­ტის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ბა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იწყე­ბა მკურ­ნა­ლი ექი­მის კა­ბი­ნეტ­ში. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტი კონ­სულ­ტა­ცი­ას იღებს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ, რო­გორც ად­გილ­ზე გა­სა­უბ­რე­ბით, ასე­ვე, სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გზით.

უნდა აღ­ვნიშ­ნო ისიც რომ, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის და ხა­რის­ხის ჯგუ­ფის მიერ მომ­ზად­და ე.წ. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სერ­ვი­სის მომ­სა­ხუ­რე­ბის გზამ­კვლე­ვი, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს გა­ეც­ნონ ძი­რი­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვან პრე­ა­ნა­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებს და სწო­რად მო­ემ­ზა­დონ სხვა­დას­ხვა სა­ხის ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­შე­ბის ჩა­ბა­რე­ბის­თვის.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პრეანალიტიკის როლი მიკრობიოლოგიაში - ინტერვიუ სპეციალისტთან

პრეანალიტიკის როლი მიკრობიოლოგიაში - ინტერვიუ სპეციალისტთან

პრეანალიტიკა უდიდეს როლს თამაშობს კვლევის საბოლოო შედეგზე — მეტწილად სწორედ მასზეა დამოკიდებული რამდენად სწორად შესრულდება გამოკვლევა. ლაბორატორიული მედიცინის შეცდომების დიდი წილი, 77% პრეანალიტიკური ფაზის დარღვევაზე მოდის.

რას გულისხმობს პრეანალიტიკა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი სწორი პასუხისთვის? — ამ საკითხზე თოდუას კლინიკის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მიკრობიოლოგი თინათინ მესხიშვილი საუბრობს.

ქალბატონო თინათინ, რა არის პრეანალიტიკა და რა როლს თამაშობს ის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების პროცესში?

პრეანალიტიკა ეს არის პროცესი, რომელიც მოიცავს პაციენტის წინა, მოსამზადებელ პერიოდს საკვლევი ნიმუშის აღების, ტრანსპორტირების და ნიმუშის შენახვის პირობების დაცვით. პრეანალიტიკური ფაზა იწყება პაციენტის სწორად ინფორმირებულობით იმაზე, თუ როგორ უნდა მოემზადოს ამა თუ იმ კვლევის ჩატარებისთვის.

ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების პრეანალიტიკური ფაზის პირველი და მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეხება ყველა ტიპის ბიოლოგიურ ნიმუშებს, არის ნიმუშის აღება ანტიბიოტიკოთერაპიამდე. თუ პაციენტი უკვე იმყოფება ანტიბიოტიკზე, სასურველია, ასეთ დროს ნიმუში ავიღოთ ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან მინიმუმ 24-სთ-ის გასვლის შემდეგ.

განსხვავდება თუ არა სხვადასხვა ტიპის გამოკვლევებისთვის პრეანალიტიკური ეტაპი?

დიახ, რა თქმა უნდა, განსხვავდება. აუცილებელია დავიცვათ ნიმუშის შენახვის და ტრანსპორტირების პირობებიც. მაგალითად, ხახის ნაცხის და ნახველის აღების პრეანალიტიკა განსხვავებულია. ხახის ნაცხის აღების დროს არ არის საჭირო პირის ღრუს ჰიგიენური პროცედურის ჩატარება, ნახველის ჩაბარებისას კი საჭიროა, ჩატარდეს პირის ღრუს ჰიგიენური პროცედურა.

ბიოლოგიური ნიმუშების უმრავლესობა, სასურველია, ლაბორატორიაში მოხვდეს აღებიდან 1-2 სთ-ის განმავლობაში. თუ ამ მონაკვეთში ვერ ხერხდება ტრანსპორტირება, აუცილებელია, დაცული იყოს ტემპერატურული რეჟიმი და მასალა მოთავსდეს სატრანსპორტო კონტეინერში. მაგალითად, შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის დროს მასალა ლაბორატორიაში მიტანილ უნდა იქნას აღებიდან-1-2 სთ-ის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სპეციალისტმა ან 4-8°C-მდე ტემპერატურულ პირობებში უნდა შეინახოს 4 სთ-ის განმავლობაში, ან გადაიტანოს ბორისმჟავიან კონტეინერში.

განსხვავებულია სისხლის, ჩირქოვანი მასალის, სხვადასხვა სახის ბიოლოგიური სითხეების, ფეკალური მასის და ა.შ. შენახვის და ტრანსპორტირების პირობებიც.

თუ არსებობს ისეთი სახის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რომლისთვისაც მასალის აღება უშუალოდ ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტის მიერ უნდა მოხდეს?

დიახ, რა თქმა უნდა. ნიმუშის ასეთ სახეობებს მიეკუთვნება ხახის ნაცხი, ჩირქოვანი მასალა, ზედაპირული ჭრილობის ნაცხები და ა. შ. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოცემული ნიმუშების აღება შეუძლია ნებისმიერ დატრენინგებულ, სამედიცინო პერსონალს.

გამოკვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დერმატოფიტების გამოვლენის მიზნით, კანის დაზიანებული ზედაპირიდან, თავის არედან და ფრჩხილიდან ნიმუშის სწორად აღება. ამ შემთხვევაში, სასურველია, თუ ეს პროცესი მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის თანამშრომლის მიერ განხორციელდება. ასეთ დროს სწორად უნდა შეფასდეს ნიმუშის აღების ლოკაცია, მასალა აღებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა დაითესოს წინასწარ გამზადებულ შესაბამის სელექტიურ აგარებზე, ასევე, საჭიროა მომზადდეს მიკროსკოპირებისთვის შესაბამისი პრეპარატები. ამ პირობების დაცვა კი მხოლოდ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაშია შესაძლებელი.

თქვენ ისაუბრეთ პრეანალიტიკის როლზე მიკრობიოლოგიაში და პაციენტის ინფორმირებულობის აუცილებლობაზე. როგორ ხდება ეს პროცესი თოდუას კლინიკის მიკრობიოლოგიურ განყოფილებაში?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ კლინიკას აქვს კომფორტული და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო სერვისი. ერთ სივრცეში, კლინიკიდან გაუსვლელად შეუძლია მიიღოს პაციენტმა სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ლაბორატორიული მომსახურების სრული სპექტრი.

პაციენტის პირველადი ინფორმირებულობა ლაბორატორიული კვლევების ჩაბარებასთან დაკავშირებით იწყება მკურნალი ექიმის კაბინეტში. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტი კონსულტაციას იღებს ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტის მიერ, როგორც ადგილზე გასაუბრებით, ასევე, სატელეფონო კომუნიკაციის გზით.

უნდა აღვნიშნო ისიც რომ, ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტების და ხარისხის ჯგუფის მიერ მომზადდა ე.წ. ლაბორატორიული სერვისის მომსახურების გზამკვლევი, რომელიც პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ ძირითად, მნიშვნელოვან პრეანალიტიკურ საკითხებს და სწორად მოემზადონ სხვადასხვა სახის ბიოლოგიური ნიმუშების ჩაბარებისთვის.

R