საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არა აქვთ და მათთვის ბოდიშის მოხდას არავინ აპირებს..." - პრემიერი
"მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არა აქვთ და მათთვის ბოდიშის მოხდას არავინ აპირებს..." - პრემიერი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რე­ბი ზუს­ტად ისე­ვე არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი გმი­რე­ბის სიკ­ვდილ­ზე, რო­გორც მათი უშუ­ა­ლო მკვლე­ლე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, კო­ლექ­ტი­უ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მცდე­ლო­ბა, ფა­რად გა­მო­ი­ყე­ნოს და­ღუ­პულ გმირ­თა სა­ხე­ლე­ბი, მხო­ლოდ უკი­დუ­რეს უტიფ­რო­ბად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს.

"მინ­და, ასე­ვე გა­მო­ვეხ­მა­უ­რო სპე­კუ­ლა­ცი­ურ გზავ­ნილს, რო­მელ­საც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია ურ­თი­ერ­თპა­ტი­ე­ბი­სა და შე­რი­გე­ბის თე­მა­ზე აჟ­ღე­რებს. კერ­ძოდ, ოპო­ზი­ცია აცხა­დებს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დოთ ქარ­თვე­ლე­ბის მკვლე­ლებ­სა და მწა­მებ­ლებს. ამ სპე­კუ­ლა­ცი­ის პა­სუ­ხად, მკა­ფი­ოდ უნდა ით­ქვას, რომ მკვლე­ლებს და მწა­მებ­ლებს ეროვ­ნე­ბა არა აქვთ და მათ­თვის ბო­დი­შის მოხ­დას არც არა­ვინ აპი­რებს. ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბის მკვლე­ლე­ბი და მწა­მებ­ლე­ბი ზუს­ტად ისე­თი­ვე ოსე­ბი არი­ან, რო­გო­რი ქარ­თვე­ლე­ბიც არი­ან სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მის სხვა ლი­დე­რე­ბი, რომ­ლებ­მაც 2008 წელს ცხინ­ვა­ლის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

სრუ­ლი­ად ცხა­დია, რომ რო­დე­საც ურ­თი­ერ­თპა­ტი­ე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვყავს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ათა­სი მშვი­დო­ბი­ა­ნი ოსი, რომ­ლებ­თან შე­რი­გე­ბის გა­რე­შე მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა უტო­პი­აა, შე­რი­გე­ბა კი, ბუ­ნებ­რი­ვია, ორ­მხრი­ვი მო­ნა­ნი­ე­ბის გა­რე­შე ვერ შედ­გე­ბა.

არა­თუ ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბის მკვლე­ლებ­თან და მწა­მებ­ლებ­თან არ გვაქვს ბო­დი­ში მო­სახ­დე­ლი, ჩვენ, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად ჩვე­ნი გმი­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს უნდა მო­ვუ­ხა­დოთ ბო­დი­ში იმის გამო, რომ თა­ვის დრო­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში ომის გამ­ჩა­ღე­ბე­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გა­რე­მოც­ვა მი­ვუშ­ვით. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რე­ბი ზუს­ტად ისე­ვე არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი გმი­რე­ბის სიკ­ვდილ­ზე, რო­გორც მათი უშუ­ა­ლო მკვლე­ლე­ბი. ასეთ პი­რო­ბებ­ში, კო­ლექ­ტი­უ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მცდე­ლო­ბა, ფა­რად გა­მო­ი­ყე­ნოს და­ღუ­პულ გმირ­თა სა­ხე­ლე­ბი, მხო­ლოდ უკი­დუ­რეს უტიფ­რო­ბად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არა აქვთ და მათთვის ბოდიშის მოხდას არავინ აპირებს..." - პრემიერი

"მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არა აქვთ და მათთვის ბოდიშის მოხდას არავინ აპირებს..." - პრემიერი

"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზუსტად ისევე არიან პასუხისმგებელი სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი გმირების სიკვდილზე, როგორც მათი უშუალო მკვლელები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ფარად გამოიყენოს დაღუპულ გმირთა სახელები, მხოლოდ უკიდურეს უტიფრობად შეიძლება შეფასდეს.

"მინდა, ასევე გამოვეხმაურო სპეკულაციურ გზავნილს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ურთიერთპატიებისა და შერიგების თემაზე აჟღერებს. კერძოდ, ოპოზიცია აცხადებს, რომ არ შეიძლება ბოდიში მოვუხადოთ ქართველების მკვლელებსა და მწამებლებს. ამ სპეკულაციის პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არა აქვთ და მათთვის ბოდიშის მოხდას არც არავინ აპირებს. ქართველი გმირების მკვლელები და მწამებლები ზუსტად ისეთივე ოსები არიან, როგორი ქართველებიც არიან სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის სხვა ლიდერები, რომლებმაც 2008 წელს ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.

სრულიად ცხადია, რომ როდესაც ურთიერთპატიებაზეა საუბარი, მხედველობაში გვყავს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რამდენიმე ათეული ათასი მშვიდობიანი ოსი, რომლებთან შერიგების გარეშე მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უტოპიაა, შერიგება კი, ბუნებრივია, ორმხრივი მონანიების გარეშე ვერ შედგება.

არათუ ქართველი გმირების მკვლელებთან და მწამებლებთან არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, ჩვენ, პირველ რიგში, თავად ჩვენი გმირების ოჯახის წევრებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ თავის დროზე ხელისუფლების სათავეში ომის გამჩაღებელი სააკაშვილი და მისი გარემოცვა მივუშვით. "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზუსტად ისევე არიან პასუხისმგებელი სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი გმირების სიკვდილზე, როგორც მათი უშუალო მკვლელები. ასეთ პირობებში, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ფარად გამოიყენოს დაღუპულ გმირთა სახელები, მხოლოდ უკიდურეს უტიფრობად შეიძლება შეფასდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ასევე: