სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში
რა წერია კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის მა­მის, გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ოჯახ­მა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო­დან სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა მი­ი­ღო.

  • გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მა­მამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა მი­ა­წო­და, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"რო­გორც ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ის და­წყე­ბი­სას, ისე მისი კო­რექ­ცი­ი­სას არ გან­ხორ­ცი­ელ­და ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის ნი­მუ­შის აღე­ბა და არ გან­ხორ­ცი­ელ­და ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა, რაც სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო შე­სა­ბა­მი­სი გა­იდ­ლა­ი­ნის მი­ხედ­ვით. აღ­ნიშ­ნუ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დგომ, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და სწო­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა - სწო­რი პრე­პა­რა­ტი სწორ დროს, სწო­რი დო­ზი­რე­ბით. ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია და­წყე­ბუ­ლი იქნა და შემ­დგომ­ში მისი კო­რექ­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და ისე, რომ ცნო­ბი­ლი არ იყო ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი იყო თუ არა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ით, რო­მე­ლი მათ­გა­ნით, ასე­ვე არ იყო გან­სა­ზღვრუ­ლი, ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი რე­ზის­ტენ­ტო­ბის პრო­ფი­ლი...

27 აგ­ვის­ტომ­დე იყო ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცია, მათ შო­რის, გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­თან, თუმ­ცა, ბაქ­ტე­რი­უ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია არ­სად არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად, ბაქ­ტე­რი­უ­ლი კვლე­ვა ჩა­ტარ­და 31 აგ­ვის­ტოს, რაც მა­ნამ­დე არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. 11 აგ­ვის­ტო­დან 31 აგ­ვის­ტომ­დე ბაქ­ტე­რი­უ­ლი კვლე­ვა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ინ­ტერ­ლე­ი­კე­ნის 6 მაჩ­ვე­ნებ­ლის ცვლი­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გან­ხი­ლუ­ლი­ყო და­ა­ვა­დე­ბის შე­საძ­ლო დამ­ძი­მე­ბის პროგ­ნო­ზულ მარ­კე­რად, კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის და სხვა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის ერ­თად. კვლე­ვა ინ­ტერ­ლე­ი­კებ­ზე უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო 1-2 დღეს ნაც­ვლად მე-4 დღი­სა... ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­უ­რი თე­რა­პია შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და არ­სე­ბულ მე­თო­დურ რე­კო­მენ­და­ცი­ებს და გა­იდ­ლა­ინს. თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნი­ის უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და ჰე­მა­ტო­ლო­გის ჩარ­თუ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში თე­რა­პი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. კორ­ტი­კოს­ტე­რი­ო­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა არ ზე­მოქ­მე­დებს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე, მტკი­ცე­ბა იმი­სა, რომ ჰე­მა­ტო­ლო­გის დრო­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცია პა­ცი­ენტს და­ა­ზღვევ­და შემ­დგო­მი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ უმ­ძი­მე­სი გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან, არ არის მარ­თე­ბუ­ლი“, - წე­რია დას­კვნა­ში.

გარ­და ამი­სა, პრო­ფე­სო­რი თ. მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა­ში წერს, რომ პა­ცი­ენ­ტის მი­მართ ექი­მე­ბის მხრი­დან უყუ­რა­დღე­ბო­ბა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

"პა­ცი­ენტ ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ორი­ვე ეტაპ­ზე (თე­რა­პი­უ­ლი, რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი) კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის მარ­თვის ტაქ­ტი­კა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და არ­სე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ასე­ვე, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა უყუ­რა­დღე­ბო­ბა, ან ისე­თი ქმე­დე­ბა, რაც პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას, ან სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ გარ­თუ­ლე­ბებს გა­მო­იწ­ვევ­და.

ექ­სპერ­ტი დას­კვნა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ 10 სექ­ტემ­ბერს პა­ცი­ენ­ტის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მე იყო, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ტუ­რა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ვერ ხდე­ბო­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი 60 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა, უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა, გუ­ლის მუ­შა­ო­ბის აღ­დგე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა­ში კი­დევ ერთი ექ­სპერ­ტი კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დარ­გში ლ. უგუ­ლა­ვა იმ ნარ­კო­ტი­კულ პრე­პა­რა­ტებ­ზეც სა­უბ­რობს, რაც ჩარ­კვი­ანს მკურ­ნა­ლო­ბი­სას გა­უ­კეთ­და.

"ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ანს მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი აქვს სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტე­ბი, მათ შო­რის ფენ­ტა­ნი­ლი, მორ­ფი­ნი, მი­და­ზო­ლა­მი, ნე­ო­რე­ლი­უ­მი, კე­ტა­მი­ნი, პრო­პო­ფი­ლი, დი­მედ­რო­ლი, არ­დუ­ა­ნი და ა.შ...29 აგ­ვის­ტოს პა­ცი­ენ­ტთან ნარ­კო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია ჩა­ტარ­და, მის მიერ მი­ცე­მუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ის ხა­სი­ათს ატა­რებ­და, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოქ­მე­დებ­და, ის თვი­თონ გან­სა­ზღვრავ­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სე­და­ტი­უ­რი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის შეყ­ვა­ნის დო­ზი­რე­ბას. ამ პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, პა­ცი­ენტ ჩარ­კვი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას ზი­ა­ნი არ მი­ყე­ნე­ბია“, - წერს ექ­სპერ­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მა­მას, მისი გან­მარ­ტე­ბით, დას­კვნა­ში, რო­მელ­საც ოჯა­ხი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დე­ბო­და, ექ­სპერ­ტე­ბის­თვის დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად, იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია. ჩარ­კვი­ა­ნი სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ა­ზე რჩე­ბა და კვლავ ამ­ტკი­ცებს, რომ ექი­მებ­მა გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით მისი შვი­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მოკ­ლეს. ის პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას სთხოვს.

"ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა გა­ი­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა რამ­დე­ნი­მე წლის წინ იქნა და­ნიშ­ნუ­ლი, დას­კვნა კი ახ­ლა­ხან მი­ვი­ღე. დას­კვნა­ში ისე­თი რა­მე­ე­ბი წე­რია, რაც თვალ­ნა­თელს ხდის, რომ ჩემი შვი­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იქნა მოკ­ლუ­ლი. ამას ის გა­რე­მო­ე­ბე­ბიც მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ექ­სპერ­ტე­ბის­თვის დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად, იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი იქნა ექ­სპერ­ტე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ. თუმ­ცა, რა­საც ექ­სპერ­ტი­ზამ გვერ­დი ვერ აურა და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით ნა­წილ­ში პირ­და­პი­რაა მი­თი­თე­ბუ­ლი. დას­კვნა­ში წე­რია, "ყო­ვე­ლი­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად, დად­გა მძი­მე შე­დე­გი, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის სა­ხით. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის გამო, 2021 წლის 10 სექ­ტემ­ბერს, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა“. დას­კვნის თა­ნახ­მა, 2021 წლის 14 აგ­ვის­ტოს, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ანს და­ე­ნიშ­ნა ან­ტი­ბი­ო­ტი­კი "ცე­პე­ფი­ნი“, ხოლო 17 აგ­ვის­ტოს ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია შე­იც­ვა­ლა და ისე და­ე­ნიშ­ნა სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ კვლე­ვი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­შის აღე­ბა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, არც ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა არ მომ­ხდა­რა, რაც შე­სა­ბა­მი­სი გა­იდ­ლა­ი­ნის მი­ხედ­ვით სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო. ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ის კო­რექ­ცია ისე გან­ხორ­ცი­ელ­და, ცნო­ბი­ლი არ იყო, ჩარ­კვი­ა­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო თუ არა ბაქ­ტე­რი­ით და რო­მე­ლი მათ­გა­ნით. 11 აგ­ვის­ტო­დან 31 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით, ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

ჩარ­კვი­ანს შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა არ ჩა­ტა­რე­ბია. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ვე­რა­ნა­ი­რად და­ვამ­ტკი­ცებ, მაგ­რამ იმას ვი­ტყვი, რომ ექი­მებ­მა ჩემი შვი­ლის მი­მართ გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს და მისი სიკ­ვდი­ლი გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის გამო დად­გა. ჩემი შვი­ლი ექი­მე­ბის გულ­გრი­ლი და გა­უფრ­თხი­ლე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით არის გარ­დაც­ვლი­ლი.

და­კა­ვე­ბუ­ლია და მის­ჯი­ლი აქვს შე­სა­ბა­მი­სი სას­ჯე­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვარ ექთანს, ამ­ჟა­მად საქ­მე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ა­ვად­მყო­ფოს პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის თე­რა­პი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის, ქე­თე­ვან ცერ­ცვა­ძის მი­მართ, მაგ­რამ ქე­თე­ვან ცერ­ცვა­ძე მარ­ტო არ იყო იქ, პირ­ველ სარ­თულ­ზე რამ­დე­ნი­მე ექი­მი იყო, რო­მელ­თაც შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. როცა ჩემი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და - 17 აგ­ვის­ტოს, როცა ის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა კი­დევ მოხ­და. ის, რაც პირ­ველ­მა სარ­თულ­მა ჩა­ი­დი­ნა, ზღვა­ში წვე­თია, მე­ო­რე სარ­თულ­საც მი­უ­ძღვის წვლი­ლი. თუ პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის მიერ მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და, მე­ო­რე სარ­თულ­მა არა­ნა­ი­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ექ­სპერ­ტებს და სპე­ცი­ა­ლის­ტებს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ბევ­რი რამე აქვთ გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი და გვერ­დი ავ­ლი­ლი. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 18 სექ­ტემ­ბერს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან აქ­ცი­ა­ზე გან­ცხა­დე­ბის სა­ხით გა­ვაჟ­ღე­რებ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებს. ისე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ნება იბო­ძოს და ბრა­ლი წა­უ­ყე­ნოს შე­სა­ბა­მის პი­რებს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა და­დოს ის შე­დე­გი, რა­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და მისი ოჯა­ხი ითხოვს“, - გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი 2021 წლის 10 სექ­ტემ­ბერს, "რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ გარ­და­იც­ვა­ლა. მას კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და. ოჯა­ხი ჩარ­კვი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში მე­დი­კო­სებს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა წერია კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში

რა წერია კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, ოჯახმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

  • გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ "ინტერპრესნიუსს“ ექსპერტიზის დასკვნა მიაწოდა, რომელშიც ვკითხულობთ:

"როგორც ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებისას, ისე მისი კორექციისას არ განხორციელდა ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის შესაბამისი ბიოლოგიური მასალის ნიმუშის აღება და არ განხორციელდა ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით. აღნიშნულის განხორციელების შემდგომ, შესაძლებელი გახდებოდა სწორი ანტიბიოტიკოთერაპიული მკურნალობა - სწორი პრეპარატი სწორ დროს, სწორი დოზირებით. ანტიბიოტიკოთერაპია დაწყებული იქნა და შემდგომში მისი კორექცია განხორციელდა ისე, რომ ცნობილი არ იყო ვახტანგ ჩარკვიანი იყო თუ არა ინფიცირებული ბაქტერიით, რომელი მათგანით, ასევე არ იყო განსაზღვრული, ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროფილი...

27 აგვისტომდე იყო ინფექციონისტებთან კონსულტაცია, მათ შორის, გიორგი კანდელაკთან, თუმცა, ბაქტერიული კვლევის ჩატარების რეკომენდაცია არსად არ არის მითითებული. პირველად, ბაქტერიული კვლევა ჩატარდა 31 აგვისტოს, რაც მანამდე არ ჩატარებულა. 11 აგვისტოდან 31 აგვისტომდე ბაქტერიული კვლევა არ ჩატარებულა. ინტერლეიკენის 6 მაჩვენებლის ცვლილება აუცილებლად უნდა განხილულიყო დაავადების შესაძლო დამძიმების პროგნოზულ მარკერად, კლინიკური მდგომარეობის და სხვა ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლის ერთად. კვლევა ინტერლეიკებზე უნდა ჩატარებულიყო 1-2 დღეს ნაცვლად მე-4 დღისა... ჩატარებული ანტიკოაგულაციური თერაპია შეესაბამებოდა არსებულ მეთოდურ რეკომენდაციებს და გაიდლაინს. თრომბოციტოპენიის უფრო ეფექტური იქნებოდა ჰემატოლოგის ჩართულობის შემთხვევაში თერაპიულ განყოფილებაში. კორტიკოსტერიოდებით მკურნალობა არ ზემოქმედებს სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, მტკიცება იმისა, რომ ჰემატოლოგის დროული კონსულტაცია პაციენტს დააზღვევდა შემდგომი ჩამოყალიბებულ უმძიმესი გართულებებისგან, არ არის მართებული“, - წერია დასკვნაში.

გარდა ამისა, პროფესორი თ. მეგრელიშვილი სამედიცინო დასკვნაში წერს, რომ პაციენტის მიმართ ექიმების მხრიდან უყურადღებობა არ გამოვლენილა.

"პაციენტ ვახტანგ ჩარკვიანის სტაციონარული მკურნალობის ორივე ეტაპზე (თერაპიული, რეანიმაციული განყოფილებები) კოვიდინფექციის მართვის ტაქტიკა შეესაბამებოდა არსებულ რეკომენდაციებს. ასევე, სამედიცინო პერსონალის მხრიდან არ გამოვლენილა უყურადღებობა, ან ისეთი ქმედება, რაც პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას, ან სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს გამოიწვევდა.

ექსპერტი დასკვნაში ასევე აღნიშნავს, რომ 10 სექტემბერს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, სატურაციის შენარჩუნება ვერ ხდებოდა. მისივე განმარტებით, რეანიმაციული ღონისძიებები 60 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, უშედეგო აღმოჩნდა, გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა.

სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე საექსპერტო დასკვნაში კიდევ ერთი ექსპერტი კრიტიკული მედიცინის დარგში ლ. უგულავა იმ ნარკოტიკულ პრეპარატებზეც საუბრობს, რაც ჩარკვიანს მკურნალობისას გაუკეთდა.

"ვახტანგ ჩარკვიანს მკურნალობის პერიოდში მიღებული აქვს სხვადასხვა პრეპარატები, მათ შორის ფენტანილი, მორფინი, მიდაზოლამი, ნეორელიუმი, კეტამინი, პროპოფილი, დიმედროლი, არდუანი და ა.შ...29 აგვისტოს პაციენტთან ნარკოლოგის კონსულტაცია ჩატარდა, მის მიერ მიცემული დანიშნულება რეკომენდაციის ხასიათს ატარებდა, რეანიმატოლოგი სიტუაციიდან და პაციენტის მდგომარეობის ცვლილებებიდან გამომდინარე მოქმედებდა, ის თვითონ განსაზღვრავდა ნარკოტიკული სედატიური და ფსიქოტროპული პრეპარატების შეყვანის დოზირებას. ამ პრეპარატების გამოყენებით, პაციენტ ჩარკვიანის ჯანმრთელობას ზიანი არ მიყენებია“, - წერს ექსპერტი.

რაც შეეხება თავად გარდაცვლილი ფეხბურთელის მამას, მისი განმარტებით, დასკვნაში, რომელსაც ოჯახი 3 წლის განმავლობაში ელოდებოდა, ექსპერტებისთვის დასმული კითხვები ფაქტობრივად, იგნორირებულია. ჩარკვიანი საკუთარ პოზიციაზე რჩება და კვლავ ამტკიცებს, რომ ექიმებმა გულგრილი დამოკიდებულებით მისი შვილი მიზანმიმართულად მოკლეს. ის პროკურატურას შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემას სთხოვს.

"ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაიცა. აღნიშნული ექსპერტიზა რამდენიმე წლის წინ იქნა დანიშნული, დასკვნა კი ახლახან მივიღე. დასკვნაში ისეთი რამეები წერია, რაც თვალნათელს ხდის, რომ ჩემი შვილი მიზანმიმართულად იქნა მოკლული. ამას ის გარემოებებიც მაფიქრებინებს, რომ ექსპერტებისთვის დასმული კითხვები ფაქტობრივად, იგნორირებული იქნა ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ. თუმცა, რასაც ექსპერტიზამ გვერდი ვერ აურა და ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში პირდაპირაა მითითებული. დასკვნაში წერია, "ყოველივე აღნიშნულის შედეგად, დადგა მძიმე შედეგი, ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სახით. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, 2021 წლის 10 სექტემბერს, ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა“. დასკვნის თანახმა, 2021 წლის 14 აგვისტოს, ვახტანგ ჩარკვიანს დაენიშნა ანტიბიოტიკი "ცეპეფინი“, ხოლო 17 აგვისტოს ანტიბიოტიკოთერაპია შეიცვალა და ისე დაენიშნა სხვა მედიკამენტები, რომ კვლევისათვის შესაბამისი ბიოლოგიური ნიმუშის აღება არ განხორციელებულა, არც ბაქტერიოლოგიური კვლევა არ მომხდარა, რაც შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით სავალდებულო იყო. ანტიბიოტიკოთერაპიის კორექცია ისე განხორციელდა, ცნობილი არ იყო, ჩარკვიანი ინფიცირებული იყო თუ არა ბაქტერიით და რომელი მათგანით. 11 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ბაქტერიოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა.

ჩარკვიანს შესაბამისი კვლევები და მკურნალობა არ ჩატარებია. განზრახ მკვლელობას ვერანაირად დავამტკიცებ, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ექიმებმა ჩემი შვილის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება გამოიჩინეს და მისი სიკვდილი გაუფრთხილებლობის გამო დადგა. ჩემი შვილი ექიმების გულგრილი და გაუფრთხილებელი მოქმედებებით არის გარდაცვლილი.

დაკავებულია და მისჯილი აქვს შესაბამისი სასჯელი რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ ექთანს, ამჟამად საქმე მიმდინარეობს საავადმყოფოს პირველი სართულის თერაპიული განყოფილების უფროსის, ქეთევან ცერცვაძის მიმართ, მაგრამ ქეთევან ცერცვაძე მარტო არ იყო იქ, პირველ სართულზე რამდენიმე ექიმი იყო, რომელთაც შესაბამისი მკურნალობა უნდა განეხორციელებინათ. როცა ჩემი შვილის მდგომარეობა დამძიმდა - 17 აგვისტოს, როცა ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იქნა გადაყვანილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება კიდევ მოხდა. ის, რაც პირველმა სართულმა ჩაიდინა, ზღვაში წვეთია, მეორე სართულსაც მიუძღვის წვლილი. თუ პირველი სართულის მიერ მდგომარეობა გაუარესდა, მეორე სართულმა არანაირი მოქმედებები არ განახორციელა. ექსპერტებს და სპეციალისტებს მიზანმიმართულად ბევრი რამე აქვთ გამოტოვებული და გვერდი ავლილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, 18 სექტემბერს გენერალურ პროკურატურასთან აქციაზე განცხადების სახით გავაჟღერებ, საზოგადოება ყველაფერს გაიგებს. ისეთი მტკიცებულებებია, პროკურატურამ ნება იბოძოს და ბრალი წაუყენოს შესაბამის პირებს. პროკურატურამ უნდა დადოს ის შედეგი, რასაც დაზარალებული და მისი ოჯახი ითხოვს“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, "რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. ოჯახი ჩარკვიანის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს.