სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზად ვარ ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს" - მამუკა ხაზარაძე
"მზად ვარ ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს" - მამუკა ხაზარაძე

"მზად ვარ ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შევ­ხვდე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პი­რა­დად და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შევ­ხვდეთ პრე­ზი­დენტს", - ამის შე­სა­ხებ "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

  • რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან შეხ­ვედ­რა, შე­საძ­ლოა, დღეს ვერ შედ­გეს და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ხა­რი­ას­თან შეხ­ვედ­რის გა­რე­შე, პრე­ზი­დენ­ტთან მის­ვლა უპა­ტივ­ცემ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და.

"მე "ჩვენ კო­ა­ლი­ცია "ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს­თან“ ერ­თად, მზად ვარ გა­ვა­კე­თო ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­მიძ­ლია იმი­სათ­ვის, რომ და­ვას­რუ­ლო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა რუ­სეთს და შევ­ცვა­ლოთ ისი­ნი მთავ­რო­ბით, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მე­ლიც მიგ­ვიყ­ვანს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­კენ. ამი­ტომ, ვა­ფა­სებ პრე­ზი­დენ­ტის მიერ ამ მიზ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის ხელ­შე­წყო­ბის მცდე­ლო­ბას. გუ­შინ მე გან­ვა­ცხა­დე, რომ მზად ვარ გა­დავ­დო წარ­სუ­ლი სა­კი­თხე­ბი, პი­რა­დად შევ­ხვდე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და გან­ვსა­ზღვროთ, გვაქვს თუ არა სა­ერ­თო ხედ­ვა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს ერ­თად ვი­მუ­შა­ოთ.

მე გა­ვუგ­ზავ­ნე მას პი­რა­დი შე­ტყო­ბი­ნე­ბა შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლით, სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი პი­რა­დი ერთი-ერ­თზე შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა დღეს ვერ ხერ­ხდე­ბა, მი­მაჩ­ნია, რომ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და, თუკი ჩვენ პრე­ზი­დენტს ერ­თობ­ლი­ვად შევ­ხვდე­ბო­დით, სა­ნამ არ გვექ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ხედ­ვა ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ. გვაქვს თუ არა რა­ი­მე სა­ერ­თო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მი­მართ. მე მზად ვარ ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შევ­ხვდე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პი­რა­დად და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შევ­ხვდეთ პრე­ზი­დენტს, კი­დევ ერთხელ მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრე­ზი­დენტს მისი პო­ზი­ცი­ის გამო“, - წერს ხა­ზა­რა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მზად ვარ ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს" - მამუკა ხაზარაძე

"მზად ვარ ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს" - მამუკა ხაზარაძე

"მზად ვარ ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს", - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

  • როგორც ის აღნიშნავს, გიორგი გახარიასთან შეხვედრა, შესაძლოა, დღეს ვერ შედგეს და შესაბამისად, გახარიასთან შეხვედრის გარეშე, პრეზიდენტთან მისვლა უპატივცემლობა იქნებოდა.

"მე "ჩვენ კოალიცია "ძლიერ საქართველოსთან“ ერთად, მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია იმისათვის, რომ დავასრულო "ქართული ოცნების“ მმართველობა, რომელიც ემსახურება რუსეთს და შევცვალოთ ისინი მთავრობით, რომელიც ემსახურება საქართველოს, რომელიც მიგვიყვანს ევროპული მომავლისკენ. ამიტომ, ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ამ მიზნის ერთიანობის ხელშეწყობის მცდელობას. გუშინ მე განვაცხადე, რომ მზად ვარ გადავდო წარსული საკითხები, პირადად შევხვდე გიორგი გახარიას და განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა საერთო ხედვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთად ვიმუშაოთ.

მე გავუგზავნე მას პირადი შეტყობინება შეხვედრის სურვილით, სამწუხაროდ, ასეთი პირადი ერთი-ერთზე შეხვედრის შესაძლებლობა დღეს ვერ ხერხდება, მიმაჩნია, რომ უპატივცემულობა იქნებოდა, თუკი ჩვენ პრეზიდენტს ერთობლივად შევხვდებოდით, სანამ არ გვექნება კონკრეტული ხედვა ორი დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის ერთობლივი მუშაობის შესახებ. გვაქვს თუ არა რაიმე საერთო ვალდებულება ევროპული მომავლის მიმართ. მე მზად ვარ ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს მისი პოზიციის გამო“, - წერს ხაზარაძე.