მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გთხოვთ, გაიტანოთ ნივთები, მიხედოთ ახლობლებს და საკუთარ თავს" - საგანგებო მდგომარეობა პოლონეთში: რიგ ქალაქებში მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ
"გთხოვთ, გაიტანოთ ნივთები, მიხედოთ ახლობლებს და საკუთარ თავს" - საგანგებო მდგომარეობა პოლონეთში: რიგ ქალაქებში მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ

პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ ნი­სას მერ­მა, 44 000-მდე მო­სახ­ლეს, წყალ­დი­დო­ბის გამო ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და. არ­სე­ბობს რის­კი. რომ მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი ტბი­დან წყლის მა­სამ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს კი­დევ უფრო დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლის­ფუ­ლე­ბა ევა­კუ­ა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს მა­ღალ ად­გი­ლებს შე­ა­ფა­რონ თავი.

პო­ლო­ნეთ­ში, ევ­რო­პის ზო­გი­ერ­თი სხვა ქვეყ­ნის მსგავ­სად, უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, წყალ­დი­დო­ბას ებ­რძვი­ან. ევ­რო­პის მას­შტა­ბით, სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა 16-ს მი­აღ­წია. მათ შო­რის, შვი­დი ადა­მი­ა­ნი რუ­მი­ნეთ­ში და­ი­ღუ­პა. მსხვერ­პლი იყო ავ­სტრი­ა­ში, ჩე­ხეთ­ში და პო­ლო­ნეთ­შიც. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი წყალ­დი­დო­ბის კი­დევ უფრო დიდ მას­შტაბს პროგ­ნო­ზი­რე­ბენ.

  • "გთხოვთ, გა­ი­ტა­ნოთ თქვე­ნი ნივ­თე­ბი, მი­ხე­დოთ ახ­ლობ­ლებს და სა­კუ­თარ თავს. თუ ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბას ვერ ახერ­ხებთ, უმ­ჯო­ბე­სია, შე­ნო­ბის ზედა სარ­თულ­ზე გა­დახ­ვი­დეთ, რად­გან წყა­ლი რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლის შე­იძ­ლე­ბა იყოს, რაც ნიშ­ნავს, რომ მთე­ლი ქა­ლა­ქი და­იტ­ბო­რე­ბა,“ – აცხა­დებს პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ ნი­სას მერი.

პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, დო­ნალდ ტუსკმა, გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში წყალ­დი­დო­ბით და­ზა­რა­ლე­ბულ­თათ­ვის ერთი მი­ლი­არ­დი ზლო­ტი გა­მო­ი­ყო­ფა და პო­ლო­ნე­თი ასე­ვე მი­მარ­თავს ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბის ფონ­დებს.

  • მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში სი­ტუ­ა­ცია სტა­ბი­ლურ­დე­ბა, სხვა ად­გი­ლებ­ში უფრო მეტი საფრ­თხის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან შტორმ "ბო­რი­სის“ შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი წყალ­დი­დო­ბის გამო.

გარ­და ამი­სა, პო­ლო­ნე­თის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ მდე­ბა­რე ქა­ლა­ქის პა­ჩკო­ვის მერ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, რომ სახ­ლე­ბი და­ტო­ვონ, რად­გან ახ­ლომ­დე­ბა­რე წყალ­სა­ცა­ვი­დან წყა­ლი გად­მო­ვი­და, რაც ქა­ლაქს საფრ­თხეს უქ­მნი­და.

პო­ლო­ნე­თის სხვა რე­გი­ო­ნებ­ში წყლის დონე ნელ-ნელა იკ­ლებს. კლოდ­ზკოს მერ­მა, მი­ხალ პიშ­კომ, პო­ლო­ნურ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ წყლის დონე მკვეთ­რად შემ­ცირ­და და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ყვე­ლა­ზე მძი­მე უკვე წარ­სულ­ში დარ­ჩა.

  • წყალ­დი­დო­ბის გამო პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბამ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

  • სად წავა შტორ­მი "ბო­რი­სი“ შემ­დეგ?

უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ავ­სტრი­ა­ში, ჩე­ხეთ­სა და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ა­ში კვლავ იწ­ვი­მებს. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე დღე მა­ინც დას­ჭირ­დეს წყლის დო­ნე­ე­ბის შემ­ცი­რე­ბას, მაგ­რამ ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პა­ში უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში უკე­თე­სი და მშრა­ლი ამინ­დე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

შტორ­მი "ბო­რი­სი", ახლა უფრო იტა­ლი­ის სამ­ხრე­თით გა­და­ი­წევს, სა­დაც ის კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა და მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი აქაც წყალ­დი­დო­ბას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ.

წყა­რო

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გთხოვთ, გაიტანოთ ნივთები, მიხედოთ ახლობლებს და საკუთარ თავს" - საგანგებო მდგომარეობა პოლონეთში: რიგ ქალაქებში მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ

"გთხოვთ, გაიტანოთ ნივთები, მიხედოთ ახლობლებს და საკუთარ თავს" - საგანგებო მდგომარეობა პოლონეთში: რიგ ქალაქებში მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ

პოლონეთის ქალაქ ნისას მერმა, 44 000-მდე მოსახლეს, წყალდიდობის გამო ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა. არსებობს რისკი. რომ მიმდებარედ არსებული ტბიდან წყლის მასამ დასახლებულ პუნქტს კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენოს. ადგილობრივი ხელისფულება ევაკუაციის დაწყებამდე მოქალაქეებს მოუწოდებს მაღალ ადგილებს შეაფარონ თავი.

პოლონეთში, ევროპის ზოგიერთი სხვა ქვეყნის მსგავსად, უკვე რამდენიმე დღეა, წყალდიდობას ებრძვიან. ევროპის მასშტაბით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 16-ს მიაღწია. მათ შორის, შვიდი ადამიანი რუმინეთში დაიღუპა. მსხვერპლი იყო ავსტრიაში, ჩეხეთში და პოლონეთშიც. სინოპტიკოსები წყალდიდობის კიდევ უფრო დიდ მასშტაბს პროგნოზირებენ.

  • "გთხოვთ, გაიტანოთ თქვენი ნივთები, მიხედოთ ახლობლებს და საკუთარ თავს. თუ ქალაქის დატოვებას ვერ ახერხებთ, უმჯობესია, შენობის ზედა სართულზე გადახვიდეთ, რადგან წყალი რამდენიმე მეტრის სიმაღლის შეიძლება იყოს, რაც ნიშნავს, რომ მთელი ქალაქი დაიტბორება,“ – აცხადებს პოლონეთის ქალაქ ნისას მერი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, განაცხადა, რომ ქვეყანაში წყალდიდობით დაზარალებულთათვის ერთი მილიარდი ზლოტი გამოიყოფა და პოლონეთი ასევე მიმართავს ევროკავშირის დახმარების ფონდებს.

  • მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რეგიონში სიტუაცია სტაბილურდება, სხვა ადგილებში უფრო მეტი საფრთხისთვის ემზადებიან შტორმ "ბორისის“ შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო.

გარდა ამისა, პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ მდებარე ქალაქის პაჩკოვის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ სახლები დატოვონ, რადგან ახლომდებარე წყალსაცავიდან წყალი გადმოვიდა, რაც ქალაქს საფრთხეს უქმნიდა.

პოლონეთის სხვა რეგიონებში წყლის დონე ნელ-ნელა იკლებს. კლოდზკოს მერმა, მიხალ პიშკომ, პოლონურ მედიასთან განაცხადა, რომ წყლის დონე მკვეთრად შემცირდა და ვარაუდობენ, რომ ყველაზე მძიმე უკვე წარსულში დარჩა.

  • წყალდიდობის გამო პოლონეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

  • სად წავა შტორმი "ბორისი“ შემდეგ?

უახლოეს დღეებში ავსტრიაში, ჩეხეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ გერმანიაში კვლავ იწვიმებს. თუმცა, შესაძლოა რამდენიმე დღე მაინც დასჭირდეს წყლის დონეების შემცირებას, მაგრამ ცენტრალურ ევროპაში უახლოეს დღეებში უკეთესი და მშრალი ამინდებია მოსალოდნელი.

შტორმი "ბორისი", ახლა უფრო იტალიის სამხრეთით გადაიწევს, სადაც ის კიდევ უფრო გაძლიერდება და მეტეოროლოგები აქაც წყალდიდობას პროგნოზირებენ.

წყარო

ნახეთ ასევე: