მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასშტაბური თაღლითობა თბილისში - სამშენებლო კომპანიის დირექტორი და მოადგილე მოქალაქეებზე ყიდდნენ იმ ბინებს, რომლებიც სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული
მასშტაბური თაღლითობა თბილისში - სამშენებლო კომპანიის დირექტორი და მოადგილე მოქალაქეებზე ყიდდნენ იმ ბინებს, რომლებიც სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა ორ პირს, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ყიდ­დნენ იმ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებს, რომ­ლე­ბიც სხვა პი­რებ­ზე იყო იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი, ან გა­ყი­დუ­ლი, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი კორ­პუ­სი სა­ერ­თოდ არ აშენ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ამ გზით ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 73 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კუთ­ვნილ, ჯამ­ში 4 163 620 ლარს მო­ტყუ­ე­ბით და­ე­უფლნენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის - შპს „დი­ღო­მი თა­უ­ე­რის“ დი­რექ­ტორ­მა და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე პირ­მა კომ­პა­ნი­ას სა­ხელ­წო­დე­ბა შპს „თიმ დე­ვე­ლოპ­მენ­ტით“ შე­უც­ვა­ლეს და გან­ვა­დე­ბით ან ნას­ყი­დო­ბით შე­ძე­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ყიდ­დნენ სო­ფელ დი­ღომ­ში, ოთხი ათა­სი მეს­ხის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებს. რე­ა­ლუ­რად კი აღ­ნიშ­ნუ­ლი ფარ­თე­ბი უკვე სხვა პი­რებ­ზე იყო იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი, ან გა­ყი­დუ­ლი, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი კორ­პუ­სი სა­ერ­თოდ არ აშენ­და. ამ გზით ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 73 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კუთ­ვნილ, ჯამ­ში 4 163 620 ლარს მო­ტყუ­ე­ბით და­ე­უფლნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი12 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა არა­ერ­თგზის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თაღ­ლი­თო­ბის ფაქ­ტებ­ზე წა­რედ­გი­ნათ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­დათ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ შე­საძ­ლო ჩა­დე­ნილ სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტებ­ზე,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

მასშტაბური თაღლითობა თბილისში - სამშენებლო კომპანიის დირექტორი და მოადგილე მოქალაქეებზე ყიდდნენ იმ ბინებს, რომლებიც სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული

მასშტაბური თაღლითობა თბილისში - სამშენებლო კომპანიის დირექტორი და მოადგილე მოქალაქეებზე ყიდდნენ იმ ბინებს, რომლებიც სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ორ პირს, რომლებიც მოქალაქეებზე ყიდდნენ იმ საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული, ან გაყიდული, ზოგ შემთხვევაში კი კორპუსი საერთოდ არ აშენდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ გზით ბრალდებულები 73 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 4 163 620 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

"საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანიის - შპს „დიღომი თაუერის“ დირექტორმა და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირმა კომპანიას სახელწოდება შპს „თიმ დეველოპმენტით“ შეუცვალეს და განვადებით ან ნასყიდობით შეძენის ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეებზე ყიდდნენ სოფელ დიღომში, ოთხი ათასი მესხის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში საცხოვრებელ ბინებს. რეალურად კი აღნიშნული ფართები უკვე სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული, ან გაყიდული, ზოგ შემთხვევაში კი კორპუსი საერთოდ არ აშენდა. ამ გზით ბრალდებულები 73 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 4 163 620 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული12 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტებზე წარედგინათ.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ბრალდებულების მიერ შესაძლო ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.