საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა მივმართო სააკაშვილის, "ნაცმოძრაობის“ და მისი მოკავშირე სატელიტური პარტიების მხარდამჭერებს, ევროინტეგრაციის ნაცვლად მიიღებთ ომს!" - ღარიბაშვილი
"მინდა მივმართო სააკაშვილის, "ნაცმოძრაობის“ და მისი მოკავშირე სატელიტური პარტიების მხარდამჭერებს, ევროინტეგრაციის ნაცვლად მიიღებთ ომს!" - ღარიბაშვილი

რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, მი­ნის­ტრი თუ პარ­ლა­მენ­ტა­რი ან მათი ოჯა­ხის წევ­რი ომობ­და და ვინ შე­ე­წი­რა ამ ომს? რა თქმა უნდა არ­ცერ­თი - ვინ სად გარ­ბო­და არ იცოდ­ნენ, ამ დროს ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო, გმი­რი ხალ­ხი, გმი­რი ჯა­რის­კა­ცე­ბი, გმი­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი შე­ე­წირ­ნენ მათ ამ ბინ­ძურ ავან­ტი­უ­რას და უგუ­ნუ­რო­ბას - დღეს ეს ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი, ანტი-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ბო­რო­ტე­ბა ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბას ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას ჰპირ­დე­ბა, მა­შინ როცა მათ არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე,- ასე მი­მარ­თა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, გორ­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

  • ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, „დე­მოკ­რა­ტი­ის არც ერთი ნი­შან­წყა­ლი ქვე­ყა­ნა­ში არ იყო და მა­შინ ამ სის­ხლი­ან დიქ­ტა­ტორს, დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რას ეძახ­დნენ... ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხომ არის შე­უ­რა­ცხყო­ფა ჩვე­ნი ხალ­ხის? ხალ­ხმა კი იცის, რომ ყვე­ლა­ზე ანტი-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ანტი-ჰუ­მა­ნუ­რი კრი­მი­ნა­ლე­ბის ბან­და მარ­თავ­და ჩვენს ქვე­ყა­ნას“.

"დღეს მსურს ჩემი გა­მოს­ვლის ძი­რი­თა­დი დრო ომის ფას­ზე და მშვი­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბარს და­ვუთ­მო და თქვენ­თან ერ­თად გა­ვიხ­სე­ნო აგ­ვის­ტოს ომის მძი­მე შე­დე­გე­ბი, მე კარ­გად ვიცი ვის ვე­სა­უბ­რე­ბი დღეს და ვინ თუ არა თქვენ, ჩვე­ნო მა­გა­რო ქარ­თლე­ლე­ბო, მებ­რძო­ლე­ბო, იცით ომის ფა­სიც და მშვი­დო­ბის ფა­სიც... 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ უკვე 16 წელი გა­ვი­და და ამ ომმა დაგ­ვი­ტო­ვა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს მო­უ­შუ­შე­ბე­ლი იარა. ის ჭრი­ლო­ბა, რო­მე­ლიც არა­სო­დეს არ შე­ხორ­ცდე­ბა, სა­ნამ დრო­ე­ბით და­კარ­გულ ტე­რი­ტო­რი­ებს მშვი­დო­ბით არ და­ვიბ­რუ­ნებთ!

ჩვენ ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს აგ­ვის­ტოს ომის მძი­მე დღე­ე­ბი და ის სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია და გან­საც­დე­ლი, რო­მე­ლიც თავს და­ა­ტყდა ჩვენს ქვე­ყა­ნას და გან­სა­კუთ­რე­ბით თქვენს რე­გი­ონს, ეს ომი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა თქვენ­თვის, რად­გან პი­რა­დად გა­მო­ცა­დეთ ომის შე­დე­გე­ბი, დავ­კარ­გეთ 100-ზე მეტი სო­ფე­ლი, კო­დო­რის ხე­ო­ბა, ასე­უ­ლო­ბით ჩვე­ნი გმი­რი ჯა­რის­კა­ცე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი, ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ამ ომმა გა­მო­იწ­ვია ჩვე­ნი ძი­რძვე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დრო­ე­ბი­თი ოკუ­პა­ცია, დაბ­რუნ­და ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის ჯარი, რო­მელ­მაც და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო 2007 წელს, თუმ­ცა მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შეგ­ნე­ბუ­ლად არ აგ­ვა­რი­და ეს ომი, რი­თაც ჩა­ი­დი­ნეს ღა­ლა­ტი და გა­წი­რეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ჩვე­ნი ხალ­ხი... ამ ომმა კი­დევ ერთხელ გა­მო­ა­ჩი­ნა გმი­რი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სახე. ჩვენ ვი­ხი­ლეთ გმი­რი ჯა­რის­კა­ცე­ბის გმი­რუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი, შინ­დი­სის ბრძო­ლა ან­წუ­ხე­ლი­ძის და სხვა­თა გმი­რუ­ლი საქ­მე­ნი, მაგ­რამ ასე­ვე, სამ­წუ­ხა­როდ, ვი­ხი­ლეთ მხდა­ლი გამ­ყიდ­ვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სახე, გახ­სოვთ კარ­გად მთელს მსოფ­ლი­ო­ში თავი რო­გორ მოგვჭრა მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მელ­მაც ომის დღე­ებ­ში, 11 აგ­ვის­ტოს, მა­შინ როცა ჩვე­ნი შინ­დი­სე­ლი გმი­რე­ბი, ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი თავ­გან­წირ­ვით იბ­რძოდ­ნენ და თავს სწი­რავ­დნენ სა­კუ­თარ მიწა-წყალს, იმა­ვე დღეს ვნა­ხეთ მი­წა­ზე გარ­თხმუ­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ვნა­ხეთ გაქ­ცე­უ­ლი მი­ნის­ტრე­ბი და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი მჩაგ­ვრე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა, რო­მელ­მაც გა­წი­რა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ხალ­ხი ამ ომის­თვის...

ამ ომმა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ როცა გამ­ყიდ­ვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა სა­თა­ვე­ში და როცა ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი აგენ­ტუ­რა მარ­თავს ქვე­ყა­ნას, ისი­ნი არ ზრუ­ნა­ვენ ჩვენს ხალ­ხზე, არა­მედ ზრუ­ნა­ვენ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე, მხო­ლოდ სა­კუ­თარ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. გა­მახ­სე­ნეთ რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, მი­ნის­ტრი თუ პარ­ლა­მენ­ტა­რი ან მათი ოჯა­ხის წევ­რი ომობ­და და ვინ შე­ე­წი­რა ამ ომს? რა თქმა უნდა არ­ცერ­თი - ვინ სად გარ­ბო­და არ იცოდ­ნენ, ერ­თმა­ნეთს ას­წრებ­დნენ გაქ­ცე­ვი­სას, ამ დროს ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო, გმი­რი ხალ­ხი, გმი­რი ჯა­რის­კა­ცე­ბი, გმი­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი შე­ე­წირ­ნენ მათ ამ ბინ­ძურ ავან­ტი­უ­რას და უგუ­ნუ­რო­ბას, რომ არა ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის პი­რა­დი ჩარ­თუ­ლო­ბა, გამ­ბე­და­ო­ბა და თავ­და­დე­ბა, გახ­სოვთ, რომ ჩვე­ნი გმი­რე­ბის ცხედ­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნაც კი არ ადარ­დებ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. რა მოხ­და ომის შემ­დეგ? ჯერ გმი­რე­ბის ცხედ­რე­ბიც არ ჰყავ­დათ გად­მოს­ვე­ნე­ბუ­ლი, როცა გამ­ყიდ­ველ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუს­თა­ველ­ზე შეკ­რი­ბეს ჩვე­ნი ხალ­ხი და და წა­გე­ბუ­ლი ომი აზე­ი­მეს და მიშა, მიშა აძა­ხე­ბი­ნეს. ამის შემ­დეგ მისი და­ვა­ლე­ბით ხელი მო­ა­წე­რეს ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ, სრუ­ლი­ად მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ რე­ზო­ლუ­ცი­ას, სა­დაც ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა­ში, ეს ხომ პირ­და­პი­რი ღა­ლა­ტი იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სის. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ამ ომი­დან, იმ დროს როცა რუ­სე­თი აშე­ნებ­და ახალ რუ­სულ სამ­ხედ­რო ბა­ზებს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ა­კაშ­ვი­ლის გამ­ყიდ­ველ­მა მთავ­რო­ბამ რუ­სეთს გა­უხ­სნეს ჯერ ცალ­მხრი­ვად უვი­ზო რე­ჟი­მი, პი­რა­დად სა­ზღვარ­ზე ხვდე­ბო­და თა­ვად ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი რუს ტუ­რის­ტებს, გახ­სოვთ შემ­დეგ რო­გორ გა­დას­ცეს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს აქ­ტი­ვე­ბი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი, ენერ­გე­ტი­კუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი და ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლეს ბედ­ნი­ე­რად, ვი­თომ არა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა და სამ­წუ­ხა­როდ, მინ­და ასე­ვე აღ­ვნიშ­ნო, რომ ასე­ვე მო­იქ­ცა მთე­ლი და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როც, მთე­ლი მსოფ­ლიო, ყვე­ლამ გა­აგ­რძე­ლეს რუ­სეთ­თან ვაჭ­რო­ბაც, პარტნი­ო­რო­ბაც და თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც.

ამი­ტომ, ეს ომი არის ჩვენ­თვის გაკ­ვე­თი­ლიც, ჩვენს გამო და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის­თვის არა­ვინ არ იო­მებს, არა­ვის არ ადარ­დებს, უნდა ვთქვა პირ­და­პირ, რამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი და­ი­ღუ­პე­ბა ომში, რად­გან ყვე­ლას აქვს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სი, ყვე­ლას ადარ­დებს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სი.

2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დამ­ყარ­და უპ­რე­ცე­დენ­ტო 12 წლი­ა­ნი უწყვე­ტი მშვი­დო­ბა, რაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ არ­ცერ­თი მმარ­თვე­ლის დროს არ მომ­ხდა­რა, ჩვენ არ გვქო­ნია ომი და არ დაგ­ვი­კარ­გავს და­მა­ტე­ბით ტე­რი­ტო­რი­ე­ბი! რა თქმა უნდა, ეს არის ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტი და მებ­რძო­ლი კა­ცის, ჩვე­ნი ლი­დე­რის ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა! ამი­ტომ გა­ვი­მე­ო­რებ კი­დევ ერთხელ, სა­ნამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბა! იქ­ნე­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა!

მაგ­რამ თქვენ კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ დღეს ისევ ის ბო­რო­ტი ძალა ვინც ამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა ჩვენს ხალ­ხს. ომის გარ­და გახ­სოვთ რა დრო იყო, შიში, ტე­რო­რი, უსა­მარ­თლო­ბა, ხალ­ხის ჩაგ­ვრა, მკვლე­ლო­ბე­ბი, პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, არც თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია, არც სა­მარ­თა­ლი არ არ­სე­ბობ­და, ბიზ­ნე­სის ტე­რო­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და იყო სრუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა და მა­ინ­ტე­რე­სებს, მა­შინ რა­ტომ არ ჩა­დი­ო­და ეკა გი­გა­უ­რი, ლომ­ჯა­რია ან სა­ბა­ნა­ძე და სხვა აგენ­ტე­ბი და რა­ტომ არ ჰყვე­ბოდ­ნენ ხალ­ხის ჩაგ­ვრა­ზე ამე­რი­კის კონ­გრეს­ში, მა­შინ რა­ტომ არ იძახ­დნენ ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, რომ დე­მოკ­რა­ტი­ის უკუს­ვლა ხდე­ბაო? დე­მოკ­რა­ტი­ის არც ერთი ნი­შან­წყა­ლი არ იყო ქვე­ყა­ნა­ში და მა­შინ ამ სის­ხლი­ან დიქ­ტა­ტორს დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რას ეძახ­დნენ... ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხომ არის შე­უ­რა­ცხყო­ფა ჩვე­ნი ხალ­ხის? ხალ­ხმა კი იცის რომ ყვე­ლა­ზე ანტი-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ანტი-ჰუ­მა­ნუ­რი კრი­მი­ნა­ლე­ბის ბან­და მარ­თავ­და ჩვენს ქვე­ყა­ნას.

დღეს ეს ანტი-ევ­რო­პუ­ლი, ანტი-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ბო­რო­ტე­ბა ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბას ჰპირ­დე­ბა ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას, მა­შინ როცა მათ არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე და პი­რი­ქით ყვე­ლა­ფერს ანტი-ევ­რო­პულს და ანტი-დე­მოკ­რა­ტი­ულს აკე­თებ­დნენ როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ, ამ დროს თქვენ იცით, რომ ყვე­ლა მიღ­წე­ვა ევრო-ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“, ჩვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, იქ­ნე­ბა ეს უვი­ზო რე­ჟი­მი ევ­რო­პა­ში, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა ევ­რო­პას­თან, ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა პროგ­რე­სი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამი­ტომ, მინ­და მათ მივ­მარ­თო ვინც ჯერ კი­დევ მხარს უჭერს სა­ა­კაშ­ვილს, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და მის მო­კავ­ში­რე სა­ტე­ლი­ტურ პარ­ტი­ებს და კო­ა­ლი­ცი­ებს, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ნაც­ვლად მი­ი­ღებთ ისევ სის­ხლი­ან დიქ­ტა­ტუ­რას, მშვი­დო­ბის ნაც­ვლად მი­ი­ღებთ ომს, ხოლო ევ­რო­პის ნაც­ვლად ახალ­გაზ­რდებს წა­იყ­ვა­ნენ ომში!

თვი­თონ კი გა­იქ­ცე­ვი­ან ევ­რო­პა­ში, რო­გორც ეს წინა ომის დროს გა­ა­კე­თეს. ამი­ტომ, გა­უ­აზ­რე­ბე­ლი რა­ღაც უკე­თე­სის ძი­ე­ბა­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად მი­ვი­ღებთ უა­რესს და შემ­დეგ უკვე გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა სი­ნა­ნუ­ლი... დღეს ეს ბო­რო­ტე­ბა აცხა­დებს პრე­ტენ­ზი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, „კო­ლექ­ტი­უ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი, გვა­რა­მია, მე­ლია, გა­ხა­რია, ხა­ზა­რა­ძე, გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე. სხვა­თა შო­რის, გახ­სოვთ ეს უკა­ნას­კნე­ლი რო­გორ სა­მარ­ცხვი­ნოდ მო­იქ­ცა, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, რო­მელ­საც იცა­ვენ ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ეს არა­რა­ო­ბა მი­ვი­და და სა­მარ­ცხვი­ნო პერ­ფორ­მან­სი დად­გა, რი­თაც მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა ჩვენს ხალ­ხს, ჩვენს და­ღუ­პულ გმი­რებს. იმ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ ცხოვ­რო­ბენ ამ გამ­ყო­ფი სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიღ­მა. ასე­თი ხალ­ხი ითხოვ­და სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას, უკ­რა­ი­ნა­ში მე­ომ­რე­ბის გაგ­ზავ­ნას და მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნას.

დღეს მსოფ­ლი­ო­ში ურ­თუ­ლე­სი და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გა­რე­მოა, მე­სა­მე მსოფ­ლიო ომის საფრ­თხე მა­ტუ­ლობს და ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა გაზ­რდი­ლია, ამი­ტომ თი­თო­ე­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის დაც­ვა და გა­დარ­ჩე­ნა ომის­გან და ომში ჩათ­რე­ვის­გან! ამი­ტომ 26 ოქ­ტომ­ბერს ჩვენ ყვე­ლა­ნი უნდა და­ვი­რაზ­მოთ და ქვეყ­ნის გამ­ყიდ­ვე­ლებს კი­დევ ერთხელ უნდა გავ­ცეთ სა­მარ­თლი­ა­ნი პა­სუ­ხი და გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი შე­დე­გით უნდა და­ვა­მარ­ცხოთ ომის და ქა­ო­სის მომ­ტა­ნი ბო­რო­ტი ძა­ლე­ბი! 26 ოქ­ტომ­ბერს ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ თქვენ­თან ერ­თად! გა­ი­მარ­ჯვებს მშვი­დო­ბა და გა­ი­მარ­ჯვებს სი­მარ­თლე! გა­ი­მარ­ჯვებს სა­ქარ­თვე­ლო და ჩვე­ნი მა­გა­რი ხალ­ხი! ღმერ­თი იყოს ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი!“- გა­ნა­ცხად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მინდა მივმართო სააკაშვილის, "ნაცმოძრაობის“ და მისი მოკავშირე სატელიტური პარტიების მხარდამჭერებს, ევროინტეგრაციის ნაცვლად მიიღებთ ომს!" - ღარიბაშვილი

"მინდა მივმართო სააკაშვილის, "ნაცმოძრაობის“ და მისი მოკავშირე სატელიტური პარტიების მხარდამჭერებს, ევროინტეგრაციის ნაცვლად მიიღებთ ომს!" - ღარიბაშვილი

რომელი პოლიტიკოსი, მინისტრი თუ პარლამენტარი ან მათი ოჯახის წევრი ომობდა და ვინ შეეწირა ამ ომს? რა თქმა უნდა არცერთი - ვინ სად გარბოდა არ იცოდნენ, ამ დროს ჩვენი საამაყო, გმირი ხალხი, გმირი ჯარისკაცები, გმირი პოლიციელები შეეწირნენ მათ ამ ბინძურ ავანტიურას და უგუნურობას - დღეს ეს ანტიევროპული, ანტი-დემოკრატიული ბოროტება ჩვენს ახალგაზრდობას ევროპულ ინტეგრაციას ჰპირდება, მაშინ როცა მათ არაფერი გაუკეთებიათ ევროინტეგრაციის გზაზე,- ასე მიმართა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, გორში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას.

  • ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „დემოკრატიის არც ერთი ნიშანწყალი ქვეყანაში არ იყო და მაშინ ამ სისხლიან დიქტატორს, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ... ასეთი დამოკიდებულება ხომ არის შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის? ხალხმა კი იცის, რომ ყველაზე ანტი-დემოკრატიული, ანტი-ჰუმანური კრიმინალების ბანდა მართავდა ჩვენს ქვეყანას“.

"დღეს მსურს ჩემი გამოსვლის ძირითადი დრო ომის ფასზე და მშვიდობის მნიშვნელობაზე საუბარს დავუთმო და თქვენთან ერთად გავიხსენო აგვისტოს ომის მძიმე შედეგები, მე კარგად ვიცი ვის ვესაუბრები დღეს და ვინ თუ არა თქვენ, ჩვენო მაგარო ქართლელებო, მებრძოლებო, იცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც... 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უკვე 16 წელი გავიდა და ამ ომმა დაგვიტოვა თითოეულ ჩვენგანს მოუშუშებელი იარა. ის ჭრილობა, რომელიც არასოდეს არ შეხორცდება, სანამ დროებით დაკარგულ ტერიტორიებს მშვიდობით არ დავიბრუნებთ!

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს აგვისტოს ომის მძიმე დღეები და ის საშინელი ტრაგედია და განსაცდელი, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით თქვენს რეგიონს, ეს ომი განსაკუთრებულად მტკივნეული აღმოჩნდა თქვენთვის, რადგან პირადად გამოცადეთ ომის შედეგები, დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა, ასეულობით ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები, ჩვენი თანამოქალაქეები და ამ ომმა გამოიწვია ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, დაბრუნდა ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი, რომელმაც დატოვა საქართველო 2007 წელს, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ შეგნებულად არ აგვარიდა ეს ომი, რითაც ჩაიდინეს ღალატი და გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი... ამ ომმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა გმირი ქართველი ხალხის სახე. ჩვენ ვიხილეთ გმირი ჯარისკაცების გმირული ისტორიები, შინდისის ბრძოლა ანწუხელიძის და სხვათა გმირული საქმენი, მაგრამ ასევე, სამწუხაროდ, ვიხილეთ მხდალი გამყიდველი ხელისუფლების სახე, გახსოვთ კარგად მთელს მსოფლიოში თავი როგორ მოგვჭრა მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელმაც ომის დღეებში, 11 აგვისტოს, მაშინ როცა ჩვენი შინდისელი გმირები, ჩვენი ჯარისკაცები თავგანწირვით იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ საკუთარ მიწა-წყალს, იმავე დღეს ვნახეთ მიწაზე გართხმული, შეშინებული პრეზიდენტის, ვნახეთ გაქცეული მინისტრები და პარლამენტის წევრები, ეგრეთწოდებული მჩაგვრელი პოლიტიკური ელიტა, რომელმაც გაწირა ჩვენი ქვეყანა და ხალხი ამ ომისთვის...

ამ ომმა დაგვანახა, რომ როცა გამყიდველი ხელისუფლებაა სათავეში და როცა ეგრეთწოდებული აგენტურა მართავს ქვეყანას, ისინი არ ზრუნავენ ჩვენს ხალხზე, არამედ ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ თავზე, მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე, მხოლოდ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაზე. გამახსენეთ რომელი პოლიტიკოსი, მინისტრი თუ პარლამენტარი ან მათი ოჯახის წევრი ომობდა და ვინ შეეწირა ამ ომს? რა თქმა უნდა არცერთი - ვინ სად გარბოდა არ იცოდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ გაქცევისას, ამ დროს ჩვენი საამაყო, გმირი ხალხი, გმირი ჯარისკაცები, გმირი პოლიციელები შეეწირნენ მათ ამ ბინძურ ავანტიურას და უგუნურობას, რომ არა ჩვენი პატრიარქის პირადი ჩართულობა, გამბედაობა და თავდადება, გახსოვთ, რომ ჩვენი გმირების ცხედრების გამოყვანაც კი არ ადარდებდა სააკაშვილის ხელისუფლებას. რა მოხდა ომის შემდეგ? ჯერ გმირების ცხედრებიც არ ჰყავდათ გადმოსვენებული, როცა გამყიდველმა ხელისუფლებამ რუსთაველზე შეკრიბეს ჩვენი ხალხი და და წაგებული ომი აზეიმეს და მიშა, მიშა აძახებინეს. ამის შემდეგ მისი დავალებით ხელი მოაწერეს ანტისახელმწიფოებრივ, სრულიად მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში, ეს ხომ პირდაპირი ღალატი იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესის. რამდენიმე თვეში ამ ომიდან, იმ დროს როცა რუსეთი აშენებდა ახალ რუსულ სამხედრო ბაზებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, სააკაშვილის გამყიდველმა მთავრობამ რუსეთს გაუხსნეს ჯერ ცალმხრივად უვიზო რეჟიმი, პირადად საზღვარზე ხვდებოდა თავად ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი რუს ტურისტებს, გახსოვთ შემდეგ როგორ გადასცეს ჩვენი სახელმწიფოს აქტივები სტრატეგიული ობიექტები, ენერგეტიკული ობიექტები და ცხოვრება გააგრძელეს ბედნიერად, ვითომ არაფერი არ მომხდარა და სამწუხაროდ, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ასევე მოიქცა მთელი დანარჩენი სამყაროც, მთელი მსოფლიო, ყველამ გააგრძელეს რუსეთთან ვაჭრობაც, პარტნიორობაც და თანამშრომლობაც.

ამიტომ, ეს ომი არის ჩვენთვის გაკვეთილიც, ჩვენს გამო და ჩვენი ტერიტორიებისთვის არავინ არ იომებს, არავის არ ადარდებს, უნდა ვთქვა პირდაპირ, რამდენი ქართველი დაიღუპება ომში, რადგან ყველას აქვს საკუთარი ინტერესი, ყველას ადარდებს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესი.

2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების პირველივე დღიდან ჩვენს ქვეყანაში დამყარდა უპრეცედენტო 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არცერთი მმართველის დროს არ მომხდარა, ჩვენ არ გვქონია ომი და არ დაგვიკარგავს დამატებით ტერიტორიები! რა თქმა უნდა, ეს არის ნამდვილი პატრიოტი და მებრძოლი კაცის, ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება! ამიტომ გავიმეორებ კიდევ ერთხელ, სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში ჩვენს ქვეყანაში იქნება მშვიდობა! იქნება სტაბილურობა და განვითარება!

მაგრამ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დღეს ისევ ის ბოროტი ძალა ვინც ამხელა უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს. ომის გარდა გახსოვთ რა დრო იყო, შიში, ტერორი, უსამართლობა, ხალხის ჩაგვრა, მკვლელობები, პატიმრების წამება და გაუპატიურება, არც თავისუფალი მედია, არც სამართალი არ არსებობდა, ბიზნესის ტერორი მიმდინარეობა და იყო სრული განუკითხაობა და მაინტერესებს, მაშინ რატომ არ ჩადიოდა ეკა გიგაური, ლომჯარია ან საბანაძე და სხვა აგენტები და რატომ არ ჰყვებოდნენ ხალხის ჩაგვრაზე ამერიკის კონგრესში, მაშინ რატომ არ იძახდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ დემოკრატიის უკუსვლა ხდებაო? დემოკრატიის არც ერთი ნიშანწყალი არ იყო ქვეყანაში და მაშინ ამ სისხლიან დიქტატორს დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ... ასეთი დამოკიდებულება ხომ არის შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის? ხალხმა კი იცის რომ ყველაზე ანტი-დემოკრატიული, ანტი-ჰუმანური კრიმინალების ბანდა მართავდა ჩვენს ქვეყანას.

დღეს ეს ანტი-ევროპული, ანტი-დემოკრატიული ბოროტება ჩვენს ახალგაზრდობას ჰპირდება ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ როცა მათ არაფერი გაუკეთებიათ ევროინტეგრაციის გზაზე და პირიქით ყველაფერს ანტი-ევროპულს და ანტი-დემოკრატიულს აკეთებდნენ როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ამ დროს თქვენ იცით, რომ ყველა მიღწევა ევრო-ინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“, ჩვენი დამსახურებაა, იქნება ეს უვიზო რეჟიმი ევროპაში, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მშვიდობა, სტაბილურობა პროგრესი ყველა მიმართულებით. ამიტომ, მინდა მათ მივმართო ვინც ჯერ კიდევ მხარს უჭერს სააკაშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მოკავშირე სატელიტურ პარტიებს და კოალიციებს, რომ ევროინტეგრაციის ნაცვლად მიიღებთ ისევ სისხლიან დიქტატურას, მშვიდობის ნაცვლად მიიღებთ ომს, ხოლო ევროპის ნაცვლად ახალგაზრდებს წაიყვანენ ომში!

თვითონ კი გაიქცევიან ევროპაში, როგორც ეს წინა ომის დროს გააკეთეს. ამიტომ, გაუაზრებელი რაღაც უკეთესის ძიებაში გარანტირებულად მივიღებთ უარესს და შემდეგ უკვე გვიანი იქნება სინანული... დღეს ეს ბოროტება აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები, გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე, გირჩი ჯაფარიძე. სხვათა შორის, გახსოვთ ეს უკანასკნელი როგორ სამარცხვინოდ მოიქცა, საოკუპაციო ხაზთან, რომელსაც იცავენ ჩვენი საამაყო პოლიციელები, ეს არარაობა მივიდა და სამარცხვინო პერფორმანსი დადგა, რითაც მიაყენა შეურაცხყოფა ჩვენს ხალხს, ჩვენს დაღუპულ გმირებს. იმ ხალხს, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ ამ გამყოფი საოკუპაციო ხაზის მიღმა. ასეთი ხალხი ითხოვდა სანქციების დაწესებას, უკრაინაში მეომრების გაგზავნას და მეორე ფრონტის გახსნას.

დღეს მსოფლიოში ურთულესი და არაპროგნოზირებადი გარემოა, მესამე მსოფლიო ომის საფრთხე მატულობს და ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა გაზრდილია, ამიტომ თითოეული პასუხისმგებლობიანი ჩვენი მოქალაქის ვალდებულებაა ჩვენი ქვეყნის დაცვა და გადარჩენა ომისგან და ომში ჩათრევისგან! ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ და ქვეყნის გამყიდველებს კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ სამართლიანი პასუხი და გამანადგურებელი შედეგით უნდა დავამარცხოთ ომის და ქაოსის მომტანი ბოროტი ძალები! 26 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ თქვენთან ერთად! გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს სიმართლე! გაიმარჯვებს საქართველო და ჩვენი მაგარი ხალხი! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“- განაცხად ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნახეთ ვიდეო