პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ის 14 მილიარდი, რომელიც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ წამოვა, მიმართული იქნება ახალგაზრდების პერსპექტივის ასაშენებლად" - დეკანოიძე
"ის 14 მილიარდი, რომელიც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ წამოვა, მიმართული იქნება ახალგაზრდების პერსპექტივის ასაშენებლად" - დეკანოიძე

ის 14 მი­ლი­არ­დი, რო­მელ­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობთ და რო­მე­ლიც 26 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ევ­რო­კავ­შირ­თან გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის შემ­დეგ წა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა საკ­ვირ­ვე­ლია, მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სპექ­ტი­ვის ასა­შე­ნებ­ლად, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდებს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეთ ღირ­სე­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

"რა­ტომ ვართ ჩვენ დღეს აქ და რა­ტომ ვართ ამ ქვე­ყა­ნა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ ახალ­გაზ­რდებ­თან: მე ვარ თვი­თონ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ას­წავ­ლის თსუ-ში და ვიცი, რომ სულ მალე და­ი­წყე­ბა ახა­ლი სას­წავ­ლო წელი. სტუ­დენ­ტე­ბის ოჯა­ხებს არ აქვთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გა­და­ი­ხა­დონ ის დიდი ფასი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ბი­ნის ქირა ღირს. ამი­ტომ ის 14 მი­ლი­არ­დი, რო­მელ­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობთ და რო­მე­ლიც 26 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ევ­რო­კავ­შირ­თან გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის შემ­დეგ წა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა საკ­ვირ­ვე­ლია, მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ამ ახალ­გაზ­რდე­ბის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სპექ­ტი­ვის ასა­შე­ნებ­ლად. მე მახ­სოვს და ალ­ბათ, ყვე­ლას ის დრო, როცა ახალ­გაზ­რდე­ბის მშობ­ლებს ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­სახ­ვედ­რად უნდა გა­და­ე­ხა­დათ უამ­რა­ვი ფული, რათა კო­რუფ­ცი­ი­თა და ნე­პო­ტიზ­მით მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში. ჩვენ შევ­ძე­ლით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რომ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, ათა­სო­ბით სტუ­დენ­ტის­თვის მიგ­ვე­ნი­ჭე­ბი­ნა ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

სწო­რედ ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­რიბ­ჭე ევ­რო­კავ­შირ­ში, ეს იქ­ნე­ბა კა­რიბ­ჭე, ფან­ჯა­რა, შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმის­თვის, რომ ჩვენს ახალ­გაზ­რდებს ჰქონ­დეთ ყვე­ლა­ნა­ი­რად ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი, ამი­ტომ, როცა 14 მი­ლი­არ­დი­ან დახ­მა­რე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ჩვენ ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ სწო­რედ ეს, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის პრობ­ლე­მე­ბი უნდა იყოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

მე მახ­სოვს, რო­გორ ტრა­ბა­ხობ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პარ­ლა­მენ­ტში, რომ ახალ­გაზ­რდებს ექ­ნე­ბო­დათ ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი, მაგ­რამ რო­გორც ვხე­დავთ, ეს ვერ მოგ­ვარ­და. ჩემი სტუ­დენ­ტე­ბი მიყ­ვე­ბი­ან, რომ მათ არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ჰქონ­დეთ ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი ახა­ლი სას­წავ­ლო წლის გახ­სნის­თვის, არა­და, იცით, რომ სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, რე­გი­ო­ნე­ბი­დან 30 ათას­ზე მეტი სტუ­დენ­ტი ჩა­მო­ვა დე­და­ქა­ლაქ­ში.

დიახ, თბი­ლი­სი არის ევ­რო­პის დე­და­ქა­ლა­ქი, თბი­ლი­სი და მთლი­ა­ნად, სა­ქარ­თვე­ლო, უნდა იყოს გა­ნათ­ლე­ბის დე­და­ქა­ლა­ქი და რაც მთა­ვა­რია, იმ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლებ­საც მე კარ­გად ვიც­ნობ და რომ­ლებ­მაც უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეთ ღირ­სე­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

ავტორი:

"ის 14 მილიარდი, რომელიც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ წამოვა, მიმართული იქნება ახალგაზრდების პერსპექტივის ასაშენებლად" - დეკანოიძე

"ის 14 მილიარდი, რომელიც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ წამოვა, მიმართული იქნება ახალგაზრდების პერსპექტივის ასაშენებლად" - დეკანოიძე

ის 14 მილიარდი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის შემდეგ წამოვა საქართველოში, რა საკვირველია, მიმართული იქნება ახალგაზრდების ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივის ასაშენებლად, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართულ ბრიფინგზე, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ღირსეული შესაძლებლობები.

"რატომ ვართ ჩვენ დღეს აქ და რატომ ვართ ამ ქვეყანაზე შეყვარებულ ახალგაზრდებთან: მე ვარ თვითონ ის ადამიანი, რომელიც ასწავლის თსუ-ში და ვიცი, რომ სულ მალე დაიწყება ახალი სასწავლო წელი. სტუდენტების ოჯახებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ გადაიხადონ ის დიდი ფასი, რომელიც თბილისში ბინის ქირა ღირს. ამიტომ ის 14 მილიარდი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის შემდეგ წამოვა საქართველოში, რა საკვირველია, მიმართული იქნება ამ ახალგაზრდების ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივის ასაშენებლად. მე მახსოვს და ალბათ, ყველას ის დრო, როცა ახალგაზრდების მშობლებს ამ უნივერსიტეტში მოსახვედრად უნდა გადაეხადათ უამრავი ფული, რათა კორუფციითა და ნეპოტიზმით მოხვედრილიყვნენ უმაღლეს სასწავლებელში. ჩვენ შევძელით, მიხეილ სააკაშვილის სწორი გადაწყვეტილებით, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, ათასობით სტუდენტისთვის მიგვენიჭებინა ის შესაძლებლობა, რომელიც იყო აუცილებელი.

სწორედ ამიტომ, საქართველოს კარიბჭე ევროკავშირში, ეს იქნება კარიბჭე, ფანჯარა, შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ჰქონდეთ ყველანაირად ღირსეული პირობები, ამიტომ, როცა 14 მილიარდიან დახმარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სწორედ ეს, საცხოვრებელი პირობების პრობლემები უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი.

მე მახსოვს, როგორ ტრაბახობდა "ქართული ოცნება" პარლამენტში, რომ ახალგაზრდებს ექნებოდათ ღირსეული პირობები, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს ვერ მოგვარდა. ჩემი სტუდენტები მიყვებიან, რომ მათ არ აქვთ საშუალება, ჰქონდეთ ღირსეული პირობები ახალი სასწავლო წლის გახსნისთვის, არადა, იცით, რომ სულ რამდენიმე დღეში, რეგიონებიდან 30 ათასზე მეტი სტუდენტი ჩამოვა დედაქალაქში.

დიახ, თბილისი არის ევროპის დედაქალაქი, თბილისი და მთლიანად, საქართველო, უნდა იყოს განათლების დედაქალაქი და რაც მთავარია, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მე კარგად ვიცნობ და რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ღირსეული შესაძლებლობები", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.