მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისოლ ჯგუფმა" "საბვეისთან" ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
"ვისოლ ჯგუფმა" "საბვეისთან" ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა

“ვი­სოლ ჯგუფ­მა“ „საბ­ვე­ის­თან“ ფრენ­ჩა­ი­ზის ექ­სკლუ­ზი­უ­რი შე­თან­ხმე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წლის ბო­ლოს მე-17 რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. დღეს­დღე­ო­ბით თბი­ლის­ში „საბ­ვე­ის“ უკვე 12, ხოლო რე­გი­ონ­ში 5 რეს­ტო­რა­ნი ოპე­რი­რებს. ახა­ლი რეს­ტო­რა­ნი მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე არ­სე­ბულ „ვი­სო­ლის“ ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­ზე გა­იხ­სნა, სა­დაც „საბ­ვე­ის“ გარ­და, დან­კი­ნის“ რეს­ტორ­ნის, „სმარ­ტის“ სუ­პერ­მარ­კე­ტი „და „ვინ­ტოს“ ავტო-მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრი­ცაა გან­თავ­სე­ბუ­ლი. წლის ბო­ლომ­დე „საბ­ვე­ის“ ქსე­ლი უკვე 20-მდე რეს­ტორ­ნით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. „Subway International BV-სთან“ მას­ტერ ფრენ­ჩა­ი­ზის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­მა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე „ვი­სოლ ჯგუ­ფი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში “საბ­ვე­ის” 80 რეს­ტო­რანს გახ­სნის. ახა­ლი რეს­ტორ­ნის ოფი­ცი­ა­ლურ გახ­სნას „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ პრე­ზი­დენ­ტი სოსო ფხა­კა­ძე და­ეს­წრო.

“„Subway International BV-სთან“- სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ის მსოფ­ლიო ლი­დერ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი მას­ტერ ფრენ­ჩა­ი­ზის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მხო­ლოდ ერთ წელ­ში 17 რეს­ტო­რა­ნი გავ­ხსე­ნით, რაც ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გია. ახა­ლი რეს­ტორ­ნის გახ­სნა, სიმ­ბო­ლუ­რად, იმა­ვე თა­რიღს და­ვამ­თხვი­ეთ, როცა „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ ქოლ­გის ქვეშ „საბ­ვე­ის“ პირ­ვე­ლი რეს­ტო­რა­ნი გავ­ხსე­ნით. შე­სა­ბა­მი­სად, “ვი­სოლ ჯგუფ­თან“ ერ­თად „საბ­ვეი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­კორ­დუ­ლი სის­წრა­ფით ვი­თარ­დე­ბა და ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სენდვი­ჩე­ბი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბი ძა­ლი­ან მალე სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. “საბ­ვე­ის­თან” ერ­თად სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვაქვს ხა­რის­ხის, ჯან­სა­ღი და ახალ­მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბის კუ­თხით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დე­ბის რეს­ტორ­ნე­ბის მარ­თვის მრა­ვალ­წლი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვცა სრუ­ლად გაგ­ვეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნე­ბი თუ სურ­ვი­ლე­ბი და მომ­სა­ხუ­რე­ბა კი­დევ უფრო სწრა­ფი და ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გაგ­ვე­ხა­და.“ - აცხა­დებს “ვენ­დის”, “დან­ქი­ნი­სა” და “საბ­ვე­ის” აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი გივი გვე­ტა­ძე.

„ვი­სოლ ჯგუ­ფი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი კულ­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბა­სა და დამ­კვიდ­რე­ბის­თვის 2013 წლი­დან ზრუ­ნავს და დღეს „საბ­ვე­ის“, „ვენ­დი­სის“ და „დან­კი­ნის“ ლე­გენ­და­რუ­ლი ბრენ­დე­ბის ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი 121 რეს­ტორ­ნით, ქვეყ­ნის სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი მო­თა­მა­შე და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

“საბ­ვე­ის“ გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რია 1965 წლი­დან იწყე­ბა. დღეს ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დი 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი 37000-ზე მეტი რეს­ტორ­ნით და სწრა­ფი კვე­ბის სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რია.

R

გია
1

საბვეიში არ შეხვიდეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვისოლ ჯგუფმა" "საბვეისთან" ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა

"ვისოლ ჯგუფმა" "საბვეისთან" ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა

“ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა. დღესდღეობით თბილისში „საბვეის“ უკვე 12, ხოლო რეგიონში 5 რესტორანი ოპერირებს. ახალი რესტორანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე გაიხსნა, სადაც „საბვეის“ გარდა, დანკინის“ რესტორნის, „სმარტის“ სუპერმარკეტი „და „ვინტოს“ ავტო-მომსახურების ცენტრიცაა განთავსებული. წლის ბოლომდე „საბვეის“ ქსელი უკვე 20-მდე რესტორნით იქნება წარმოდგენილი. „Subway International BV-სთან“ მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში “საბვეის” 80 რესტორანს გახსნის. ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაესწრო.

“„Subway International BV-სთან“- სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან გაფორმებული მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების ფარგლებში მხოლოდ ერთ წელში 17 რესტორანი გავხსენით, რაც ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. ახალი რესტორნის გახსნა, სიმბოლურად, იმავე თარიღს დავამთხვიეთ, როცა „ვისოლ ჯგუფის“ ქოლგის ქვეშ „საბვეის“ პირველი რესტორანი გავხსენით. შესაბამისად, “ვისოლ ჯგუფთან“ ერთად „საბვეი“ საქართველოში რეკორდული სისწრაფით ვითარდება და ლეგენდარული ამერიკული ბრენდის მსოფლიოში ცნობილი სენდვიჩები და სხვა პროდუქტები ძალიან მალე საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი. “საბვეისთან” ერთად საერთო ღირებულებები გვაქვს ხარისხის, ჯანსაღი და ახალმომზადებული პროდუქტის შეთავაზების კუთხით. საქართველოში ამერიკული ბრენდების რესტორნების მართვის მრავალწლიანმა გამოცდილებამ კი შესაძლებლობა მოგვცა სრულად გაგვეთვალისწინებინა ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნები თუ სურვილები და მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.“ - აცხადებს “ვენდის”, “დანქინისა” და “საბვეის” აღმასრულებელი დირექტორი გივი გვეტაძე.

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ამერიკული კულტურის გავრცელებასა და დამკვიდრებისთვის 2013 წლიდან ზრუნავს და დღეს „საბვეის“, „ვენდისის“ და „დანკინის“ ლეგენდარული ბრენდების ქვეშ გაერთიანებული 121 რესტორნით, ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშე და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.

“საბვეის“ განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37000-ზე მეტი რესტორნით და სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის ლიდერია.

R