სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის სრულიად  ნათელია, რატომ აღმოჩნდა 12 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ისევ სიაში" - ხიდაშელი
"ჩემთვის სრულიად  ნათელია, რატომ აღმოჩნდა 12 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ისევ სიაში" - ხიდაშელი

ჩემ­თვის სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია, რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა, რომ 12 წლის შემ­დეგ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სი­ა­ში უნდა იყოს - „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის სა­სო­წარ­კვე­თი­ლი, - ამის შე­სა­ხებ "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის“ ლი­დერ­მა, თინა ხი­და­შელ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

თინა ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ იმ მას­შტა­ბის მხარ­და­ჭე­რაც არ აქვს, რაც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის მათ მიერ მთავ­რო­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბას და ამი­ტომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხით „მთა­ვა­რი ჯო­კე­რი გა­მო­იყ­ვა­ნეს თა­მაშ­ში“.

„მათ და­ი­ნა­ხეს, წა­ი­კი­თხეს კვლე­ვებ­ში, გა­ი­გეს ქუ­ჩი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ გა­ზა­ფხულ­ზე, რომ არა­თუ იმ მას­შტა­ბის მხარ­და­ჭე­რა არ აქვთ, რა­საც ამ­ბო­ბენ, 60 პრო­ცენ­ტი რომ უნდა აი­ღონ, არა­მედ იმ მას­შტა­ბის მხარ­და­ჭე­რაც არ აქვთ, რაც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის მათ მიერ მთავ­რო­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბას. მათ იცი­ან, რომ ყვე­ლა კარ­ტი გაჭ­რი­ლია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა, ვი­საც დღეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჰქვია. არა­ვის არ აქვს საკ­მა­რი­სი ნდო­ბა, საკ­მა­რი­სი ლე­გი­ტი­მა­ცია იმის­თვის, რომ სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გეს სა­არ­ჩევ­ნოდ გუნდს, რო­გორც თა­ვის დრო­ზე კვი­რი­კაშ­ვი­ლი და ბა­ტო­ნი გა­ხა­რია იყო. მათი აზ­რით და რო­გორც ჩანს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­სა­ხე­დი­დან, მთა­ვა­რი ჯო­კე­რი გა­მო­იყ­ვა­ნეს თა­მაშ­ში იმი­სათ­ვის, რომ ოდ­ნავ მა­ინც შე­ამ­ცი­რონ ის სკეპ­ტი­ციზ­მი, რაც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

რო­გორც თინა ხი­და­შელ­მა აღ­ნიშ­ნა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ჯე­რა­დაც პო­ლი­ტი­კა­ში დრო­ე­ბით დაბ­რუნ­და.

"მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არა­ნა­ირ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნას არ აპი­რებს ანუ მო­რიგ ჯერ­ზე ატყუ­ებს სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს, ამომ­რჩევ­ლის იმ ნა­წილს, რომ­ლის ნა­მა­ტიც უნდა მი­ი­ღონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ა­ში ყოფ­ნით და რო­მელ­საც სრუ­ლი­ად ლე­გი­ტი­მუ­რად აქვს კი­თხვა - „ის არის სი­ა­ში, მაგ­რამ დარ­ჩე­ბა თუ არა?“ - სრუ­ლი­ად ცალ­სა­ხაა, რომ არ დარ­ჩე­ბა. დღეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­და. სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა არ არის ოფი­ცი­ა­ლუ­რად პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა, არა­ნა­ირ ოფი­ცი­ა­ლურ, ფორ­მა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ ატა­რებს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სიის პირ­ველ ნომ­რად ყოფ­ნა არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც 2013 წლის შემ­დეგ ის დაბ­რუნ­და პო­ლი­ტი­კა­ში. მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს დრო­ე­ბი­თია და ამას ადას­ტუ­რებს ის გზა, რო­მე­ლიც მან გა­ი­ა­რა პო­ლი­ტი­კის შო­რი­ახ­ლო ყოფ­ნის. მას არ უნდა რომ მას ჰბ­რალ­დე­ბო­დეს მარ­ცხე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბის სიბ­რა­ზე, მას­ზე ტყდე­ბო­დეს ჯოხი, ის გა­ურ­ბის ამ ვი­თა­რე­ბას, ამი­ტომ წა­ვი­და ის და ამი­ტომ არ დარ­ჩა ახლა“, - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

ავტორი:

"ჩემთვის სრულიად  ნათელია, რატომ აღმოჩნდა 12 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ისევ სიაში" - ხიდაშელი

"ჩემთვის სრულიად  ნათელია, რატომ აღმოჩნდა 12 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ისევ სიაში" - ხიდაშელი

ჩემთვის სრულიად ნათელია, რატომ აღმოჩნდა, რომ 12 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი სიაში უნდა იყოს - „ქართული ოცნება“ არის სასოწარკვეთილი, - ამის შესახებ "სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

თინა ხიდაშელის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ იმ მასშტაბის მხარდაჭერაც არ აქვს, რაც შესაძლებელს გახდის მათ მიერ მთავრობის დაკომპლექტებას და ამიტომ ბიძინა ივანიშვილის სახით „მთავარი ჯოკერი გამოიყვანეს თამაშში“.

„მათ დაინახეს, წაიკითხეს კვლევებში, გაიგეს ქუჩიდან, განსაკუთრებით ამ გაზაფხულზე, რომ არათუ იმ მასშტაბის მხარდაჭერა არ აქვთ, რასაც ამბობენ, 60 პროცენტი რომ უნდა აიღონ, არამედ იმ მასშტაბის მხარდაჭერაც არ აქვთ, რაც შესაძლებელს გახდის მათ მიერ მთავრობის დაკომპლექტებას. მათ იციან, რომ ყველა კარტი გაჭრილია, აბსოლუტურად ყველა, ვისაც დღეს „ქართული ოცნება“ ჰქვია. არავის არ აქვს საკმარისი ნდობა, საკმარისი ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ სათავეში ჩაუდგეს საარჩევნოდ გუნდს, როგორც თავის დროზე კვირიკაშვილი და ბატონი გახარია იყო. მათი აზრით და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის გადასახედიდან, მთავარი ჯოკერი გამოიყვანეს თამაშში იმისათვის, რომ ოდნავ მაინც შეამცირონ ის სკეპტიციზმი, რაც „ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით არსებობს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჯერადაც პოლიტიკაში დროებით დაბრუნდა.

"მამუკა მდინარაძე გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირ თანამდებობაზე ყოფნას არ აპირებს ანუ მორიგ ჯერზე ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომლის ნამატიც უნდა მიიღონ ბიძინა ივანიშვილის სიაში ყოფნით და რომელსაც სრულიად ლეგიტიმურად აქვს კითხვა - „ის არის სიაში, მაგრამ დარჩება თუ არა?“ - სრულიად ცალსახაა, რომ არ დარჩება. დღეს პირველი შემთხვევაა, როცა ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურ პოლიტიკაში დაბრუნდა. საპატიო თავმჯდომარეობა არ არის ოფიციალურად პოლიტიკაში ყოფნა, არანაირ ოფიციალურ, ფორმალურ პასუხისმგებლობას არ ატარებს. ბიძინა ივანიშვილის სიის პირველ ნომრად ყოფნა არის პირველი შემთხვევა, როდესაც 2013 წლის შემდეგ ის დაბრუნდა პოლიტიკაში. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებითია და ამას ადასტურებს ის გზა, რომელიც მან გაიარა პოლიტიკის შორიახლო ყოფნის. მას არ უნდა რომ მას ჰბრალდებოდეს მარცხები, მოსახლეობის სიბრაზე, მასზე ტყდებოდეს ჯოხი, ის გაურბის ამ ვითარებას, ამიტომ წავიდა ის და ამიტომ არ დარჩა ახლა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.