მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამჭვირვალობის კანონი" აუცილებელია, არ უნდა იყოს საზოგადოებაში რაიმე დამალული... დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" ამაყად შეაბიჯებს ევროპაში" - ლაშა ტალახაძე
"გამჭვირვალობის კანონი" აუცილებელია, არ უნდა იყოს საზოგადოებაში რაიმე დამალული... დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" ამაყად შეაბიჯებს ევროპაში" - ლაშა ტალახაძე

სამ­გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სიის მეშ­ვი­დე ნო­მე­რია, ამ­ბობს, რომ ამ ეტაპ­ზე არ აქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი თუ რას გა­ა­კე­თებს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში.

ტა­ლა­ხა­ძის თქმით, მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბაა.

"გა­დავ­წყვი­ტე, და­ვუდ­გე ისეთ გუნდს გვერ­დით, რო­მელ­მაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იქ­ნე­ბა ის გუნ­დი, რო­მე­ლიც ამა­ყად შე­ა­ბი­ჯებს ევ­რო­პა­ში.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ევ­რო­პა­ში შეს­ვლას ვიმ­სა­ხუ­რებთ და ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა იყოს. "გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონს" რაც შე­ე­ხე­ბა ვთვლი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია და არ უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რამე და­მა­ლუ­ლი" - გა­ნუ­ცხა­და "ტვ პირ­ველს" ტა­ლა­ხა­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, თუ რას გა­ა­კე­თებს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის შემ­დეგ, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ასე პა­სუ­ხობს:

"ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ვარ-თქო მაგ ყვე­ლა­ფერ­ში, რომ გი­თხრათ, მო­გა­ტყუ­ებთ. ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ახალ­გაზ­რდე­ბის გვერ­დით დგო­მა, ქარ­თუ­ლი სპორ­ტის გვერ­დით დგო­მა და ყვე­ლა ის ღირ­სე­უ­ლი ნა­ბი­ჯი რა­საც ჩვე­ნი გუნ­დი ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გამჭვირვალობის კანონი" აუცილებელია, არ უნდა იყოს საზოგადოებაში რაიმე დამალული... დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" ამაყად შეაბიჯებს ევროპაში" - ლაშა ტალახაძე

"გამჭვირვალობის კანონი" აუცილებელია, არ უნდა იყოს საზოგადოებაში რაიმე დამალული... დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" ამაყად შეაბიჯებს ევროპაში" - ლაშა ტალახაძე

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, რომელიც პოლიტიკაში წავიდა და "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერია, ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ აქვს ჩამოყალიბებული თუ რას გააკეთებს პარლამენტში შესვლის შემთხვევაში.

ტალახაძის თქმით, მისი მთავარი მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაა.

"გადავწყვიტე, დავუდგე ისეთ გუნდს გვერდით, რომელმაც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" იქნება ის გუნდი, რომელიც ამაყად შეაბიჯებს ევროპაში.

დარწმუნებული ვარ ევროპაში შესვლას ვიმსახურებთ და ჩემი მთავარი მიზარია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყოს. "გამჭვირვალობის კანონს" რაც შეეხება ვთვლი, რომ აუცილებელია და არ უნდა იყოს საზოგადოებაში რამე დამალული" - განუცხადა "ტვ პირველს" ტალახაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას გააკეთებს პარლამენტში შესვლის შემდეგ, ოლიმპიური ჩემპიონი ასე პასუხობს:

"ჩამოყალიბებული ვარ-თქო მაგ ყველაფერში, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ჩემი მთავარი მიზანია ახალგაზრდების გვერდით დგომა, ქართული სპორტის გვერდით დგომა და ყველა ის ღირსეული ნაბიჯი რასაც ჩვენი გუნდი ერთად განვახორციელებთ".

წაიკითხეთ ასევე: