საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცნობილი სსპორტსმენები, საყვარელი ადამიანები, "ქართული ოცნების“ პოლიტიკურად მახინჯ სხეულზე ლეღვის ფოთლის როლს შეასრულებენ" - რომან გოცირიძე
"ცნობილი სსპორტსმენები, საყვარელი ადამიანები, "ქართული ოცნების“ პოლიტიკურად მახინჯ სხეულზე ლეღვის ფოთლის როლს შეასრულებენ" - რომან გოცირიძე

"ლა­მა­ზი ფა­სა­დუ­რი სა­ხე­ე­ბი - ცნო­ბი­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რად მა­ხინჯ სხე­ულ­ზე ლეღ­ვის ფოთ­ლის როლს შე­ას­რუ­ლე­ბენ - სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ის­ტო­რი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი არა­ვის უნა­ხავს", - ასე­თია "ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის" წევ­რის რო­მან გო­ცი­რი­ძის პო­ზი­ცია იმ ახალ სა­ხე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვინც მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ სა­არ­ჩევ­ნო სიის პირ­ველ ოცე­ულ­ში წა­რად­გი­ნა.

გო­ცი­რი­ძის აზ­რით, "მათ პარ­ლა­მენ­ტში არა­ვი­თა­რი ფუნ­ქცია ექ­ნე­ბათ, ღი­ლაკ­ზე ხე­ლის და­ჭე­რის გარ­და".

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სია წარ­მოდ­გე­ნი­ლია იმ ძვე­ლი სა­ხე­ე­ბით, ვინც ქვე­ყა­ნას უღა­ლა­ტა, რუ­სე­თის მხა­რე და­ი­ჭი­რა, ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი კა­ნო­ნე­ბი მი­ი­ღო და ქვე­ყა­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში მო­აქ­ცია. ამ სიას ჰყავს გამ­ლა­მა­ზებ­ლე­ბი.

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა ის ფაქ­ტი, რომ ქვეყ­ნის­თვის საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, თუ რა ბედი ეწია სპორ­ტსმე­ნებს, ვინც დღეს პარ­ლა­მენ­ტში არი­ან. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ღა­ლა­ტის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გა­ხა­და და კენ­ჭისყ­რის ღი­ლაკ­ზე ხე­ლის დამ­ჭერ სტა­ტის­ტე­ბად აქ­ცია.

ამ დე­პუ­ტა­ტებს პარ­ლა­მენ­ტში არა­ვი­თა­რი ფუნ­ქცია არ ექ­ნე­ბა, ღი­ლაკ­ზე ხე­ლის და­ჭე­რის გარ­და.

პო­ლი­ტი­კა არის ხე­ლო­ბა და სპე­ცი­ა­ლო­ბა - ადა­მი­ა­ნე­ბი პარ­ლა­მენ­ტში იმის გამო არ უნდა ხვდე­ბო­დეს, რომ არის ვი­ღა­ცის შვი­ლიშ­ვი­ლი, რომ კარ­გად იმ­ღე­რა ან ბიზ­ნეს­ში რა­ღაც წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ის­ტო­რი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი არა­ვის უნა­ხავს. ფეხ­ბურ­თე­ლი რომ ჰო­კე­ის მო­ე­დან­ზე ათა­მა­შო სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბა და პი­რი­ქით. ერ­თია, როცა შენს სივ­რცე­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი გმი­რი ხარ, მაგ­რამ, რო­დე­საც შენი სივ­რცი­დან სხვა სივ­რცე­ში გა­და­დი­ხარ, ბუ­ნებ­რი­ვია, კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­დე­ბი.

რო­დე­საც პო­ლი­ტი­კა­ში მო­დი­ხარ და სა­ჯა­რო პირი ხდე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სხვა სტან­დარ­ტის იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი წევ­რი იმა­საც ამ­ბობს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სპორ­ტსმე­ნე­ბის ავ­ტო­რი­ტეტს "სა­მარ­ცხვი­ნოდ" იყე­ნებს.

"სა­მარ­ცხვი­ნო იყო კახა კა­ლა­ძის და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი. მათ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას და­უ­რე­კეს, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ვი­დეო-ზარი, გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცეს, რაც მათ­მა პი­არ­მა გა­და­ი­ღო. ჰკი­თხეთ კვა­რა­ცხე­ლი­ას უნ­დო­და თუ არა ამ სა­უბ­რის გამ­ჟღავ­ნე­ბა? მი­უ­ლო­ცეს და ეს მი­ლოც­ვა პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მო­ი­ყე­ნეს - სხვა­თა შო­რის, ვინც გოლი გა­ი­ტა­ნა, მას რა­ტომ არ და­უ­რე­კეს? გუნ­დის კა­პი­ტანს გუ­რამ კა­ში­ას რა­ტომ არ და­უ­რე­კეს? - არ და­უ­რე­კეს იმი­ტომ, რომ ლგბტ სამ­კლა­ვუ­რი გა­ი­კე­თა, ხო?!

ის რაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რია - რამ­დე­ნიც არ უნდა ურ­ე­კონ კვა­რა­ცხე­ლი­ას, ის "ქოცი" არას­დროს გახ­დე­ბა! მე­ტიც, "ქოცი" თუნ­დაც იმი­ტომ არ გახ­დე­ბა, რომ როცა კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­დე­პუ­ტა­ტო ვადა მო­უ­წევს, "ქო­ცო­ბა" დიდი ხნის გა­და­შე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ცნობილი სსპორტსმენები, საყვარელი ადამიანები, "ქართული ოცნების“ პოლიტიკურად მახინჯ სხეულზე ლეღვის ფოთლის როლს შეასრულებენ" - რომან გოცირიძე

"ცნობილი სსპორტსმენები, საყვარელი ადამიანები, "ქართული ოცნების“ პოლიტიკურად მახინჯ სხეულზე ლეღვის ფოთლის როლს შეასრულებენ" - რომან გოცირიძე

"ლამაზი ფასადური სახეები - ცნობილი და აღიარებული სპორტსმენები, საყვარელი ადამიანები, "ქართული ოცნების" პოლიტიკურად მახინჯ სხეულზე ლეღვის ფოთლის როლს შეასრულებენ - საქართველოს პარლამენტის ისტორიაში წარმატებული სპორტსმენი არავის უნახავს", - ასეთია "ევროოპტიმისტების" წევრის რომან გოცირიძის პოზიცია იმ ახალ სახეებთან დაკავშირებით, ვინც მმართველმა პარტიამ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში წარადგინა.

გოცირიძის აზრით, "მათ პარლამენტში არავითარი ფუნქცია ექნებათ, ღილაკზე ხელის დაჭერის გარდა".

"ქართული ოცნების" სია წარმოდგენილია იმ ძველი სახეებით, ვინც ქვეყანას უღალატა, რუსეთის მხარე დაიჭირა, ანტიევროპული კანონები მიიღო და ქვეყანა ფაქტობრივად საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. ამ სიას ჰყავს გამლამაზებლები.

ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყნისთვის საყვარელმა ადამიანებმა არ გაითვალისწინეს, თუ რა ბედი ეწია სპორტსმენებს, ვინც დღეს პარლამენტში არიან. ეს ადამიანები "ქართულმა ოცნებამ" ღალატის თანამონაწილე გახადა და კენჭისყრის ღილაკზე ხელის დამჭერ სტატისტებად აქცია.

ამ დეპუტატებს პარლამენტში არავითარი ფუნქცია არ ექნება, ღილაკზე ხელის დაჭერის გარდა.

პოლიტიკა არის ხელობა და სპეციალობა - ადამიანები პარლამენტში იმის გამო არ უნდა ხვდებოდეს, რომ არის ვიღაცის შვილიშვილი, რომ კარგად იმღერა ან ბიზნესში რაღაც წარმატებას მიაღწია.

საქართველოს პარლამენტის ისტორიაში წარმატებული სპორტსმენი არავის უნახავს. ფეხბურთელი რომ ჰოკეის მოედანზე ათამაშო სასაცილო იქნება და პირიქით. ერთია, როცა შენს სივრცეში წარმატებული გმირი ხარ, მაგრამ, როდესაც შენი სივრციდან სხვა სივრცეში გადადიხარ, ბუნებრივია, კრიტიკის ობიექტი გახდები.

როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ და საჯარო პირი ხდები, ბუნებრივია, დამოკიდებულება სხვა სტანდარტის იქნება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი იმასაც ამბობს, რომ "ქართული ოცნება" სპორტსმენების ავტორიტეტს "სამარცხვინოდ" იყენებს.

"სამარცხვინო იყო კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი. მათ ხვიჩა კვარაცხელიას დაურეკეს, განახორციელეს ვიდეო-ზარი, გამარჯვება მიულოცეს, რაც მათმა პიარმა გადაიღო. ჰკითხეთ კვარაცხელიას უნდოდა თუ არა ამ საუბრის გამჟღავნება? მიულოცეს და ეს მილოცვა პოლიტიკურად გამოიყენეს - სხვათა შორის, ვინც გოლი გაიტანა, მას რატომ არ დაურეკეს? გუნდის კაპიტანს გურამ კაშიას რატომ არ დაურეკეს? - არ დაურეკეს იმიტომ, რომ ლგბტ სამკლავური გაიკეთა, ხო?!

ის რაც გამოაქვეყნეს, ფარული ჩანაწერია - რამდენიც არ უნდა ურეკონ კვარაცხელიას, ის "ქოცი" არასდროს გახდება! მეტიც, "ქოცი" თუნდაც იმიტომ არ გახდება, რომ როცა კვარაცხელიას სადეპუტატო ვადა მოუწევს, "ქოცობა" დიდი ხნის გადაშენებული იქნება", - განაცხადა გოცირიძემ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"