სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეცხლოვანი დებატები", მწვავე კამათი - ჰარისი-ტრამპის პირველი ტელედებატები, ურთიერთბრალდებები და მთავარი მესიჯები: ვის მიანიჭა უპირატესობა მაყურებელმა
"ცეცხლოვანი დებატები", მწვავე კამათი - ჰარისი-ტრამპის პირველი ტელედებატები, ურთიერთბრალდებები და მთავარი მესიჯები: ვის მიანიჭა უპირატესობა მაყურებელმა

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი, კა­მა­ლა ჰა­რი­სი და დო­ნალდ ტრამ­პი დე­ბა­ტე­ბის სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. მათ ხელი ჩა­მო­არ­თვეს და 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც და­სავ­ლუ­რი მე­დია უწო­დებს, "ცე­ცხლო­ვა­ნი დე­ბა­ტი" მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ამ 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­მა­ლა ჰა­რის­მა არა­ერ­თხელ შე­ა­ჩე­რა დო­ნალდ ტრამ­პი და მი­უ­თი­თა, რომ პი­რად თავ­დას­ხმა­ზე გა­და­დი­ო­და, რი­თაცდ თავს არი­დებ­და რე­ა­ლურ პრობ­ლებ­მე­ზე სა­უ­ბარს. კა­მა­ლა ჰა­რი­სი აი­ძუ­ლებ­და რეს­პუბ­ლი­კელ მე­ტო­ქეს ესა­უბ­რა თა­ვის წარ­სულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე, ნა­ბი­ჯებ­ზე, მათ შო­რის კა­პი­ტო­ლი­უმ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის შეჭ­რის შე­სა­ხებ.

  • რო­გორც დე­ბა­ტე­ბის დროს დო­ნალდ ტრამპმა თქვა, მას პრე­ზი­დენ­ტად ხე­ლახ­ლა არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის 24 სა­ათ­ში დას­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია.

"დე­მოკ­რა­ტე­ბის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­თან, აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენტ კა­მა­ლა ჰა­რისს­თან სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბა­ტე­ბის დროს მო­დე­რა­ტორ დე­ვიდ მი­უ­რის კი­თხვა­ზე, რო­გორ და­ას­რუ­ლებს ის ომს და სურს თუ არა, რომ ომი უკ­რა­ი­ნამ მო­ი­გოს, ტრამპმა უპა­სუ­ხა: "მინ­და, რომ ომი შე­წყდეს, მინ­და გა­დარ­ჩნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს კლა­ვენ”.

მისი მტკი­ცე­ბით, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს რო­გორც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან, ასე­ვე რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან. ”მე მო­ვაგ­ვა­რებ ამას მა­ნამ­დეც კი, სა­ნამ პრე­ზი­დენ­ტი გავ­ხდე­ბი”, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

  • რო­დე­საც სთხო­ვეს, გა­ნე­მარ­ტა თა­ვი­სი პო­ზი­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, არის თუ არა აშშ-ის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­ში უკ­რა­ი­ნის მიერ ომის მო­გე­ბა, ტრამპმა უპა­სუ­ხა:

”ვფიქ­რობ, აშშ-ის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რეს­შია, რომ ეს ომი დას­რულ­დეს და უბ­რა­ლოდ დას­რულ­დეს - შე­თან­ხმე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რად­გან ჩვენ უნდა შე­ვა­ჩე­როთ ყვე­ლა ამ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­ნად­გუ­რე­ბა".

  • კა­მა­ლა ჰა­რი­სი გან­ცხა­დე­ბით კი, "დო­ნალდ ტრამ­პი რომ პრე­ზი­დენ­ტი ყო­ფი­ლი­ყო, პუ­ტი­ნი ახლა კი­ევ­ში იჯ­დე­ბო­და".

"გა­სა­გე­ბია, რა­ტომ არი­ან ევ­რო­პე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი და ჩვე­ნი ნატო-ელი მო­კავ­ში­რე­ე­ბი ასე მად­ლი­ე­რე­ბი, რომ თქვენ აღარ ხართ პრე­ზი­დენ­ტი და რომ ჩვენ გვეს­მის მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი სამ­ხედ­რო ალი­ან­სის, ნატო-ს მნიშ­ვნე­ლო­ბა და რაც გა­ვა­კე­თეთ იმი­სათ­ვის, რომ შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ზე­ლენ­სკის და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის უნა­რი, თა­ვი­ან­თი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ებ­რძო­ლათ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პუ­ტი­ნი კი­ევ­ში იჯ­დე­ბო­და და თვა­ლი და­ნარ­ჩე­ნი ევ­რო­პის­კენ ეჭი­რე­ბო­და, და­წყე­ბუ­ლი პო­ლო­ნე­თი­დან“, - აღ­ნიშ­ნა ჰა­რის­მა.

მისი თქმით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი დიქ­ტა­ტო­რია.

  • "ის დიქ­ტა­ტო­რია, რო­მე­ლიც ლანჩზე შეგ­ჭამთ", - მი­მარ­თა ჰა­რის­მა ტრამპს.

დე­ბა­ტე­ბის დროს უკ­რა­ი­ნის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას, დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა კა­მა­ლა ჰა­რის­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო მშვი­დო­ბა მას შემ­დეგ, რაც გაგ­ზავ­ნეს უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის ლი­დე­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის, რა­ზე­დაც ჰა­რის­მა უპა­სუ­ხა, რომ ის შეხ­ვდა არა ვლა­დი­მერ პუ­ტინს, არა­მედ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის.

"რე­ა­ლო­ბა ისაა, რომ ამე­რი­კა ყო­ველ­თვის უნდა დად­გეს, რო­გორც ლი­დე­რი, რო­მე­ლიც იცავს სა­ერ­თა­შო­რი­სო წე­სებ­სა და ნორ­მებს. რო­გორც ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ავ­ლენს ძა­ლას, გვეს­მის, რომ ალი­ან­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ გვაქვს მთელს მსოფ­ლი­ო­ში, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვენს უნარ­ზე, გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენს მე­გობ­რებს და არ მივ­ცეთ უპი­რა­ტე­სო­ბა ჩვენს მტრებს, რად­გან თქვენ ეთაყ­ვა­ნე­ბით ძლი­ე­რებს, ნაც­ვლად იმი­სა, რომ ზრუ­ნავ­დეთ დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე,”- გა­ნა­ცხა­და ჰა­რის­მა დო­ნალდ ტრამ­პის სა­პა­სუ­ხოდ.

კა­მა­ლა ჰა­რის­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დო­ნალდ ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბამ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს და­უ­ტო­ვა "დიდი დეპ­რე­სია და უმუ­შევ­რო­ბა.“

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ CNN-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა მო­ნა­ცე­მე­ბი - ვინ მო­ი­გო პირ­ვე­ლი ტე­ლე­დე­ბა­ტე­ბი. CNN-ის ცნო­ბით, მა­ყუ­რებ­ლებ­მა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ჰა­რი­სი და­ა­სა­ხე­ლეს ამომ­რჩევ­ლებ­მა. CNN-ის და კვლე­ვი­თი კომ­პა­ნია SSRS-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ გა­მო­კი­თხვის მი­ხევ­დით, 63%-ის აზ­რით, ჰა­რის­მა გა­ი­მარ­ჯვა, 37%-ის აზ­რით - ტრამპმა. ცდო­მი­ლე­ბა +/- 5,3%-ია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ცეცხლოვანი დებატები", მწვავე კამათი - ჰარისი-ტრამპის პირველი ტელედებატები, ურთიერთბრალდებები და მთავარი მესიჯები: ვის მიანიჭა უპირატესობა მაყურებელმა

"ცეცხლოვანი დებატები", მწვავე კამათი - ჰარისი-ტრამპის პირველი ტელედებატები, ურთიერთბრალდებები და მთავარი მესიჯები: ვის მიანიჭა უპირატესობა მაყურებელმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატები, კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი დებატების სცენაზე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ხელი ჩამოართვეს და 90 წუთის განმავლობაში, როგორც დასავლური მედია უწოდებს, "ცეცხლოვანი დებატი" მიმდინარეობდა.

ამ 90 წუთის განმავლობაში კამალა ჰარისმა არაერთხელ შეაჩერა დონალდ ტრამპი და მიუთითა, რომ პირად თავდასხმაზე გადადიოდა, რითაცდ თავს არიდებდა რეალურ პრობლებმეზე საუბარს. კამალა ჰარისი აიძულებდა რესპუბლიკელ მეტოქეს ესაუბრა თავის წარსულ გადაწყვეტილებებზე, ნაბიჯებზე, მათ შორის კაპიტოლიუმში ადამიანების შეჭრის შესახებ.

  • როგორც დებატების დროს დონალდ ტრამპმა თქვა, მას პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომის 24 საათში დასრულება შეუძლია.

"დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსთან სატელევიზიო დებატების დროს მოდერატორ დევიდ მიურის კითხვაზე, როგორ დაასრულებს ის ომს და სურს თუ არა, რომ ომი უკრაინამ მოიგოს, ტრამპმა უპასუხა: "მინდა, რომ ომი შეწყდეს, მინდა გადარჩნენ ადამიანები, მილიონობით ადამიანს კლავენ”.

მისი მტკიცებით, კარგი ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ”მე მოვაგვარებ ამას მანამდეც კი, სანამ პრეზიდენტი გავხდები”, - აღნიშნა ტრამპმა.

  • როდესაც სთხოვეს, განემარტა თავისი პოზიცია იმის თაობაზე, არის თუ არა აშშ-ის საუკეთესო ინტერესებში უკრაინის მიერ ომის მოგება, ტრამპმა უპასუხა:

”ვფიქრობ, აშშ-ის საუკეთესო ინტერესშია, რომ ეს ომი დასრულდეს და უბრალოდ დასრულდეს - შეთანხმებაზე მოლაპარაკება, რადგან ჩვენ უნდა შევაჩეროთ ყველა ამ ადამიანის სიცოცხლის განადგურება".

  • კამალა ჰარისი განცხადებით კი, "დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა".

"გასაგებია, რატომ არიან ევროპელი მოკავშირეები და ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეები ასე მადლიერები, რომ თქვენ აღარ ხართ პრეზიდენტი და რომ ჩვენ გვესმის მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ალიანსის, ნატო-ს მნიშვნელობა და რაც გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ზელენსკის და უკრაინელების უნარი, თავიანთი დამოუკიდებლობისთვის ებრძოლათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი კიევში იჯდებოდა და თვალი დანარჩენი ევროპისკენ ეჭირებოდა, დაწყებული პოლონეთიდან“, - აღნიშნა ჰარისმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი დიქტატორია.

  • "ის დიქტატორია, რომელიც ლანჩზე შეგჭამთ", - მიმართა ჰარისმა ტრამპს.

დებატების დროს უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ვერ უზრუნველყო მშვიდობა მას შემდეგ, რაც გაგზავნეს უკრაინისა და რუსეთის ლიდერებთან მოლაპარაკებისთვის, რაზედაც ჰარისმა უპასუხა, რომ ის შეხვდა არა ვლადიმერ პუტინს, არამედ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

"რეალობა ისაა, რომ ამერიკა ყოველთვის უნდა დადგეს, როგორც ლიდერი, რომელიც იცავს საერთაშორისო წესებსა და ნორმებს. როგორც ლიდერი, რომელიც ავლენს ძალას, გვესმის, რომ ალიანსები, რომლებიც ჩვენ გვაქვს მთელს მსოფლიოში, დამოკიდებულია ჩვენს უნარზე, გავუფრთხილდეთ ჩვენს მეგობრებს და არ მივცეთ უპირატესობა ჩვენს მტრებს, რადგან თქვენ ეთაყვანებით ძლიერებს, ნაცვლად იმისა, რომ ზრუნავდეთ დემოკრატიაზე,”- განაცხადა ჰარისმა დონალდ ტრამპის საპასუხოდ.

კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობამ შეერთებულ შტატებს დაუტოვა "დიდი დეპრესია და უმუშევრობა.“

აღსანიშნავია, რომ CNN-მა გამოაქვეყნა მონაცემები - ვინ მოიგო პირველი ტელედებატები. CNN-ის ცნობით, მაყურებლებმა გამარჯვებულად ჰარისი დაასახელეს ამომრჩევლებმა. CNN-ის და კვლევითი კომპანია SSRS-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვის მიხევდით, 63%-ის აზრით, ჰარისმა გაიმარჯვა, 37%-ის აზრით - ტრამპმა. ცდომილება +/- 5,3%-ია.