ევროპაში სწავლობთ?
გადარიცხეთ თანხა მყისიერად და საკომისიოს გარეშე
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი ევროპაში სწავლობთ, გილოცავთ ამ დიდ მიღწევას! თქვენი ძალისხმევა და ამბიცია დაფასებას იმსახურებს. ევროპაში სწავლა დიდი შესაძლებლობაა, თუმცა ხშირად ფინანსური საკითხები მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
წარმოგიდგენთ პეისერა ბანკს, თქვენს ფინანსურ პარტნიორს ევროპაში. რომლის მეშვეობითაც შეძლებთ გადარიცხოთ თანხა მარტივად, სწრაფად, ძალიან დაბალი საკომისიოთი ან საკომისიოს გარეშე.
ევროპაში სწავლისას სტუდენტებს მრავალი ფინანსური ვალდებულება აქვთ:
ამ ხარჯების დასაფარად საჭიროა მარტივი, სწრაფი და იაფი გზა თანხის მისაღებად.
გადაჭრის მეთოდი:
პეისერა ბანკი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას გადარიცხოთ თანხა ევროპის ეკონომიკური არეალის ქვეყნებში მარტივად, სწრაფად და მინიმალური საკომისიოთი:
რატომ Paysera?
Paysera Super App - ყველაფერი ერთ სივრცეში
Paysera-ს ევროპული Visa ბარათი
ვინ შეიძლება ისარგებლოს ევროპული ბარათით?
დაიწყეთ ახლავე!
რეგისტრაციისთვის გადმოწერეთ Paysera Super App
პეისერა ბანკის მეშვეობით სტუდენტებს და მათ ოჯახებს შეუძლიათ მარტივად გადალახონ ფინანსური ბარიერები და კონცენტრირდნენ იმაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია - განათლებაზე და პირად განვითარებაზე ევროპაში, ფინანსურ ნაწილზე პეისერა ბანკი იზრუნებს!
სტუდენტები, რომლებიც უკვე სარგებლობენ პეისერა ბანკით
სისტემით უკვე სარგებლობენ ქართველი სტუდენტები ევროპაში. ერთ-ერთი მათგანი, ავთოა, რომელიც 3 წელია გერმანიაში ცხოვრობს და ამბობს, რომ ბოლო თვეებში paysera-ს კლიენტია, რამაც გადარიცხვის თანხის შემცირებასთან ერთად, მისი ოჯახისთვის ევროპული ბარათების გახსნის შესაძლებლობაც მისცა, რაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელია. პეისერა ბანკი საქართველოს ევროპული ბარათის მიღება, მხოლოდ საქართველოს იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც უცხოეთში ლეგალურად ცხოვრობენ, სტუდენტები კი, სწორედ ამ სეგმენტს მიეკუთვნებიან. მათ, ასევე აქვთ შესაძლებლობა, ევროპული ბარათი დაუკვეთონ ოჯახის წევრებისთვის.
"3 წელია, რაც გერმანიაში ვსწავლობ. 1 წელი, ე.წ. ოპერის პროგრამით. ამ დროს, ერთგვარი გაცვლითი პროგრამით ოჯახში ცხოვრობ და შესაბამისად, ხარჯებიც ნაკლებია. ძალიან მიზერული, მაგრამ ხელფასიც გაქვს. ბოლო 2 წელი კი, მას შემდეგ რაც ენა სრულყოფილად ვისწავლე და ადაპტაციაც სრულად გავიარე, შტუტგარტში სტუდენტი ვარ და საცხოვრებლის, კვების და სწავლის საფასურის თანხით ოჯახი მეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ მეც ვმუშაობ, მაინც უწევთ თანხის გადმორიცხვა. აქამდე თვეში საშუალოდ სამი გადმორიცხვის განხორციელება უწევდათ ევროპაში: ჩემი პირადი ხარჯებისთვის, იჯარის და სწავლის საფასური, რაც დაახლოებით 100 ევრომდე ჯდებოდა. ახლა უფასოდ მირიცხავენ, რადგან „paysera საქართველომ" მომცა შესაძლებლობა, მე მქონოდა ევროპული ანგარიში და ევროპული ბარათი, ამასთან ერთად ევროპული ანგარიში აქვთ ჩემს ოჯახის წევრებსაც, რამაც სრულად მოგვიხსნა საკომისიოს ტვირთი. ვინც საზღვარგარეთ სწავლობს და ჩემს მსგავსად თანხის მიღება მშობლებისგან უწევს, მარტივად მიხვდებიან, რამხელა შეღავათია და რა კომფორტია, როცა უქმეებსა და სამუშაო საათებზე ნერვიულობა არ გიწევს. თანხა ისევე მყისიერად გიჯდება ბარათზე, როგორც საქართველოში, ბანკის შიდა გადარიცხვისას".
კიდევ ერთი სტუდენტი, რომელიც paysera-ს მომსახურებით სარგებლობს და საქართველოდან თანხა თვეში რამდენჯერმე ერიცხება, 25 წლის თამუნა:
"ესპანეთში მაგისტრატურაზე 1 წლის წინ ნაწილობრივი დაფინანსებით დავიწყე. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ სწავლისა და მუშაობის შეთავსებას ვერ ვახერხებ და სრულად ოჯახიდან გადმორიცხულ თანხაზე ვარ დამოკიდებული. ბოლო რამდენიმე თვეა paysera-ს კლიენტი გავხდი, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ ამ დრომდე თავი ვერ მოვაბი ევროპული ბარათის დამზადებას, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რა ბენეფიტები აქვს. სწავლის, მიმდინარე ხარჯებისა და ბინის იჯარის ფულს კი, ოჯახი მუდმივად paysera-თი მირიცხავს. მარტივი მიზეზის გამო, გადარიცხვის ფასი 7 ევროს არ სცდება და თან, თანხა მომენტალურად ერიცხება მიმღებს. ჩამოსვლამდე ვერ წარმომედგინა, მაგრამ აქ ჩვენთან შედარებით ბევრად მეტი უქმე დღე აქვთ, როგორც რელიგიურ, ასევე საერო დღესასწაულებზე, როცა მთელი ესპანეთი ისვენებს. პრინციპში, გადარიცხვის გაიაფების გარდა, ეს იყო მთავარი მიზეზი, რამაც არჩევანი განაპირობა. ლოდინი და შფოთვა არ მიწევს, რომ რაღაც მომენტში თანხის გარეშე არ დავრჩე".
ოჯახები, რომელთა შვილებიც ევროპაში სწავლობენ - რამდენი იზოგება კალკულაცია დაახლოებით
სტუდენტების პარალელურად, მნიშვნელოვანია, როგორ ხედავენ ახალ შესაძლებლობას ოჯახები, რომლებიც შვილის სწავლაში ინვესტიციას დებენ და ყოველთვიურად ფულს რიცხავენ. თამუნას ვთხოვეთ, მოეცა შესაძლებლობა გაგვეგო მისი ოჯახის აზრი, რატომ ირჩევენ sepa-თი გადარიცხვებს, რომელსაც საქართველოში ექსკლუზიურად paysera ახორციელებს.
"paysera-თი ბოლო 2 თვეა რაც ვსარგებლობთ. გასულ წელს, რამდენჯერმე "გავიჭედეთ"; როცა თანხა ხუთშაბათ საღამოს გადავრიცხეთ იმ იმედით, რომ ბავშვს პარასკევს დაუჯდებოდა, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ ესპანეთში უქმე დღე იყო. ამ დროს, გამორიცხულია რამე მუშაობდეს და მთელი სამი დღე ამაზე ნერვიულობა მოგვიწია ორშაბათამდე. სანამ მათ ეროვნულ დღესასწაულებს და საბანკო სექტორის სპეციფიკას მოვერგეთ. ზაფხულის დასვენების დროს გაიგო თამუნამ sepa გადარიცხვის და მისი უპირატესობების შესახებ მეგობრებისგან და რა თქმა უნდა, გაგვიხარდა და სრულად გადავედით. ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის გარდა, თვეში დაახლოებით 75-100 ევროს დაზოგვა გამოგვივიდა", - გვიყვება თამუნას დედა.
ცნობისთვის, SEPA მოიცავს 36 ქვეყანას - ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, 3 ევროპის ეკონომიკური არალის ქვეყანა (ნორვეგია, ლიხტენშტაინი, ისლანდია), ისევე როგორც მონაკო, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი, ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (Single Euro Payment Area – SEPA) საქართველოს გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად გასული წლის ბოლოს წარადგინა. იქამდე, სანამ საქართველო sepa-ს სრულუფლებიანი წევრი გახდება, მომხმარებელს ყველა მომსახურებას პეისერა ბანკი საქართველო ექსკლუზიურად სთავაზობს.
R