მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარტივი, გემრიელი და ნოყიერი საუზმის იდეები Keto’s kitchen corner-გან
მარტივი, გემრიელი და ნოყიერი საუზმის იდეები Keto’s kitchen corner-გან

Keto’s kitchen corner-ი გვი­ზი­ა­რებს ნოყი­ე­რი, გემ­რი­ე­ლი და ბი­უ­ჯე­ტუ­რი სა­უზ­მის რე­ცეპ­ტებს. სცა­დეთ და გაგ­ვი­ზი­ა­რეთ თქვე­ნი შე­დე­გი კო­მენ­ტა­რებ­ში!

ნოყი­ე­რი სა­უზ­მე პურ­ში

00:00 / 00:00

გემ­რი­ე­ლი და მარ­ტი­ვად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­უზ­მე, ამავდრო­უ­ლად არის ხრა­შუ­ნა და ძა­ლი­ან წვნი­ა­ნი. დაგ­ჭრი­დე­ბათ პური, რო­მელ­საც უნდა მო­აჭ­რათ თავი (შე­ი­ნა­ხოთ ცალ­კე) და პურს ამო­ა­ცა­ლოთ გული.

ქვე­და ფე­ნას წა­უს­ვით სა­სურ­ვე­ლი სო­უ­სი, ჩა­ა­ფი­ნეთ ყვე­ლის ფირ­ფი­ტე­ბი. შემ­დე­გი ფენა - ძეხ­ვია. ამ რე­ცეპ­ტში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია „კო­რი­დას“ პი­კან­ტუ­რი მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვი. და­ჭე­რით სა­სურ­ვე­ლი ზო­მის ნაჭ­რე­ბად და და­ა­დეთ ყველს ზე­მო­დან.

მომ­დევ­ნო ფენა დაჭ­რი­ლი მჟა­ვე კიტ­რია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უხ­დე­ბა. შემ­დეგ კი, თხლად დაჭ­რი­ლი პო­მი­დო­რი, მა­რი­ლი და კვლავ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი სო­უ­სი.

ბოლო ფენა კვლავ ყვე­ლის ფირ­ფი­ტე­ბია, რო­მელ­საც ზე­მო­დან უნდა მო­ა­ყა­როთ გა­ხე­ხი­ლი იმე­რუ­ლი ყვე­ლი.

და­ა­ფა­რეთ პუ­რის ზედა ნა­წი­ლი და შე­ფუ­თეთ სა­ცხობ ალუ­მი­ნის ქა­ღალ­დში (ფოლ­გა­ში).

გა­მო­ა­ცხვეთ 200 გრა­დუს­ზე, წი­ნას­წარ გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"კო­რი­დას“ "ავ­სტრი­უ­ლი“ შაშ­ხით მომ­ზა­დე­ბუ­ლი გემ­რი­ე­ლი ბურ­გე­რე­ბი

00:00 / 00:00

დაგ­ჭირ­დე­ბათ ბურ­გე­რის პუ­რე­ბი, რო­მე­ლიც უნდა ამოჭ­რათ. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ამო­უ­ღეთ გულ­სარ­თი და და­ი­წყეთ მომ­ზა­დე­ბა.

პირ­ვე­ლი ფენა არის მდოგ­ვი, შემ­დეგ ჩა­ა­ფი­ნეთ ჩე­და­რის ყვე­ლის ფირ­ფი­ტა.

„კო­რი­დას“ ავ­სტრი­უ­ლი მო­ხარ­შულ-შე­ბო­ლი­ლი შაშ­ხი და­ჭე­რით სა­შუ­ა­ლო ზო­მის კუ­ბე­ბად და მო­ა­თავ­სეთ პურ­ში.

და­უ­მა­ტეთ რგო­ლე­ბად დაჭ­რი­ლი ხახ­ვი, მჟა­ვე კიტ­რი, კეტ­ჩუ­პი და პო­მიდვ­რის თხე­ლი ნაჭ­რე­ბი.

მო­ას­ხით მა­ი­ო­ნე­ზი და მო­ა­ყა­რეთ ზე­მო­დან გა­ხე­ხი­ლი ყვე­ლი.

გა­მო­ა­ცხვეთ ღუ­მელ­ში 200 გრა­დუს­ზე, მაქ­სი­მუმ 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ხრა­შუ­ნა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჰოთ-დო­გე­ბის რე­ცეპ­ტი

00:00 / 00:00

ხრა­შუ­ნა და უმარ­ტი­ვე­სად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ჰოთ-დო­გე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ „კო­რი­დას“ რძი­ა­ნი სო­სი­სი და მზა ფე­ნო­ვა­ნი ცომი.

ცომი და­ჭე­რით სა­სურ­ველ ზო­მე­ბად, რომ გა­და­ახ­ვი­ოთ სო­სი­სე­ბი. გა­და­ახ­ვი­ეთ ისე, რომ მთლი­ა­ნად და­ი­ფა­როს.

ჩა­ჭე­რით ისე, რო­გორც ვი­დე­ო­შია ნაჩ­ვე­ნე­ბი.

მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი ის არის, რომ სო­სი­სი უნდა ჩა­იჭ­რას, მაგ­რამ ცომი ბო­ლომ­დე არა. გაჭ­რი­ლი ნა­წი­ლე­ბი გა­და­წი­ეთ გვერ­დე­ბის­კენ, მო­ა­თავ­სეთ ფქვილ­მოყ­რილ სა­ცხობ სინ­ზე, გა­და­უს­ვით კვერ­ცხის გუ­ლი­სა და რძის მასა და აცხვეთ წი­ნას­წარ გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში 200 გრა­დუს­ზე, გა­დაბ­რაწ­ვამ­დე.

ბო­ლოს მო­ას­ხით კეტ­ჩუ­პი და მა­ი­ო­ნე­ზი.

გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თვით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

მარტივი, გემრიელი და ნოყიერი საუზმის იდეები Keto’s kitchen corner-გან

მარტივი, გემრიელი და ნოყიერი საუზმის იდეები Keto’s kitchen corner-გან

Keto’s kitchen corner-ი გვიზიარებს ნოყიერი, გემრიელი და ბიუჯეტური საუზმის რეცეპტებს. სცადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შედეგი კომენტარებში!

ნოყიერი საუზმე პურში

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი საუზმე, ამავდროულად არის ხრაშუნა და ძალიან წვნიანი. დაგჭრიდებათ პური, რომელსაც უნდა მოაჭრათ თავი (შეინახოთ ცალკე) და პურს ამოაცალოთ გული.

ქვედა ფენას წაუსვით სასურველი სოუსი, ჩააფინეთ ყველის ფირფიტები. შემდეგი ფენა - ძეხვია. ამ რეცეპტში გამოყენებულია „კორიდას“ პიკანტური მოხარშული ძეხვი. დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და დაადეთ ყველს ზემოდან.

მომდევნო ფენა დაჭრილი მჟავე კიტრია, რომელიც ძალიან უხდება. შემდეგ კი, თხლად დაჭრილი პომიდორი, მარილი და კვლავ თქვენთვის სასურველი სოუსი.

ბოლო ფენა კვლავ ყველის ფირფიტებია, რომელსაც ზემოდან უნდა მოაყაროთ გახეხილი იმერული ყველი.

დააფარეთ პურის ზედა ნაწილი და შეფუთეთ საცხობ ალუმინის ქაღალდში (ფოლგაში).

გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

"კორიდას“ "ავსტრიული“ შაშხით მომზადებული გემრიელი ბურგერები

დაგჭირდებათ ბურგერის პურები, რომელიც უნდა ამოჭრათ. შეძლებისდაგვარად ამოუღეთ გულსართი და დაიწყეთ მომზადება.

პირველი ფენა არის მდოგვი, შემდეგ ჩააფინეთ ჩედარის ყველის ფირფიტა.

„კორიდას“ ავსტრიული მოხარშულ-შებოლილი შაშხი დაჭერით საშუალო ზომის კუბებად და მოათავსეთ პურში.

დაუმატეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, მჟავე კიტრი, კეტჩუპი და პომიდვრის თხელი ნაჭრები.

მოასხით მაიონეზი და მოაყარეთ ზემოდან გახეხილი ყველი.

გამოაცხვეთ ღუმელში 200 გრადუსზე, მაქსიმუმ 10 წუთის განმავლობაში.

ხრაშუნა და განსხვავებული ჰოთ-დოგების რეცეპტი

ხრაშუნა და უმარტივესად მოსამზადებელი ჰოთ-დოგების მოსამზადებლად დაგჭირდებათ „კორიდას“ რძიანი სოსისი და მზა ფენოვანი ცომი.

ცომი დაჭერით სასურველ ზომებად, რომ გადაახვიოთ სოსისები. გადაახვიეთ ისე, რომ მთლიანად დაიფაროს.

ჩაჭერით ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები.

მთავარი პრინციპი ის არის, რომ სოსისი უნდა ჩაიჭრას, მაგრამ ცომი ბოლომდე არა. გაჭრილი ნაწილები გადაწიეთ გვერდებისკენ, მოათავსეთ ფქვილმოყრილ საცხობ სინზე, გადაუსვით კვერცხის გულისა და რძის მასა და აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე, გადაბრაწვამდე.

ბოლოს მოასხით კეტჩუპი და მაიონეზი.

გემრიელად მიირთვით!