სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ სუსტი ვიყავი, მაგრამ ყველას დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი და ძლიერი ვარ" - რა თქვა "ქოჩორამ" მატჩის შემდეგ და რატომ აღნიშნავს გილებს "კაპიტან ამერიკას" სტილში
"ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ სუსტი ვიყავი,  მაგრამ  ყველას დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი და ძლიერი ვარ" - რა თქვა "ქოჩორამ" მატჩის შემდეგ და რატომ აღნიშნავს გილებს "კაპიტან ამერიკას" სტილში

"ვიცი, რომ ამა­ზე არ გავ­ჩერ­დე­ბი არც მე და არც ჩემი გუნ­დე­ლე­ბი. ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არც მე მივ­ცემ ჩემს თავს და არც ჩემი გუნ­დე­ლე­ბი მომ­ცე­მენ", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ნა­ხე­ვარმცველ­მა, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა ალ­ბა­ნეთ­თან მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

  • ნაკ­რე­ბის წევ­რის ვი­დეო კო­მენ­ტარს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, შემ­დე­გი თა­მა­ში კი­დევ უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა წარ­მო­ჩე­ნი­ლი.

"ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა პირ­ველ რიგ­ში იმ ხალ­ხს, ვინც ჩვენს სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მო­ვი­და და ვინც ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან გვი­ყუ­რებ­და. ჩვენ ეს შევ­ძე­ლით დღეს, მაგ­რამ ამით არ ვჩერ­დე­ბით. ვი­ცით, რომ ერთ თვე­ში მოგ­ვი­წევს უკან დაბ­რუ­ნე­ბა და უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე უნდა შევ­ძლოთ უკ­რა­ი­ნას­თან თა­მა­ში.ალ­ბათ, ბავ­შვო­ბა­ში რომ ეთ­ქვათ, ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში გო­ლე­ბის გა­ტა­ნას შეძ­ლე­ბო, არა­ვის და­ვუ­ჯე­რებ­დი, პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაგ­რამ არას­დროს უნდა და­ნებ­დე, ყო­ველ­თვის უნდა და­ი­ჯე­რო შენი თა­ვის, იშ­რო­მო შენი მიზ­ნე­ბის­თვის და აუ­ცი­ლებ­ლად აგიხ­დე­ბა.

მად­ლო­ბა ღმერ­თს, დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის, ვიცი, რომ ამა­ზე არ გავ­ჩერ­დე­ბი არც მე და არც ჩემი გუნ­დე­ლე­ბი. ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არც მე მივ­ცემ ჩემს თავს და არც ჩემი გუნ­დე­ლე­ბი მომ­ცე­მენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი გო­ლის აღ­ნიშ­ვნას, ბევ­რს ეშ­ლე­ბა. ეს არის ჩემ­თვის კა­პი­ტან ამე­რი­კა, რო­მელ­საც ბავ­შვო­ბა­ში ცუდი ის­ტო­რია ჰქონ­და, მაგ­რამ იყო შე­უ­პო­ვა­რი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მეც ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ სუს­ტი ვი­ყა­ვი, არ ვიქ­ნე­ბო­დი მზად დიდი ევ­რო­პუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თვის, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ჩემს თავს და­ვუმ­ტკი­ცე, რომ შე­მიძ­ლია ამ დო­ნის თა­მა­ში და შემ­დეგ ყვე­ლას და­ვუმ­ტკი­ცე, რომ შე­უ­პო­ვა­რი და ძლი­ე­რი ვარ და გა­ვაგ­რძე­ლებ წინსვლას“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა ალ­ბა­ნეთს გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის გო­ლით, ან­გა­რი­შით - 1:0 მო­უ­გო და 6 ქუ­ლით ჯგუ­ფის ლი­დე­რია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

გაიხარეთ, ბიჭებო, მთელი საქართველოს გახარებისთვის.

უფ
0

გაიხარე ქოჩორ, ძალიან გაგვახარეთ

ავტორი:

"ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ სუსტი ვიყავი, მაგრამ ყველას დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი და ძლიერი ვარ" - რა თქვა "ქოჩორამ" მატჩის შემდეგ და რატომ აღნიშნავს გილებს "კაპიტან ამერიკას" სტილში

"ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ სუსტი ვიყავი,  მაგრამ  ყველას დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი და ძლიერი ვარ" - რა თქვა "ქოჩორამ" მატჩის შემდეგ და რატომ აღნიშნავს გილებს "კაპიტან ამერიკას" სტილში

"ვიცი, რომ ამაზე არ გავჩერდები არც მე და არც ჩემი გუნდელები. ამის საშუალებას არც მე მივცემ ჩემს თავს და არც ჩემი გუნდელები მომცემენ", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.

  • ნაკრების წევრის ვიდეო კომენტარს ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ქოჩორაშვილმა აღნიშნა, შემდეგი თამაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება წარმოჩენილი.

"ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმ ხალხს, ვინც ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდა და ვინც ტელევიზორიდან გვიყურებდა. ჩვენ ეს შევძელით დღეს, მაგრამ ამით არ ვჩერდებით. ვიცით, რომ ერთ თვეში მოგვიწევს უკან დაბრუნება და უფრო მაღალ დონეზე უნდა შევძლოთ უკრაინასთან თამაში.ალბათ, ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლების გატანას შეძლებო, არავის დავუჯერებდი, პოზიციიდან გამომდინარე, მაგრამ არასდროს უნდა დანებდე, ყოველთვის უნდა დაიჯერო შენი თავის, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება.

მადლობა ღმერთს, დღევანდელი დღისთვის, ვიცი, რომ ამაზე არ გავჩერდები არც მე და არც ჩემი გუნდელები. ამის საშუალებას არც მე მივცემ ჩემს თავს და არც ჩემი გუნდელები მომცემენ.

რაც შეეხება ჩემი გოლის აღნიშვნას, ბევრს ეშლება. ეს არის ჩემთვის კაპიტან ამერიკა, რომელსაც ბავშვობაში ცუდი ისტორია ჰქონდა, მაგრამ იყო შეუპოვარი. მოგეხსენებათ, მეც ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ სუსტი ვიყავი, არ ვიქნებოდი მზად დიდი ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ პირველი ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია ამ დონის თამაში და შემდეგ ყველას დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი და ძლიერი ვარ და გავაგრძელებ წინსვლას“ - განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთს გიორგი ქოჩორაშვილის გოლით, ანგარიშით - 1:0 მოუგო და 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.