სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - „გამომყევი აჭარაში“ კამპანიის შედეგები 80 მილიონს აღწევს
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - „გამომყევი აჭარაში“ კამპანიის შედეგები 80 მილიონს აღწევს

შიდა ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბის კამ­პა­ნია „გა­მომ­ყე­ვი აჭა­რა­ში“ აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია და კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, აჭა­რა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­ბის წვდო­მე­ბი უკვე 80 მი­ლი­ონს აღ­წევს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 30-ამდე „ინფლუ­ენ­სე­რი“, კონ­ტენტ-კრე­ა­ტო­რი და ფო­ტოგ­რა­ფი თვე­ზე მე­ტია აჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რობს და თა­ვი­ანთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ასი­ა­თა­სო­ბით შიდა ტუ­რისტს უზი­ა­რებს.

„გა­სუ­ლი წლის მსგავ­სად, კონ­კუ­რენ­ცია მთა­ვა­რი პრი­ზის მო­სა­პო­ვებ­ლად წელ­საც დი­დია. კამ­პა­ნი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე ორი კვი­რა რჩე­ბა, რის შემ­დე­გაც მოხ­დე­ბა აჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რი ინფლუ­ენ­სე­რე­ბის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი და გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი. კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი აჭა­რის, რო­გორც ოთხი­ვე სე­ზონ­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ქარ­თვე­ლი ბლო­გერ/„ინფლუ­ენ­სე­რე­ბის“ ჩარ­თუ­ლო­ბით შიდა ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბაა.

კამ­პა­ნია „გა­მომ­ყე­ვი აჭა­რა­ში“ პირ­ვე­ლად გა­სულ წელს ჩა­ტარ­და. ორ­თვი­ა­ნი კამ­პა­ნი­ი­სას, ბლო­გე­რე­ბის მიერ აჭა­რის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა კონ­ტენ­ტმა ასი­ა­თა­სო­ბით ქარ­თველს გა­აც­ნო რე­გი­ო­ნის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი. კამ­პა­ნი­ა­ში 50-ამდე მო­ნა­წი­ლე და­რე­გის­ტრირ­და, თუმ­ცა მათ შო­რის ყვე­ლა­ზე კარ­გი შე­დე­გე­ბი იმ ცნო­ბილ­მა ბლო­გერ-„ინფლუ­ენ­სე­რებ­მა“ აჩ­ვე­ნეს, რომ­ლე­ბიც აჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს აქ­ტი­უ­რად უზი­ა­რებ­დნენ ასი­ა­თა­სო­ბით გა­მომ­წერს“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - „გამომყევი აჭარაში“ კამპანიის შედეგები 80 მილიონს აღწევს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - „გამომყევი აჭარაში“ კამპანიის შედეგები 80 მილიონს აღწევს

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ აქტიურ ფაზაშია და კამპანიის ფარგლებში, აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტების წვდომები უკვე 80 მილიონს აღწევს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 30-ამდე „ინფლუენსერი“, კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფი თვეზე მეტია აჭარაში მოგზაურობს და თავიანთ შთაბეჭდილებებს ასიათასობით შიდა ტურისტს უზიარებს.

„გასული წლის მსგავსად, კონკურენცია მთავარი პრიზის მოსაპოვებლად წელსაც დიდია. კამპანიის დასრულებამდე ორი კვირა რჩება, რის შემდეგაც მოხდება აჭარაში მოგზაური ინფლუენსერების შედეგების ანალიზი და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. კამპანიის მიზანი აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/„ინფლუენსერების“ ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ პირველად გასულ წელს ჩატარდა. ორთვიანი კამპანიისას, ბლოგერების მიერ აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა ასიათასობით ქართველს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები. კამპანიაში 50-ამდე მონაწილე დარეგისტრირდა, თუმცა მათ შორის ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-„ინფლუენსერებმა“ აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ ასიათასობით გამომწერს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

NS