სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხი რომ წერს, დედა გამოაჩინეო, ასჯერ დავწერე, რომ დედა არ არის საქართველოში და..." - ბიოლოგიური მშობლების პოვნის რა დეტალებს ამხელს თამუნა მუსერიძე?
"ხალხი რომ წერს, დედა გამოაჩინეო, ასჯერ დავწერე, რომ დედა არ არის საქართველოში და..." - ბიოლოგიური მშობლების პოვნის რა დეტალებს ამხელს თამუნა მუსერიძე?

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის რვაწ­ლი­ა­ნი ძი­ე­ბა დას­რულ­და და ჟურ­ნა­ლის­ტმა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი იპო­ვა. ბოლო კვი­რას მე­დია თით­ქმის ყო­ველ დღე წერ­და ჟურ­ნა­ლის­ტის თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ჩა­ვი­და სა­მეგ­რე­ლო­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მის შე­სახ­ვედ­რად. გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­ლოც­ვე­ბის გარ­და, ხალ­ხი სვამ­და უამ­რავ კი­თხვას, თუ სად იყო დედა, გა­ყი­დეს თუ გა­აშ­ვი­ლეს, რო­გორ გა­ვი­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის კვალ­ზე და ა.შ.

ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­და­წყვი­ტა, რომ სა­კუ­თა­რი გა­მომ­წე­რე­ბის­თვის ვი­დეო ჩა­ე­წე­რა, რო­მელ­შიც იმ კი­თხვებს სცემს პა­სუხს, რო­მე­ლიც ბოლო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი მი­სა­მარ­თით არა­ერ­თხელ და­ის­ვა

"სა­მეგ­რე­ლო­დან დრო­ე­ბით დავ­ბრუნ­დით, მაგ­რამ ისევ გვი­წევს ცოტა ხან­ში წას­ვლა. ბევ­რი ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ თუ ცოტა, მთა­ვა­რია, რომ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო ნა­თე­სა­ვე­ბის გვერ­დში დგო­მა და პირ­ველ რიგ­ში, მათი უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ასე არ გა­მი­მარ­ტივ­დე­ბო­და იქ ყოფ­ნა. სა­უ­ბა­რი მაქვს ჩემს ბი­ძაშ­ვი­ლებ­ზე და მა­მი­დაშ­ვი­ლებ­ზე. მე მათ ამაგს, დახ­ვედ­რას და კე­თილ­გან­წყო­ბას ვე­რა­სო­დეს გა­და­ვიხ­დი.

მეს­მის, რომ დე­დის მხრის მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სია, მაგ­რამ მათი დიდი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს და მათი ფო­ტო­ე­ბი რომ დავ­დო და ვი­სა­უბ­რო ,ასე არ გა­მო­დის. მათ რო­დე­საც შევ­ხვდე­ბი, მერე გა­გაც­ნობთ. ჯერ აქე­თა მხა­რე არ მაქვს ამო­წუ­რუ­ლი და მერ­წმუ­ნეთ, ისი­ნი არა­ნაკ­ლებ ულა­მა­ზე­სე­ბი არი­ან. მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შემ­დეგ მო­გაწ­ვდით, რო­დე­საც წა­ვალთ იმ ქა­ლაქ­ში, სა­დაც ისი­ნი ერ­თად არი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­მის მხა­რეს, ერ­თი­ა­ნად რომ მოვ­ყვე ეს ის­ტო­რია, აი­რე­ვით. გრძე­ლი გზაა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბი ეტა­პობ­რი­ვად მო­გა­წო­დოთ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია. აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლას გე­ტყვით, რომ არ არ­სე­ბობს ის, რა­საც ვერ მი­აღ­წევთ, რო­დე­საც ადა­მი­ანს რა­ღაც გუ­ლით უნდა, აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებს.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე სა­მეგ­რე­ლო­ში, მა­მას­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად

თუმ­ცა ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბის და მე­გობ­რე­ბი ამ ომში ჩემ­თან ერ­თად რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ვერ ვი­პო­ვი­დი, ჩემს ბი­ძაშ­ვილს ნიას რომ არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი. ჩემ­თვის ცოტა გა­უ­გე­ბა­რია, ხალ­ხი რომ წერს, დედა გა­მო­ა­ჩი­ნეო, ას­ჯერ დავ­წე­რე, რომ დედა არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვერ გა­მო­ვა­ჩენ. ფოტო დავ­დო და და­ვა­წე­რო, ეს არის დედა? - რო­დე­საც დე­დას ვნა­ხავ და გავცვლით ემო­ცი­ებს, შემ­დე­გი გან­ვი­თა­რე­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის, ვიდ­რე მისი ფოტო გა­მო­ვაქ­ვეყ­ნო. ეს არ არის სწო­რი ნა­ბი­ჯი. ჩემი ძმის ცოლი ამ­დე­ნი ხა­ნია ჩარ­თუ­ლია და ვე­სა­უბ­რე­ბი, ძა­ლი­ან უხა­რი­ათ ჩემს ძმა­საც და რძალ­საც, მაგ­რამ ვიდ­რე არ თქვეს რომ მზად არი­ან გა­მოჩ­ნდნენ სა­ჯა­როდ, მე ხმა არ ამო­მი­ღია.

ყვე­ლა­ზე დიდი ემო­ცია მა­შინ მქონ­და, რო­დე­საც ჩა­ვე­დი ზუგ­დიდ­ში და ვნა­ხე სახ­ლი სა­დაც მამა ცხოვ­რობ­და. ვინც მიც­ნობთ, იცით, რომ სტა­ფი­ლოს­ფე­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და რო­დე­საც ჩა­ვე­დი და ვნა­ხე ამ­ხე­ლა ზუგ­დიდ­ში არის ერ­თა­დერ­თი სტა­ფი­ლოს­ფე­რი სახ­ლი და იქ ცხოვ­რობს მა­მა­ჩე­მი, გავ­გიჟ­დი. ვკი­თხე ეს სახ­ლი სტა­ფი­ლოს­ფე­რი რა­ტომ არის-მეთ­ქი, მი­თხრა, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი ფერი იყო. გა­ჩუ­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი დიდი ხანი, ხმა ვერ ამო­ვი­ღე.

ყვე­ლა­ზე მეტი კი­თხვაა, ამ ხალ­ხის გე­ნე­ტი­კურ ტესტზე და­თან­ხმე­ბა რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე, ორი­ვე მხა­რე მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო. ხვალ დავ­დებ ვი­დე­ოს, რო­გორ ვნა­ხე პა­სუ­ხე­ბი, ეს იყო ყვე­ლა­ზე შო­კის­მომ­გვრე­ლი ემო­ცია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

ვი­ცო­დი, რომ მეგ­რე­ლი ვი­ყა­ვი, ნათ­ლი­ამ რო­მელ­მაც წა­მო­მიყ­ვა­ნა სამ­შო­ბი­ა­რო­დან მი­თხრა, რომ დედა იყო მეგ­რე­ლი. ყველ­გან ვამ­ბობ­დი ამას, ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში, მაგ­რამ ბო­ლომ­დე არ მჯე­რო­და. და­ვი­წყე ძებ­ნა სა­მეგ­რე­ლო­ში, შემ­დეგ სამ­ტრე­დი­ა­ში, სა­ჩხე­რე­ში, ჭი­ა­თუ­რა­ში, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა ნიამ გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი გა­ი­კე­თა, და­დას­ტურ­და, რომ მა­მის მხრი­დან მე ვარ მეგ­რე­ლი. შემ­დეგ დე­დის მხა­რემ გა­ი­კე­თა ტეს­ტი და და­დას­ტურ­და, რომ დე­დის მხრი­და­ნაც მეგ­რე­ლი ვი­ყა­ვი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩარ­თუ­ლი მყავ­და ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი, სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი დახ­მა­რე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა ვე­რა­ვინ. ისე იყო სა­ბუ­თე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ გე­ნე­ტი­კუ­რიო ტეს­ტი რომ არა, კვალ­ზე ვერ გა­ვი­დო­დი. ასე­ვე ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­მოჩ­ნდა თვე ნა­ხევ­რის წინ, რე­ა­ლუ­რად, სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი ამ ადა­მი­ან­მა დას­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი დრო დამ­ჭირ­და და ეკ­ლი­ა­ნი გზა, ვიდ­რე მშობ­ლებს ვი­პო­ვი­დი და ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც არ დად­გინ­დე­ბო­და, რომ არა გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი და ეს ადა­მი­ა­ნი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ხალხი რომ წერს, დედა გამოაჩინეო, ასჯერ დავწერე, რომ დედა არ არის საქართველოში და..." - ბიოლოგიური მშობლების პოვნის რა დეტალებს ამხელს თამუნა მუსერიძე?

"ხალხი რომ წერს, დედა გამოაჩინეო, ასჯერ დავწერე, რომ დედა არ არის საქართველოში და..." - ბიოლოგიური მშობლების პოვნის რა დეტალებს ამხელს თამუნა მუსერიძე?

თამუნა მუსერიძის რვაწლიანი ძიება დასრულდა და ჟურნალისტმა ბიოლოგიური მშობლები იპოვა. ბოლო კვირას მედია თითქმის ყოველ დღე წერდა ჟურნალისტის თავბრუდამხვევი ისტორიის შესახებ, თუ როგორ ჩავიდა სამეგრელოში ბიოლოგიური მამის შესახვედრად. გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, მილოცვების გარდა, ხალხი სვამდა უამრავ კითხვას, თუ სად იყო დედა, გაყიდეს თუ გააშვილეს, როგორ გავიდა ბიოლოგიური მშობლების კვალზე და ა.შ.

ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი გამომწერებისთვის ვიდეო ჩაეწერა, რომელშიც იმ კითხვებს სცემს პასუხს, რომელიც ბოლო კვირის განმავლობაში მისი მისამართით არაერთხელ დაისვა

"სამეგრელოდან დროებით დავბრუნდით, მაგრამ ისევ გვიწევს ცოტა ხანში წასვლა. ბევრი ვინერვიულეთ თუ ცოტა, მთავარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩემთვის მთავარი იყო ნათესავების გვერდში დგომა და პირველ რიგში, მათი უზომოდ მადლიერი ვარ, ეს ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, ასე არ გამიმარტივდებოდა იქ ყოფნა. საუბარი მაქვს ჩემს ბიძაშვილებზე და მამიდაშვილებზე. მე მათ ამაგს, დახვედრას და კეთილგანწყობას ვერასოდეს გადავიხდი.

მესმის, რომ დედის მხრის მიმართ დიდი ინტერესია, მაგრამ მათი დიდი ნაწილი საქართველოში არ ცხოვრობს და მათი ფოტოები რომ დავდო და ვისაუბრო ,ასე არ გამოდის. მათ როდესაც შევხვდები, მერე გაგაცნობთ. ჯერ აქეთა მხარე არ მაქვს ამოწურული და მერწმუნეთ, ისინი არანაკლებ ულამაზესები არიან. მათ შესახებ ინფორმაციას შემდეგ მოგაწვდით, როდესაც წავალთ იმ ქალაქში, სადაც ისინი ერთად არიან.

რაც შეეხება მამის მხარეს, ერთიანად რომ მოვყვე ეს ისტორია, აირევით. გრძელი გზაა, მაქსიმალურად ვეცდები ეტაპობრივად მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია. აუცილებლად ყველას გეტყვით, რომ არ არსებობს ის, რასაც ვერ მიაღწევთ, როდესაც ადამიანს რაღაც გულით უნდა, აუცილებლად შეძლებს.

თამუნა მუსერიძე სამეგრელოში, მამასთან და ნათესავებთან ერთად

თუმცა ჩემი ნათესავების და მეგობრები ამ ომში ჩემთან ერთად რომ არ ყოფილიყვნენ, ვერ ვიპოვიდი, ჩემს ბიძაშვილს ნიას რომ არ გაეკეთებინა გენეტიკური ტესტი. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ხალხი რომ წერს, დედა გამოაჩინეო, ასჯერ დავწერე, რომ დედა არ არის საქართველოში და ვერ გამოვაჩენ. ფოტო დავდო და დავაწერო, ეს არის დედა? - როდესაც დედას ვნახავ და გავცვლით ემოციებს, შემდეგი განვითარება უფრო მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის, ვიდრე მისი ფოტო გამოვაქვეყნო. ეს არ არის სწორი ნაბიჯი. ჩემი ძმის ცოლი ამდენი ხანია ჩართულია და ვესაუბრები, ძალიან უხარიათ ჩემს ძმასაც და რძალსაც, მაგრამ ვიდრე არ თქვეს რომ მზად არიან გამოჩნდნენ საჯაროდ, მე ხმა არ ამომიღია.

ყველაზე დიდი ემოცია მაშინ მქონდა, როდესაც ჩავედი ზუგდიდში და ვნახე სახლი სადაც მამა ცხოვრობდა. ვინც მიცნობთ, იცით, რომ სტაფილოსფერი ძალიან მიყვარს და როდესაც ჩავედი და ვნახე ამხელა ზუგდიდში არის ერთადერთი სტაფილოსფერი სახლი და იქ ცხოვრობს მამაჩემი, გავგიჟდი. ვკითხე ეს სახლი სტაფილოსფერი რატომ არის-მეთქი, მითხრა, რომ მისი საყვარელი ფერი იყო. გაჩუმებული ვიყავი დიდი ხანი, ხმა ვერ ამოვიღე.

ყველაზე მეტი კითხვაა, ამ ხალხის გენეტიკურ ტესტზე დათანხმება როგორ მოვახერხე, ორივე მხარე მაქსიმალურად მობილიზებული იყო. ხვალ დავდებ ვიდეოს, როგორ ვნახე პასუხები, ეს იყო ყველაზე შოკისმომგვრელი ემოცია ჩემს ცხოვრებაში.

ვიცოდი, რომ მეგრელი ვიყავი, ნათლიამ რომელმაც წამომიყვანა სამშობიაროდან მითხრა, რომ დედა იყო მეგრელი. ყველგან ვამბობდი ამას, ყველა ინტერვიუში, მაგრამ ბოლომდე არ მჯეროდა. დავიწყე ძებნა სამეგრელოში, შემდეგ სამტრედიაში, საჩხერეში, ჭიათურაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემმა ბიძაშვილმა ნიამ გენეტიკური ტესტი გაიკეთა, დადასტურდა, რომ მამის მხრიდან მე ვარ მეგრელი. შემდეგ დედის მხარემ გაიკეთა ტესტი და დადასტურდა, რომ დედის მხრიდანაც მეგრელი ვიყავი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩართული მყავდა ყველა და ყველაფერი, სამწუხაროდ, ჩემი დახმარება ვერ მოახერხა ვერავინ. ისე იყო საბუთები გაკეთებული, რომ გენეტიკურიო ტესტი რომ არა, კვალზე ვერ გავიდოდი. ასევე ერთი ადამიანი, რომელიც გამოჩნდა თვე ნახევრის წინ, რეალურად, საბოლოო წერტილი ამ ადამიანმა დასვა. სამწუხაროდ, ბევრი დრო დამჭირდა და ეკლიანი გზა, ვიდრე მშობლებს ვიპოვიდი და ეს ყველაფერი მაინც არ დადგინდებოდა, რომ არა გენეტიკური ტესტი და ეს ადამიანი.

წაიკითხეთ ასევე: