სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას“ - პრემიერი
“გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას“ - პრემიერი

“სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლა­სა და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ენერ­გე­ტი­კუ­ლი სექ­ტო­რის სიძ­ლი­ე­რეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ენერ­გე­ტი­კო­სის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, 2012 წლის შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და გე­ნე­რა­ცი­ის ობი­ექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, გა­უმ­ჯო­ბეს­და ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის გა­დამ­ცე­მი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

“ყვე­ლას გი­ლო­ცავთ პრო­ფე­სი­ულ დღეს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ენერ­გე­ტი­კო­სებს, დარ­გის ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლისტს. თქვე­ნი შრო­მა ას­რუ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ყვე­ლა დარ­გის, ასე­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­როს სრულ­ფა­სო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლა­ზე, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ამ­ბი­ცი­ურ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­სა და ამო­ცა­ნებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ამ ყვე­ლა­ფერ­ში ენერ­გე­ტი­კუ­ლი სექ­ტო­რის სიძ­ლი­ე­რეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა.

ამ­დე­ნად, თქვენს შრო­მა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას აქვს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უკე­თე­სი მო­მავ­ლის შექ­მნის­თვის, რის­კე­ნაც ყვე­ლა­ნი ერ­თად ვის­წრაფ­ვით.

ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რის ბოლო დრო­ის მიღ­წე­ვე­ბი იმ­სა­ხუ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბულ აღ­ნიშ­ვნას: 2012 წლი­დან დღემ­დე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და გე­ნე­რა­ცი­ის ობი­ექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, გა­უმ­ჯო­ბეს­და ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის გა­დამ­ცე­მი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, გა­ფარ­თოვ­და ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­სა და ბუ­ნებ­რივ გაზ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, გაძ­ლი­ერ­და ტრანსსა­სა­ზღვრო კავ­ში­რე­ბი და გა­ი­ზარ­და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა თუ ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტის, იმ­პორ­ტი­სა და ტრან­ზი­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

წლე­ბის მი­ხედ­ვით რომ შე­ვა­და­როთ, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­მუ­შა­ვე­ბა 2012 წელს იყო 9698 მლნ.კვტ.სთ, ხოლო 2024 წლის ბო­ლოს­თვის, 14911 მლნ.კვტ სთ.-ს მი­აღ­წევს, რაც უდი­დე­სი პროგ­რე­სია აღ­ნიშ­ნულ დარ­გში. 2012-2024 წლებ­ში აშენ­და 66 ელექტრო­სად­გუ­რი, ჯა­მუ­რი დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რით და­ახ­ლო­ე­ბით 1255 მგვტ.

  • ჩვენ გვაქვს ამ­ბი­ცი­უ­რი მი­ზა­ნი, 2030 წლის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს სრუ­ლად თვითკმა­რი ქვე­ყა­ნა, რის­თვი­საც ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბამ უნდა გა­და­ა­ჭარ­ბოს მოხ­მა­რე­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თქვენ­თან ერ­თად ამ ამ­ბი­ცი­ურ მი­ზან­საც წარ­მა­ტე­ბით მი­ვაღ­წევთ,“- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, 2025 წლის ბო­ლომ­დე ბუ­ნებ­რი­ვი გაზი და­მა­ტე­ბით 400-მდე და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში შევა.

ავტორი:

“გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას“ - პრემიერი

“გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას“ - პრემიერი

“საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა.

“ყველას გილოცავთ პროფესიულ დღეს, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკოსებს, დარგის ყველა სპეციალისტს. თქვენი შრომა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ქართული ეკონომიკის ყველა დარგის, ასევე უსაფრთხოების სისტემის, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. როდესაც საქართველოს წინსვლაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ამბიციურ სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე ვსაუბრობთ, ამ ყველაფერში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ამდენად, თქვენს შრომასა და გამოცდილებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნისთვის, რისკენაც ყველანი ერთად ვისწრაფვით.

ენერგეტიკის სექტორის ბოლო დროის მიღწევები იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას: 2012 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, გაძლიერდა ტრანსსასაზღვრო კავშირები და გაიზარდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ ნავთობის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები.

წლების მიხედვით რომ შევადაროთ, ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავება 2012 წელს იყო 9698 მლნ.კვტ.სთ, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის, 14911 მლნ.კვტ სთ.-ს მიაღწევს, რაც უდიდესი პროგრესია აღნიშნულ დარგში. 2012-2024 წლებში აშენდა 66 ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით დაახლოებით 1255 მგვტ.

  • ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის თვალსაზრისით, საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა, რისთვისაც ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ამ ამბიციურ მიზანსაც წარმატებით მივაღწევთ,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა.