პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) 8 წლისაა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) 8 წლისაა

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი 8 წლის გახ­და და სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნა.

და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნავ ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან ერ­თად, 600-მდე სტუ­დენ­ტის გა­მო­საშ­ვე­ბი ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2016 წელს და­ფუძნ­და და დღეს ქვეყ­ნის ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი, ინო­ვა­ცი­უ­რი და მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა.

უპ­რე­ცე­დენ­ტო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი ბიზ­ნე­სის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ინო­ვა­ცი­უ­რი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, Apple-ის ერ­თა­დერ­თი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი ტრე­ნინგ ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­იკ­რო­სოფ­ტის ლაბი, ამა­ზო­ნის აკა­დე­მი­ის და ACCA-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ე­ბი, ლექ­ტორ­თა აკა­დე­მია, სტუ­დენ­ტთა და­საქ­მე­ბის უმაღ­ლე­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, პარტნი­ო­რო­ბა მსოფ­ლი­ოს ტოპ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან - მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუტ­თან და ჰარ­ვარ­დთან, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­თან, ეს და სხვა მიღ­წე­ვე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტს 8 წე­ლი­წად­ში და­უგ­როვ­და.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ბა­კალვრო, სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის 10 აკ­რე­დი­ტე­ბულ პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს, ჩა­რი­ცხუ­ლი ჰყავს 10 000-მდე სტუ­დენ­ტი, აქვს 100-ზე მეტი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მა და 500-მდე პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია.

აღ­საღ­ნიშ­ნა­ვია, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი თბი­ლი­სის ცენ­ტრში ახალ კამ­პუს­საც აშე­ნებს და მის გახ­სნას წლის ბო­ლომ­დე გეგ­მავს. თბი­ლი­სის ცენ­ტრში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე არ­სე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ფარ­თო­ე­ბულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე­ე­ბი, ახა­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით აღ­ჭურ­ვი­ლი აუ­დი­ტო­რი­ე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი და სხვა მულ­ტი­მე­დია ოთა­ხე­ბი და­ე­მა­ტე­ბა. ახა­ლი პროგ­რა­მე­ბი, პრე­ცე­დენ­ტო პრო­ექ­ტე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, პარტნი­ო­რო­ბა მსოფ­ლი­ოს მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ურ ბრენ­დებ­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მას­შტა­ბუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბი 2025 წლი­დან, BTU-ს ახალ კამ­პუს­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი არის პირ­ვე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც AI გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სას­წავ­ლო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პრო­ცე­სებ­ში და­ი­წყო. ინო­ვა­ცი­უ­რი პლატ­ფორ­მა BTU AI აერ­თი­ა­ნებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, კვლე­ვით, სატ­რე­ნინ­გო და ანა­ლი­ტი­კურ მა­სა­ლას, AI წიგ­ნებს, AI ლექ­ტორს, პოდ­კას­ტებს, სტა­ტი­ებს და სხვა რე­სურ­სებს, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ და ახ­ლე­ბურ სტან­დარტს ქმნის.

R

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) 8 წლისაა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) 8 წლისაა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 8 წლის გახდა და საიუბილეო თარიღი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ერთად აღნიშნა.

დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებასთან ერთად, 600-მდე სტუდენტის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წელს დაფუძნდა და დღეს ქვეყნის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი, ინოვაციური და მაღალრეიტინგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

უპრეცედენტო სასწავლო პროგრამები ბიზნესის, ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ინოვაციური მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, Apple-ის ერთადერთი ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი საქართველოში, მაიკროსოფტის ლაბი, ამაზონის აკადემიის და ACCA-ს საერთაშორისო აკრედიტაციები, ლექტორთა აკადემია, სტუდენტთა დასაქმების უმაღლესი მაჩვენებელი, პარტნიორობა მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებთან - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან და ჰარვარდთან, თანამშრომლობა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან, ეს და სხვა მიღწევები უნივერსიტეტს 8 წელიწადში დაუგროვდა.

უნივერსიტეტი საბაკალვრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის 10 აკრედიტებულ პროგრამას ახორციელებს, ჩარიცხული ჰყავს 10 000-მდე სტუდენტი, აქვს 100-ზე მეტი გაცვლითი პროგრამა და 500-მდე პარტნიორი ორგანიზაცია.

აღსაღნიშნავია, რომ უნივერსიტეტი თბილისის ცენტრში ახალ კამპუსსაც აშენებს და მის გახსნას წლის ბოლომდე გეგმავს. თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაფართოებულ ინფრასტრუქტურას მრავალფუნქციური სივრცეები, ახალი ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი აუდიტორიები, ბიბლიოთეკები და სხვა მულტიმედია ოთახები დაემატება. ახალი პროგრამები, პრეცედენტო პროექტები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, პარტნიორობა მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიურ ბრენდებთან, საერთაშორისო თანამშრომლობა და მასშტაბური სამეცნიერო კვლევითი პროექტები 2025 წლიდან, BTU-ს ახალ კამპუსში განხორციელდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, სადაც AI გადაწყვეტილებების ინტეგრირება სასწავლო და ადმინისტრაციულ პროცესებში დაიწყო. ინოვაციური პლატფორმა BTU AI აერთიანებს საგანმანათლებლო, კვლევით, სატრენინგო და ანალიტიკურ მასალას, AI წიგნებს, AI ლექტორს, პოდკასტებს, სტატიებს და სხვა რესურსებს, რომელიც განათლების სრულიად განსხვავებულ და ახლებურ სტანდარტს ქმნის.

R