პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ქართული ოცნების“ დაპირება, ყველას დაგიჭერთო, კაცობრიობის ისტორიაში შევა ყველაზე შემზარავ დაპირებად“ -  ალეკო ელისაშვილი
“ქართული ოცნების“ დაპირება, ყველას დაგიჭერთო, კაცობრიობის ისტორიაში შევა ყველაზე შემზარავ დაპირებად“ -  ალეკო ელისაშვილი

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­პი­რე­ბა, ყვე­ლას და­გი­ჭერ­თო, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში შევა, რო­გორც ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რმა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დის წევ­რე­ბი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არი­ან და ე.წ. კო­ლექ­ტი­უ­რი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აკ­რძალ­ვას თა­ვად­ვე აპი­რე­ბენ.

“გივი მი­ქა­ნა­ძე, გოჩა ენუ­ქი­ძე, ან­ზორ ბოლ­ქვა­ძე ორ-ორ­ჯერ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი იყ­ვნენ. გივი მი­ქა­ნა­ძე 2005 წლი­დან 2012 წლამ­დე “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო. ხალ­ხს რომ იჭერ­დნენ და სულს რომ ხდიდ­ნენ, აი, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ახლა ერ­თმა­ნეთს რომ უკ­რა­ვენ ტაშს, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უნდა ავ­კრძა­ლო­თო, ბი­ოგ­რა­ფია არ გვახ­სოვს მათი? ესე­ნი იძა­ხი­ან ახლა ჩემ­ზე, კო­ლექ­ტი­უ­რი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არი­სო, იმი­ტომ, რომ სხვა არა­ფე­რი სათ­ქმე­ლი არ აქვთ. თვი­თონ რომ გაშ­მა­გე­ბუ­ლი “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი“ იყ­ვნენ, პრო­კუ­რო­რე­ბი, დე­პუ­ტა­ტე­ბი და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ მათი და ახლა იძა­ხი­ან, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უნდა ავ­კრძა­ლო­თო, ნა­მუ­სი ხომ არის სა­დღაც.

რომ გვპირ­დე­ბოდ­ნენ, ევ­რო­პას გა­ვა­ო­ცებ­თო, ევ­რო­პა გა­ვა­ო­ცეთ დიქ­ტა­ტუ­რით. ყვე­ლა­ფერ­ში გა­დაგ­ვაგ­დეს, ყვე­ლა და­პი­რე­ბა­ში. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­პი­რე­ბა, ყვე­ლას და­გი­ჭერ­თო, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში შევა, რო­გორც ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა. უკვე ისე­თი გა­კოტ­რე­ბუ­ლია, რომ ხვდე­ბა, აღა­რა­ვინ და­უ­ჯე­რებს სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე თუ ისა­უბ­რე­ბენ, ან ემიგ­რან­ტე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, ან იმა­ზე, რომ ჯი­ბე­ზე ვიგ­რძნობთ რა­მეს.

ასეთ და­პი­რე­ბებ­ზე აღარ სა­უბ­რო­ბენ იმი­ტომ, რომ მო­სა­პა­რი მო­ი­პა­რეს, სა­შოვ­ნე­ლი იშო­ვეს, შე­ხე­დეთ სად აქვთ ქო­ნე­ბე­ბი - თან ევ­რო­პე­ლებს ლან­ძღა­ვენ და თან სახ­ლე­ბი აქვთ პა­რიზ­ში, ბარ­სე­ლო­ნა­ში, ლონ­დონ­ში, მო­ნა­კო­ში და ა.შ. სად დაჰ­ყავთ შვი­ლე­ბი სას­წავ­ლებ­ლად - უცხო­ეთ­ში. ანუ, ფული მოგვპა­რეს, ჩვენს გა­და­სა­ხა­დებს იღე­ბენ ჩვე­ნი­ვე ჯი­ბე­ე­ბი­დან, მი­ლი­ო­ნე­რე­ბი არი­ან, თან ევ­რო­პე­ლებს და ამე­რი­კე­ლებს აგი­ნე­ბენ“ , - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“ქართული ოცნების“ დაპირება, ყველას დაგიჭერთო, კაცობრიობის ისტორიაში შევა ყველაზე შემზარავ დაპირებად“ -  ალეკო ელისაშვილი

“ქართული ოცნების“ დაპირება, ყველას დაგიჭერთო, კაცობრიობის ისტორიაში შევა ყველაზე შემზარავ დაპირებად“ -  ალეკო ელისაშვილი

“ქართული ოცნების“ დაპირება, ყველას დაგიჭერთო, კაცობრიობის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე შემზარავი წინასაარჩევნო დაპირება“, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდის წევრები “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები არიან და ე.წ. კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას თავადვე აპირებენ.

“გივი მიქანაძე, გოჩა ენუქიძე, ანზორ ბოლქვაძე ორ-ორჯერ “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები იყვნენ. გივი მიქანაძე 2005 წლიდან 2012 წლამდე “ნაციონალური მოძრაობის“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. ხალხს რომ იჭერდნენ და სულს რომ ხდიდნენ, აი, ეს ადამიანები ახლა ერთმანეთს რომ უკრავენ ტაშს, “ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ავკრძალოთო, ბიოგრაფია არ გვახსოვს მათი? ესენი იძახიან ახლა ჩემზე, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“ არისო, იმიტომ, რომ სხვა არაფერი სათქმელი არ აქვთ. თვითონ რომ გაშმაგებული “ნაციონალები“ იყვნენ, პროკურორები, დეპუტატები და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები იყვნენ მათი და ახლა იძახიან, “ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ავკრძალოთო, ნამუსი ხომ არის სადღაც.

რომ გვპირდებოდნენ, ევროპას გავაოცებთო, ევროპა გავაოცეთ დიქტატურით. ყველაფერში გადაგვაგდეს, ყველა დაპირებაში. “ქართული ოცნების“ დაპირება, ყველას დაგიჭერთო, კაცობრიობის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე შემზარავი წინასაარჩევნო დაპირება. უკვე ისეთი გაკოტრებულია, რომ ხვდება, აღარავინ დაუჯერებს სამუშაო ადგილებზე თუ ისაუბრებენ, ან ემიგრანტების დაბრუნებაზე, ან იმაზე, რომ ჯიბეზე ვიგრძნობთ რამეს.

ასეთ დაპირებებზე აღარ საუბრობენ იმიტომ, რომ მოსაპარი მოიპარეს, საშოვნელი იშოვეს, შეხედეთ სად აქვთ ქონებები - თან ევროპელებს ლანძღავენ და თან სახლები აქვთ პარიზში, ბარსელონაში, ლონდონში, მონაკოში და ა.შ. სად დაჰყავთ შვილები სასწავლებლად - უცხოეთში. ანუ, ფული მოგვპარეს, ჩვენს გადასახადებს იღებენ ჩვენივე ჯიბეებიდან, მილიონერები არიან, თან ევროპელებს და ამერიკელებს აგინებენ“ , - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.